ვერაზე მოკლული 22 წლის ახალგაზრდის, ნიკა კვარაცხელიას საცოლე ანა პირველ კომენტარს აკეთებს. "დროების“ ინფორმაციით, წყვილი ქორწილს ჯერ თბილისში გეგმავდა, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდნენ, რათა ნიკოს მიერ დაარსებული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე უფრო წარმატებული ყოფილიყო.
ის ამბობს, რომ აპირებს ნიკოს მიერ დაწყებული საქმე გააგრძელოს.
ცნობისთვის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას რამდენიმე დღის წინ ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმე უკვე გახსნა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული პირები 21 წლის აკო (ალეკო) ჭელიძე და 22 წლის გიორგი კავილაძე არიან.
AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, აკო ჭელიძე გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრის ჯეირან ჭელიძის შვილია. ორივე მათგანზე შსს-ს ძებნა აქვს გამოცხადებული. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.
ნიკა კვარაცხელია "კანონიერი ქურდის", გია კვარაცხელიას შვილია, თუმცა ბიჭს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. როგორც ახლობლები ამბობენ, ის უნიჭიერესი და მიზანსწრაფული ახალგაზრდა იყო და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობდა, არის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი.. ნიკა კვარაცხელიამ განათლება საფრანგეთის საუკეთესო ბიზნეს სკოლაში – SKEMA Business School-ში მიიღო.
22 წლის ახალგაზრდას სამშაბათს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გოგონას სახელი და გვარი არ აქვს?
მკვლელები ალბათ გაიყვანეს უკვე ქვეყნიდან.