მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ,  რადგან ჯერ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით" - თამარ გაბუნია ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე
"მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ,  რადგან ჯერ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით" - თამარ გაბუნია ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე

"ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა და­ახ­ლო­ე­ბით 2500-3000-მდე მერ­ყე­ობს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - ამ მერ­ყე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მარ­თვა არის მთა­ვა­რი. მას "მე­ხუ­თე ტალ­ღას“ ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ, რად­გან ჯერ ჩვენ "მე­ო­თხე ტალ­ღი­დან“ ვერ გა­მო­ვე­დით," - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დღე­ვან­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

"ჩვენ ამას გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ვის­წავ­ლით, რად­გან გარ­კვე­უ­ლი მა­ტე­ბა ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო, თუმ­ცა გარ­კვე­ულ­წი­ლად უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღა­ლი მა­ტე­ბაა დღე­ვან­დე­ლი ციფ­რი. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა და­ახ­ლო­ე­ბით 2500-3000-მდე მერ­ყე­ობს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია მას ხელს უწყობს მო­ბი­ლო­ბა, აც­რე­ბის შე­და­რე­ბით და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რად­გან არ არის საკ­მა­რი­სი ის იმუ­ნუ­რი ფენა, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს ჩა­მოგ­ვი­ყა­ლიბ­და იმის­თვის, რომ ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­ვუ­შა­ლოთ. ამ მერ­ყე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი მარ­თვა არის მთა­ვა­რი. მას „მე­ხუ­თე ტალ­ღას“ ნამ­დვი­ლად ვერ და­ვარ­ქმევთ, რად­გან ჯერ ჩვენ „მე­ო­თხე ტალ­ღი­დან“ ვერ გა­მო­ვე­დით. გარ­კვე­უ­ლი მერ­ყე­ო­ბაა, რაც უნდა მოგ­ვარ­დეს იმ გზით, რომ და­ვუბ­რუნ­დეთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბას, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­ას და რაც მთა­ვა­რია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თქმით, ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბენ იმის­თვის, რომ სკო­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბა არ შე­ფერ­ხდეს.

"სკო­ლე­ბის პრო­ტო­კო­ლი გა­წე­რი­ლია და ყვე­ლამ იცის რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს თუ გა­მოვ­ლინ­და ინ­ფი­ცი­რე­ბა და იყო რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, 2,2%-ია. მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბით და ყუ­რა­დღე­ბით მოხ­დე­ბა შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და დრო­უ­ლი მარ­თვა, რაც შე­იძ­ლე­ბა სას­კო­ლო გა­რე­მო­ში გვქონ­დეს იმის­თვის, რომ სას­წავ­ლო პრო­ცესს ხელი არ შე­ე­შა­ლოს“ , - აღ­ნიშ­ნა გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
0

სანამ ამ სულელ ქალბატონს უსმენთ, არაკომპეტენციას, მანამ ფაუჩობა დაღუპავს ქვეყანას. რა ტალთები, რის ტალღები, როცა ვირუსი ევრაოტლანტიკურმა სივრცემ დაიჭირა ერთ ტალღაში, ხოლო ჩინეთმა მოაყომარა 2-3 კვირაში. რა უნდა ევროატლანტიზმის აბსურდობას გაუგებარია. ამ ვირუსს სანამ არ მიეცემა ჩვეულებრივი ვირუსის გაგება. სანამ ადამიანს არ აღუდგება მახსოვრობა ჩვეულებრივი ვირუსის შეხების მართვისა. სანამ ადამიანს არ მიეცემა სხეულის პროფილაქტიკის გაგება და ვირუსთან შეხების გაგება, მანამ ევროატლანტიკური სივრცე და საქართველო შეიწირავს ასეულ ათასებში ადამიანის. ამას ვწერ თითქმის ორი წელია და საქჟურნალისტიკას არ მიეცა ამის განხილვის მოთხოვნაც კი. გიხაროდენ, რადგან თქვენ ჩადიხართ ამას, ხოლო მე ამისათვის, ანუ ვირუსთან შეხებაში გაბუნია-ცერცვაძის სიმტომატიკის მედიცინა არაფერში არ მჭირდება.

gaga
1

ვაიმე მერედა ეგ რა პრობლემაა,.. მეოთხე ტალღას პირდაპირ გადააბით მეხუთე! და ერი იქნება ბედნიერად!..... მთავარია გამართულად იმუშაოს რესტორნებმა, სასტუმროებმა, კაფე-ბარებმა, სკოლებმა და პლიაჟებმა! და რაც ყველაზე მთავარია: კოსმეტიკა-მანიკური პედიკურმა!

ავტორი:

"მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ,  რადგან ჯერ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით" - თამარ გაბუნია ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე

"მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ,  რადგან ჯერ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით" - თამარ გაბუნია ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელზე

"ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას "მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ "მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით," - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი საყურადღებოა.

"ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი. ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით 2500-3000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი. ბუნებრივია მას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი მაქსიმალურად მუშაობენ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს.

"სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის როგორ უნდა მოიქცეს თუ გამოვლინდა ინფიცირება და იყო რამდენიმე შემთხვევა. საჯარო სკოლების საერთო რაოდენობა, რომლებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, 2,2%-ია. მაქსიმალური აქტივობით და ყურადღებით მოხდება შემთხვევების გამოვლენა და დროული მართვა, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს“ , - აღნიშნა გაბუნიამ.