პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაჯდა თვითმფრინავი და მერე ამოვისუნთქე" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა?
"დაჯდა თვითმფრინავი და მერე ამოვისუნთქე" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა?

5 სექ­ტემ­ბერს "ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სის"“ კუთ­ვნილ თვითმფრი­ნავს, რო­მე­ლიც ავი­ა­რე­ისს თბი­ლი­სი­დან ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ას­რუ­ლებ­და, აფ­რე­ნის შემ­დეგ, მა­ლე­ვე პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, ბო­ინ­გის შასი არ და­ი­ხუ­რა და პი­ლოტ­მა საწ­ვა­ვის დაც­ლა გა­და­წყვი­ტა, რათა თვითმფრი­ნა­ვი უსაფრ­თხოდ დამ­ჯდა­რი­ყო. ხო­მალ­დის ბორტზე 180 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ ჩა­ი­ა­რა. რო­გორც ხო­მალ­დის მე­თა­უ­რი თე­მურ თო­ლო­მაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ეს არ ყო­ფი­ლა ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა, ეს იყო არას­ტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

ambebi.ge ხო­მალ­დის მე­თა­ურს თე­მურ თო­ლო­მაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა ხოლ­მე... მარ­ტო ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში კი არა, მსოფ­ლი­ო­ში ალ­ბათ ყველ­გან ყო­ფი­ლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა. ეს უბ­რა­ლოდ, ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა იყო. როცა დავ­ჯე­ქით, ტექ­ნი­კო­სებ­მა შე­ა­მოწ­მეს და იგი­ვე თვითმფრი­ნა­ვი ჩვე­უ­ლებ­რივ გაფ­რინ­და ვე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვიდ­რე ჩვენ გავფრინ­დე­ბო­დით, ბო­ინ­გი, რა თქმა უნდა, მა­ში­ნაც შე­მოწ­მდა, ყვე­ლა­ფე­რი მწყობ­რში იყო, თუმ­ცა მოხ­და ისე, რომ შასი არ და­ი­ხუ­რა. პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში არის სიგ­ნა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მი­ა­ნიშ­ნებს, აი­კე­ცე­ბა თუ არა შასი. და მან მა­ნიშ­ნა, რომ მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არ აი­კე­ცა. მეთ­ვალ­ყუ­რე­ებს გა­და­ვე­ცით, რომ ვერ გან­ვაგ­რძობ­დით ფრე­ნას, ვერც და­ვეშ­ვე­ბო­დით. გვინ­დო­და, თბი­ლი­სის თავ­ზე რამ­დე­ნი­მე წრე გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, რათა გაგ­ვე­გო, რა და რო­გორ იყო. მოგ­ვცეს ამის უფ­ლე­ბა. ეს შე­ვას­რუ­ლეთ და მერე მივ­ხვდით, რომ ერთი თვა­ლი არ არის აკე­ცი­ლი. ასე­თი დე­ფექ­ტით თვითმფრი­ნავს არ შე­უძ­ლია გა­ნაგ­რძოს ფრე­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აე­რო­პორ­ტამ­დე, თვითმფრი­ნა­ვი ამ დროს სის­წრა­ფეს ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს.

პრო­ტო­კო­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რომ სა­ჭი­რო იყო უკან დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით. შორს არც წავ­სულ­ვართ, თბი­ლი­სის აე­როდ­რო­მის თავ­ზე ვიტ­რი­ა­ლეთ იმი­ტომ, რომ და­საჯ­დო­მი წონა იყო დიდი და საწ­ვა­ვი უნდა დაგ­ვეყ­ვა­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე. არის თვითმფრი­ნა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღვრი­ან საწ­ვავს, მაგ­რამ ჩვენ­სას ასე­თი კონ­სტრუქ­ცია არ აქვს და სა­ჭი­რო იყო, ბო­ინგს ემუ­შა­ვა და საწ­ვა­ვი დამ­წვა­რი­ყო.

