სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს
გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დერ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მა „მე­სა­მე ძალა“ წა­რად­გი­ნა. რო­გორც მან პლატ­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას გა­ნა­ცხა­და „მე­სა­მე ძალა“ არის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ქვე­ყა­ნამ გა­არ­ღვი­ოს „ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე“ და იბ­რძო­ლოს ქვეყ­ნის წინსვლის­თვის.

გი­ორ­გი ვა­შა­ძემ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ის ადა­მი­ა­ნე­ბი წა­რუდ­გი­ნა, რომ­ლე­ბიც „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ წევ­რებ­თან ერ­თად მე­სა­მე ძა­ლის ფორ­მი­რე­ბა­ში იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას:

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, დე­პუ­ტა­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე;

„რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე;

„თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ კე­კე­ნა­ძე;

სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტა­ტი რეზო კე­მუ­ლა­რია;

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი“ ვახ­ტანგ იაშ­ვი­ლი;

სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ხელ­მწი­ფო მარ­თვის პრო­ფე­სო­რი ოთარ ბა­ღა­თუ­რია;

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი პა­ა­ტა ჩი­ქო­ვა­ნი.

„სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ გუნდთან ერ­თად ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა პლატ­ფორ­მა „მე­სა­მე ძალა“, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და სხვა­დას­ხვა ტი­პის პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს, მის პრობ­ლე­მებს, მის გა­ჭირ­ვე­ბას და­აბ­რუ­ნებს ყო­ველ­დღი­ურ პრო­ცეს­ში.

„მე­სა­მე ძალა“ არის პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჩვენ შევ­ძე­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. „მე­სა­მე ძა­ლის“ მეშ­ვე­ო­ბით ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ ბევრ ადა­მი­ანს მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი სოფ­ლის, სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. არ მო­ვახ­ვი­ეთ თავს, რომ მა­ინც და მა­ინც კონ­კრე­ტუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი უნდა გახ­დე, არა, გთა­ვა­ზობთ, რომ ყვე­ლა ერ­თად დავ­დგეთ, გა­ვერ­თი­ან­დეთ და ვიბ­რძო­ლოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მა­ნამ, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს ორი პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ლუ­სი, ამ ქვე­ყა­ნას მო­მა­ვა­ლი არ აქვს და ეს გვაჩ­ვე­ნა 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­მა. სწო­რედ ამი­ტომ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ პარტნი­ო­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან, სხვა პარ­ტი­ებ­თან, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ერ­თად „მე­სა­მე ძალა“. „მე­სა­მე ძალა“ ეს არის რწმე­ნა, რომ ამ ქვე­ყა­ნას და ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მეტი და ჩვენს ერ­თი­ა­ნო­ბას შე­უძ­ლია გა­და­ტე­ხოს ის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს გვა­წუ­ხებს. ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბას სჭირ­დე­ბა „მე­სა­მე ძალა“. თუ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე იმა­ვე არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებთ, რაც კეთ­დე­ბა 2012 წლის შემ­დეგ, არ­სად არ წავა ეს პრობ­ლე­მე­ბი, ისევ ვიქ­ნე­ბით იმ მო­ჯა­დო­ე­ბულ წრე­ში. „მე­სა­მე ძალა“ არის მე­ქა­ნიზ­მი, გა­ვარ­ღვი­ოთ ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე და ვიბ­რძოლთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მარ­ჯვე­ბი­სა და მათი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ეს არის იდეა, რომ უარი ვთქვათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიბ­რძო­ლოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, დე­პუ­ტატ­მა გრი­გოლ ვა­შა­ძემ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პლატ­ფორ­მის „მე­სა­მე ძალა“ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და,

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა იმის­თვის, რათა სა­ქარ­თვე­ლომ და­სავ­ლუ­რი კურ­სი არ და­კარ­გოს.

