პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"
"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"

"ევ­რო­პის დე­დო­ფა­ლი“ - გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის, ან­გე­ლა მერ­კე­ლის მრა­ვა­ლი მეტ­სა­ხე­ლი­დან ერთ-ერ­თია. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი აღარ აპი­რებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სექ­ტემ­ბრის მი­წუ­რულს 67 წლის მერ­კე­ლის თით­ქმის 16-წლი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­დე­ბა.

ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ამ­ჟა­მინ­დელ მმარ­თვე­ლებს შო­რის, არც ერთი ყო­ფი­ლა ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში ისე ხან­გრძლი­ვად, რო­გორც მერ­კე­ლი. BBC-ი წერს, რომ ის ევ­რო­კავ­ში­რის და­ახ­ლო­ე­ბით 100 სა­მი­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ხოლო კუ­ლუ­ა­რებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბი მას ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ: "ერ­თა­დერ­თი ზრდას­რუ­ლი ოთახ­ში."

ან­გე­ლა მერ­კე­ლი1954 წლის 17 ივ­ლისს მას­წავ­ლებ­ლი­სა და ბერ­ლინ-ბრან­დერ­ბურ­გის ლუ­თე­რა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბი­დან­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და სწავ­ლი­სად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბით და ნი­ჭით. მერ­კელს აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ფი­ზი­კა­ში.

ან­გე­ლა მერ­კე­ლის ახალ­გაზ­რდო­ბის ფოტო

1989 წელს ის შე­უ­ერ­თდა "ქრის­ტი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ ერ­თო­ბას." 2005 წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქალი გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რად აირ­ჩი­ეს.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი კან­ცლე­რის, ჰელ­მუთ კო­ლის ფა­ვო­რი­ტი პო­ლი­ტი­კო­სი იყო.1991 წელს კო­ლიმ ის ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად" ქა­ლე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად და­ა­სა­ხე­ლა. მა­ნამ­დე მერ­კე­ლი ბუნ­დეს­ტა­გის წევ­რი იყო.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ჰელ­მუთ კოლი

ამ ფო­ტო­ზე ან­გე­ლას ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ჩერ­ნო­ბი­ლელ ბავ­შვებ­თან ერ­თად ხე­დავთ

მალე მერ­კელს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბირ­თვუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი ჩა­ა­ბა­რეს, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ის 1994 წელს და­ი­ნიშ­ნა.

2000 წლის აპ­რილ­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლი "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ერ­თო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. კან­ცლერ გერ­ჰარდ შრო­დე­რის დროს კი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის პოსტს იკა­ვებ­და.

  • პირ­ვე­ლი ქალი კან­ცლე­რი

2005 წელს ბუნ­დეს­ტაგ­მა ან­გე­ლა მერ­კე­ლი კან­ცლე­რად აირ­ჩია და ის გერ­მა­ნი­ის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი კან­ცლე­რი გახ­და. 2009 წელს მე­ო­რე ვა­დით აირ­ჩი­ეს, მე­სა­მე ვა­დით 2013 წელს გახ­და გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რი, რა დრო­საც გერ­მა­ნი­ას ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბა მარ­თავ­და. 2018 წელს ან­გე­ლა მერ­კე­ლი კვლავ ქვეყ­ნის კან­ცლე­რად აირ­ჩი­ეს.

მერ­კე­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა 2014 წელს სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის კრი­ზი­სი იყო. მა­შინ ან­გე­ლამ მო­უ­წო­და გერ­მა­ნე­ლებს, რომ სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ე­ჩი­ნათ ლტოლ­ვი­ლე­ბის მი­მართ, რის შემ­დე­გაც გერ­მა­ნი­ამ ათა­სო­ბით ლტოლ­ვი­ლი მი­ი­ღო. ეს კი არის ცნო­ბი­ლი სელ­ფი, რო­მე­ლიც ბერ­ლი­ნის ლტოლ­ვილ­თა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან 2015 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

  • ან­გე­ლა მერ­კე­ლი და მსოფ­ლიო

ევ­რო­კავ­ში­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­სუ­რათ­ზე ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რე­ბი ერ­თად არი­ან აღ­ბეჭ­დილ­ნი და ის 2019 წელს ბრი­უ­სელ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ან­გე­ლა მერ­კე­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებ­და გა­ე­რო­სა და ნა­ტოს ასე­ვე არა­ფორ­მა­ლურ ჯგუ­ფებს, რო­გო­რე­ბი­ცაა G7, G8 და G20.