- რამ­დენ ტო­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- 7 ტონა საწ­ვა­ვი და­იწ­ვა და ამას 2 სა­ა­თი მო­ვუნ­დით.

- ამა­სო­ბა­ში რა ხდე­ბო­და სა­ლონ­ში, იყო პა­ნი­კა და მღელ­ვა­რე­ბა?

- სა­ლონ­ში არ გავ­სულ­ვარ, ამის დრო არ მქონ­და, სტი­უ­არ­დე­სე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ და ვე­კი­თხე­ბო­დი - იქ რა ხდე­ბა? რო­გორც ასე­თი, პა­ნი­კა არა, მაგ­რამ ყვე­ლას ერ­თნა­ი­რი ნერ­ვე­ბი ხომ არ აქვს და ზო­გი­ერ­თი მგზავ­რი, მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობ­და, ზო­გიც - ტი­რო­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი, 180 მგზავ­რი­დან 20-30 თუ იყო ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მგზავ­რებს ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე მივ­მარ­თეთ (ვი­ნა­ი­დან იყ­ვნენ უცხო­ე­ლე­ბიც), რომ არა­ფე­რი სა­ში­ში არ არის, უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­როა ვიფ­რი­ნოთ, რათა დავ­წვათ სა­ჭი­რო საწ­ვა­ვი, რომ შე­ვამ­ცი­როთ და­საფ­რე­ნი წონა. ზოგ­მა მგზავ­რმა ისიც თქვა, - და­ვი­ნა­ხე, შა­სე­ბი რომ აი­კე­ცა და რა­ტომ დავფრი­ნავთ ასეო. რა და­ი­ნა­ხეს, არ ვიცი, ვი­ნა­ი­დან, მე თვი­თონ ვერ ვხე­დავ იქ რა ხდე­ბა და ისი­ნი - მით უმე­ტეს. ალ­ბათ ეჭვი ჰქონ­დათ, რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და, ჩვენ კი ვამ­შვი­დებ­დით.

- მსგავ­სი შემ­თხვე­ვა აქამ­დე არას­დროს გქო­ნი­ათ? რა და­გეხ­მა­რათ იმ მო­მენ­ტში, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა დაბ­ნე­უ­ლი­ყა­ვით და შეც­დო­მა და­გეშ­ვათ...

- 35 წე­ლი­წა­დია დავფრი­ნავ და ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია. ამას­თა­ნა­ვე, ტრე­ნინ­გებს გავ­დი­ვართ ამ­სტერ­დამ­ში სი­მუ­ლა­ტორ­ზე (ქარ­თუ­ლად - სა­წა­ფი ჰქვია, რუ­სუ­ლად - ტრე­ნა­ჟო­რი) , ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობთ სი­მუ­ლი­რე­ბულ რა­დარ­თან და სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცდით ყვე­ლა სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ­ლის წი­ნა­შეც რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდე. გავ­დი­ვართ ყვე­ლა ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჰა­ერ­ში, აფ­რე­ნის დროს ან დაფ­რე­ნი­სას. 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­დი­ვართ ტრე­ნინგს, რა უნდა გა­ა­კე­თო და რო­გორ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თვითმფრი­ნა­ვის სის­ტე­მე­ბი რომ გა­ი­თი­შოს. მსგავს რა­ღა­ცე­ებს ვა­კე­თებ­დით, თუმ­ცა ზუს­ტად ასე­თი შემ­თხვე­ვა არ მქო­ნია, მქონ­და ნა­ვი­გა­ცი­უ­რი სის­ტე­მის გა­თიშ­ვა.

- საწ­ვა­ვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბა რომ არ და­გე­ცა­ლათ და ისე და­გეს­ვათ ბო­ინ­გი, რა მოხ­დე­ბო­და ამ შემ­თხვე­ვა­ში?

- იცით, რა­ტომ დავფრი­ნავ­დი 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში? ყვე­ლა თვითმფრი­ნავს აქვს თა­ვი­სი ასაფ­რე­ნი და და­საფ­რე­ნი წონა, რომ­ლის მე­ტო­ბა ან ნაკ­ლე­ბო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს ჩემი მო­გო­ნი­ლი არაა, ბო­ინ­გის კომ­პა­ნი­ის მი­ე­რაა მი­თი­თე­ბუ­ლი. იმი­ტომ დავფრი­ნავ­დი, საწ­ვა­ვი რომ გა­მო­მე­მუ­შა­ვე­ბი­ნა, რათა და­საჯ­დო­მი წონა და­მეყ­ვა­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე. ზედ­მე­ტი წონა თუ იქ­ნე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდარ­ყო ის, რაც მოს­კოვ­ში მოხ­და 2-3 წლის წინ - თუ გახ­სოვთ, დო­მო­დე­დო­ვოს აე­რო­პორ­ტში დაჯ­და თვითმფრი­ნა­ვი და მას ხან­ძა­რი გა­უჩ­ნდა. იმ თვითმფრი­ნავს ჰქონ­და ზედ­მე­ტი წონა. შასი მარ­ტო ბორ­ბა­ლი არ არის, მთლი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­აა, რო­მე­ლიც მი­მაგ­რე­ბუ­ლია თვითმფრი­ნავ­ზე და როცა ბო­ინ­გი დაჯ­და, შა­სებ­მა გა­ხეთ­ქა ბაკი, საწ­ვა­ვი დაბ­ლა გა­მო­ვი­და და გაჩ­ნდა ხან­ძა­რი.

მოკ­ლედ, ამ ბინ­გის შემ­თხვე­ვა­შიც, ამ ზედ­მე­ტი წო­ნით თუ დაჯ­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ან სა­ბუ­რა­ვი გა­ხეთ­ქო, ან ბაკი. იმი­ტომ დავფრი­ნავ­დი, რომ მი­მეღ­წია და­საჯ­დომ წო­ნას. ეს იყო და ეს, მეტი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- ამ­ბობთ, რომ ბო­ინ­გმა ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რა და ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, მა­შინ რა­ტომ მოხ­და ის, რაც მოხ­და?

- ამა­ზე მი­დი­ო­და შიდა მოკ­ვლე­ვა და რო­გორც მერე გა­ვი­გე, უბ­რა­ლოდ, იყო რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი, მეტი არა­ფე­რი, პა­ტა­რა ნა­წილ­მა გა­მო­იწ­ვია, რომ არ აი­კე­ცა შასი. დაჯ­და თვითმფრი­ნა­ვი და მერე ამო­ვი­სუნ­თქე.

- იმა­ვე თბი­ლი­სი-ვე­ნას რე­ის­ზე უარი თქვით... ეს თქვე­ნით გა­და­წყვი­ტეთ, თუ არ იყა­ვით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი?

- პრო­ტო­კო­ლით არის გა­წე­რი­ლი და სა­ა­ვი­ა­ციო კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­თაა დად­გე­ნი­ლი, რომ როცა მსგავ­სი რამ ხდე­ბა, ეკი­პა­ჟი მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა.

- კვი­რა­ში რამ­დენ რე­ისს ას­რუ­ლებთ?

- პან­დე­მი­ამ­დე 5 რე­ისს მა­ინც ვას­რუ­ლებ­დით. რაც პან­დე­მია და­ი­წყო, კვი­რა­ში 2-3-ჯერ გვი­წევს ფრე­ნა.

- რო­დის გა­გი­წი­ათ ცის­კენ გული და რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ გეფ­რი­ნათ?

- მე-5- მე-6 კლას­ში ვიქ­ნე­ბო­დი, მფრი­ნა­ვო­ბა რომ გა­დავ­წყვი­ტე. გა­რე­მოც­ვა­ში პი­ლო­ტი არა­ვინ მყო­ლია. მოხ­და ისე, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ჩამ­სვეს თვითმფრი­ნავ­ში, მო­მე­წო­ნა და მას შემ­დეგ სულ ამა­ზე ვფიქ­რობ­დი. არც ისე­თი პა­ტა­რა ვარ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ სსრკ იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­ვი­ა­ციო სას­წავ­ლე­ბე­ლი არ არ­სე­ბობ­და. სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტი იყო რუ­სეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ყა­ზა­ხეთ­ში. მე ჩა­ვა­ბა­რე და და­ვამ­თავ­რე რუ­სე­თის სა­ა­ვი­ა­ციო ინ­სტი­ტუ­ტი. სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე სო­ხუმ­ში, ბა­ბუ­შე­რას აე­რო­პორ­ტში. იქ 2 წელი გა­ვა­ტა­რე, მერე თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი - ჯერ იყო "აერ­ოფ­ლო­ტი“, მერე გახ­და "ორბი“, მერე "სა­ქარ­თვე­ლოს ავი­ა­ხა­ზე­ბი“ და ბო­ლოს - "აირ­ზე­ნა ჯორ­ჯი­ან ეარ­ვე­ი­სი“. თით­ქმის ყვე­ლა ტი­პის თვითმფრი­ნა­ვით მიფ­რე­ნია.

- ამა­სო­ბა­ში ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა ან მსგავ­სი რის­კე­ბი თუ გქო­ნი­ათ?

- მქონ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა სა­დღაც, 1993-94 წელს, მა­შინ უკვე თბი­ლის­ში დავფრი­ნავ­დი. იყო ასე­თი თვითმფრი­ნა­ვი "იაკ-40“, თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში მივფრი­ნავ­დი და ქუ­თა­ის­ში რომ გა­და­ვიფ­რი­ნეთ, კა­ბი­ნა­ში მძაფ­რი კვამ­ლი წა­მო­ვი­და და თან­და­თან სა­ლონ­ში გა­ვი­და. ვერ მივ­ხვდით, სა­ი­დან მო­დი­ო­და. ბა­თუ­მი ჯერ ადრე იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ, ფოთ­ში დავ­მჯდა­რი­ყა­ვით. აი, იმას ჰქვია სწო­რედ სწრა­ფი და ავა­რი­უ­ლი დაშ­ვე­ბა. მერე, რო­გორც გა­მოკ­ვლე­ვამ და­ად­გი­ნა, იქ იყო ჩარ­თუ­ლი ლო­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს ამინდს, ღრუბ­ლებს... და იმის რა­ღაც ნა­წილ­მა და­ი­წყო დნო­ბა და გა­მო­იწ­ვია ბოლი. იმ თვითმფრი­ნავ­ში 36 მგზავ­რი ეტე­ო­და. რაც ახლა მოხ­და, ეს არ იყო ავა­რი­უ­ლი, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დაშ­ვე­ბა იყო.

- ცოტა დამ­თრგუნ­ვე­ლი ხომ არ იყო თქვენ­თვის 5 სექ­ტემ­ბრის სტრე­სუ­ლი რე­ი­სი...

- არა, მსგავ­სი არა­ფე­რია. შიში ნამ­დვი­ლად არ მაქვს, მაგ­რამ არის ასე­თი გა­მოთ­ქმა, არ ეში­ნი­ათ მარ­ტო გი­ჟებ­სო და გიჟი ნამ­დვი­ლად არ ვარ (იცი­ნის).

- ბედ­ნი­ერ და უსაფრ­თხო ფრე­ნას გი­სურ­ვებთ..

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

თავისი საქმის პროფესიონალი და თავმდაბალი პიროვნება!

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს!

გ55
0

რათ უნდა ამდენჯერ ერთი და იგივეს კითხვა? დაღალეს კაცი. ეტყობა გრძელი რომ გამოვიდეს სტატია მეტი ექბებათ ჰონორარი. 

ავტორი:

"დაჯდა თვითმფრინავი და მერე ამოვისუნთქე" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა?

