პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?
"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

"დო­მი­ნან­ტუ­რი ჩვენ­თან იყო ან ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი, ან ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე აწყო­ბი­ლი კამ­პა­ნია“ - რამ შე­უქ­მნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი ან­ტი­ვაქ­სე­რულ გან­წყო­ბებს?

22 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო 1 932 643 აც­რაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, 914 311 ადა­მი­ა­ნი კი სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ეს არ არის ის ციფ­რე­ბი, რაც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბულ კამ­პა­ნი­ას უნდა მოჰ­ყო­ლო­და. ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ მა­ინც რჩე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ქმნის ნოყი­ერ ნი­ა­დაგს ამის­თვის - რა­ტომ შემ­ცირ­და აც­რის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თა­ნაც იმ ფონ­ზე, რომ კო­ვიდ-19-ის შემ­თხვე­ვებ­მა ქვე­ყა­ნა­ში მო­ი­მა­ტა? რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, ეს ტენ­დენ­ცია რუ­სე­თის ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი პრო­პა­გან­დის მიერ იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ ხელ­შე­წყო­ბი­ლი? - ამა­ზე AMBEBI.GE-ს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი თინა ხი­და­შე­ლი ესა­უბ­რა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ზე ცუდი მო­ლო­დი­ნე­ბი გა­მარ­თლდა. იმე­დი, რომ "მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ასე არ იქ­ნე­ბა“, არ გა­მარ­თლდა და ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­ვი­და, რო­გორც ვე­ლო­დით. ამა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც, ზო­გა­დად, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს, იმ ხალ­ხს, ვინც ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან ჩანს, რად­გან კამ­პა­ნია ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის ან ჯგუ­ფის სა­წარ­მო­ე­ბე­ლი არ არის. რო­გორც ჩანს, ყვე­ლამ და­ვა­კე­ლით რა­ღაც, ჩვე­ნი წილი სა­კე­თე­ბე­ლი. რე­ა­ლო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა, იმა­ზე მძი­მე, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, თე­ბერ­ვალ­ში, მარ­ტში წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რი­ცხვე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ 2-3 ათასს აღ­წევს ყო­ველ­დღი­უ­რი აც­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ეს ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რად­გან მთე­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი, რომ წლის ბო­ლომ­დე 60-70%-ზე უნდა ავ­სუ­ლი­ყა­ვით, დღეს უკვე ძა­ლი­ან არა­სა­ვა­რა­უ­დო შე­საძ­ლებ­ლო­ბად ჩანს.

არ მგო­ნია, რომ პირ­და­პირ და სპე­ცი­ფი­კუ­რად ვი­ღაც სხვას უნდა და­ვაბ­რა­ლოთ ეს უბე­დუ­რე­ბა, რაც კო­ვიდ­თან ბრძო­ლა­ში დაგ­ვე­მარ­თა. ეს ამ­ბა­ვი შავი და თეთ­რი არ არის და ბევ­რი წახ­ნა­გი და გან­შტო­ე­ბა აქვს, ასე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ჩემი აზ­რით, თა­ვის დრო­ზე, გა­ხა­რი­ას დროს ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იყო ქვეყ­ნის სა­ყო­ველ­თაო და აბ­სო­ლუ­ტუ­რი და­ხურ­ვა და ჩა­კეტ­ვა, რად­გან სწო­რედ მა­შინ მოხ­და პირ­ვე­ლი მენ­ტა­ლუ­რი დაშ­ვე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან, რომ ამა­საც სა­ხელ­მწი­ფო მი­ხე­დავს და გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ მათ არა­ფე­რი არ ევა­ლე­ბო­დათ და მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ - სა­ხელ­მწი­ფო როცა უნდა და­კე­ტავს, როცა უნდა გახ­სნის, როცა უნდა, ნა­წი­ლობ­რივ შე­ზღუ­დავს. ეს იყო გა­ხა­რი­ას ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან და­უშ­ვა და არ და­ტო­ვა პირ­ვე­ლი ბრძო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა კო­ვი­დის­თვის. ამის შემ­დეგ იყო უამ­რა­ვი სხვა შეც­დო­მა და პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გაჩ­ნდა, და­წყე­ბუ­ლი იქი­დან, რომ ვაქ­ცი­ნა გვი­ან შე­მო­ვი­ტა­ნეთ, გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი იმით, რომ მა­ში­ნაც, რო­დე­საც შე­მო­ვი­ტა­ნეთ, მხო­ლოდ ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნის იმე­დად ვი­ყა­ვით და ეს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის სკეპ­ტი­ციზმს იწ­ვევ­და; იმ დროს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ეს ვაქ­ცი­ნა ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი არ იყო, შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნის გა­ჩე­ნას ვერ მოჰ­ყვა აქ­ტი­უ­რი და ქმე­დი­თი კამ­პა­ნია; მერე უკვე ამ ყვე­ლა­ფერს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი და­ემ­თხვა, რა­მაც კი­დევ უფრო და­ამ­ძი­მა მდგო­მა­რე­ო­ბა, რად­გან "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­იჩ­ნია, რომ მისი ამომ­რჩე­ვე­ლი, სა­არ­ჩევ­ნო ყუ­ლა­ბა იმ ხალ­ხზე გა­დი­ო­და, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი არი­ან. ამი­ტომ, მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რი და ქმე­დი­თი კამ­პა­ნია არ ჩა­ა­ტა­რა.

