მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს. ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ" - რა შეცდომებს უხსენებს პრემიერი გახარიას
"გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს. ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ" - რა შეცდომებს უხსენებს პრემიერი გახარიას

თქვენ ნა­ხავთ გა­ხა­რია სად იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­იქ­ცა და გა­დად­გა იმის გამო, რომ ნიკა მე­ლია პო­ლი­ცი­ას არ და­ე­კა­ვე­ბი­ნა, - ასე აფა­სებს პრე­მი­ე­რი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ გუ­შინ „ტვ პირ­ვე­ლის“ ეთერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს.

მი­სი­ვე თქმით, ღა­ლა­ტია ის, რაც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ჩა­ი­დი­ნა.

„თქვენ ნა­ხავთ გა­ხა­რია სად იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ერთს ვე­ტყვი, აქე­დან შე­ვახ­სე­ნებ გა­ხა­რი­ას, რომ მე მას სა­ხე­ლი უკვე და­ვარ­ქვი, ყვე­ლამ, მათ შო­რის, პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მას და­არ­ქვა სა­ხე­ლი. ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ კარ­გად იცის, რა ჩა­ი­დი­ნა მან. ღა­ლა­ტია ის, რაც მან ჩა­ი­დი­ნა. მე­ო­რე, გუ­შინ წა­ვი­კი­თხე მისი კო­მენ­ტა­რი, რო­დე­საც გულ­და­წყვე­ტით სა­უბ­რობს ინ­სტი­ტუ­ტის დაკ­ნი­ნე­ბა­ზე თუ დან­გრე­ვა­ზე, რა­ღაც თქვა. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ვახ­სე­ნო, ჩვენ ამის თა­ო­ბა­ზე გუნ­დის შიგ­ნით არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, მათ შო­რის, მისი თან­დას­წრე­ბით. ინ­სტი­ტუ­ტის დან­გრე­ვა და დაკ­ნი­ნე­ბა იყო ის, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი უარს ამ­ბობს კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე და მისი პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით გა­იქ­ცა და გა­დად­გა იმის, გამო რომ ნიკა მე­ლია არ და­ე­კა­ვე­ბი­ან პო­ლი­ცი­ას. მე­ო­რე ინ­სტი­ტუ­ტის დაკ­ნი­ნე­ბა და დან­გრე­ვა იყო ის, რო­დე­საც მან ჩა­იყ­ვა­ნა სპეც­რაზ­მი პან­კის­ში და მთელ სო­ფელს აცე­მი­ნა ქვე­ბით. კაცი არ და­უს­ჯია მას. მე­სა­მე, ინ­სტი­ტუ­ტის დან­გრე­ვა და დაკ­ნი­ნე­ბა იყო, რო­დე­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო, გახ­სოვთ, გა­უ­გე­ბა­რი სპე­ცო­პე­რა­ტია ჩა­ა­ტა­რა კლუ­ბებ­ში შე­ვი­და, აა­წი­ო­კა ხალ­ხი შემ­დეგ გა­მო­ვი­და და ვნა­ხეთ, რომ კლუბ­ში ვინც იყ­ვნენ, მათ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს პო­ლი­ცი­ე­ლებს, გა­მო­ვი­და და ბო­დი­ში მო­უ­ხა­და ამ ხალ­ხს, მათ შო­რის, იმ ხალ­ხს, ვი­საც ნარ­კო­მა­ნებს ეძახ­და და ასე შემ­დეგ. ასე­ვე, ინ­სტი­ტუ­ტის დან­გრე­ვა და დაკ­ნი­ნე­ბაა ის, როცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რებ­ლად უგუ­ნუ­რად და­გეგ­მავ ოპე­რა­ცი­ას, „გავ­რი­ლო­ვის ღა­მეს“ ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პა­რა­ცი­ას ვგუ­ლიხ­მობ, გა­მო­იყ­ვან სპეც­რაზმს გა­რეთ, რო­დე­საც შიგ­ნით უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ნე­ბის­მი­ერ დამ­წყე­ბი სპე­ცი­ა­ლის­ტი მა­გას აუხ­სნი­და. აცე­მი­ნა 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბას აყუ­რე­ბი­ნა რო­გორ სცემ­დნენ აგ­რე­სი­უ­ლი „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი ჩვენს სა­ა­მა­ყო პო­ლი­ცი­ე­ლებს და სპეც­რაზმს. ეს არის სირ­ცხვი­ლი და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დან­გრე­ვა“, - აღ­ნიშ­ნავს პრე­მი­ე­რი.

ამას­თან, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, თით­ქოს ღა­რი­ბაშ­ვილს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბა უნ­დო­და, მან კი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ნიშ­ნა.

„მა­გას არა­ვინ ეკი­თხე­ბო­და, მე სად და­ვი­ნიშ­ნე­ბო­დი“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად მისი და­ნიშ­ვნა იმ დროს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

„მა­შინ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო ჩემი და­ნიშ­ვნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად. მე ჯერ კი­დევ 8 წლის წინ ვი­ყა­ვი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი. ასე რომ, მე არა­ფე­რი გამ­კვირ­ვე­ბია. ეს მისი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ე­ბია“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, გა­ხა­რია აკ­რი­ტი­კებს გუნდს, რო­მე­ლიც „მძი­მე და­ნა­შუ­ა­ლე­ბი­სა და შეც­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას ბო­ლომ­დე გა­და­ე­ფა­რა“.