"დაჯდა თვითმფრინავი და მერე ამოვისუნთქე" - რას ჰყვება მფრინავი, რომლის პროფესიონალიზმმაც 180 ადამიანი საფრთხისგან იხსნა?

5 სექტემბერს "ჯორჯიან ეარვეისის"“ კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც ავიარეისს თბილისიდან ვენის მიმართულებით ასრულებდა, აფრენის შემდეგ, მალევე პრობლემები შეექმნა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის თავზე დაფრინავდა. როგორც გაირკვა, ბოინგის შასი არ დაიხურა და პილოტმა საწვავის დაცლა გადაწყვიტა, რათა თვითმფრინავი უსაფრთხოდ დამჯდარიყო. ხომალდის ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. თბილისის აეროპორტში მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარება და სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. საბედნიეროდ, ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა. როგორც ხომალდის მეთაური თემურ თოლომაშვილი ამბობს, ეს არ ყოფილა ავარიული დაშვება, ეს იყო არასტანდარტული სიტუაცია.

ambebi.ge ხომალდის მეთაურს თემურ თოლომაშვილს ესაუბრა:

- ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე... მარტო ჩვენს კომპანიაში კი არა, მსოფლიოში ალბათ ყველგან ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ეს უბრალოდ, ტექნიკური პრობლემა იყო. როცა დავჯექით, ტექნიკოსებმა შეამოწმეს და იგივე თვითმფრინავი ჩვეულებრივ გაფრინდა ვენის მიმართულებით. ვიდრე ჩვენ გავფრინდებოდით, ბოინგი, რა თქმა უნდა, მაშინაც შემოწმდა, ყველაფერი მწყობრში იყო, თუმცა მოხდა ისე, რომ შასი არ დაიხურა. პილოტის კაბინაში არის სიგნალიზაცია, რომელიც მიანიშნებს, აიკეცება თუ არა შასი. და მან მანიშნა, რომ მარჯვენა მხარეს არ აიკეცა. მეთვალყურეებს გადავეცით, რომ ვერ განვაგრძობდით ფრენას, ვერც დავეშვებოდით. გვინდოდა, თბილისის თავზე რამდენიმე წრე გაგვეკეთებინა, რათა გაგვეგო, რა და როგორ იყო. მოგვცეს ამის უფლება. ეს შევასრულეთ და მერე მივხვდით, რომ ერთი თვალი არ არის აკეცილი. ასეთი დეფექტით თვითმფრინავს არ შეუძლია განაგრძოს ფრენა დანიშნულების აეროპორტამდე, თვითმფრინავი ამ დროს სისწრაფეს ვერ განავითარებს.

პროტოკოლი ითვალისწინებდა, რომ საჭირო იყო უკან დავბრუნებულიყავით. შორს არც წავსულვართ, თბილისის აეროდრომის თავზე ვიტრიალეთ იმიტომ, რომ დასაჯდომი წონა იყო დიდი და საწვავი უნდა დაგვეყვანა მინიმუმამდე. არის თვითმფრინავები, რომლებიც ღვრიან საწვავს, მაგრამ ჩვენსას ასეთი კონსტრუქცია არ აქვს და საჭირო იყო, ბოინგს ემუშავა და საწვავი დამწვარიყო.

- რამდენ ტონაზეა ლაპარაკი?

- 7 ტონა საწვავი დაიწვა და ამას 2 საათი მოვუნდით.

- ამასობაში რა ხდებოდა სალონში, იყო პანიკა და მღელვარება?

