მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:29-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველობისთვის 68 წლის შაქრო კალაშოვი და სოხუმური კლანის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან - რას ვერ იყოფენ კრიმინალური ავტორიტეტები?
პირველობისთვის 68 წლის შაქრო კალაშოვი და სოხუმური კლანის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან - რას ვერ იყოფენ კრიმინალური ავტორიტეტები?

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ კრა­ი­მის" ცნო­ბით, "კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს" იერ­არ­ქი­ის მთა­ვა­რი ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად ბრძო­ლა ისევ გა­ნახ­ლდა.

ამ­ჯე­რად პირ­ვე­ლო­ბის­თვის ორი კრი­მი­ნა­ლუ­რია ავ­ტო­რი­ტე­ტი - 68 წლის შაქ­რო კა­ლა­შო­ვი, იგი­ვე "შაქ­რო მა­ლა­დოი" და სო­ხუ­მუ­რი კლა­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძე იბ­რძვი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, "კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" ჯან­გვე­ლა­ძის კლა­ნი დღე­ის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი და ძლი­ე­რია. კა­ლა­შოვ­მა, რო­მე­ლიც "გე­ნე­რალ­სი­მუ­სის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, სო­ხუ­მუ­რი კლა­ნის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გენ­ლის გად­მო­ბი­რე­ბა შეძ­ლო. ამ­ბო­ბენ, რომ "კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტე­ტებ­მა" ამ საქ­ცი­ე­ლით კლა­ნის მე­თა­უ­რი გა­ნა­რის­ხეს.

ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სეთ­ში ქურ­დუ­ლი კლა­ნე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი პა­ტიმ­რე­ბის "შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბია". რაც უფრო მეტ შე­მო­წი­რუ­ლო­ბას იღებს კლა­ნი, მით უფრო ძლი­ე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ლე­ნის არე­ა­ლიც იზ­რდე­ბა. რაც უფრო ძლი­ე­რი და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ლი­დე­რი ჰყავს კლანს, მით უფრო კარ­გად და ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბიც.

რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო წერს, "დედ ჰა­სა­ნის" მკვლე­ლო­ბი­სა და კა­ლა­შო­ვის ცი­ხე­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ, ჯან­გვე­ლა­ძემ ჩათ­ვა­ლა, რომ პირ­ვე­ლო­ბას არა­ვინ შე­ე­ცი­ლე­ბო­და და, შე­სა­ბა­მი­სად, "კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში" კონ­კუ­რენ­ტიც არ ჰყავ­და. მან კა­ლა­შოვს მი­ახ­ვედ­რა, რომ მისი დრო უკვე წა­ვი­და და ახლა მთა­ვა­რი პი­როვ­ნე­ბა თა­ვა­დაა. გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
davy
0

ნეტავ იმედი არ შემოგვთავაზებს სპეც-რეპორტაჟს ამ (შესანიშნავ) ორთაბრძოლაზე?

გელა
3

ვოლსკი უნდა ჩაერიოს საქმეში, ერთმანეთი რომ არ დახოცონ.

ავტორი:

პირველობისთვის 68 წლის შაქრო კალაშოვი და სოხუმური კლანის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან - რას ვერ იყოფენ კრიმინალური ავტორიტეტები?

პირველობისთვის 68 წლის შაქრო კალაშოვი და სოხუმური კლანის ლიდერი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან - რას ვერ იყოფენ კრიმინალური ავტორიტეტები?

საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, "კრიმინალური სამყაროს" იერარქიის მთავარი ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლა ისევ განახლდა.

ამჯერად პირველობისთვის ორი კრიმინალურია ავტორიტეტი - 68 წლის შაქრო კალაშოვი, იგივე "შაქრო მალადოი" და სოხუმური კლანის ხელმძღვანელი მერაბ ჯანგველაძე იბრძვიან. როგორც ცნობილია, "კრიმინალურ სამყაროში" ჯანგველაძის კლანი დღეისთვის ყველაზე დიდი და ძლიერია. კალაშოვმა, რომელიც "გენერალსიმუსის" სახელითაა ცნობილი, სოხუმური კლანის რამდენიმე წარმომადგენლის გადმობირება შეძლო. ამბობენ, რომ "კრიმინალურმა ავტორიტეტებმა" ამ საქციელით კლანის მეთაური განარისხეს.

ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთში ქურდული კლანების ძირითადი შემოსავალი პატიმრების "შემოწირულობებია". რაც უფრო მეტ შემოწირულობას იღებს კლანი, მით უფრო ძლიერია. შესაბამისად, გავლენის არეალიც იზრდება. რაც უფრო ძლიერი და ავტორიტეტული ლიდერი ჰყავს კლანს, მით უფრო კარგად და ფუფუნებაში ცხოვრობენ დაჯგუფების წევრებიც.

როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, "დედ ჰასანის" მკვლელობისა და კალაშოვის ციხეში მოხვედრის შემდეგ, ჯანგველაძემ ჩათვალა, რომ პირველობას არავინ შეეცილებოდა და, შესაბამისად, "კრიმინალურ სამყაროში" კონკურენტიც არ ჰყავდა. მან კალაშოვს მიახვედრა, რომ მისი დრო უკვე წავიდა და ახლა მთავარი პიროვნება თავადაა. გააგრძლეთ კითხვა