„ეს ადა­მი­ა­ნი მარ­ტო არ იყო, რო­გორ ფიქ­რობთ, გა­ხა­რი­ას ჩა­ვა­ბა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი? მას­თან იყო მთე­ლი გუნ­დი, პარ­ლა­მენ­ტი, უმ­რავ­ლე­სო­ბა, პარ­ტია. ჩვენ კო­ლექ­ტი­უ­რად ვი­ღებ­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. გუნ­დმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ამ კა­ცის­თვის - და­წყე­ბუ­ლი დამ­ფუძ­ნებ­ლის მხრი­დან მის მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი ნდო­ბი­სა, არა­ვინ იყო, ჩა­მო­ვი­და მოს­კო­ვი­დან, და­ნიშ­ნეს რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას. ამ­დე­ნი ნდო­ბა მოგ­ცეს, ამ­დე­ნი რა­ღაც გას­წავ­ლეს, ჩა­გაც­ვეს, და­გა­ხუ­რეს. დღეს გა­მო­დის და ასე უთავ­მოყ­ვა­რე­ოდ აკ­რი­ტი­კებს გუნდს, რომ­ლის წი­აღ­შიც 8 წელი იყო, ეს იყო გუნ­დი, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე გა­და­ე­ფა­რა მას, ამ­დე­ნი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის, შეც­დო­მის თუ გა­დაც­დო­მის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
abc
0

თორე მელიას დაჭერა ვინმეს რამეში გამოადგა, ქვეყანა შეარცხვინა მსოფლიოს მაშტაბით

ქოცებს
0

თქვენ რომ ვინმეს რამეს ასწავლით. 

ავტორი:

"გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს. ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ" - რა შეცდომებს უხსენებს პრემიერი გახარიას

"გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს, დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს. ნახავთ, გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ" - რა შეცდომებს უხსენებს პრემიერი გახარიას

თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ, პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის გამო, რომ ნიკა მელია პოლიციას არ დაეკავებინა, - ასე აფასებს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

მისივე თქმით, ღალატია ის, რაც გიორგი გახარიამ ჩაიდინა.

„თქვენ ნახავთ გახარია სად იქნება არჩევნების შემდეგ. ერთს ვეტყვი, აქედან შევახსენებ გახარიას, რომ მე მას სახელი უკვე დავარქვი, ყველამ, მათ შორის, პარტიის დამფუძნებელმა მას დაარქვა სახელი. ყველა მოქალაქემ კარგად იცის, რა ჩაიდინა მან. ღალატია ის, რაც მან ჩაიდინა. მეორე, გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როდესაც გულდაწყვეტით საუბრობს ინსტიტუტის დაკნინებაზე თუ დანგრევაზე, რაღაც თქვა. მინდა მოსახლეობას შევახსენო, ჩვენ ამის თაობაზე გუნდის შიგნით არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის, მისი თანდასწრებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე. პატარა ბავშვივით გაიქცა და გადადგა იმის, გამო რომ ნიკა მელია არ დაეკავებიან პოლიციას. მეორე ინსტიტუტის დაკნინება და დანგრევა იყო ის, როდესაც მან ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. კაცი არ დაუსჯია მას. მესამე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, გახსოვთ, გაუგებარი სპეცოპერატია ჩაატარა კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ვნახეთ, რომ კლუბში ვინც იყვნენ, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ამ ხალხს, მათ შორის, იმ ხალხს, ვისაც ნარკომანებს ეძახდა და ასე შემდეგ. ასევე, ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინებაა ის, როცა აბსოლუტურად გაუაზრებლად უგუნურად დაგეგმავ ოპერაციას, „გავრილოვის ღამეს“ ჩატარებულ სპეცოპარაციას ვგულიხმობ, გამოიყვან სპეცრაზმს გარეთ, როდესაც შიგნით უნდა ყოფილიყო. ნებისმიერ დამწყები სპეციალისტი მაგას აუხსნიდა. აცემინა 3 საათის განმავლობაში, მოსახლეობას აყურებინა როგორ სცემდნენ აგრესიული „ნაცმოძრაობის“ წევრები ჩვენს საამაყო პოლიციელებს და სპეცრაზმს. ეს არის სირცხვილი და ინსტიტუტების დანგრევა“, - აღნიშნავს პრემიერი.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა ყოფილი პრემიერის გახარიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, მან კი თავდაცვის მინისტრად დანიშნა.

„მაგას არავინ ეკითხებოდა, მე სად დავინიშნებოდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ თავდაცვის მინისტრად მისი დანიშვნა იმ დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო.

„მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი. ასე რომ, მე არაფერი გამკვირვებია. ეს მისი ინტერპრეტაციებია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახარია აკრიტიკებს გუნდს, რომელიც „მძიმე დანაშუალებისა და შეცდომების მიუხედავად, მას ბოლომდე გადაეფარა“.

„ეს ადამიანი მარტო არ იყო, როგორ ფიქრობთ, გახარიას ჩავაბარეთ ყველაფერი? მასთან იყო მთელი გუნდი, პარლამენტი, უმრავლესობა, პარტია. ჩვენ კოლექტიურად ვიღებდით გადაწყვეტილებებს. გუნდმა ყველაფერი გააკეთა ამ კაცისთვის - დაწყებული დამფუძნებლის მხრიდან მის მიმართ გამოჩენილი ნდობისა, არავინ იყო, ჩამოვიდა მოსკოვიდან, დანიშნეს რამდენიმე ადგილას. ამდენი ნდობა მოგცეს, ამდენი რაღაც გასწავლეს, ჩაგაცვეს, დაგახურეს. დღეს გამოდის და ასე უთავმოყვარეოდ აკრიტიკებს გუნდს, რომლის წიაღშიც 8 წელი იყო, ეს იყო გუნდი, რომელიც ბოლომდე გადაეფარა მას, ამდენი მძიმე დანაშაულის, შეცდომის თუ გადაცდომის შემდეგ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.