პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია
"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია

"კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა...“ - რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ ახალ­მა ამ­ბავ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მღელ­ვა­რე­ბა და სტრე­სი გა­მო­იწ­ვია. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობ­და პა­ტა­რას, რომ­ლის ბე­დიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ჩან­და, თუმ­ცა მისი უმ­თავ­რე­სი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც, დიდ მღელ­ვა­რე­ბას­თან ერ­თად, უდი­დეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და.

ნი­კო­ლო­ზი პირ­ვე­ლი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვი­ლი იყო, რო­მელ­საც მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა დას­ჭირ­და. ურ­თუ­ლე­სი 2 თვე გა­ა­ტა­რა ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კა­ში და დღეს ის სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი უკვე სა­კუ­თარ სახ­ლშია. ის­ტო­რია ბედ­ნი­ე­რად დას­რულ­და, თუმ­ცა ეს იყო უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ნი­კო­ლო­ზის დე­დას ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს ვე­რა­ფერს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და არა­ვინ იცო­და, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბო­და ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლა სი­ცო­ცხლის­თვის. სა­ბო­ლო­ოდ, ბრძო­ლა გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ჩვი­ლის დე­დას წარ­სუ­ლის ცრემ­ლე­ბის გა­რე­შე გახ­სე­ნე­ბა უჭირს.

  • "ბავ­შვი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იყო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. ექი­მებ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით შევ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან. სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­დე­საც უყუ­რებ გა­ყი­ნულ სხე­ულს, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის არა­ნა­ი­რი ნი­შან–წყა­ლი არ ეტყო­ბა,“ - იხ­სე­ნებს ნი­კო­ლო­ზის დედა.

"შე­მოს­ვლი­სას მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე ძა­ლი­ან მძი­მე იყო, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მე­ო­რე დღეს­ვე მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­დაყ­ვა­ნა დას­ჭირ­და. ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა გა­და­ვი­ტა­ნეთ. ზო­გა­დად, მარ­თვით სუნ­თქვას თა­ვი­სი გარ­თუ­ლე­ბე­ბიც ახ­ლავს და პა­ტა­რას ეს გარ­თუ­ლე­ბე­ბიც გა­ნუ­ვი­თარ­და. ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­სურ­სი, ენერ­გია, შრო­მა და ემო­ცია ჩავ­დეთ და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტა­რა ორ­გა­ნიზ­მმა ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ი­ღო და და­დე­ბი­თად გვი­პა­სუ­ხა. დღეს ის სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი სა­კუ­თარ სახ­ლშია და ზრდა–გან­ვი­თა­რე­ბას ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად გა­ნაგ­რძობს,“ - გან­მარ­ტავს ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, მაია ჩხა­ი­ძე.

ამ რთუ­ლი კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვის მარ­თვა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ევექ­სი ჰოს­პიტ­ლე­ბის ექ­სპერტთა პე­დი­ატ­რი­უ­ლი საბ­ჭო. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მძი­მე, თუმ­ცა მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბით მი­დი­ოდ­ნენ.

„ერთი ფილ­ტვი სა­ერ­თოდ გა­ე­თი­შა, მე­ო­რე კი 70%–ით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. არ­სე­ბობ­და ფილ­ტვის გას­კდო­მის სა­შიშ­რო­ე­ბაც. ექი­მებს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირ­დათ, თუმ­ცა მე მათ ვენ­დო­ბო­დი. ეს იყო სი­ცო­ცხლის მე­სა­მე შან­სი ნი­კო­ლო­ზის­თვის, რად­გან მას პრობ­ლე­მე­ბი და­ბა­დე­ბი­დან აღე­ნიშ­ნე­ბო­და და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ახალ­შო­ბილ­მა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­ა­ტა­რა,“– აღ­ნიშ­ნავს ნი­კო­ლო­ზის დედა.

„მშო­ბე­ლი მუ­დამ ჩვენ­გან, ექი­მე­ბის­გან ელო­დე­ბა იმედს. დე­დის­თვის თუნ­დაც ერთი და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სი­ტყვა ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. ამ სი­ტყვით გა­მოწ­ვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა კი მთე­ლი დღე მიჰ­ყვე­ბა. იმე­დი არას­დროს დაგ­ვი­კარ­გავს მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლურ შე­დეგ­საც არ გა­მოვ­რი­ცხავ­დით,“ – იხ­სე­ნებს ი. ცი­ციშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მეგი გე­ორ­ბე­ლი­ძე.

თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლა პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ნის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე და ემო­ცი­უ­რი პრო­ცე­სია, თუმ­ცა ექი­მე­ბი კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში ემო­ცი­ე­ბის გა­და­დე­ბას და მაქ­სი­მა­ლურ მო­ბი­ლი­ზე­ბას მა­ინც წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხე­ბენ. ნი­კო­ლი­ზის მსგავ­სად დღეს სი­ცო­ცხლის­თვის ცი­ციშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში 100–მდე პა­ცი­ენ­ტი იბ­რძვის, მათი ნა­წი­ლი კი რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
2

აიცერით ხალხო და ერთმანეთი დავიცვათ! პატარას კი დღეგრძელობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ!

ვახო
0

ღმერთმა დაიფაროს ყველა პატარა !

"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია

"საშინელებაა, როდესაც გაყინულ სხეულს უყურებ... ეს იყო მისი მესამედ დაბადება“ - კოვიდ 19–სგან განკურნებული ჩვილის ამაღელვებელი ისტორია

"კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა...“ - რამდენიმე თვის წინ ამ ახალმა ამბავმა საზოგადოებაში დიდი მღელვარება და სტრესი გამოიწვია. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა პატარას, რომლის ბედიც დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი ჩანდა, თუმცა მისი უმთავრესი გულშემატკივარი იყო ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო პერსონალი, რომელიც, დიდ მღელვარებასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა.

ნიკოლოზი პირველი კოვიდინფიცირებული ჩვილი იყო, რომელსაც მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ურთულესი 2 თვე გაატარა ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში და დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელებული უკვე საკუთარ სახლშია. ისტორია ბედნიერად დასრულდა, თუმცა ეს იყო უმძიმესი პერიოდი, როდესაც ნიკოლოზის დედას ექიმები დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ და არავინ იცოდა, როგორ გაგრძელდებოდა ყოველდღიური ბრძოლა სიცოცხლისთვის. საბოლოოდ, ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ჩვილის დედას წარსულის ცრემლების გარეშე გახსენება უჭირს.

  • "ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, რეანიმაციაში. ექიმებმა საშუალება მომცეს, რომ ყოველდღიურად ნახევარი საათით შევსულიყავი მასთან. საშინელებაა, როდესაც უყურებ გაყინულ სხეულს, რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშან–წყალი არ ეტყობა,“ - იხსენებს ნიკოლოზის დედა.

"შემოსვლისას მისი მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე იყო, სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. მეორე დღესვე მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა. ძალიან დიდი ბრძოლა გადავიტანეთ. ზოგადად, მართვით სუნთქვას თავისი გართულებებიც ახლავს და პატარას ეს გართულებებიც განუვითარდა. ყველანაირი რესურსი, ენერგია, შრომა და ემოცია ჩავდეთ და, საბედნიეროდ, პატარა ორგანიზმმა ეს ყველაფერი მიიღო და დადებითად გვიპასუხა. დღეს ის სრულიად გამოჯანმრთელებული საკუთარ სახლშია და ზრდა–განვითარებას ასაკის შესაბამისად განაგრძობს,“ - განმარტავს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე.

ამ რთული კლინიკური შემთხვევის მართვაში აქტიურად იყო ჩართული ევექსი ჰოსპიტლების ექსპერტთა პედიატრიული საბჭო. სამედიცინო ექსპერტები საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე მძიმე, თუმცა მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდნენ.

„ერთი ფილტვი საერთოდ გაეთიშა, მეორე კი 70%–ით ფუნქციონირებდა. არსებობდა ფილტვის გასკდომის საშიშროებაც. ექიმებს დამაიმედებელი პასუხის გაცემა უჭირდათ, თუმცა მე მათ ვენდობოდი. ეს იყო სიცოცხლის მესამე შანსი ნიკოლოზისთვის, რადგან მას პრობლემები დაბადებიდან აღენიშნებოდა და გარკვეული პერიოდი ახალშობილმა რეანიმაციაში გაატარა,“– აღნიშნავს ნიკოლოზის დედა.

„მშობელი მუდამ ჩვენგან, ექიმებისგან ელოდება იმედს. დედისთვის თუნდაც ერთი დამამშვიდებელი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამ სიტყვით გამოწვეული პოზიტიური განწყობა კი მთელი დღე მიჰყვება. იმედი არასდროს დაგვიკარგავს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ფატალურ შედეგსაც არ გამოვრიცხავდით,“ – იხსენებს ი. ციციშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, მეგი გეორბელიძე.

თავდაუზოგავი ბრძოლა პატარა პაციენტების გადარჩენისთვის საკმაოდ მძიმე და ემოციური პროცესია, თუმცა ექიმები კრიტიკულ მომენტში ემოციების გადადებას და მაქსიმალურ მობილიზებას მაინც წარმატებით ახერხებენ. ნიკოლიზის მსგავსად დღეს სიცოცხლისთვის ციციშვილის კლინიკაში 100–მდე პაციენტი იბრძვის, მათი ნაწილი კი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე და ექიმების მუდმივი მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.