სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ამის გამო ისინი დააკავეს" - ადვოკატი
"მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ამის გამო ისინი დააკავეს" - ადვოკატი

მამა-შვი­ლი წო­წო­რი­ე­ბი შეხ­ვდნენ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, რა­საც ქვია, ჩა­ი­ხუ­ტეს გულ­ში და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოყ­ვა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მამა-შვი­ლის, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ე­ბის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გო­გი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ.

„ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ არი­ან, ისი­ნი შეხ­ვდნენ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს, რა­საც ქვია, ჩა­ი­ხუ­ტეს გულ­ში, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ. იმის გამო, რომ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ისი­ნი და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან. მათ პრე­ზი­დენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა უზ­რუნ­ველ­ყვეს. ის ბრა­ლი, რაც ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფებს აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, აბ­სურ­დუ­ლია, არ ჯდე­ბა მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში, რას ედა­ვე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რე, თა­ვა­დაც არ იცის, მათ და­ნა­შუ­ა­ლი არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, ხელი შე­უ­შა­ლეს და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას? კა­ნონს უნდა სწო­რად წა­კი­თხვა, მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რის მიერ სა­სა­მარ­თლოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა?"- გა­ნა­ცხა­და გო­გი­ნა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლებს, ისი­ნი ამ დრომ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მუხ­ლით ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებს ბრალ­დე­ბა გუ­შინ წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თის შემ­დგომ, მისი ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას - სა­მეგ­რე­ლოს ერთ-ერთ სო­ფელ­ში მიყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მან­ქა­ნით უზ­რუნ­ველ­ყვეს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
m
4

ქოჩორზე მოეფერებოდნენ

ნანა
2

და რატომ იხუტებდნენ ვითომ? არ უნდა იცოდე ვის იხუტებ? თანაც ამ გაგანია კორონობისას? :))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ამის გამო ისინი დააკავეს" - ადვოკატი

"მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს, ჩაიხუტეს გულში და ამის გამო ისინი დააკავეს" - ადვოკატი

მამა-შვილი წოწორიები შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში და ასეთი დამოკიდებულების გამო ისინი დაკავებული არიან, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილის, ზურაბ და შალვა წოწორიების ადვოკატმა გიორგი გოგინავამ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

„ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს. ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებლობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელის შეშლა რაში გამოიხატება?"- განაცხადა გოგინავამ.

რაც შეეხება დაკავებულებს, ისინი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ.

საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით ზურაბ და შალვა წოწორიებს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს.