მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით... საუკეთესო ოფიცრები გააქციეს... ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი ვალის შესასრულებლად" - სააკაშვილის მიმართვა ქართულ ჯარს და თავდაცვის მინისტრის პასუხი
"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით... საუკეთესო ოფიცრები გააქციეს... ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი ვალის შესასრულებლად" - სააკაშვილის მიმართვა ქართულ ჯარს და თავდაცვის მინისტრის პასუხი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოფიც­რებ­სა და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს მი­მარ­თავს.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნავს, ივა­ნიშ­ვილს სჭირ­დე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, „ფარ­ჩა­კი", სუს­ტი სა­ქარ­თვე­ლო და არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა ჯა­რის არ­სე­ბო­ბა.

„ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ იმით, რომ თქვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი ვარ, თქვენ­თან ერ­თად შევ­ქმე­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად ტი­ლი­ა­ნი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ჯა­რი­დან, ნამ­დვი­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი, სა­ა­მა­ყო, საბ­რძო­ლო შე­ნა­ერ­თე­ბი, რო­მელ­თაც არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი. მე არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ამე­რი­კის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე, სხვა უცხო­ე­ლი გე­ნერ­ლე­ბის და ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი.

თქვენ ივა­ნიშ­ვილს ეზი­ზღე­ბით. მას აქვს ასე­თი ტაქ­ტი­კა, რომ ჯარი სა­ქარ­თვე­ლოს არ სჭირ­დე­ბა. იცით, რომ მრა­ვა­ლი წელი სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მებს კრძა­ლავ­და. რამ­დე­ნი­მე ათე­ულ ოფი­ცერს კონ­ვერ­ტში უხ­დის ხელ­ფასს იმის­თვის, რომ მათ არ შე­უქ­მნან პრობ­ლე­მე­ბი და და­ნარ­ჩე­ნი ჯარი გა­ა­კონ­ტრო­ლონ. სა­მა­გი­ე­როდ ყვე­ლა სხვა სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ჯა­რებს არ წყდე­ბა. ბი­ნე­ბი, მივ­ლი­ნე­ბე­ბი, მთე­ლი ეს წლე­ბი ნა­წილ­დე­ბა, ნე­პო­ტიზ­მით, ნაც­ნო­ბო­ბით და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში დამ­სა­ხუ­რე­ბით. სა­უ­კე­თე­სო ოფიც­რე­ბი­დან ბევ­რი მათ­გა­ნი გა­აქ­ცი­ეს ჯა­რი­დან და და­ნარ­ჩენ­საც გაქ­ცე­ვა­ზე უჭი­რავს თვა­ლი. აღ­ჭურ­ვა მკვეთ­რად შე­სუს­ტდა და ვარ­ჯი­შე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ნულ­ზეა ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო და შე­უ­თავ­სე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცია ქარ­თვე­ლი კა­ცის სულ­თან. ივა­ნიშ­ვილს სჭირ­დე­ბა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, „ფარ­ჩა­კი“, სუს­ტი სა­ქარ­თვე­ლო და არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბა თქვე­ნი არ­სე­ბო­ბა.

მე­გობ­რე­ბო, თქვენ გარ­და ყვე­ლაფ­რი­სა, ხართ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. დღეს გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც მო­ი­პა­რა გა­სულ წელს ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი, და­არ­ღვია ევ­რო­კავ­შირ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ძა­ლა­დო­ბით, მუ­ქა­რი­თა და ქრთა­მით კა­ბი­ნე­ტებს ინარ­ჩუ­ნებს. სა­ქარ­თვე­ლო არის გა­და­სარ­ჩე­ნი და მე მოგ­მარ­თავთ თქვენ რო­გორც სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში, რო­გორც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს - ყვე­ლა უნდა მო­ვემ­ზა­დოთ ჩვე­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო ვა­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად, არ­ჩევ­ნებ­ზე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის და ასე­ვე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის, რად­გან ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი. სა­ქარ­თვე­ლოს ახლა სჭირ­დე­ბა შვე­ლა. თქვე­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბი­სა და პატ­რი­ო­ტიზ­მის იმე­დი მაქვს და ასე­ვე, ჩვე­ნი გმი­რი ვე­ტე­რა­ნე­ბის. აბა თქვენ იცით, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით სიც­რუე და აბ­სურ­დია თით­ქოს სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ბი­ნე­ბის გა­და­ცე­მა ნე­პო­ტიზ­მის პრინ­ცი­პით მოხ­და.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­შე ჯერ კი­დევ 2007 წელს აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა შე­ახ­სე­ნა, რომ­ლის აღ­სრუ­ლე­ბა და სამ­ხედ­რო­ე­ბის ბი­ნე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სწო­რედ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მოხ­და.

ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძემ ოპო­ნენ­ტებს ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი შე­ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც ნა­ტოს სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სწავ­ლე­ბებს ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბით უპ­რე­ცე­დენ­ტო და მას­შტა­ბუ­რია.

“ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს და მომ­ზა­დე­ბის მა­ღალ დო­ნეს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბიც ადას­ტუ­რებს”, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქადა
0

ვაი შენს პატრონს! ხომ კვდებოდი შე აფერისტო კიდევ მარაქაში ერევი?

მერაბი
1

სწორედ,რმ სააკაშვილის დროს, პარტნიორების მოთხოვნით დაითხოვეს ჯარიდან პროფესიონალები განსაკუთრებით რუსული განათლების. ამის შედეგი იყო 3 დღიანი ომი სამაჩაბლოში. ორთვიან დასავლეთში კურსებ გავლილი მხედართმთავრებით რომ იყო დაკომპლექტებული. ომს კი გორიდან ხელმძღვანელობდა გაბაშვილი, უგულავა და თარგამაძე. როგორია?

ავტორი:

"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით... საუკეთესო ოფიცრები გააქციეს... ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი ვალის შესასრულებლად" - სააკაშვილის მიმართვა ქართულ ჯარს და თავდაცვის მინისტრის პასუხი

"თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით... საუკეთესო ოფიცრები გააქციეს... ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი ვალის შესასრულებლად" - სააკაშვილის მიმართვა ქართულ ჯარს და თავდაცვის მინისტრის პასუხი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს.

როგორც ის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ივანიშვილს სჭირდება განადგურებული, „ფარჩაკი", სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება ჯარის არსებობა.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ, თქვენთან ერთად შევქმენი, პრაქტიკულად ტილიანი, გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი ბრძოლისუნარიანი, საამაყო, საბრძოლო შენაერთები, რომელთაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. მე არასდროს დამავიწყდება ამერიკის გენერალური შტაბის უფროსის გამოხმაურებები ქართველ სამხედროებზე, სხვა უცხოელი გენერლების და ხელმძღვანელების გამოხმაურებები.

თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით. მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ ჯარი საქართველოს არ სჭირდება. იცით, რომ მრავალი წელი სამხედრო აღლუმებს კრძალავდა. რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს იმისთვის, რომ მათ არ შეუქმნან პრობლემები და დანარჩენი ჯარი გააკონტროლონ. სამაგიეროდ ყველა სხვა საკითხი, რომელიც ეხება შეიარაღებულ ჯარებს არ წყდება. ბინები, მივლინებები, მთელი ეს წლები ნაწილდება, ნეპოტიზმით, ნაცნობობით და არავითარ შემთხვევაში დამსახურებით. საუკეთესო ოფიცრებიდან ბევრი მათგანი გააქციეს ჯარიდან და დანარჩენსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიშები პრაქტიკულად ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო და შეუთავსებელი სიტუაცია ქართველი კაცის სულთან. ივანიშვილს სჭირდება განადგურებული, „ფარჩაკი“, სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა.

მეგობრებო, თქვენ გარდა ყველაფრისა, ხართ საქართველოს მოქალაქეები. დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მოიპარა გასულ წელს ოქტომბრის არჩევნები, დაარღვია ევროკავშირთან ხელშეკრულება, რომელიც ყოველდღიურად ძალადობით, მუქარითა და ქრთამით კაბინეტებს ინარჩუნებს. საქართველო არის გადასარჩენი და მე მოგმართავთ თქვენ როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, მაგრამ პირველ რიგში, როგორც ჩვენს მოქალაქეებს - ყველა უნდა მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის და ასევე, ხელშეკრულების აღდგენისთვის, რადგან ეს არის რეფერენდუმი. საქართველოს ახლა სჭირდება შველა. თქვენი განსაკუთრებულობისა და პატრიოტიზმის იმედი მაქვს და ასევე, ჩვენი გმირი ვეტერანების. აბა თქვენ იცით, ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.

თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები შეახსენა, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისია. რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია.

“ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს”, - აცხადებენ სამინისტროში.