პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი
"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი

ცნო­ბი­ლი გახ­და რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, 84 წლის კო­ლინ პა­უ­ე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. კო­ლინ პა­უ­ელს და ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი მე­გობ­რო­ბა და კო­ლე­გი­ა­ლო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, რის შე­სა­ხე­ბაც სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­კო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- კო­ლინ პა­უ­ელს და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს კო­ლე­გი­ა­ლო­ბაც აკავ­ში­რებ­დათ და მე­გობ­რო­ბაც. მათი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან ჰგავს, თით­ქმის თა­ნა­ტო­ლე­ბი გა­მო­დი­ან. ორი­ვე ამე­რი­კის სამ­ხედ­რო მოღ­ვა­წე იყო, ორი­ვე ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი. კო­ლინ პა­უ­ე­ლი იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბე­ბის მე­თა­ურ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­ჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც შემ­დეგ 1993 წელს ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა.

მათ ერ­თად მო­უხ­დათ ვი­ეტ­ნა­მის ომში ბრძო­ლა, სა­დაც სამ­ხედ­რო მრჩევ­ლე­ბის სტა­ტუ­სით მოქ­მე­დებ­დნენ. შემ­დეგ კო­ლინ პა­უ­ე­ლი რე­ი­გა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს პენ­ტა­გონ­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. ვა­შინგტო­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ვა­შინგტონ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და მუ­შა­ო­ბა სტა­ჟი­ო­რად თეთრ სახ­ლში და­ი­წყო, რო­გორც ახალ­გაზ­რდა მა­გის­ტრა­მა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში იყო მა­გის­ტრი, შემ­დეგ ას­პი­რან­ტუ­რაც და­ამ­თავ­რა... ისევ კო­ლინ პა­უ­ე­ლის და ჯონ- მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ვი­ეტ­ნამ­ში ყოფ­ნამ და­ახ­ლო­ვა. კო­ლინ პა­უ­ელ­მა შემ­დეგ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში სპარ­სე­თის ყუ­რე­ში, სა­დაც ოპე­რა­ცი­ას ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

იქ მარ­თა­ლია მთა­ვარ­სარ­და­ლი სხვა იყო, მაგ­რამ ომს ხომ და­გეგ­მვა, ათა­სი რამ ჭირ­დე­ბო­და და ერ­თად მოქ­მე­დებ­დნენ... სა­უ­ბა­რია ომზე, რო­დე­საც 1991 წელს სა­დამ ჰუ­სე­ი­ნი, ერა­ყი ქუ­ვე­ითს თავს და­ეს­ხა. მსოფ­ლი­ო­ში ერ­თერ­თი უდი­დე­სი სა­დე­სან­ტო და საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცია იყო. "ქა­რიშ­ხა­ლი უდაბ­ნო­ში" - ასე ერ­ქვა ამ ოპე­რა­ცი­ას.

კო­ლინ პა­უ­ე­ლი რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე მას პი­რა­დად არ შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ვიც­ნობ­დი ოფიც­რებს, რომ­ლე­ბიც კო­ლინ პა­უ­ელ­თან შტაბ­ში მსა­ხუ­რობ­დნენ... მათ­გან ვიცი კო­ლინ პა­უ­ე­ლის და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ. იყო ერთი ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი, რო­მე­ლიც ათი წლის წინ გურ­ჯა­ან­ში, ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­ში იყო ჩა­მო­სუ­ლი. მან გა­ი­გო შა­ლი­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლი რომ იყო, აქ მისი წი­ნაპ­რე­ბი რომ ცხოვ­რობ­დნენ, და­ინ­ტე­რეს­და და ჩა­მო­ვი­და. სუფ­რა­ზე ყოფ­ნი­სას ამ გე­ნე­რალ­მა მო­მიყ­ვა - მე, კო­ლინ პა­უ­ე­ლი და ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი ერ­თად ვიბ­რძო­დით სა­მოც­და­ა­თი­ან წლებ­ში, კა­რავ­შიც ერ­თად ვცხოვ­რობ­დი­თო.

არ ვიცი კარ­ვის თემა რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, მაგ­რამ ომის დროს არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი და ან ტყუ­ი­ლის მო­გო­ნე­ბა რა­ტომ უნდა და­ჭირ­ვე­ბო­და?! იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, ყვე­ლა ფო­ტოს­თან მი­დი­ო­და და ფო­ტო­ებს უღებ­და, სა­გულ­და­გუ­ლოდ ის­მენ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას შა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ და მათ­ზე ძა­ლი­ან თბი­ლად სა­უბ­რობ­და... როცა იხ­სე­ნებ­და რამ­დენ­გან იყ­ვნენ ერ­თად ის, ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი და კო­ლინ პა­უ­ე­ლი, ხუმ­რო­ბით ვუ­თხა­რი, კო­ლინ პა­უ­ელს ჩვენს მუ­ზე­უმ­ში ვე­პა­ტი­ჟე­ბით მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით-მეთ­ქი... მი­თხრა აუ­ცი­ლებ­ლად გა­დავ­ცე­მო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მერე ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან კავ­ში­რი აღარ გვქო­ნია. თა­ნა­ტო­ლე­ბი იყ­ვნენ, ორი­ვე ვი­ეტ­ნამ­ში იბ­რძო­და, პენ­ტა­გონ­ში ერ­თად მოღ­ვა­წე­ობ­დნენ...რო­დე­საც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბე­ბის უფ­რო­სი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს, რა თქმა უნდა მას ეკი­თხე­ბი­ან, შემ­ცვლე­ლის შე­სა­ხებ და ჯორჯ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლის ისეთ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა კო­ლინ პა­უ­ე­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
R.
15

კორონის გარეშეც კვდებიან 84 წლის ასაკში. ჩემი ბაბუები 82 წლისა და 76 წლის ასაკში გარდაიცვალნენ და მათ დროს არანაირი კორონა არ არსებობდა და არც ქათმის და ღორის გრიპიც.

