რა თქმა უნდა, მხოლოდ ნატო-ს წევრებმა და საქართველომ და უკრაინამ და არა რუსეთმა ან სხვამ, უნდა გადაწყვიტონ როდის არიან მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ნატო-ს წევრები შეთანხმდებიან, რომ ისინი მზად არიან ალიანსის წევრები გახდნენ, გახდებიან.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, განახორციელონ მოდერნიზაცია, გაატარონ რეფორმები და დააკმაყოფილონ ნატო-ს სტანდარტები. როდესაც 30 მოკავშირე შეთანხმდება, რომ ისინი მზად არიან ალიანსის წევრები გახდნენ, გახდებიან. მე არ შემიძლია გითხრათ, როდის მოხდება ეს. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა გახდებიან,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთანაც ისაუბრა.
„ჩემი გზავნილი ნატო-ს წევრებისთვის და ასევე ის, რაც გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან განვიხილე, არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ მეტი მხარდაჭერა, მეტი ტრენინგი, მეტი შესაძლებლობების განვითარება, რეფორმების განხორციელება, კორუფციასთან ბრძოლა და უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა.
იმედი მაქვს, რომ მომავალ სამიტზე ამბიციურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ ცვლის ქვეყნის სუვერენულ უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი გზა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ნატოზე რომ ბრაზდებით, რატომ ჩვენს მთავრობაზე არ ბრაზდებით როცა ელემენტარულსაც არ აკეთებენ ნატოსთან დასაახლოებლად. ყველამ კარგად იცის რომ ნატოში მხოლოდ დემოკრატიულ, სანდო ქვეყნებს იღებენ და არა ჩვენნაირ გაურკვეველ წარმონაქმს. არა სასამართლო რეფორმა, არა დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მეტი ავტოკრაატიული მისწრაფებები და სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, რუსეთთან საეჭვო კავშირები და ვის რა ჭირად ვუნდივართ იქ? ჩვენ რა სიკეთეს მოვუტანთ? აი პრობლემებს კი . ამიტომაც არის ეგრე, მაგრამ გაბრაზება ჩვენს მთავრობაზეა საჭირო და არა ამათზე. ესენი თავის ინტერესებში მოქმედებენ და ჩვენ კიდევ არც კი ვიცი ვის ინტერესში, ჩვენსაში რომ არა ფაქტია!
კარგად გიცნობთ, არ მიგვიღებთ თქვენა, სანამ ეს ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ისტორიის სანაგვეზე არ აღმოჩნდება ! განა არ ვიცით !?