„გი­ორ­გიმ (ვა­შა­ძე) უკვე ილა­პა­რა­კა იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს სამ­შობ­ლოს აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა შიდა პო­ლი­ტი­კურ პრობ­ლე­მებ­ზე, სა­დაც, რო­გორც ყო­ველ­თვის, ტრა­დი­ცი­უ­ლად ქარ­თვე­ლებს არც ეროვ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა გვაქვს, არც კონ­სენ­სუ­სი და სამ­წუ­ხა­როდ, არც ერ­თად მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი. სა­დაც დე­მოკ­რა­ტია დე­მა­გო­გი­ით არის ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი, დი­ა­ლო­გის მა­გივ­რად გვაქვს პი­რა­დი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის და ერ­თმა­ნე­თის რე­პუ­ტა­ცი­ის გან­ხილ­ვის ტალ­ღა. ამ დროს ჩვენ არ ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, რა ხდე­ბა ჩვენს გარ­შე­მო. უკ­რა­ი­ნა­ში ომია, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ომია, ჩვენს ორ მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ომია, სი­რი­ა­ში ომია, ავ­ღა­ნეთ­ში ომია. გუ­ლუბ­რყვი­ლო უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი, რომ მას ეგო­ნის, ეს ჩვენ არ შეგ­ვე­ხე­ბა.

30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შევ­ქმე­ნით ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი, და­სავ­ლურ სტან­დარ­ტებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია. მი­ვი­ღეთ ის, რომ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს ჯერ იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­და­ე­ზარ­დათ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ში, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სრულ პე­სი­მიზ­მში. ძა­ლი­ან ცოტა დრო დაგ­ვრჩა იმი­სათ­ვის, რომ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს ვაჩ­ვე­ნოთ აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი სახე და პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სი. ჩვენ თუ ეს არ გა­ვა­კე­თეთ დავ­რჩე­ბით მარ­ტო და ვინ მო­ი­გებს ამით, თქვენ მშვე­ნივ­რად გეს­მით.

რამ­დე­ნი­მე რამ არის სას­წრა­ფოდ გა­სა­კე­თე­ბე­ლი: პირ­ვე­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი შე­თან­ხმე­ბა, რაც ჩვენ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა ბალ­ტი­ის რეს­პუბ­ლი­კებ­მა 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­ა­კე­თეს. მე­ო­რე, - ნული სი­ურპრი­ზე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში და სა­ერ­თოდ, ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­ზე ნუ ლა­პა­რა­კო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ეს არ ხე­ლე­წი­ფე­ბა, ან მათი საქ­მე არ არის, ან გა­ნათ­ლე­ბა ჰყოფ­ნით ან ჭკუა იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­სი ნათ­ქვა­მის შე­დე­გი გან­სა­ზღვროს და სა­ხელ­მწი­ფოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე სი­ღა­რი­ბის­გან და სი­დუ­ხ­ჭი­რის­გან გაგ­ვექ­ცა სა­ზღვარ­გა­რეთ, აღარც ნატო დაგ­ვჭირ­დე­ბა, აღარ ევ­რო­პის კავ­ში­რი და შე­იძ­ლე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფოც დავ­კარ­გოთ“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ძალა ევროპაშია
0

ამათ უნდა შეურთდეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ბატონი ირაკლის სესიაშვილი და ბატონი სოსო ჯაჭვლიანი და გახდნენ ევროპული არისტოკრატების ყაიდის პარტია. 

ეუუუფფფ
0

რავა უშნოდ დახტუნაობენ რა! იპოვეთ რამე სხვა სამსახური თქვე დალოცვილებო, თქვენც დეისვენებთ და ჩვენ ხო საერთოდ ამევისუნთქავთ! მორჩა კინო, წაით სახლებში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს

გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" წარადგინა - ვინ შეუერთდა "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა“ წარადგინა. როგორც მან პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყანამ გაარღვიოს „ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე“ და იბრძოლოს ქვეყნის წინსვლისთვის.

გიორგი ვაშაძემ, საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრებთან ერთად მესამე ძალის ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას:

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე;

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხათუნა სამნიძე;

„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე თამარ კეკენაძე;

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი რეზო კემულარია;

„ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის წარმომადგენელი“ ვახტანგ იაშვილი;

სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის პროფესორი ოთარ ბაღათურია;

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პაატა ჩიქოვანი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა პლატფორმა „მესამე ძალა“, რომელიც გააერთიანებს როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის პროფესიონალ ადამიანებს, რომელიც ადამიანს, მის პრობლემებს, მის გაჭირვებას დააბრუნებს ყოველდღიურ პროცესში.

„მესამე ძალა“ არის პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანის გაერთიანება მთელი საქართველოს მასშტაბით. „მესამე ძალის“ მეშვეობით ჩვენ შევთავაზეთ ბევრ ადამიანს მიეღო მონაწილეობა საკუთარი სოფლის, საკუთარი ქალაქის, საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში. არ მოვახვიეთ თავს, რომ მაინც და მაინც კონკრეტული პარტიის წევრი უნდა გახდე, არა, გთავაზობთ, რომ ყველა ერთად დავდგეთ, გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის. მანამ, ვიდრე ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებმა. სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორებთან, მეგობრებთან, სხვა პარტიებთან, პროფესიონალებთან ერთად „მესამე ძალა“. „მესამე ძალა“ ეს არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას და ჩვენ შეგვიძლია მეტი და ჩვენს ერთიანობას შეუძლია გადატეხოს ის უამრავი პრობლემა, რომელიც დღეს გვაწუხებს. ქვეყნის აღმშენებლობას სჭირდება „მესამე ძალა“. თუ ამ არჩევნებზე იმავე არჩევანს გავაკეთებთ, რაც კეთდება 2012 წლის შემდეგ, არსად არ წავა ეს პრობლემები, ისევ ვიქნებით იმ მოჯადოებულ წრეში. „მესამე ძალა“ არის მექანიზმი, გავარღვიოთ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე და ვიბრძოლთ საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებისთვის, ადამიანების გამარჯვებისა და მათი კეთილდღეობისთვის. ეს არის იდეა, რომ უარი ვთქვათ დაპირისპირებაზე და მაქსიმალურად ვიბრძოლოთ ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „მესამე ძალა“ პრეზენტაციაზე განაცხადა,

მნიშვნელოვანია არსებული პოლიტიკური ვითარების გამოსწორება იმისთვის, რათა საქართველომ დასავლური კურსი არ დაკარგოს.

„გიორგიმ (ვაშაძე) უკვე ილაპარაკა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს სამშობლოს აქვს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, სადაც, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად ქართველებს არც ეროვნული შეთანხმება გვაქვს, არც კონსენსუსი და სამწუხაროდ, არც ერთად მუშაობის სურვილი. სადაც დემოკრატია დემაგოგიით არის ჩანაცვლებული, დიალოგის მაგივრად გვაქვს პირადი შეურაცხყოფების და ერთმანეთის რეპუტაციის განხილვის ტალღა. ამ დროს ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, რა ხდება ჩვენს გარშემო. უკრაინაში ომია, სამხრეთ კავკასიაში ომია, ჩვენს ორ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომია, სირიაში ომია, ავღანეთში ომია. გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ მას ეგონის, ეს ჩვენ არ შეგვეხება.

30 წლის განმავლობაში ვერ შევქმენით ნორმალური ფუნქციონირებადი, დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული დემოკრატია. მივიღეთ ის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ჯერ იმედგაცრუება გადაეზარდათ გაღიზიანებაში, გაღიზიანება სრულ პესიმიზმში. ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა იმისათვის, რომ ჩვენს მოკავშირეებს ვაჩვენოთ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სახე და პოლიტიკური დისკურსი. ჩვენ თუ ეს არ გავაკეთეთ დავრჩებით მარტო და ვინ მოიგებს ამით, თქვენ მშვენივრად გესმით.

რამდენიმე რამ არის სასწრაფოდ გასაკეთებელი: პირველი, პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე, - ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში და საერთოდ, ჩვენს მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება ჰყოფნით ან ჭკუა იმისათვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს და სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება. ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება, აღარ ევროპის კავშირი და შეიძლება ეს სახელმწიფოც დავკარგოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.