რუ­სე­თის ხელი შეგ­ვიძ­ლია, და­ვი­ნა­ხოთ ზო­გად ტენ­დენ­ცი­ა­ში, იმა­ვე ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან პრინ­ციპ­ში, დიდ­წი­ლად ან­ტი­ვაქ­სე­რულ კამ­პა­ნი­ა­ში, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ნა­ხოთ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის (რო­მელ­თა პრო­რუ­სუ­ლო­ბა­ში არა­ვის ეჭვი არ ეპა­რე­ბა) ან­ტი­ვაქ­სე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ში, მაგ­რამ ეს ვერ იქ­ნე­ბო­და დო­მი­ნან­ტუ­რი და გა­დამ­წყვე­ტი, სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი, სწრა­ფი და ეფექ­ტი­ა­ნი კამ­პა­ნია რომ ყო­ფი­ლი­ყო წარ­მარ­თუ­ლი. თუმ­ცა, რო­დე­საც ეს არ მოხ­და, უკვე პა­რა­ლე­ლუ­რად ყვე­ლა სხვა დიდ­მა თუ პა­ტა­რა ამ­ბავ­მა თა­ვი­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა და კვა­ლი და­ტო­ვა.

- ანუ, ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი გან­წყო­ბე­ბის­თვის ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი გაჩ­ნდა...

- დიახ, სამ­წუ­ხა­როდ, ამ კამ­პა­ნი­ას ნოყი­ე­რი ნი­ა­და­გი დახ­ვდა. პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თვის ის არის, რომ შე­იძ­ლე­ბა, ასე პირ­და­პირ ან­ტი­ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას არ ეწე­ოდ­ნენ, მაგ­რამ თა­ვის­თა­ვად, ისე­თი ფრა­ზე­ბიც კი, რომ "ზრდას­რულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ“, "ჩვენ არ უნდა ჩა­ვე­რი­ოთ, ყვე­ლამ თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, "ჩვენ ვერ მო­ვუ­წო­დებთ“, - ესეც ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რი რი­ტო­რი­კაა, რად­გან ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, რო­მე­ლიც არ არის მა­ინ­ცდა­მა­ინც მიდ­რე­კი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­ღვე­ვის­კენ, ნე­ბის­მი­ე­რი ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი უკვე პრობ­ლე­მუ­რია და ეს სამ­წუ­ხა­როდ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ვი­ხი­ლეთ.

- ზოგ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბი, ტე­ლე­არ­ხე­ბი მა­უ­წყებ­ლო­ბენ და შე­იძ­ლე­ბა, მსგავს რი­ტო­რი­კას წა­ვა­წყდეთ, ნაკ­ლე­ბია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დონე...

- დიახ, ეს ყვე­ლა­ფე­რი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, კამ­პა­ნი­ე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა, რო­გორც ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი, ისე - ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მომ­ხრე. იმის მი­ხედ­ვით, დო­მი­ნან­ტი რო­მე­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, მას წარ­მა­ტე­ბის მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ხოლო დო­მი­ნან­ტუ­რი ჩვენ­თან, სამ­წუ­ხა­როდ, იყო ან ან­ტი­ვაქ­სე­რუ­ლი, ან ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზე აწყო­ბი­ლი კამ­პა­ნია. ამას და­ე­მა­ტა ისიც, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ან­ტი­ვაქ­სე­რი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გვყავს, პრე­მი­ე­რის აცრა ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად გვახ­სოვს - ეს მხო­ლოდ იმის მერე მოხ­და, რაც უზარ­მა­ზა­რი ზე­წო­ლა იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. მე მა­ინც ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე დიდი ბრა­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში იმას მი­უ­ძღვის, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ფაზა როცა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის კამ­პა­ნი­ის გა­ჩე­რე­ბა მთლი­ა­ნად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ არ გა­ე­ღი­ზი­ა­ნე­ბი­ნათ ამომ­რჩევ­ლის ის ნა­წი­ლი, რომ­ლის იმე­და­დაც არი­ან და რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად ან­ტი­ვაქ­სე­რია, - პრო­რუ­სუ­ლია, რუ­სე­თის­კენ გა­დახ­რი­ლია, ან­ტი­და­სავ­ლუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, ან­ტი­ვაქ­სე­რი...

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
23

ქალბატონო თინა,თქვენი ნათქვამიდან ისე გავიგე,რაკი აცრა არ მინდა,ესე იგი პრორუსი ვარ. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ ასეთი იარლიყის მოკერებით.ყველამ მოზომეთ სათქმელი.

ემიგრანტი
21

რამ შეუქმნა და სტრატეგიის არ ქონამ! რუსული ფულთ დაფინანსებული არასამთავრობოებს რუსთაველზე აქვთ ოფისები ნაგლად აპიარებენ ანტივაქსერულ კამპანიებს. ჩვენმა მთავრობამ კი თავი ჩაიქდრა სირაქლემასავით, ეგონათ ანტივაქსერების ხმებსაც მოიგებდნენ. კი მოიგეს მათი გული მარა ეხლა ხო იმკით მოსავალს? ამ უტვინო ხალხის ჭკუაზე რომ იარეთ ხომ მიგიყვანეს უბსკრულამდე!

ავტორი:

"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

"დომინანტური ჩვენთან იყო ან ანტივაქსერული, ან ნეიტრალიტეტზე აწყობილი კამპანია“ - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

22 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 932 643 აცრაა ჩატარებული, 914 311 ადამიანი კი სრულად ვაქცინირებულია. საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს არ არის ის ციფრები, რაც ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას უნდა მოჰყოლოდა. ანტივაქსერული განწყობები საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაინც რჩება და საინტერესოა, რა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ამისთვის - რატომ შემცირდა აცრის მსურველთა რაოდენობა, თანაც იმ ფონზე, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევებმა ქვეყანაში მოიმატა? რამდენად შეიძლება, ეს ტენდენცია რუსეთის ანტივაქსერული პროპაგანდის მიერ იყოს გამოწვეული თუ ხელშეწყობილი? - ამაზე AMBEBI.GE-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ესაუბრა.

- სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. იმედი, რომ "მინდა მჯეროდეს, რომ ასე არ იქნება“, არ გამართლდა და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ველოდით. ამაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს - ხელისუფლებასაც, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც ტელეეკრანებიდან ჩანს, რადგან კამპანია ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის საწარმოებელი არ არის. როგორც ჩანს, ყველამ დავაკელით რაღაც, ჩვენი წილი საკეთებელი. რეალობა ძალიან მძიმეა, იმაზე მძიმე, ვიდრე მაგალითად, თებერვალში, მარტში წარმოგვედგინა, რიცხვები ძალიან დაბალია, ბოლო კვირების განმავლობაში სულ 2-3 ათასს აღწევს ყოველდღიური აცრების რაოდენობა და ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მთელი მოლოდინები, რომ წლის ბოლომდე 60-70%-ზე უნდა ავსულიყავით, დღეს უკვე ძალიან არასავარაუდო შესაძლებლობად ჩანს.