- სალონში არ გავსულვარ, ამის დრო არ მქონდა, სტიუარდესები შემოდიოდნენ და ვეკითხებოდი - იქ რა ხდება? როგორც ასეთი, პანიკა არა, მაგრამ ყველას ერთნაირი ნერვები ხომ არ აქვს და ზოგიერთი მგზავრი, მეტად ნერვიულობდა, ზოგიც - ტიროდა, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი, 180 მგზავრიდან 20-30 თუ იყო ასეთ მდგომარეობაში. მგზავრებს ქართულ და ინგლისურ ენებზე მივმართეთ (ვინაიდან იყვნენ უცხოელებიც), რომ არაფერი საშიში არ არის, უბრალოდ, საჭიროა ვიფრინოთ, რათა დავწვათ საჭირო საწვავი, რომ შევამციროთ დასაფრენი წონა. ზოგმა მგზავრმა ისიც თქვა, - დავინახე, შასები რომ აიკეცა და რატომ დავფრინავთ ასეო. რა დაინახეს, არ ვიცი, ვინაიდან, მე თვითონ ვერ ვხედავ იქ რა ხდება და ისინი - მით უმეტეს. ალბათ ეჭვი ჰქონდათ, რაღაც საშინელება ხდებოდა, ჩვენ კი ვამშვიდებდით.

- მსგავსი შემთხვევა აქამდე არასდროს გქონიათ? რა დაგეხმარათ იმ მომენტში, გამორიცხული არაა დაბნეულიყავით და შეცდომა დაგეშვათ...

- 35 წელიწადია დავფრინავ და ასეთი შემთხვევა არ მქონია. ამასთანავე, ტრენინგებს გავდივართ ამსტერდამში სიმულატორზე (ქართულად - საწაფი ჰქვია, რუსულად - ტრენაჟორი) , ხელოვნურად შექმნილ სიტუაციაში ვმუშაობთ სიმულირებულ რადართან და საკუთარ თავზე გამოვცდით ყველა სტრესულ სიტუაციას, რომლის წინაშეც რეალურად შეიძლება აღმოჩნდე. გავდივართ ყველა ისეთ სიტუაციას, რომელიც შეიძლება მოხდეს ჰაერში, აფრენის დროს ან დაფრენისას. 8 საათის განმავლობაში გავდივართ ტრენინგს, რა უნდა გააკეთო და როგორ იმ შემთხვევაში, თვითმფრინავის სისტემები რომ გაითიშოს. მსგავს რაღაცეებს ვაკეთებდით, თუმცა ზუსტად ასეთი შემთხვევა არ მქონია, მქონდა ნავიგაციური სისტემის გათიშვა.

- საწვავის საჭირო რაოდენობა რომ არ დაგეცალათ და ისე დაგესვათ ბოინგი, რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში?

- იცით, რატომ დავფრინავდი 2 საათის განმავლობაში? ყველა თვითმფრინავს აქვს თავისი ასაფრენი და დასაფრენი წონა, რომლის მეტობა ან ნაკლებობა არ შეიძლება, ეს ჩემი მოგონილი არაა, ბოინგის კომპანიის მიერაა მითითებული. იმიტომ დავფრინავდი, საწვავი რომ გამომემუშავებინა, რათა დასაჯდომი წონა დამეყვანა მინიმუმამდე. ზედმეტი წონა თუ იქნებოდა, შეიძლება მომხდარყო ის, რაც მოსკოვში მოხდა 2-3 წლის წინ - თუ გახსოვთ, დომოდედოვოს აეროპორტში დაჯდა თვითმფრინავი და მას ხანძარი გაუჩნდა. იმ თვითმფრინავს ჰქონდა ზედმეტი წონა. შასი მარტო ბორბალი არ არის, მთლიანი კონსტრუქციაა, რომელიც მიმაგრებულია თვითმფრინავზე და როცა ბოინგი დაჯდა, შასებმა გახეთქა ბაკი, საწვავი დაბლა გამოვიდა და გაჩნდა ხანძარი.

მოკლედ, ამ ბინგის შემთხვევაშიც, ამ ზედმეტი წონით თუ დაჯდები, შეიძლება ან საბურავი გახეთქო, ან ბაკი. იმიტომ დავფრინავდი, რომ მიმეღწია დასაჯდომ წონას. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი გამიკეთებია.