გერ­მა­ნი­ას ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და საფ­რან­გეთ­თან, ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი კავ­ში­რი კი ან­გე­ლა მერ­კელ­სა და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს შო­რის ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ამ­ბო­ბენ, რომ ის ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კის პრო­ფე­სო­რია, რო­მელ­მაც არა­ერ­თი კრი­ზი­სი­დან შეძ­ლო გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ძა­ლა­უფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა, ამ დრომ­დე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ქა­ლად მი­იჩ­ნე­ვა. პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაკ ობა­მა, რო­მე­ლიც მერ­კე­ლის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, ამ­ბობს, რომ ან­გე­ლა მერ­კე­ლი "გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­უ­და­რე­ბე­ლი ლი­დე­რია.“

ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ბა­რაკ ობა­მა

ან­გე­ლა მერ­კე­ლი ჯორჯ ბუშ­თან ერ­თად

2018 წელი და ცნო­ბი­ლი ფოტო G7-ის სა­მი­ტი­დან - გერ­მა­ნი­ა­სა და აშშ-ს შო­რის ყვე­ლა­ზე უფრო ურ­თი­ერ­თო­ბა ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დროს იყო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი. ეს ფოტო კი აღ­ნიშ­ნულ­ზე ყვე­ლა­ზე უკეთ მი­უ­თი­თებს

ჯო ბა­ი­დენ­თან ერ­თად - ან­გე­ლა მერ­კე­ლი თეთრ სახ­ლს 2021 წლის ივ­ლის­ში სტუმ­რობ­და

  • შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რი და გერ­მა­ნე­ლე­ბის "დე­დი­კო"

ცო­ტამ თუ იცის, რომ ან­გე­ლა მერ­კე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მზა­რე­უ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ნამ­ცხვრე­ბის გა­მო­ცხო­ბა ეხერ­ხე­ბა. ამ­ბობს, რომ მისი სახ­ლი­დან მში­ე­რი არა­ვინ მი­დის. ან­გე­ლა მერ­კელს არ ჰყავს შვი­ლე­ბი, თუმ­ცა გერ­მა­ნე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას "მუთი"-ს, ანუ დე­დი­კოს უწო­დებს.

  • ან­გე­ლა მერ­კე­ლი და ფე­რა­დი პი­ჯა­კე­ბი

ფე­რა­დი პი­ჯა­კე­ბი გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. მე­დი­ა­ში არა­ერ­თხელ და­წე­რი­ლა სხვა­დას­ხვა მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ მერ­კე­ლის­თვის ყვე­ლა ფერს სხვა­დას­ხვა დატ­ვირ­თვა აქვს და რომ კონ­კრე­ტუ­ლი ფე­რის პი­ჯა­კი კონ­კრე­ტულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას ატა­რებს.

  • ძაღ­ლე­ბის პა­ნი­კუ­რი შიში და პუ­ტი­ნის "ხუმ­რო­ბა"

გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს პა­ნი­კუ­რად ეში­ნია ძაღ­ლე­ბის. ეს შიში კი იმას უკავ­შირ­დე­ბა, რომ 1990 წელს მას ძაღ­ლმა უკბი­ნა. 2016 წელს, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, რო­მელ­მაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცო­და მერ­კე­ლის ში­შის შე­სა­ხებ, მას­თან შეხ­ვედ­რი­სას თა­ვი­სი შავი ლაბ­რა­დო­რი ოთახ­ში შე­აყ­ვა­ნი­ნა. ხოლო ფო­ტო­ებ­მა, თუ რო­გო­რი შე­ში­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი აქვს გერ­მა­ნი­ის კან­ცლერს, პრე­სის ფურ­ცლე­ბი მო­იც­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ფაქ­ტამ­დე პუ­ტინ­მა მერ­კელს სა­თა­მა­შო ძაღ­ლი აჩუ­ქა.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რის, ან­გე­ლა ხში­რად ამ­ბობს - მე მიყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბიო.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ მერ­კე­ლი მშობ­ლი­უ­რი­ვით სა­უბ­რობს რუ­სულ ენა­ზე. ექ­სპერ­ტე­ბი კი სწო­რედ ამას მი­ა­წე­რენ იმ ფაქტს, რომ პუ­ტინ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სხვა ლი­დე­რებ­თან შე­და­რე­ბით, უკეთ გა­მოს­დის.