არ მგონია, რომ პირდაპირ და სპეციფიკურად ვიღაც სხვას უნდა დავაბრალოთ ეს უბედურება, რაც კოვიდთან ბრძოლაში დაგვემართა. ეს ამბავი შავი და თეთრი არ არის და ბევრი წახნაგი და განშტოება აქვს, ასე შეიძლება ითქვას. ჩემი აზრით, თავის დროზე, გახარიას დროს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ქვეყნის საყოველთაო და აბსოლუტური დახურვა და ჩაკეტვა, რადგან სწორედ მაშინ მოხდა პირველი მენტალური დაშვება მოსახლეობის მხრიდან, რომ ამასაც სახელმწიფო მიხედავს და გაჩნდა განცდა, რომ მათ არაფერი არ ევალებოდათ და მოეთხოვებოდათ - სახელმწიფო როცა უნდა დაკეტავს, როცა უნდა გახსნის, როცა უნდა, ნაწილობრივ შეზღუდავს. ეს იყო გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც თავიდან დაუშვა და არ დატოვა პირველი ბრძოლის შესაძლებლობა, რომელიც სინამდვილეში მოსახლეობას უნდა გამოეცხადებინა კოვიდისთვის. ამის შემდეგ იყო უამრავი სხვა შეცდომა და პრობლემა, რომელიც გაჩნდა, დაწყებული იქიდან, რომ ვაქცინა გვიან შემოვიტანეთ, გაგრძელებული იმით, რომ მაშინაც, როდესაც შემოვიტანეთ, მხოლოდ ჩინური ვაქცინის იმედად ვიყავით და ეს ძალიან ბევრი ადამიანის სკეპტიციზმს იწვევდა; იმ დროს, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ეს ვაქცინა ავტორიზებული არ იყო, შესაბამისად, ვაქცინის გაჩენას ვერ მოჰყვა აქტიური და ქმედითი კამპანია; მერე უკვე ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, რადგან "ქართულმა ოცნებამ“, ანუ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მისი ამომრჩეველი, საარჩევნო ყულაბა იმ ხალხზე გადიოდა, რომელიც ძირითადად ანტივაქსერები არიან. ამიტომ, მაინცდამაინც აქტიური და ქმედითი კამპანია არ ჩაატარა.

რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში, იმავე ეკლესიის მხრიდან პრინციპში, დიდწილად ანტივაქსერულ კამპანიაში, შეგვიძლია დავინახოთ სხვადასხვა ჯგუფების (რომელთა პრორუსულობაში არავის ეჭვი არ ეპარება) ანტივაქსერულ პოზიციებში, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა დომინანტური და გადამწყვეტი, სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის მიმართულებით აგრესიული, სწრაფი და ეფექტიანი კამპანია რომ ყოფილიყო წარმართული. თუმცა, როდესაც ეს არ მოხდა, უკვე პარალელურად ყველა სხვა დიდმა თუ პატარა ამბავმა თავისი გავლენა მოახდინა და კვალი დატოვა.

- ანუ, ანტივაქსერული განწყობებისთვის ნოყიერი ნიადაგი გაჩნდა...

- დიახ, სამწუხაროდ, ამ კამპანიას ნოყიერი ნიადაგი დახვდა. პრობლემა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ის არის, რომ შეიძლება, ასე პირდაპირ ანტივაქცინაციის კამპანიას არ ეწეოდნენ, მაგრამ თავისთავად, ისეთი ფრაზებიც კი, რომ "ზრდასრულმა ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ“, "ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, "ჩვენ ვერ მოვუწოდებთ“, - ესეც ანტივაქსერული კამპანიის მხარდამჭერი რიტორიკაა, რადგან ასეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც არ არის მაინცდამაინც მიდრეკილი განსაკუთრებული გარღვევისკენ, ნებისმიერი ორაზროვანი განცხადებები უკვე პრობლემურია და ეს სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ვიხილეთ.

- ზოგ ქვეყანაში, სადაც რუსული წყაროები, ტელეარხები მაუწყებლობენ და შეიძლება, მსგავს რიტორიკას წავაწყდეთ, ნაკლებია ვაქცინაციის დონე...

- დიახ, ეს ყველაფერი კამპანიის ნაწილია, კამპანიები სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, როგორც ანტივაქსერული, ისე - ვაქცინაციის მომხრე. იმის მიხედვით, დომინანტი რომელია, შესაბამისად, მას წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვს. ხოლო დომინანტური ჩვენთან, სამწუხაროდ, იყო ან ანტივაქსერული, ან ნეიტრალიტეტზე აწყობილი კამპანია. ამას დაემატა ისიც, რომ სინამდვილეში ანტივაქსერი ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გვყავს, პრემიერის აცრა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს - ეს მხოლოდ იმის მერე მოხდა, რაც უზარმაზარი ზეწოლა იყო საზოგადოების მხრიდან. მე მაინც ვფიქრობ, ყველაზე დიდი ბრალი ამ ყველაფერში იმას მიუძღვის, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა, ყველაზე აქტიური ფაზა როცა უნდა ყოფილიყო ვაქცინაციის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ვაქცინაციის კამპანიის გაჩერება მთლიანად განპირობებული იყო იმით, რომ არ გაეღიზიანებინათ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომლის იმედადაც არიან და რომელიც დიდწილად ანტივაქსერია, - პრორუსულია, რუსეთისკენ გადახრილია, ანტიდასავლურია და შესაბამისად, ანტივაქსერი...