ლიზი
0

მშვიდობით განისვენონ მათმა სულებმა.

ავტორი:

"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი

"ამბობდნენ, ომში კარავში ღამეს ერთად ათევდნენო... მათი ბიოგრაფიებიც ერთმანეთს ჰგავს" - კოლინ პაუელისა და ქართველი გენერლის დიდი მეგობრობის ამბავი

ცნობილი გახდა რომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, 84 წლის კოლინ პაუელი კორონავირუსის გართულებების შედეგად გარდაიცვალა. კოლინ პაუელს და ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილს წლების განმავლობაში დიდი მეგობრობა და კოლეგიალობა აკავშირებდათ, რის შესახებაც სამხედრო ისტორიკოსი შოთა უტიაშვილი გვიამბობს:

- კოლინ პაუელს და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილს კოლეგიალობაც აკავშირებდათ და მეგობრობაც. მათი ბიოგრაფიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თითქმის თანატოლები გამოდიან. ორივე ამერიკის სამხედრო მოღვაწე იყო, ორივე ოთხვარსკვლავიანი გენერალი. კოლინ პაუელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავჯდომარე, რომელიც შემდეგ 1993 წელს ჯონ-მალხაზ შალიკაშვილმა შეცვალა.

მათ ერთად მოუხდათ ვიეტნამის ომში ბრძოლა, სადაც სამხედრო მრჩევლების სტატუსით მოქმედებდნენ. შემდეგ კოლინ პაუელი რეიგანის პრეზიდენტობის დროს პენტაგონში მოღვაწეობდა. ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა, ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობა სტაჟიორად თეთრ სახლში დაიწყო, როგორც ახალგაზრდა მაგისტრამა.

საერთაშორისო ურთერთობათა სპეციალობაში იყო მაგისტრი, შემდეგ ასპირანტურაც დაამთავრა... ისევ კოლინ პაუელის და ჯონ- მალხაზ შალიკაშვილის მეგობრობას რომ დავუბრუნდეთ, ისინი განსაკუთრებულად, ვიეტნამში ყოფნამ დაახლოვა. კოლინ პაუელმა შემდეგ მონაწილეობა მიიღო სამხედრო ოპერაციაში სპარსეთის ყურეში, სადაც ოპერაციას ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

იქ მართალია მთავარსარდალი სხვა იყო, მაგრამ ომს ხომ დაგეგმვა, ათასი რამ ჭირდებოდა და ერთად მოქმედებდნენ... საუბარია ომზე, როდესაც 1991 წელს სადამ ჰუსეინი, ერაყი ქუვეითს თავს დაესხა. მსოფლიოში ერთერთი უდიდესი სადესანტო და საბრძოლო ოპერაცია იყო. "ქარიშხალი უდაბნოში" - ასე ერქვა ამ ოპერაციას.

კოლინ პაუელი რომ საქართველოში იმყოფებოდა, მე მას პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ ვიცნობდი ოფიცრებს, რომლებიც კოლინ პაუელთან შტაბში მსახურობდნენ... მათგან ვიცი კოლინ პაუელის და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის მეგობრობის შესახებ. იყო ერთი ამერიკელი გენერალი, რომელიც ათი წლის წინ გურჯაანში, ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის მუზეუმში იყო ჩამოსული. მან გაიგო შალიკაშვილი ქართველი რომ იყო, აქ მისი წინაპრები რომ ცხოვრობდნენ, დაინტერესდა და ჩამოვიდა. სუფრაზე ყოფნისას ამ გენერალმა მომიყვა - მე, კოლინ პაუელი და ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი ერთად ვიბრძოდით სამოცდაათიან წლებში, კარავშიც ერთად ვცხოვრობდითო.

არ ვიცი კარვის თემა რამდენად მართალია, მაგრამ ომის დროს არაფერია გამორიცხული და ან ტყუილის მოგონება რატომ უნდა დაჭირვებოდა?! იმდენად დაინტერესებული იყო, ყველა ფოტოსთან მიდიოდა და ფოტოებს უღებდა, საგულდაგულოდ ისმენდა ინფორმაციას შალიკაშვილების შესახებ და მათზე ძალიან თბილად საუბრობდა... როცა იხსენებდა რამდენგან იყვნენ ერთად ის, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი და კოლინ პაუელი, ხუმრობით ვუთხარი, კოლინ პაუელს ჩვენს მუზეუმში ვეპატიჟებით მთელი სულით და გულით-მეთქი... მითხრა აუცილებლად გადავცემო, მაგრამ სამწუხაროდ მერე ჩვენ ერთმანეთთან კავშირი აღარ გვქონია. თანატოლები იყვნენ, ორივე ვიეტნამში იბრძოდა, პენტაგონში ერთად მოღვაწეობდნენ...როდესაც გაერთიანებული შტაბების უფროსი თანამდებობას ტოვებს, რა თქმა უნდა მას ეკითხებიან, შემცვლელის შესახებ და ჯორჯ-მალხაზ შალიკაშვილის ისეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა კოლინ პაუელის მეშვეობითაც მოხდა.