სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ იგეგმებოდა... დამენიშნა დაცვის ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება" - ნიკა გვარამია
"1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ იგეგმებოდა... დამენიშნა დაცვის ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება" - ნიკა გვარამია

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ნიკა გვა­რა­მი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს-ის შე­ნო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დას­ტურ­დე­ბა და ჯგუ­ფი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

გვა­რა­მი­ას გან­მარ­ტე­ბით, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნით მისი ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და, ერთი თვის წინ მი­ი­ღო და ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ სამ­სა­ხურს მი­მარ­თა.

"გა­მო­კი­თხვის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და არა­ფე­რი მით­ქვამს. რო­გორც ჩანს, ეგო­ნათ, რომ ყვე­ლა­ფერს ვი­ტყო­დი. ეს ასე არ მოხ­და. ამის შემ­დეგ გა­მო­დის ადა­მი­ა­ნი და თვი­თონ ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, რაც მე არ უნდა მეთ­ქვა. ამით არამ­ხო­ლოდ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბას და ჩემ­გან ჩა­მორ­თმე­ულ პი­რო­ბას არ­ღვევს, არა­მედ უქ­მნის საფრ­თხეს ჩემს სი­ცო­ცხლეს.

ერთი თვის წინ მი­ვი­ღე ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგეგ­მე­ბო­და ჩემი ლიკ­ვი­და­ცია სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნით რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან. მე არ და­მი­წყია იმის გარ­კვე­ვა, პრო­ვო­კა­ცი­ას მი­წყობს სუს-ი, სი­მარ­თლეა ეს თუ არა. ვე­სა­უბ­რე ელ­ჩებს და მი­ვე­დი ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ დე­პარ­ტა­მენ­ტში. მათ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა და და­მე­ნიშ­ნა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შსს-დან დამ­ყვე­ბა. შე­მოთ­ვლე­ბის დო­ნე­ზე იყო სა­უ­ბა­რი, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იყო სე­რი­ო­ზუ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მო­რი­ცხავ­დნენ ყვე­ლა­ფერს, ასე­თი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცია იყო ჩემს ად­ვო­კატ­თან. უცებ, დღეს რე­კა­ვენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია უნდა გი­თხრა­თო. შე­ვე­დი და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დას­ტურ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ჩემი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ჯგუ­ფი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. არ ვიცი თუ ეგო­ნათ, რომ იქ ძა­ლი­ან შე­მე­შინ­დე­ბო­და, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემ­დეგ და­ა­მა­ტეს, რომ ჩემს გარ­და იხი­ლე­ბო­და სხვა ჟურ­ნა­ლის­ტის ლიკ­ვი­და­ცია, რა­ზეც გან­ვუ­ცხა­დე, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას მე არ უნდა მაწ­ვდიდ­ნენ და ჩემს საქ­მეს­თან კავ­შირ­ში არ არის.

ვკი­თხე დას­ტურ­დე­ბო­და თუ არა, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ, რა­ზეც გან­მი­ცხა­დეს, რომ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. გა­მი­ორ­მა­გეს დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა, მაგ­რამ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი, ვარ რომ უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მოყ­ვა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ამ­ბავს, რომ პი­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და დას­ტურ­დე­ბა. პრაქ­ტი­კუ­ლად მათ უთხრეს ჩემი დაც­ვა უფრო მარ­ტი­ვია თუ რთუ­ლი, მოყ­ვნენ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, რაც არც ჩემ­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც არ უნდა ეთ­ქვათ.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბა ჩვენ არ მოგ­ვის­მე­ნია ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე და ჩემი შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა, ან დაც­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მი­ნიშ­ნე­ბა, მიზ­ნად ისა­ხავს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზაფვ­რას. ვე­ლო­დე­ბი, რომ ეს უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა დამ­კვე­თი. მე­ო­რე ვა­რი­ან­ტია, რომ ამით გა­და­ი­ფა­რე­ბა ის, რაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ბაჩა მგე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ზრახ შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე არ­სე­ბობ­დეს, რის გა­მოც გვა­რა­მი­ას უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მი­ე­ცა.

რო­გორც მგე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ნიკა გვა­რა­მი­ას შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნიკა გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად მკვლე­ლო­ბის სა­მიზ­ნე სხვა ჟურ­ნა­ლის­ტიც იყოს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
6

სულ რუსეთი და რუსეთი

ასეა!
24

რას იკლავ თავს? ხომ ხედავ არ აინტერესებს ხალხს, ხვალ რომ იყოს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე, ორივე ხელით დაუჭერს მოსახლეობის 90 % -ი მხარს. ურჩევნიათ ჭაობი. ოპოზიციაც და ოპოზიციური არხებიც უნდა გაჩუმდნენ, მერე როგორ აეშევაბა ოცნება ნახავენ. ეს ქვეყანა ჭაობია და სიცოცხლე ხანმოკლე, შეაკალი ამათ თავი, არ ღირს! 

ავტორი:

"1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ იგეგმებოდა... დამენიშნა დაცვის ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება" - ნიკა გვარამია

"1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ იგეგმებოდა... დამენიშნა დაცვის ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სუს-ის შენობაში განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.

გვარამიას განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ერთი თვის წინ მიიღო და ანტიტერორისტულ სამსახურს მიმართა.

"გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს.

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.

ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც არც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც არ უნდა ეთქვათ.

სუს-ის განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია ფარულ ჩანაწერებზე და ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას. ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი აღმოჩნდება დამკვეთი. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანია „ფორმულაში“, - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა.

როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.