პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დამეწყრილი ადგილები, დატბორილი ქობულეთის ბაზარი, გადახდილი სახურავები - როგორია ვითარება აჭარაში, რომელიც სტიქიამ დააზარალა
დამეწყრილი ადგილები, დატბორილი ქობულეთის ბაზარი, გადახდილი სახურავები - როგორია ვითარება აჭარაში, რომელიც სტიქიამ დააზარალა

აჭა­რა­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გაქ­ტი­ურ­და. ამ დრო­ის­თვუს და­მე­წყრი­ლი ად­გი­ლე­ბის გაწ­მენ­დის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც აჭა­რის საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დე­ბენ, ქო­ბუ­ლე­თის, ხელ­ვა­ჩა­უ­რის, ქე­დის და შუ­ა­ხე­ვის მუნ­ცი­პა­ლი­ტეტ­ში დი­ლი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია აჭა­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტექ­ნი­კა.

"ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ეტ­ში მახო-სი­მო­ნე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ორ ლო­კა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა მახო-გენ­ჯა­ძე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ ლო­კა­ცი­ა­ზე, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მახო-და­ვი­თა­ძე­ე­ბის, კი­ბეს და ზედა თხილ­ნა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მა­ხუნ­ცე­თი-ზუნ­და­გას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე კლდო­ვა­ნი ჩა­მო­ნა­შა­ლის­გან გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დარ­ჩე­ნილ მო­ნაკ­ვეთ­ზე გრძელ­დე­ბა.

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბო­ბოყ­ვა­თი-კვი­რი­კა­უ­ლი-კონ­ცე­ლი­ძე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­მე­წყრა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ასე­ვე შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში რი­კი­ხი­დი-ცი­ნა­რე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს კლდო­ვა­ნი ჩა­მო­ნა­შა­ლის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი“,- აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

  • გარ­და ამი­სა, ქო­ბუ­ლეთ­ში ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი­სა და კერ­ძო სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი და­ზი­ან­და. ქარ­მა ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­ა­ზი­ა­ნა და ხე­ე­ბი მოგ­ლი­ჯა.

ამას­თან, უხვმა ნა­ლექ­მა ქო­ბუ­ლეთ­ში რამ­დე­ნი­მე სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი დატ­ბო­რა. "ყო­ვე­ლი გაწ­ვი­მე­ბი­სას ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ, ახლა ამო­ტუმბვით სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. არ­ხებს გაწ­მენ­და სჭირ­დე­ბა, თო­რემ კვლავ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩავ­ვარ­დე­ბით, სტი­ქი­ამ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ზა­რა­ლა",- აცხა­დე­ბენ ქო­ბუ­ლეთ­ში მცხოვ­რებ­ლე­ბი

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გამო დახ­მა­რე­ბას ითხო­ვენ. ქო­ბუ­ლე­თის მერი მი­რი­ან ქა­თა­მა­ძე აცხა­დებს, რომ მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რე­ბი ზა­რალს ით­ვლი­ან. უწყე­ბა­ში ცხე­ლი ხაზი მუ­შა­ობს და პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა.

ნახთ ვი­დეო ქო­ბუ­ლე­თის დატ­ბო­რი­ლი ბაზ­რი­დან:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინჟინერი
0

აჭარაში სულ ასეა. რელიეფია ისეთი და კიკისპირული წვიმა რომც არ მოვიდეს ჩვეულებრივი გრუნტის წყლები შლის მთებს, გორაკებს. წყლის არინების არხებია მოსაწყობი ყველგან. რომელიც უნდა იწმინდებოდეს დასილვის შემთხვევაში, რაც არ ხდება, რადგან ამის სამსახურები არ არსებობს.

ირა
0

რას გვიშვება ეს ოპოზია,,რააა....(თანაც გავიგე წელს თოვლიან ზამთარსაც ჩალიჩობენო)

ავტორი:

დამეწყრილი ადგილები, დატბორილი ქობულეთის ბაზარი, გადახდილი სახურავები - როგორია ვითარება აჭარაში, რომელიც სტიქიამ დააზარალა

დამეწყრილი ადგილები, დატბორილი ქობულეთის ბაზარი, გადახდილი სახურავები - როგორია ვითარება აჭარაში, რომელიც სტიქიამ დააზარალა

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები გაქტიურდა. ამ დროისთვუს დამეწყრილი ადგილების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნციპალიტეტში დილიდან მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.

"ხელვაჩაურის მუნიციპალიეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით ერთ ლოკაციაზე, სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც.

ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები“,- აცხადებენ უწყებაში.

  • გარდა ამისა, ქობულეთში ძლიერი ქარის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსებისა და კერძო სახლების სახურავები დაზიანდა. ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა და ხეები მოგლიჯა.

ამასთან, უხვმა ნალექმა ქობულეთში რამდენიმე სახლის პირველი სართული დატბორა. "ყოველი გაწვიმებისას ასეთ სიტუაციაში ვართ, ახლა ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებენ. არხებს გაწმენდა სჭირდება, თორემ კვლავ ასეთ მდგომარეობაში ჩავვარდებით, სტიქიამ ძალიან დაგვაზარალა",- აცხადებენ ქობულეთში მცხოვრებლები

ადგილობრივები მიყენებული ზიანის გამო დახმარებას ითხოვენ. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ მერიის სამსახურები ზარალს ითვლიან. უწყებაში ცხელი ხაზი მუშაობს და პრობლემების იდენტიფიცირება ხდება.

ნახთ ვიდეო ქობულეთის დატბორილი ბაზრიდან: