კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი ჰიტლერს ბაძავს,  უბრალოდ, "ფეიკი“ გამოდის,  როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს,  მანაც შიმშილობა დაიწყო,  იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა" - ღარიბაშვილი
"სააკაშვილი ჰიტლერს ბაძავს,  უბრალოდ, "ფეიკი“ გამოდის,  როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს,  მანაც შიმშილობა დაიწყო,  იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა" - ღარიბაშვილი

ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია ნიკა მე­ლი­ას პარ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა, მან უბ­რა­ლოდ პრე­ვენ­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, - ასე შე­ა­ფა­სა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა, რომ ის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ტია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბას არ აპი­რებს.

მისი თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა ამ "ფარსსა და ტყუ­ილს" არ და­ი­ჯე­რებს.

ამას­თან, ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერ­ში ადოლფ ჰიტ­ლერს ბა­ძავს, თუმ­ცა ყალ­ბია.

"ფარ­სი დად­გეს, თით­ქოს რა­ღაც კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის უნი­კა­ლუ­რი პრე­ცე­დენ­ტი შექ­მნეს, ამით თა­ვის თავს და ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ატყუ­ე­ბენ, რო­გორ კად­რუ­ლო­ბენ ამას? ამით მათ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ. არ ვიცი, რა წარ­მოდ­გე­ნა აქვთ, რა ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რო­ბენ, ამ ფარსს და ტყუ­ილს და­ი­ჯე­რე­ბენ? ვინც ნიკა მე­ლი­ამ და­ა­სა­ხე­ლა, ყვე­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი იყო, ვინ არის "გირ­ჩი“, ზურა ჯა­ფა­რი­ძე?- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი. "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ვინ არის? ად­რეც მით­ქვამს და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, კი არ და­ი­შალ­ნენ, გა­ი­შალ­ნენ თა­ვის დრო­ზე.

ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტაქ­ტი­კუ­რი სვლა მო­სახ­ლე­ო­ბის, ამომ­რჩევ­ლის და­საბ­ნე­ვად, თით­ქოს რა­ღაც დე­მოკ­რა­ტია აქვთ შიგ­ნით, ამა­ვე დროს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დიქ­ტა­ტუ­რაა. მათი ბუ­ნე­ბა, მათი ნა­ტუ­რა არ შე­იც­ლე­ბა. ეს იგი­ვეა, რომ კაც­მა ეშ­მაკს და­უ­ჯე­როს. შე­და­რე­ბა მინ­და გა­ვა­კე­თო. არა­რე­ლე­ვან­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ა­კაშ­ვი­ლის ჰიტ­ლერ­თან შე­და­რე­ბა, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ფერ­ში ბა­ძავს, უბ­რა­ლოდ, "ფე­ი­კი“გა­მო­დის, რა­ტომ? რო­დე­საც ჰიტ­ლე­რი ცი­ხე­ში პირ­ვე­ლად ჩას­ვეს, მა­ნაც შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო, ძა­ლი­ან ბევ­რი მნახ­ვე­ლი მი­დი­ო­და, და­ახ­ლო­ე­ბი­თი იგი­ვე სცე­ნა­რი დად­გა ამ სა­ცო­დავ­მა კაც­მა ცი­ხე­ში.

ეს და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რომ ჰიტ­ლერს, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დგომ მო­ე­თხო­ვა კი­დევ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და ეს ხალ­ხს, მსოფ­ლი­ოს და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, ჩვენს მას­შტა­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა... ამ კაც­მა ქვე­ყა­ნა და­ან­გრია, გა­და­უ­ა­რა ქვე­ყა­ნას, ტან­ჯა, და­ხო­ცა ხალ­ხი, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და­კარ­გა, ჩა­ა­ბა­რა კო­დო­რი, სოფ­ლე­ბი და შემ­დეგ "ქვე­ბის გრო­ვა“ უწო­და და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს. მაჩ­ვე­ნეთ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქალ­ქე, ვინც ამ ადა­მი­ანს ხმას აძ­ლევს. ეს არის სირ­ცხვი­ლი, და­ნა­შა­უ­ლი და და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მინ­და მათ ამომ­რჩე­ველს მივ­მარ­თო, მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა არ არის დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. ეს ნორ­მა­ლუ­რიც არის, ამი­ტომ ეს არის ჩვენ­თვის ერთი მხრივ, გაკ­ვე­თი­ლი, რომ უფრო მეტი უნდა ვი­მუ­შა­ვოთ, უფრო მეტი უნდა გა­ვა­კე­თოთ“,-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის პოსტს აღარ და­ი­კა­ვებს.

რო­გორც მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, ის პარ­ტი­ის რი­გით წევ­რად დარ­ჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?????????????????????????????????????
8

დაანებე მაგ უპატრონოს თავი და დამშეულ ქვეყანას მიხედე, როდემდე და რამდენი წელი უნდა იძახო ბუა მოდისო ?????????

ეეჰ
33

რა დაძაბულობაში აცხოვრებს ხელისუფლება მოსახლეობას. ოღონდ არჩევნები მოიგონ და ყველაფერს იტყვიან. 

ავტორი:

"სააკაშვილი ჰიტლერს ბაძავს,  უბრალოდ, "ფეიკი“ გამოდის,  როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს,  მანაც შიმშილობა დაიწყო,  იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა" - ღარიბაშვილი

"სააკაშვილი ჰიტლერს ბაძავს,  უბრალოდ, "ფეიკი“ გამოდის,  როცა ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს,  მანაც შიმშილობა დაიწყო,  იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა" - ღარიბაშვილი

ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ უკვე გადაწყვეტილია ნიკა მელიას პარტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება, მან უბრალოდ პრევენციული განცხადება გააკეთა, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება, რომ ის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ აპირებს.

მისი თქმით, მოსახლეობა ამ "ფარსსა და ტყუილს" არ დაიჯერებს.

ამასთან, ღარიბაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ყველაფერში ადოლფ ჰიტლერს ბაძავს, თუმცა ყალბია.

"ფარსი დადგეს, თითქოს რაღაც კოალიციური მთავრობის უნიკალური პრეცედენტი შექმნეს, ამით თავის თავს და ჩვენს მოსახლეობას ატყუებენ, როგორ კადრულობენ ამას? ამით მათ შეურაცხყოფას აყენებენ. არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ, რა ილუზიებში ცხოვრობენ, ამ ფარსს და ტყუილს დაიჯერებენ? ვინც ნიკა მელიამ დაასახელა, ყველა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ვინ არის "გირჩი“, ზურა ჯაფარიძე?- "ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი. "ევროპული საქართველო“ ვინ არის? ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, კი არ დაიშალნენ, გაიშალნენ თავის დროზე.

ეს იყო ჩვეულებრივი ტაქტიკური სვლა მოსახლეობის, ამომრჩევლის დასაბნევად, თითქოს რაღაც დემოკრატია აქვთ შიგნით, ამავე დროს ჩვეულებრივი დიქტატურაა. მათი ბუნება, მათი ნატურა არ შეიცლება. ეს იგივეა, რომ კაცმა ეშმაკს დაუჯეროს. შედარება მინდა გავაკეთო. არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, "ფეიკი“გამოდის, რატომ? როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში.

ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა... ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ "ქვების გროვა“ უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთი მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს.

როგორც მელიამ განაცხადა, ის პარტიის რიგით წევრად დარჩება.