პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია" - რას წერს ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას და?
"მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია" - რას წერს  ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას და?

ვე­რა­ზე სას­ტი­კად მოკ­ლუ­ლი 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 40 დღე გა­ვი­და. "სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში" ქვეყ­ნდე­ბა ნი­კას დის, 16 წლის კატო კვა­რა­ცხე­ლი­ას წე­რი­ლი. რო­გორც გო­გო­ნა წერს, მას სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უკე­თე­სად გა­აც­ნოს, რე­ა­ლუ­რად ვინ იყო და რას წარ­მო­ად­გენ­და მისი ძმა.

"მე­გობ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­ყო­ლა მთხო­ვეს, იმ ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, სა­ი­და­ნაც ვარ. უნ­დო­დათ მეტი სცოდ­ნო­დათ ის­ტო­რი­ა­ზე, ენა­სა და ხალ­ხზე.მე სულ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვლა­პა­რა­კობ­დი მდი­დარ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე, გა­მორ­ჩე­ულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე, სა­ო­ცარ მთი­ან პე­ი­ზა­ჟებ­სა და ჩვენს უც­ნა­ურ, მაგ­რამ სა­ო­ცარ ენა­ზე. ჩემ­თვის ხომ სა­ქარ­თვე­ლო სულ ხა­ლი­სი­თა და ნოს­ტალ­გი­ით სავ­სე, მომ­ნუს­ხვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, დღეს კი ის სის­ხლით მორ­წყუ­ლი მი­წის ნაგ­ლე­ჯი გახ­და ჩემ­თვის , სა­დაც ჩემი ძმა შე­უბ­რა­ლებ­ლად მოკ­ლეს.რა­ტომ იყე­ნე­ბენ ჩვენს უც­ნა­ურ­სა და სა­ო­ცარ ენას, ტყუ­ი­ლე­ბის გა­სავ­რცე­ლებ­ლად? რა­ტომ ცდი­ლო­ბენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლოდ წარ­მო­ჩე­ნას? რა­ტომ აი, რა­ტომ? არ მინ­და, ჩვე­ნი მშვე­ნი­ე­რი, მთი­ა­ნი პე­ი­ზა­ჟე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლო ხალ­ხის სის­ხლმა და­ფა­როს, არც ის მინ­და, ჩვენს მდი­დარ­სა და გან­სა­კუთ­რე­ბულ კულ­ტუ­რას ჩირ­ქი მოს­ცხოს ზო­გი­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სას­ტიკ­მა, წინ­და­უ­ხე­დავ­მა საქ­ცი­ელ­მა.ძა­ლი­ან მი­ჭირ­და იმის გა­აზ­რე­ბა რომ ნიკო აღარ მყავ­და!

სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბი, სოც ქსე­ლე­ბი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უკვე 40 დღეა გა­უ­ჩე­რებ­ლად წერ­დნენ ნი­კო­ზე სა­დაც ჩემს ძმას დი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნად მო­იხ­სე­ნებ­დნენ, მაგ­რამ მე მინ­და იცო­დეთ, ვინ იყო ნიკო იგი უფრო მეტს წარ­მო­ად­გენ­და, ვიდ­რე ჭკვი­ან, ახალ­გაზ­რდა ბიზ­ნეს­მენს, ის იყო ჩემი გმი­რი.მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, დიდი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, თუ პა­ტა­რა, აუ­ცი­ლებ­ლად მე­ტყო­და: „ნუ ღე­ლავ, გა­მო­სა­ვალს მოვ­ძებ­ნით“, და ყვე­ლა ძა­ლას იხ­მარ­და, რომ მა­შინ­ვე გა­და­ეჭ­რა. მას ჰქონ­და უნა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბა გა­ე­ქარ­წყლე­ბი­ნა. უდა­ვოა, ჩემი ძმა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია იყო, უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი ის უშ­რეტ ენერ­გი­ას ას­ხი­ვებ­და, მას­თან დრო­ის გა­ტა­რე­ბა კი ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. იყო დრო, როცა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ზა­ნი დავ­კარ­გე, მო­ტი­ვა­ცია გა­მიქ­რა და ცუდი ფიქ­რე­ბის ზღვა­ში ვი­ძი­რე­ბო­დი; ეს იყო იმ არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც ჩემს ოჯახს და­აწ­ვა მხრებ­ზე.

მარ­თა­ლია, მშობ­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ უზ­რუნ­ვე­ლად ვი­ცხოვ­როდ, მაგ­რამ გა­უ­თა­ვებ­ლად ვიც­ვლით ქვეყ­ნებს, ამ დრო­ის­თვის ოთხი სკო­ლა, და სახ­ლი შე­ვიც­ვა­ლე, სათ­ვა­ლა­ვი ამე­რია. რო­დე­საც ნი­კომ ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ოთახ­ში შე­მო­ვი­და და დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ. ზუს­ტი დე­ტა­ლე­ბი არ მაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ სამი წლის წინ მოხ­და, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი, ბო­ლოს სირ­ცხვი­ლი და უხერ­ხუ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი. ნიკო და­მეხ­მა­რა იმის აღ­მო­ჩე­ნა­ში, რომ ცხოვ­რე­ბა უფრო დი­დია, ვიდ­რე ჩვე­ნი ცუდი ფიქ­რე­ბი, სკო­ლა, ნიშ­ნე­ბი და უცხო ხალ­ხის აზ­რე­ბი, ვუს­მენ­დი მის ლა­პა­რაკს და მცხვე­ნო­და, რომ მზად ვი­ყა­ვი, ასე მარ­ტი­ვად დავ­ნე­ბე­ბო­დი. ნი­კომ მას­წავ­ლა, რომ ცხოვ­რე­ბა არ არის წყევ­ლა, ის არის სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბუ­ლი შან­სი, რომ­ლი­თაც რა­ღაც დი­დე­ბულს შევ­ქმნი. ნი­კოს ყო­ველ სტუმ­რო­ბა­ზე ასე მე­გო­ნა, სახ­ლში ბედ­ნი­ე­რე­ბის დი­დე­ბულ­მა ტორ­ნა­დომ ჩა­მო­იქ­რო­ლა, ის გა­უ­თა­ვებ­ლად გვი­ზი­ა­რებ­და თა­ვის იდე­ებ­სა და ახალ ინ­ტე­რე­სებს. ხში­რად დავ­ცი­ნო­დი, იმი­ტომ რომ ყო­ველ მოს­ვლა­ზე, ახა­ლი აკ­ვი­ა­ტე­ბა ჰქონ­და, პა­ტა­რა­ო­ბი­დან ასე­თი იყო: რა­ღა­ცას მი­აგ­ნებ­და— აპ­ლი­კა­ცი­ას, წიგნს, ბრენ­დს, ნა­ხატს, ნე­ბის­მი­ერ რა­მეს (ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) დიდ­ხანს იკ­ვლევ­და და გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და, სა­ნამ შენც თა­ვი­სე­ბუ­რად არ და­გა­ინ­ტე­რე­სებ­და. მო­ყო­ლის მარ­თლაც გა­სა­ო­ცა­რი ნიჭი ჰქონ­და, თით­ქოს ჰიპ­ნოზს გი­კე­თებ­და: ეს გახ­ლდათ მისი ერთ-ერთი დი­დე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რომ­ლი­საც ყო­ველ­თვის მშურ­და. ლა­რა­პა­კი ბევ­რს შე­უძ­ლია, არც ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ეშ­ლე­ბათ, მაგ­რამ ნი­კოს შე­ეძ­ლო მსმე­ნე­ლის­თვის თა­ვის გო­ნე­ბამ­დე მი­სას­ვლე­ლი ბი­ლი­კი გა­ეკ­ვა­ლა და ნება და­ერ­თო, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი თვა­ლით და­ე­ნა­ხათ. იმ ადა­მი­ა­ნის თვა­ლით, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო სი­ცო­ცხლე­სა და სწავ­ლა­ზე.

