პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი
"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი

75 წლის კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, გა­მო­ჯან­მრთელ­და და კლი­ნი­კა და­ტო­ვა.

"მი­ხა­რია, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მი­ვი­ღე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ავი­ცე­რი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი ახლა", - ამის შე­სა­ხებ "გორ­მე­დის" კო­ვიდკ­ლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბი­სას 75 წლის ნელი ხო­დელ­მა გა­ნა­ცხა­და.

ხო­დე­ლის თქმით, იგი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან და­ინ­ფი­ცირ­და.

"შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი მაქვს, ასე­ვე გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, მი­ხა­რია, რომ მი­ვი­ღე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი ახლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რის­გან და­ვინ­ფი­ცირ­დი. 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შინ ვმკურ­ნა­ლობ­დი, მერე კი, მე-6 დღეს გად­მო­მიყ­ვა­ნეს სტა­ცი­ო­ნარ­ში. მძი­მედ არ წარ­მარ­თუ­ლა ჩემი ავად­მყო­ფო­ბა. ჩემს სა­ნაც­ნო­ბო­ში სხვაც და­ინ­ფი­ცირ­და, ვინც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მის შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, უსიმპტო­მოდ, ძალ­ზე მსუ­ბუ­ქად იყო ვირუ­სი გა­მო­ხა­ტუ­ლი. მად­ლო­ბას ვუხ­დი ექი­მებს პა­ცი­ენ­ტებ­ზე ასე­თი ზრუნ­ვის­თვის და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ აც­რის­კენ, არა­ვინ იცის, ვის შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია და რა შე­დე­გებს მო­ი­ტანს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ გა­და­მარ­ჩი­ნა", - გა­ნა­ცხა­და ნელი ხო­დელ­მა.

პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს აკე­თებს მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი, მაია წი­ქა­რი­ძე:

"პა­ცი­ენ­ტი იყო ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხე­ლე­ბით მკურ­ნა­ლობ­და ბი­ნა­ზე ოჯა­ხის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბით, შემ­დგომ კი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აქვს ბევ­რი თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გია: დი­ა­ბე­ტი, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, ჰი­პერ­ტენ­ზია, ჰი­პო­თი­რე­ო­ზი, არით­მია, კოქ­სართრო­ზი, გა­და­წყდა მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ჩვენს კლი­ნი­კა­ში. კლი­ნი­კა­ში შე­მოყ­ვა­ნი­სას იყო ფილ­ტვე­ბის მხო­ლოდ სამ­ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც არ გაზ­რდი­ლა. სა­ჭი­რო არ გახ­და ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა, ცხე­ლე­ბა მა­ლე­ვე კუ­პირ­და და დღეს გა­ე­წე­რა ბი­ნა­ზე სტა­ბი­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო პა­ცი­ენ­ტი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ვფიქ­რობ, მდგო­მა­რე­ო­ბა წა­რი­მარ­თე­ბო­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად და შე­საძ­ლოა, დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ცუდი შე­დე­გით", - გა­ნა­ცხა­და "გორ­მე­დის" ქსე­ლის გო­რის კო­ვიდკ­ლი­ნი­კის ექიმ­მა თე­რა­პევტმა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაცა ღმერთსა არა სწა...
1

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების

დიახ, ვაქცინამ და ექიმებმა გადაგარჩინეს ღვთის შეწევნით....

....
2

რატომ გგონიათ, რომ მძიმედ წარიმართებოდა ავადმყოფობა აცრილი რომ არ ყოფილიყო, რამდენი აუცრელი გამოვიდა მდგომარეობიდან,მიუხედავად თანმხლები დაავადებებისა.

ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი

"დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა" - რას ყვება 75 წლის კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც კლინიკა დღეს დატოვა და რას აცხადებს მისი მკურნალი ექიმი

75 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც ვაქცინირებული იყო, გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა.

"მიხარია, რომ რამდენიმე თვის წინ მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება და ავიცერი, სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ვიქნებოდი ახლა", - ამის შესახებ "გორმედის" კოვიდკლინიკის დატოვებისას 75 წლის ნელი ხოდელმა განაცხადა.

ხოდელის თქმით, იგი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.

"შაქრიანი დიაბეტი მაქვს, ასევე გულის დაავადებები, მიხარია, რომ მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში, ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ ვიქნებოდი ახლა. სავარაუდოდ, ოჯახის ერთ-ერთი წევრისგან დავინფიცირდი. 5 დღის განმავლობაში შინ ვმკურნალობდი, მერე კი, მე-6 დღეს გადმომიყვანეს სტაციონარში. მძიმედ არ წარმართულა ჩემი ავადმყოფობა. ჩემს სანაცნობოში სხვაც დაინფიცირდა, ვინც ვაქცინირებული იყო, მაგრამ მის შემთხვევაში, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ, ძალზე მსუბუქად იყო ვირუსი გამოხატული. მადლობას ვუხდი ექიმებს პაციენტებზე ასეთი ზრუნვისთვის და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ, არავინ იცის, ვის შემთხვევაში როგორ განვითარდება ვირუსული ინფექცია და რა შედეგებს მოიტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა", - განაცხადა ნელი ხოდელმა.

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს მისი მკურნალი ექიმი, მაია წიქარიძე:

"პაციენტი იყო ვაქცინირებული, დაინფიცირებიდან 6 დღის განმავლობაში ცხელებით მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, შემდგომ კი, იმის გათვალისწინებით, რომ აქვს ბევრი თანმხლები პათოლოგია: დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი, არითმია, კოქსართროზი, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჩვენს კლინიკაში. კლინიკაში შემოყვანისას იყო ფილტვების მხოლოდ სამქულიანი დაზიანება, რომელიც არ გაზრდილა. საჭირო არ გახდა ჟანგბადის მიწოდება, ცხელება მალევე კუპირდა და დღეს გაეწერა ბინაზე სტაბილური მდგომარეობით. რომ არ ყოფილიყო პაციენტი ვაქცინირებული, ვფიქრობ, მდგომარეობა წარიმართებოდა აბსოლუტურად სხვაგვარად და შესაძლოა, დამთავრებულიყო ცუდი შედეგით", - განაცხადა "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკის ექიმმა თერაპევტმა.