პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!" - ანა ბუჩუკური
"ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!" - ანა ბუჩუკური

ვუ­ლო­ცავთ "ოც­ნე­ბას", 8 თვის წინ სრუ­ლად დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ცო­ცხლე­ბას, ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იმ­დე­ნი იბ­რძო­ლეს, რომ ესეც მო­ა­ხერ­ხეს, ყო­ჩაღ, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა წევ­რმა ანა ბუ­ჩუ­კურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, თუ რას აპი­რებ­და პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბუ­ჩუ­კურ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და­ე­ლო­დე­ბი­ან.

ამას­თან, ბუ­ჩუ­კუ­რის თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ სურს სა­ქარ­თვე­ლო „მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე ატ­რი­ა­ლოს“.

„უპირ­ვე­ლე­სად, მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს მხარ­და­ჭე­რის­თვის! ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს მომ­ხრე­ებ­ზე მთე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში და უშუ­ა­ლოდ გუ­შინ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უპ­რე­ცე­დენ­ტო სის­ტე­მუ­რი ზე­წო­ლა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგ­რძლე­ბეთ შრო­მას და ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის!რაც შე­ე­ხე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის დღის ანუ გუ­შინ­დე­ლი დღის, 2 ოქ­ტომ­ბრის შე­ფა­სე­ბას - გუ­შინ ჩვენ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ფიქ­სი­რებ­დით სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის დარ­ღვე­ვებს, რო­მელ­საც ჰქონ­და ად­გი­ლი - მათ შო­რის, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის, მის ნე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნის, ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის და ე.წ. „კა­რუ­სე­ლის“ ფაქ­ტებს. ასე­ვე, გა­და­სა­ტან ყუ­თებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თის დარ­ღვე­ვებს და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ დარ­ღვე­ვებ­ზე და­ი­წე­რა 250-ზე მეტი სა­ჩი­ვა­რი, მათ შო­რის, ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რის ვი­დე­ო­ფიქ­სა­ცი­ის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც ჩვენ არა­ერ­თხელ მივ­მარ­თეთ უშუ­ა­ლოდ ცეს­კო­საც. ახლა მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ჩვე­ნი პარ­ტი­ის­თვის არის ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რი­ვი გზის გა­მო­ყე­ნე­ბა და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ხმის დაც­ვა!ჩვენ ვთქვით, რომ და­ვე­ლო­დე­ბით ჯერ ცეს­კოს სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მებს, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­ა­გი­რე­ბას ჩვენს სა­ჩივ­რებ­ზე და შემ­დეგ, რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას! ეს არის ამ ეტა­პის­თვის ჩვე­ნი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი დღის წეს­რი­გი!და ბო­ლოს, ვუ­ლო­ცავთ "ოც­ნე­ბას", 8 თვის წინ სრუ­ლად დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ცო­ცხლე­ბას. ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ იმ­დე­ნი იბ­რძო­ლეს, რომ ესეც მო­ა­ხერ­ხეს, ყო­ჩაღ!

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ტურ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზეც კი­დევ ერთხელ ვამ­ბობთ, და­ვე­ლო­დოთ ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლურ შე­დე­გებს, თუმ­ცა გი­მე­ო­რებთ იმას, რომ „ნაც­მოძ­რა­ო­ბას“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ სურს ეს ქვე­ყა­ნა ატ­რი­ა­ლოს მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ჩუ­კურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
10

ესენი კიდე ბევრს ლაპარაკობენ ეს მოღალატეები! არაუშავს მეორე ტურში თქვენი მოტყუებული ხალხი გამოფხიზლდება'

მაიკო
13

ნუთუ არ სცხვენიათ ამ განცხადებას რომ აკეთებენ? ამ ხალხს პატივს ვცემდი გახარიას მეთაურობით, ხმაც მივეცი როცა ოცნებას წარმოადგენდნენ, და რა გააკეთეს ამ ნაბიჯით? ხმები წაართვეს ოცნებას და გაახარეს და ნაცების წისქვილზე ასხეს წყალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!" - ანა ბუჩუკური

"ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ დისკრედიტირებული "ნაცმოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!" - ანა ბუჩუკური

ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას, ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპირებდა პარტია „საქართველოსთვის“ მეორე ტურთან დაკავშირებით, ბუჩუკურმა განაცხადა, რომ ისინი ცესკოს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებას დაელოდებიან.

ამასთან, ბუჩუკურის თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ და „ქართული ოცნებას“ სურს საქართველო „მოჯადოებულ წრეზე ატრიალოს“.

„უპირველესად, მადლობას ვუხდით ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის! ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და უშუალოდ გუშინ არჩევნების დღეს მიმდინარეობდა უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა. ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძლებეთ შრომას და ბრძოლას საქართველოსთვის!რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების დღის ანუ გუშინდელი დღის, 2 ოქტომბრის შეფასებას - გუშინ ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვაფიქსირებდით სისტემური ხასიათის დარღვევებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი - მათ შორის, ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე ზეგავლენის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ე.წ. „კარუსელის“ ფაქტებს. ასევე, გადასატან ყუთებთან დაკავშირებით სისტემური ხასიათის დარღვევებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 250-ზე მეტი საჩივარი, მათ შორის, ხმის დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაციის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უშუალოდ ცესკოსაც. ახლა მთავარი ამოცანა ჩვენი პარტიისთვის არის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენება და ჩვენი მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვა!ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებით ჯერ ცესკოს საბოლოო მონაცემებს, საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირებას ჩვენს საჩივრებზე და შემდეგ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლების პოზიციას! ეს არის ამ ეტაპისთვის ჩვენი პარტიის მთავარი დღის წესრიგი!და ბოლოს, ვულოცავთ "ოცნებას", 8 თვის წინ სრულად დისკრედიტირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაცოცხლებას. ჩვენს წინააღმდეგ იმდენი იბრძოლეს, რომ ესეც მოახერხეს, ყოჩაღ!

რაც შეეხება მეორე ტურთან დაკავშირებით, ამაზეც კიდევ ერთხელ ვამბობთ, დაველოდოთ ცესკოს ოფიციალურ შედეგებს, თუმცა გიმეორებთ იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სურს ეს ქვეყანა ატრიალოს მოჯადოებულ წრეზე”, - განაცხადა ბუჩუკურმა.