ჰოდა, მარ­თლა მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ აი­ძუ­ლა ვი­ღაც, მთე­ლი სი­სას­ტი­კით და­ე­ხა­ლა ჩემი ძმის­თვის ათი ტყვია ნი­კოს ოპ­ტი­მიზ­მი ხომ არ იყო? ან ოჯა­ხის სიყ­ვა­რუ­ლი? თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მა? უბ­რა­ლოდ, მა­ინ­ტე­რე­სებს, რა იყო ასე­თი უპა­ტი­ე­ბე­ლი, რომ ვი­ღა­ცამ ჩემი 22 წლის ძმის სი­ცო­ცხლე მო­სა­ცი­ლე­ბელ წი­ნა­ღო­ბად და­ი­ნა­ხა მხო­ლოდ უფრო მე­ტიც, ეყო უნა­მუ­სო­ბა, გა­იქ­ცა, და­ი­მა­ლა და იზე­ი­მა. ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ უსა­მარ­თლო­ბას შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ, თუმ­ცა ეს შემ­თხვე­ვა ენით აღუ­წე­რე­ლია.

და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მე­კი­თხე­ბა, ეს რა­ტომ მოხ­დაო? დაღ­ლი­ლი თვა­ლე­ბი­დან ცრემ­ლე­ბი რომ სდის, რა ვუ­პა­სუ­ხო? რო­გორ უნდა აუხ­სნა ასე­თი რა­ღაც ბავ­შვს, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რი ელო­და შინ დაბ­რუ­ნე­ბა­სა და ძმას­თან შეხ­ვედ­რა, ვის­თან ერ­თა­დაც ატა­რებ­და თით­ქმის მთელ თა­ვი­სუ­ფალ დროს. რა ვუ­თხრა, რომ გო­ნე­ბა გა­უ­ნათ­დეს? რო­გორ ავუხ­სნა, რომ ვი­ღა­ცამ რამ­დე­ნი­მე თვე ჩემი ძმის სი­ცო­ცხლეს­თან გა­მო­სალ­მე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და და­გეგ­მვა­ში გა­ა­ტა­რა, თა­ნაც ჩვე­ნი სახ­ლის წინ, ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ღა­მით მარ­ტო ვსე­ირ­ნობ­დი, ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ჩემი უმ­ცრო­სი დედ-მა­მიშ­ვი­ლე­ბი მრა­ვალ­ჯერ გა­სუ­ლან ნი­კოს­თან სტუმ­რად, ქუ­ჩა­ზე, რო­მელ­საც სკო­ლი­სა­კენ მი­მა­ვა­ლე­ბი დე­და­ჩე­მის მან­ქა­ნით გავ­დი­ო­დით. დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლე­ლე­ბის აუხ­სნე­ლად სას­ტი­კი ცოდ­ვე­ბით არის დას­ვრი­ლი.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემს კი­თხვებს პა­სუ­ხი შე­იძ­ლე­ბა არას­დროს გა­ე­ცეს, ერ­თა­დერ­თი ეს ფიქ­რი მამ­შვი­დებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკე­თეს ად­გი­ლას არის; შორს, ამ სი­ბინ­ძუ­რის­გან ჰოდა, მაღ­ლა იფ­რი­ნე, ნიკო იმე­დი მაქვს, მალე შევ­ხვდე­ბით. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, უშე­ნოდ სი­ცო­ცხლე არა­ფე­რია, მხო­ლოდ ტან­ჯვა და აგო­ნია.

no

ნიკო კვა­რა­ცხე­ლია 15 სე­პქ­ტემ­ბერს ვე­რა­ზე, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას დაჭ­რეს. ახალ­გაზ­რდას 10 ტყვია ჰქონ­და დახ­ლი­ლი. ის მე­ო­რე დღეს ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის­თვის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია 2 პირი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

ნამდვილად არა კაცები იმედია სათანადოდ დაისჯებიან

Cyberbob
3

ჩვენი უბედურება ის არის რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ მიზეზის გარეშე სიცოცხლე მოუსწრაფონ თავისივე ტოლს, რომელსაც არიცნობდნენ და ვიღაცის მითითებით მოქმედებდნენ. ეს უკვე საზოგადოების ავადმყოფობაზე მიუთითებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია" - რას წერს ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას და?

"მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია" - რას წერს  ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას და?

ვერაზე სასტიკად მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. "სოციალურ ქსელში" ქვეყნდება ნიკას დის, 16 წლის კატო კვარაცხელიას წერილი. როგორც გოგონა წერს, მას სურს საზოგადოებას უკეთესად გააცნოს, რეალურად ვინ იყო და რას წარმოადგენდა მისი ძმა.

"მეგობრებმა საქართველოზე მოყოლა მთხოვეს, იმ ქვეყნის შესახებ, საიდანაც ვარ. უნდოდათ მეტი სცოდნოდათ ისტორიაზე, ენასა და ხალხზე.მე სულ სიამოვნებით ვლაპარაკობდი მდიდარსა და განსაკუთრებულ ქართულ კულტურაზე, გამორჩეულ სამზარეულოზე, საოცარ მთიან პეიზაჟებსა და ჩვენს უცნაურ, მაგრამ საოცარ ენაზე. ჩემთვის ხომ საქართველო სულ ხალისითა და ნოსტალგიით სავსე, მომნუსხველი ქვეყანა იყო, დღეს კი ის სისხლით მორწყული მიწის ნაგლეჯი გახდა ჩემთვის , სადაც ჩემი ძმა შეუბრალებლად მოკლეს.რატომ იყენებენ ჩვენს უცნაურსა და საოცარ ენას, ტყუილების გასავრცელებლად? რატომ ცდილობენ დამნაშავეების უდანაშაულოდ წარმოჩენას? რატომ აი, რატომ? არ მინდა, ჩვენი მშვენიერი, მთიანი პეიზაჟები უდანაშაულო ხალხის სისხლმა დაფაროს, არც ის მინდა, ჩვენს მდიდარსა და განსაკუთრებულ კულტურას ჩირქი მოსცხოს ზოგიერთი ახალგაზრდა ბიჭის სასტიკმა, წინდაუხედავმა საქციელმა.ძალიან მიჭირდა იმის გააზრება რომ ნიკო აღარ მყავდა!

სამოქალაქო პირები, სოც ქსელები, ტელევიზიები უკვე 40 დღეა გაუჩერებლად წერდნენ ნიკოზე სადაც ჩემს ძმას დიდებულ ადამიანად მოიხსენებდნენ, მაგრამ მე მინდა იცოდეთ, ვინ იყო ნიკო იგი უფრო მეტს წარმოადგენდა, ვიდრე ჭკვიან, ახალგაზრდა ბიზნესმენს, ის იყო ჩემი გმირი.მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდი პრობლემები მქონდა, თუ პატარა, აუცილებლად მეტყოდა: „ნუ ღელავ, გამოსავალს მოვძებნით“, და ყველა ძალას იხმარდა, რომ მაშინვე გადაეჭრა. მას ჰქონდა უნარი, ნებისმიერი მღელვარება გაექარწყლებინა. უდავოა, ჩემი ძმა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო, უდიდეს პატივს ვცემდი ის უშრეტ ენერგიას ასხივებდა, მასთან დროის გატარება კი ერთი სიამოვნება იყო. იყო დრო, როცა ცხოვრებისეული მიზანი დავკარგე, მოტივაცია გამიქრა და ცუდი ფიქრების ზღვაში ვიძირებოდი; ეს იყო იმ არასტაბილურობის ნაყოფი, რომელიც ჩემს ოჯახს დააწვა მხრებზე.

