ავტორი:

ვინ არის "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი? - ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის დროს, ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო

ვინ არის "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდამსხმელი? - ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის დროს, ის ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო

დღეს, 4 საათზე "საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ოთხოვდა.

"რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებითაა დასრულებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, ვინც იყო ბანკში და რომელსაც ჰყავდა მძევლები“, - განაცხადეს ამ ცოტა ხნის წინ შსს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველს 23 ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი, რომლებიც დამნაშავის დაკავებამდე გაათავისუფლეს.

ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი არის თელავის მცხოვრები, 49 წლის შალვა მელიქიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის დროს ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული და ხელყუმბარა, რომელიც თავდასხმისას თან ჰქონდა, დიდი ალბათობით, საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო.