მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალური მოტივის დაფარვის მიზნით არსებობს საფრთხე, რომ დამკვეთმა ჭელიძის და კავილაძის ლიკვიდაცია მოახდინოს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის განცხადება
"რეალური მოტივის დაფარვის მიზნით არსებობს საფრთხე, რომ დამკვეთმა ჭელიძის და კავილაძის ლიკვიდაცია მოახდინოს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის განცხადება

თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხი მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხებს მათი შვი­ლე­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის გა­და­ცე­მას სთხოვს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოჯა­ხი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც კვა­რა­ცხე­ლი­ას ოჯა­ხი გან­მარ­ტავს, რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვის და­ფარ­ვის მიზ­ნით, შე­საძ­ლოა, დამ­კვეთ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დად­გე­ნილ იქნა ორი პი­როვ­ნე­ბის ვი­ნა­ო­ბა, მათ და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნათ ბრა­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრათ პა­ტიმ­რო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­მალ­ვა­ში მყოფ პირ­თა ძებ­ნა.

ჩვენ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავთ ნი­კო­სა და ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თა შო­რის რა­ი­მე ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზით კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბა­საც კი, რად­გან ნიკო სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და მათ. მო­ვუ­წო­დებთ აკო ჭე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძის ოჯა­ხებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­დას­ცენ მათი დამ­ნა­შა­ვე შვი­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს, ვი­ნა­ი­დან არ­სე­ბობს საფრ­თხე, სა­მარ­თლი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბა­ზე ხელ­შეშ­ლი­სა და მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­კვეთ­მა მო­ახ­დი­ნოს მათი ლიკ­ვი­და­ცია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აკო ჭე­ლი­ძე­სა და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ეძებს. მათ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვემ კი ტე­რი­ტო­რია თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად ნა­ქი­რა­ვე­ბი მან­ქა­ნით და­ტო­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

ავტორი:

"რეალური მოტივის დაფარვის მიზნით არსებობს საფრთხე, რომ დამკვეთმა ჭელიძის და კავილაძის ლიკვიდაცია მოახდინოს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის განცხადება

"რეალური მოტივის დაფარვის მიზნით არსებობს საფრთხე, რომ დამკვეთმა ჭელიძის და კავილაძის ლიკვიდაცია მოახდინოს" - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის განცხადება

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

როგორც კვარაცხელიას ოჯახი განმარტავს, რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ეძებს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.