მართალია, მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ უზრუნველად ვიცხოვროდ, მაგრამ გაუთავებლად ვიცვლით ქვეყნებს, ამ დროისთვის ოთხი სკოლა, და სახლი შევიცვალე, სათვალავი ამერია. როდესაც ნიკომ ჩემი გასაჭირის შესახებ შეიტყო, ოთახში შემოვიდა და დიდხანს ვისაუბრეთ. ზუსტი დეტალები არ მაქვს, ეს ყველაფერი ხომ სამი წლის წინ მოხდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, ბოლოს სირცხვილი და უხერხულობა ვიგრძენი. ნიკო დამეხმარა იმის აღმოჩენაში, რომ ცხოვრება უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ცუდი ფიქრები, სკოლა, ნიშნები და უცხო ხალხის აზრები, ვუსმენდი მის ლაპარაკს და მცხვენოდა, რომ მზად ვიყავი, ასე მარტივად დავნებებოდი. ნიკომ მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის წყევლა, ის არის საჩუქრად მიღებული შანსი, რომლითაც რაღაც დიდებულს შევქმნი. ნიკოს ყოველ სტუმრობაზე ასე მეგონა, სახლში ბედნიერების დიდებულმა ტორნადომ ჩამოიქროლა, ის გაუთავებლად გვიზიარებდა თავის იდეებსა და ახალ ინტერესებს. ხშირად დავცინოდი, იმიტომ რომ ყოველ მოსვლაზე, ახალი აკვიატება ჰქონდა, პატარაობიდან ასეთი იყო: რაღაცას მიაგნებდა— აპლიკაციას, წიგნს, ბრენდს, ნახატს, ნებისმიერ რამეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) დიდხანს იკვლევდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, სანამ შენც თავისებურად არ დაგაინტერესებდა. მოყოლის მართლაც გასაოცარი ნიჭი ჰქონდა, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა: ეს გახლდათ მისი ერთ-ერთი დიდებული თვისება, რომლისაც ყოველთვის მშურდა. ლარაპაკი ბევრს შეუძლია, არც ინტერესების გაზიარება ეშლებათ, მაგრამ ნიკოს შეეძლო მსმენელისთვის თავის გონებამდე მისასვლელი ბილიკი გაეკვალა და ნება დაერთო, ყველაფერი თავისი თვალით დაენახათ. იმ ადამიანის თვალით, რომელიც შეყვარებული იყო სიცოცხლესა და სწავლაზე.

ჰოდა, მართლა მაინტერესებს, რამ აიძულა ვიღაც, მთელი სისასტიკით დაეხალა ჩემი ძმისთვის ათი ტყვია ნიკოს ოპტიმიზმი ხომ არ იყო? ან ოჯახის სიყვარული? თავდადებული შრომა? უბრალოდ, მაინტერესებს, რა იყო ასეთი უპატიებელი, რომ ვიღაცამ ჩემი 22 წლის ძმის სიცოცხლე მოსაცილებელ წინაღობად დაინახა მხოლოდ უფრო მეტიც, ეყო უნამუსობა, გაიქცა, დაიმალა და იზეიმა. ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას შევჯახებივარ, თუმცა ეს შემთხვევა ენით აღუწერელია.

და, როცა ჩემი 10 წლის ძმა მეკითხება, ეს რატომ მოხდაო? დაღლილი თვალებიდან ცრემლები რომ სდის, რა ვუპასუხო? როგორ უნდა აუხსნა ასეთი რაღაც ბავშვს, რომელიც ბედნიერი ელოდა შინ დაბრუნებასა და ძმასთან შეხვედრა, ვისთან ერთადაც ატარებდა თითქმის მთელ თავისუფალ დროს. რა ვუთხრა, რომ გონება გაუნათდეს? როგორ ავუხსნა, რომ ვიღაცამ რამდენიმე თვე ჩემი ძმის სიცოცხლესთან გამოსალმების მომზადებასა და დაგეგმვაში გაატარა, თანაც ჩვენი სახლის წინ, ქუჩაზე, სადაც ღამით მარტო ვსეირნობდი, ქუჩაზე, სადაც ჩემი უმცროსი დედ-მამიშვილები მრავალჯერ გასულან ნიკოსთან სტუმრად, ქუჩაზე, რომელსაც სკოლისაკენ მიმავალები დედაჩემის მანქანით გავდიოდით. დღეს ეს ქუჩა ჩემი ძმის მკვლელების აუხსნელად სასტიკი ცოდვებით არის დასვრილი.მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კითხვებს პასუხი შეიძლება არასდროს გაეცეს, ერთადერთი ეს ფიქრი მამშვიდებს, რომ ჩემი ძმა ახლა უკეთეს ადგილას არის; შორს, ამ სიბინძურისგან ჰოდა, მაღლა იფრინე, ნიკო იმედი მაქვს, მალე შევხვდებით. როგორც აღმოჩნდა, უშენოდ სიცოცხლე არაფერია, მხოლოდ ტანჯვა და აგონია.

no

ნიკო კვარაცხელია 15 სეპქტემბერს ვერაზე, სისხლიანი ანგარიშსწორებისას დაჭრეს. ახალგაზრდას 10 ტყვია ჰქონდა დახლილი. ის მეორე დღეს ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის წინასწარ პატიმრობაშია 2 პირი.