  • ან­გე­ლა მერ­კე­ლის ორი ქორ­წი­ნე­ბა

პირ­ვე­ლად სტუ­დენ­ტო­ბის დროს და­ქორ­წინ­და. პირ­ვე­ლი ქმა­რი ულ­რიხ მერ­კე­ლი მე­სა­მე კურ­სზე გა­იც­ნო. გაც­ნო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­დნენ და ან­გე­ლა ქმრის გვარ­ზე გა­და­ვი­და და ამ გვარ­ზე უარი აღა­რას­დროს უთ­ქვამს. მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი კას­ნე­რია. 1981 წელს წყვი­ლი და­შორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მერ­კელ­მა ყო­ფილ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ასე აღ­წე­რა: "ჩვენ დავ­ქორ­წინ­დით იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ქორ­წინ­დე­ბო­და. დღეს ეს ცოტა სუ­ლე­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბას არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ვე­კი­დე, რო­გორც ჩანს, შევ­ცდი".

მე­ო­რე ქმა­რი, იო­ა­კიმ ზა­უ­ე­რი ქი­მი­კო­სია. მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი ან­გე­ლამ 1984 წლი­დან და­ი­წყო, 1998 წელს და­ქორ­წინ­დნენ. პრო­ფე­სო­რი ზა­უ­ე­რი ცო­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წრო, რად­გა­ნაც არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. წყვილს უყ­ვარს ოპე­რა­ში და ლაშ­ქრო­ბა­ში სი­ა­რუ­ლი. იო­ა­კიმ ზა­უ­ერს ოპე­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, გერ­მა­ნულ­მა მე­დი­ამ "ოპე­რის მოჩ­ვე­ნე­ბა" შე­არ­ქვა.

  • ან­გე­ლა მერ­კე­ლი და სა­ქარ­თვე­ლო

ან­გე­ლა მერ­კე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ბუშ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­კი­თხი მისი და მერ­კე­ლის უთან­ხმო­ე­ბის მთა­ვა­რი თემა იყო.

"ყვე­ლა­ზე დიდი უთან­ხმო­ე­ბა მერ­კელ­თან გა­მო­იწ­ვია იმან, უნდა გამ­ხდა­რი­ყო, თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რო­ბის აპ­ლი­კან­ტი ქვე­ყა­ნა. მას მტკი­ცედ სჯე­რო­და, რომ ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კან­ცლე­რის სტა­ტუ­სით ან­გე­ლა მერ­კე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 2008 წელს, აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ­თან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს­ტუმ­რა. მე­ო­რედ კი ამ ომი­დან 10 წლის შემ­დეგ. 2018 წელს თბი­ლის­ში ვი­ზი­ტით მყოფ­მა მერ­კელ­მა რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას "დიდი უსა­მარ­თლო­ბა" უწო­და.

"ეს არის უსა­მარ­თლო­ბა, რაც ხდე­ბა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ჩემი პო­ზი­ცია იცის, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ვსა­უბ­რობთ ამა­ზე. მე მას ვე­სა­უბ­რე­ბი. ეს ერთი კონ­ტექ­სტია. მი­უ­ხე­და­ვად დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა, ძა­ლი­ან ცოტა კეთ­დე­ბა, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წარ­სულს ჩა­ბარ­დეს ეს დიდი უსა­მარ­თლო­ბა. ეს არ უნდა გახ­დეს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. არ უნდა მოხ­დეს შე­გუ­ე­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან. ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე", - გა­ნა­ცხა­და ან­გე­ლა მერ­კელ­მა.

და ის წა­ვი­და...

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სპაიკ ცილა
1

დაგიფასებს ანგელინა დედა რუსეთი და გაზპრომში დაგასაქმებენ.....

ნათია
4

შევარდნაძემ გე5რმანია გააერთიანა, მერკელმა კი სამაგიერო ასე გადაუხადა შევარდვაძეს და ქართველ ხალხს. უმადური.

ავტორი:

"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"

"ევროპის დედოფალი", გერმანელების "დედიკო" და საქართველოს მთავარი დაბრკოლება ნატო-ს გზაზე - ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასასრული და კანცლერის "სხვა მხარე"

"ევროპის დედოფალი“ - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრავალი მეტსახელიდან ერთ-ერთია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი აღარ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის მიწურულს 67 წლის მერკელის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დასრულდება.

ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მმართველებს შორის, არც ერთი ყოფილა ქვეყნის სათავეში ისე ხანგრძლივად, როგორც მერკელი. BBC-ი წერს, რომ ის ევროკავშირის დაახლოებით 100 სამიტში მონაწილეობდა, ხოლო კულუარებში ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მას ასე მოიხსენიებდნენ: "ერთადერთი ზრდასრული ოთახში."

ანგელა მერკელი1954 წლის 17 ივლისს მასწავლებლისა და ბერლინ-ბრანდერბურგის ლუთერანული ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სწავლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, შრომისმოყვარეობით და ნიჭით. მერკელს აქვს დოქტორის ხარისხი ფიზიკაში.

ანგელა მერკელის ახალგაზრდობის ფოტო

1989 წელს ის შეუერთდა "ქრისტიან დემოკრატიულ ერთობას." 2005 წელს გახდა პირველი ქალი გერმანიის ისტორიაში, რომელიც გერმანიის კანცლერად აირჩიეს.

ანგელა მერკელი გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუთ კოლის ფავორიტი პოლიტიკოსი იყო.1991 წელს კოლიმ ის ყველასთვის მოულოდნელად,, ქალებისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაასახელა. მანამდე მერკელი ბუნდესტაგის წევრი იყო.

ანგელა მერკელი და ჰელმუთ კოლი

ამ ფოტოზე ანგელას ლეიკემიით დაავადებულ ჩერნობილელ ბავშვებთან ერთად ხედავთ

მალე მერკელს გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრის პოსტი ჩააბარეს, აღნიშნულ თანამდებობაზე ის 1994 წელს დაინიშნა.

2000 წლის აპრილში ანგელა მერკელი "ქრისტიან-დემოკრატიული ერთობის" თავმჯდომარე გახდა. კანცლერ გერჰარდ შროდერის დროს კი პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა.

  • პირველი ქალი კანცლერი

2005 წელს ბუნდესტაგმა ანგელა მერკელი კანცლერად აირჩია და ის გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი კანცლერი გახდა. 2009 წელს მეორე ვადით აირჩიეს, მესამე ვადით 2013 წელს გახდა გერმანიის კანცლერი, რა დროსაც გერმანიას ისტორიაში ყველაზე დიდი კოალიციური მთავრობა მართავდა. 2018 წელს ანგელა მერკელი კვლავ ქვეყნის კანცლერად აირჩიეს.

მერკელის მმართველობის დროს ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული გამოწვევა 2014 წელს სირიელი ლტოლვილების კრიზისი იყო. მაშინ ანგელამ მოუწოდა გერმანელებს, რომ სოლიდარობა გამოეჩინათ ლტოლვილების მიმართ, რის შემდეგაც გერმანიამ ათასობით ლტოლვილი მიიღო. ეს კი არის ცნობილი სელფი, რომელიც ბერლინის ლტოლვილთა დაწესებულებასთან 2015 წელსაა გადაღებული.

  • ანგელა მერკელი და მსოფლიო

ევროკავშირი ანგელა მერკელის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი იყო. აღნიშნულ ფოტოსურათზე ევროპის სახელმწიფოების მთავრობის მეთაურები ერთად არიან აღბეჭდილნი და ის 2019 წელს ბრიუსელშია გადაღებული.

ანგელა მერკელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გაეროსა და ნატოს ასევე არაფორმალურ ჯგუფებს, როგორებიცაა G7, G8 და G20.

გერმანიას ათწლეულების განმავლობაში განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, ყველაზე პოზიტიური კავშირი კი ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ჩამოყალიბდა.

ამბობენ, რომ ის ევროპული პოლიტიკის პროფესორია, რომელმაც არაერთი კრიზისიდან შეძლო გამოსავლის პოვნა და მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალაუფლება რამდენიმე კვირაში წარსულს ჩაბარდება, ამ დრომდე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალად მიიჩნევა. პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელიც მერკელის დიდი გულშემატკივარია, ამბობს, რომ ანგელა მერკელი "გლობალური პოლიტიკის შეუდარებელი ლიდერია.“

ანგელა მერკელი და ბარაკ ობამა

ანგელა მერკელი ჯორჯ ბუშთან ერთად

2018 წელი და ცნობილი ფოტო G7-ის სამიტიდან - გერმანიასა და აშშ-ს შორის ყველაზე უფრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო გართულებული. ეს ფოტო კი აღნიშნულზე ყველაზე უკეთ მიუთითებს

ჯო ბაიდენთან ერთად - ანგელა მერკელი თეთრ სახლს 2021 წლის ივლისში სტუმრობდა

  • შესანიშნავი კულინარი და გერმანელების "დედიკო"

ცოტამ თუ იცის, რომ ანგელა მერკელი შესანიშნავი მზარეულია და განსაკუთრებით კარგად ნამცხვრების გამოცხობა ეხერხება. ამბობს, რომ მისი სახლიდან მშიერი არავინ მიდის. ანგელა მერკელს არ ჰყავს შვილები, თუმცა გერმანელების დიდი ნაწილი მას "მუთი"-ს, ანუ დედიკოს უწოდებს.

  • ანგელა მერკელი და ფერადი პიჯაკები

ფერადი პიჯაკები გერმანიის კანცლერის სავიზიტო ბარათია. მედიაში არაერთხელ დაწერილა სხვადასხვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერკელისთვის ყველა ფერს სხვადასხვა დატვირთვა აქვს და რომ კონკრეტული ფერის პიჯაკი კონკრეტულ შეტყობინებას ატარებს.

  • ძაღლების პანიკური შიში და პუტინის "ხუმრობა"

გერმანიის კანცლერს პანიკურად ეშინია ძაღლების. ეს შიში კი იმას უკავშირდება, რომ 1990 წელს მას ძაღლმა უკბინა. 2016 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც შესანიშნავად იცოდა მერკელის შიშის შესახებ, მასთან შეხვედრისას თავისი შავი ლაბრადორი ოთახში შეაყვანინა. ხოლო ფოტოებმა, თუ როგორი შეშინებული თვალები აქვს გერმანიის კანცლერს, პრესის ფურცლები მოიცვა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტამდე პუტინმა მერკელს სათამაშო ძაღლი აჩუქა.

მიუხედავად ყველაფრის, ანგელა ხშირად ამბობს - მე მიყვარს ცხოველებიო.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მერკელი მშობლიურივით საუბრობს რუსულ ენაზე. ექსპერტები კი სწორედ ამას მიაწერენ იმ ფაქტს, რომ პუტინთან მოლაპარაკებები სხვა ლიდერებთან შედარებით, უკეთ გამოსდის.

  • ანგელა მერკელის ორი ქორწინება

პირველად სტუდენტობის დროს დაქორწინდა. პირველი ქმარი ულრიხ მერკელი მესამე კურსზე გაიცნო. გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ანგელა ქმრის გვარზე გადავიდა და ამ გვარზე უარი აღარასდროს უთქვამს. მისი ნამდვილი გვარი კასნერია. 1981 წელს წყვილი დაშორდა. მოგვიანებით მერკელმა ყოფილ ქმართან ურთიერთობა ასე აღწერა: "ჩვენ დავქორწინდით იმიტომ, რომ ყველა ქორწინდებოდა. დღეს ეს ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ქორწინებას არასერიოზულად მოვეკიდე, როგორც ჩანს, შევცდი".

მეორე ქმარი, იოაკიმ ზაუერი ქიმიკოსია. მასთან შეხვედრები ანგელამ 1984 წლიდან დაიწყო, 1998 წელს დაქორწინდნენ. პროფესორი ზაუერი ცოლის ინაუგურაციას არ დაესწრო, რადგანაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წყვილს უყვარს ოპერაში და ლაშქრობაში სიარული. იოაკიმ ზაუერს ოპერის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გერმანულმა მედიამ "ოპერის მოჩვენება" შეარქვა.

  • ანგელა მერკელი და საქართველო

ანგელა მერკელი საქართველოს ნატო-ში გაწევრების მთავარი წინააღმდეგი იყო. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "დოიჩე ველესთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისი და მერკელის უთანხმოების მთავარი თემა იყო.

"ყველაზე დიდი უთანხმოება მერკელთან გამოიწვია იმან, უნდა გამხდარიყო, თუ არა საქართველო ნატოს წევრობის აპლიკანტი ქვეყანა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ კანცლერის სტატუსით ანგელა მერკელი საქართველოს პირველად 2008 წელს, აგვისტოში რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ესტუმრა. მეორედ კი ამ ომიდან 10 წლის შემდეგ. 2018 წელს თბილისში ვიზიტით მყოფმა მერკელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას "დიდი უსამართლობა" უწოდა.

"ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

და ის წავიდა...