პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დმანისში, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა
დმანისში, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

დმა­ნის­ში, „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის დაჭ­რის ფაქ­ტზე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის მი­ხე­ილ და­უ­თაშ­ვი­ლის შვილს, და­ვით და­უ­თაშ­ვილს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს და­უ­თაშ­ვილ­თან ერ­თად დის­ტან­ცი­უ­რად ეს­წრე­ბო­და მისი ად­ვო­კა­ტი გია მა­ჩი­ტა­ძე. მა­ჩი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობ­და აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი.

"მო­სა­მარ­თლემ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ტო­ვა პა­ტიმ­რო­ბა­ში, მას აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცია, რომ საქ­მე­ში არ არ­სე­ბობ­და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი. კერ­ძოდ, საქ­მე­ში არ არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ დაჭ­რილ პი­როვ­ნე­ბას მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. სა­ნამ არ და­დას­ტურ­დე­ბა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი არ უნდა წა­ყე­ნე­ბო­და’’, - აღ­ნიშ­ნა გია მა­ჩი­ტა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით და­უ­თაშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალს აღი­ა­რებს, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ მომ­ხდარს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი არ ჰქონ­და. ამას­თან, და­სად­გე­ნია რო­გო­რი იყო და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

„ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი აღი­ა­რებს, რომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი და­ნით მოხ­და ამ ორი პი­როვ­ნე­ბის დაჭ­რა, მაგ­რამ არა­ვი­თარ შუ­ა­ში არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვი. მხო­ლოდ ერთი რამე ამოძ­რა­ვებ­და მას, რომ დახ­მა­რე­ბო­და მა­მას, რომ­ლის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას რე­ა­ლუ­რად ემუქ­რე­ბო­და საფრ­თხე. ასე­ვე და­სად­გე­ნია რო­გო­რი იყო მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა”, - აღ­ნიშ­ნა გია მა­ჩი­ტა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დმა­ნის­ში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ 2 მხარ­დამ­ჭე­რის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­უ­თაშ­ვილს ბრალ­დე­ბა 23 სექ­ტემ­ბერს წა­რედ­გი­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სო­ფელ გან­თი­ად­ში, დმა­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რო­ბის კან­დი­და­ტის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას წარ­მო­შო­ბი­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, და­ვით და­უ­თაშ­ვილ­მა და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით, ორ პირს ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (ორი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 13- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
''''
0

რა კომენტარი უნდა გააკეთო ცდილობენ გიჟად გაასაღონ ხალხის აზრი ფეხებზე კიდიათ

კატო
0

ერთმანეთს ასწრებენ ამნისტიის მიღების მოგონებაში და გამოვა მალე. 

ავტორი:

დმანისში, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

დმანისში, "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილს პატიმრობა შეეფარდა

დმანისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილს, დავით დაუთაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესს დაუთაშვილთან ერთად დისტანციურად ესწრებოდა მისი ადვოკატი გია მაჩიტაძე. მაჩიტაძის ინფორმაციით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ არსებობდა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი საფუძველი.

,,მოსამართლემ ბრალდებული დატოვა პატიმრობაში, მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მტკიცებულებითი საფუძველი. კერძოდ, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაჭრილ პიროვნებას მიყენებული აქვს სხეულის მძიმე დაზიანება. სანამ არ დადასტურდება ის გარემოება, რომ მძიმე დაზიანება აქვს მიყენებული, აღნიშნული ბრალი არ უნდა წაყენებოდა’’, - აღნიშნა გია მაჩიტაძემ.

მისივე ინფორმაციით, დავით დაუთაშვილი წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა აცხადებს, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონდა. ამასთან, დასადგენია როგორი იყო დაპირისპირების დროს მისი ფსიქიკური მდგომარეობა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მის ხელთ არსებული დანით მოხდა ამ ორი პიროვნების დაჭრა, მაგრამ არავითარ შუაში არ არის პოლიტიკური მოტივი. მხოლოდ ერთი რამე ამოძრავებდა მას, რომ დახმარებოდა მამას, რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. ასევე დასადგენია როგორი იყო მისი ფსიქიკური მდგომარეობა”, - აღნიშნა გია მაჩიტაძემ.

ცნობისთვის, დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დავით დაუთაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.