- ამბობთ, რომ ბოინგმა ტექნიკური შემოწმება გაიარა და ყველაფერი წესრიგში იყო, მაშინ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?

- ამაზე მიდიოდა შიდა მოკვლევა და როგორც მერე გავიგე, უბრალოდ, იყო რაღაც ტექნიკური ხარვეზი, მეტი არაფერი, პატარა ნაწილმა გამოიწვია, რომ არ აიკეცა შასი. დაჯდა თვითმფრინავი და მერე ამოვისუნთქე.

- იმავე თბილისი-ვენას რეისზე უარი თქვით... ეს თქვენით გადაწყვიტეთ, თუ არ იყავით უფლებამოსილი?

- პროტოკოლით არის გაწერილი და საავიაციო კანონმდებლობითაა დადგენილი, რომ როცა მსგავსი რამ ხდება, ეკიპაჟი მთლიანად იცვლება.

- კვირაში რამდენ რეისს ასრულებთ?

- პანდემიამდე 5 რეისს მაინც ვასრულებდით. რაც პანდემია დაიწყო, კვირაში 2-3-ჯერ გვიწევს ფრენა.

- როდის გაგიწიათ ცისკენ გული და რამ გადაგაწყვეტინათ გეფრინათ?

- მე-5- მე-6 კლასში ვიქნებოდი, მფრინავობა რომ გადავწყვიტე. გარემოცვაში პილოტი არავინ მყოლია. მოხდა ისე, ჩემმა მშობლებმა ჩამსვეს თვითმფრინავში, მომეწონა და მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი. არც ისეთი პატარა ვარ, მოგეხსენებათ, მაშინ სსრკ იყო და საქართველოში საავიაციო სასწავლებელი არ არსებობდა. საავიაციო ინსტიტუტი იყო რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. მე ჩავაბარე და დავამთავრე რუსეთის საავიაციო ინსტიტუტი. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დავიწყე სოხუმში, ბაბუშერას აეროპორტში. იქ 2 წელი გავატარე, მერე თბილისში გადმოვედი - ჯერ იყო "აეროფლოტი“, მერე გახდა "ორბი“, მერე "საქართველოს ავიახაზები“ და ბოლოს - "აირზენა ჯორჯიან ეარვეისი“. თითქმის ყველა ტიპის თვითმფრინავით მიფრენია.

- ამასობაში ავარიული დაშვება ან მსგავსი რისკები თუ გქონიათ?

- მქონდა ასეთი შემთხვევა სადღაც, 1993-94 წელს, მაშინ უკვე თბილისში დავფრინავდი. იყო ასეთი თვითმფრინავი "იაკ-40“, თბილისიდან ბათუმში მივფრინავდი და ქუთაისში რომ გადავიფრინეთ, კაბინაში მძაფრი კვამლი წამოვიდა და თანდათან სალონში გავიდა. ვერ მივხვდით, საიდან მოდიოდა. ბათუმი ჯერ ადრე იყო და გადავწყვიტეთ, ფოთში დავმჯდარიყავით. აი, იმას ჰქვია სწორედ სწრაფი და ავარიული დაშვება. მერე, როგორც გამოკვლევამ დაადგინა, იქ იყო ჩართული ლოკატორი, რომელიც აჩვენებს ამინდს, ღრუბლებს... და იმის რაღაც ნაწილმა დაიწყო დნობა და გამოიწვია ბოლი. იმ თვითმფრინავში 36 მგზავრი ეტეოდა. რაც ახლა მოხდა, ეს არ იყო ავარიული, ეს ჩვეულებრივი დაშვება იყო.

- ცოტა დამთრგუნველი ხომ არ იყო თქვენთვის 5 სექტემბრის სტრესული რეისი...

- არა, მსგავსი არაფერია. შიში ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ არის ასეთი გამოთქმა, არ ეშინიათ მარტო გიჟებსო და გიჟი ნამდვილად არ ვარ (იცინის).

- ბედნიერ და უსაფრთხო ფრენას გისურვებთ..