შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები ,- ამის შესახებ ციხიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ადამიანები და საქართველო უყვარს.
„დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - „მიყვარხართ“ და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.
დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! .
შეიძლება ყოველ დღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველ დღე ვძლიერდები“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის მორიგ გზავნილში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც უკვე 21-ე დღეა შიმშილობს.
ეს იყო მისი ბოლო! ისე ცოტა ადრე რომ ჩამჯდარიყო ახლა 1 ან 2 წელი ექნებოდა დარჩენილი!
ვაიმე, რა საყვარლობაა? აი, სახის გამომეტყველება უკვე დაგმშვიდებია. ერთ ადგილას და წყნარად რომ ხარ უკვე ასახულა. ასე არ სჯობია?