მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი  შიმშილობას აცხადებს... როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან" - რა თქვა ნინო ლომჯარიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ?
"მიხეილ სააკაშვილი  შიმშილობას აცხადებს... როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან" - რა თქვა ნინო ლომჯარიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ?

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ნინო ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, რუს­თა­ვის ცი­ხე­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას აცხა­დებს.ამას­თან, რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ რუს­თა­ვის ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე უკ­რა­ი­ნის კონ­სულ­თან შეხ­ვედ­რას ითხოვს. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია და მის წი­ნა­აღ­მდეგ ძალა არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

"რო­დე­საც შე­ვე­დი, ის იმ­ყო­ფე­ბო­და ექი­მებ­თან, გა­დი­ო­და სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას, შემ­დეგ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გავ­სა­უბ­რე­ბო­დით სა­კან­ში. მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი იყო და­კა­ვე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი, ხომ არ იყო არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბა ან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტი, ხომ არ ჰქონ­და სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ის და­ა­კა­ვეს დღეს, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. მისი თქმით, იმ­ყო­ფე­ბო­და მარ­ტო, და­ა­კა­ვა პო­ლი­ცი­ამ. არ გა­უ­წე­ვია წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, და­კა­ვე­ბის დროს და შემ­დგომ ძალა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. აღ­ნიშ­ნავს, რომ მო­პყრო­ბა იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი. ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ აქვს. აცხა­დებს შიმ­ში­ლო­ბას და რო­გორც უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე ითხოვს უკ­რა­ი­ნის კონ­სულ­თან შეხ­ვედ­რას“,- გა­ნა­ცხა­და ნინო ლომ­ჯა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ომბუდსმენს!!!!!!!!!!!
0

მეორედ გიმეორებთ, რომ შეხვედით, საწოლი თუ ჰქონდა გაწყობილი. ახალი გაწყობილი? რა მნიშვნელობა აქვს.

gori
1

რაც ჭამა ბოლო ოცი წელი და რაც და ვინც იხ..რა, ისიც ეყოფა კარგა ხანს

ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი  შიმშილობას აცხადებს... როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან" - რა თქვა ნინო ლომჯარიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ?

"მიხეილ სააკაშვილი  შიმშილობას აცხადებს... როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან" - რა თქვა ნინო ლომჯარიამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ?

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.ამასთან, როგორც ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მის წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ.

"როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.