პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?
"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?

"მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი წაგ­ვარ­თვა კო­ვიდ­მა ოჯა­ხი­დან... ღმერ­თო, რო­დემ­დე? - მშვი­დო­ბით, ალი­მი ბაბუ, ავ­თოს გა­ბა­რებ“, - ამ ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სის ავ­ტო­რი მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლია. კომ­პო­ზი­ტორს დღეს კო­რო­ნა­ვირუ­სით ბა­ბუა გარ­და­ეც­ვა­ლა.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს კო­რო­ნა­ვირუ­სით 64 წლის ბიძა, ავთო და­ე­ღუ­პა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია. ალი­მი ბა­ბუა მა­ი­კოს ბა­ბუ­ის უმ­ცრო­სი ძმა იყო. გუ­შინ კომ­პო­ზი­ტო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ მო­ხუ­ცი სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძო­და. გულ­შე­მატ­კივ­რებს კი სთხოვ­და, ღმერ­თვის­თვის ბა­ბუ­ის გა­დარ­ჩე­ნა ეთხო­ვათ. სამ­წუ­ხა­როდ მო­ხუ­ცის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ხში­რად წერს სტა­ტუ­სებს კო­ვიდ­პან­დე­მი­ა­ზე და ხალ­ხს მუდ­მი­ვად აც­რის­კენ მო­უ­წო­დებს. ამის გამო, ხში­რად გამ­ხდა­რა ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი. აც­რი­ლია თა­ვად და აგ­ვის­ტო­ში, შვი­ლე­ბი, 17 წლის ტყუ­პი ბი­ჭე­ბიც აცრა.

"კო­რო­ნა­ვირუ­სით უპა­ტივ­ცე­მუ­ლო სიკ­ვდი­ლი, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ დგე­ბა, არ არ­სე­ბობს. "შავი პარ­კი“ ჩემს ოჯახს ხვდა წი­ლად და ყო­ველ ღამე მტან­ჯავს ამა­ზე ფიქ­რი (ჩემი გამ­ზრდე­ლი ბე­ბია, სამ­ყა­როს რომ მერ­ჩივ­ნა, ჩა­მიგ­დეს ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში), ამა­ზე დიდ ჯო­ჯო­ხეთ­ში სა­დღა უნდა მოვ­ხვდე?“ - წერ­და ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს კომ­პო­ზი­ტო­რი.

სა­ქარ­თვე­ლო კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­თხე ტალ­ღას ებ­რძვის. ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად მცირ­დე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 30-ის ქვე­ვით არ ჩა­მო­სუ­ლა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მე­ო­თხე ტალ­ღა ყვე­ლა­ზე აგ­რე­სი­უ­ლია, რო­გორც მსოფ­ლი­ოს­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვწუხვარ
4

აცრილები იყვნენ?

Ნეო
3

Ეგ აუცრელს ვის დატოვებდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე?" - რას წერს მუსიკოსი მაია კაჭკაჭიშვილი?

"მესამე ადამიანი წაგვართვა კოვიდმა ოჯახიდან... ღმერთო, როდემდე? - მშვიდობით, ალიმი ბაბუ, ავთოს გაბარებ“, - ამ ემოციური სტატუსის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილია. კომპოზიტორს დღეს კორონავირუსით ბაბუა გარდაეცვალა.

2020 წლის დეკემბერში მაიკო კაჭკაჭიშვილს კორონავირუსით 64 წლის ბიძა, ავთო დაეღუპა, მოგვიანებით კი გამზრდელი ბებია. ალიმი ბაბუა მაიკოს ბაბუის უმცროსი ძმა იყო. გუშინ კომპოზიტორი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მოხუცი სიცოცხლისთვის იბრძოდა. გულშემატკივრებს კი სთხოვდა, ღმერთვისთვის ბაბუის გადარჩენა ეთხოვათ. სამწუხაროდ მოხუცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაიკო კაჭკაჭიშვილი ხშირად წერს სტატუსებს კოვიდპანდემიაზე და ხალხს მუდმივად აცრისკენ მოუწოდებს. ამის გამო, ხშირად გამხდარა ანტივაქსერების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. აცრილია თავად და აგვისტოში, შვილები, 17 წლის ტყუპი ბიჭებიც აცრა.

"კორონავირუსით უპატივცემულო სიკვდილი, როგორც კორონავირუსის შემდეგ დგება, არ არსებობს. "შავი პარკი“ ჩემს ოჯახს ხვდა წილად და ყოველ ღამე მტანჯავს ამაზე ფიქრი (ჩემი გამზრდელი ბებია, სამყაროს რომ მერჩივნა, ჩამიგდეს ამ საშინელებაში), ამაზე დიდ ჯოჯოხეთში სადღა უნდა მოვხვდე?“ - წერდა ბებიის გარდაცვალების დროს კომპოზიტორი.

საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება, მაგრამ ჯერჯერობით ლეტალობის მაჩვენებელი 30-ის ქვევით არ ჩამოსულა.

სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.