პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს
"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი გა­უქ­მდეს და ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფასი გა­ნა­ხევ­რდეს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­მა და­მა­ტე­ბით ერთი თვის დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ, ხოლო ასე­ვე სრუ­ლად აც­რილ­მა პენ­სი­ო­ნე­რებ­მა - და­მა­ტე­ბით ნა­ხე­ვა­რი თვის პენ­სია.

ამას­თან, დე­კა­ნო­ი­ძე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, ე.წ. ბუს­ტე­რე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნე­ბი კი­დევ შე­მო­ი­ტა­ნოს.

„მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მკვლელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მელ­მაც უმოქ­მე­დო­ბის, ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი შუღ­ლის, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გამო ხაზი გა­და­უს­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე­ზე ზრუნ­ვას. ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. აცრა არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რათა და­ვიც­ვათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლე.

გარ­და ამი­სა, უმ­ძი­მე­სი ცნო­ბე­ბი მო­დის ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი­დან, რომ­ლის გა­მარ­თვის­თვი­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა. დიახ, ისი­ნი - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რომ დღეს ჩვენ ვი­თა­რე­ბას ვერ ვუმკლავ­დე­ბით და ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლის­თვის ვერ იბ­რძვი­ან. იმის­თვის, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა შემ­სუ­ბუქ­დეს, და­სა­წყე­ბია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯე­ბი, ეს ნა­ბი­ჯე­ბი და­სა­წყე­ბია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე თვის წინ.

უპირ­ვე­ლე­სად მო­ვი­თხოვთ, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა, ვინც ასე სა­ჯა­როდ და­დი­ან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შეკ­რე­ბებ­ზე და შემ­დეგ ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვი­ან, წარ­მო­ად­გი­ნონ პროგ­ნო­ზი, ტრა­ექ­ტო­რია, სად მი­დის ქვე­ყა­ნა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის, მათ შო­რის იმის გამო, რომ ადა­მი­ა­ნებს სოფ­ლებ­ში, პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თნენ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა. ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის­თვის, რომ ყვე­ლა სო­ფელ­ში მი­ვი­დეს მო­ბი­ლუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბი, რათა ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორ­ში ექი­მებს და­ეხ­მა­რონ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვი­საც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ეს პრი­ვი­ლე­გია რე­ზი­დენ­ტუ­რის დღე­ებ­ზე ჩა­ეთ­ვა­ლოს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს. რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა მთე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვხე­დავთ უამ­რავ ბა­ნერს კახა კა­ლა­ძის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით და არ­ცერთ ბა­ნერს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­უქ­მდეს სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის­თვის კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი სამი თვით და ამით წა­ვა­ხა­ლი­სოთ ოჯა­ხე­ბი. ასე­ვე, სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გა­ნა­ხევ­რდეს ტრან­სპორ­ტის ფასი. ადა­მი­ა­ნებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, ვინც სრუ­ლად არი­ან ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, და­მა­ტე­ბით მი­ე­ცეთ ერთი თვის დახ­მა­რე­ბა და ამი­თაც და­ვეხ­მა­როთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ კი­დევ უფრო გა­ფარ­თო­ვეს მათი რი­ცხვი, ვინც უმ­ძი­მე­სი დელ­ტა შტა­მის­გან და­ცუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ პენ­სი­ო­ნე­რებს უნდა მი­ე­ცეთ და­მა­ტე­ბით ნა­ხე­ვა­რი თვის პენ­სია. რაც ასე­ვე არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ყვე­ლა­ზე დიდი რის­კის ჯგუ­ფია, ჩა­ერ­თონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ში, მი­ვიდ­ნენ მათ­თან ბრი­გა­დე­ბი და და­ი­წყოს მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია.

გარ­და ამი­სა, ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც სრუ­ლად არის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­უ­ნა­ხევ­რდეს წლი­უ­რი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი.

ეს ნა­ბი­ჯე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რათა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში გავ­ზარ­დოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია.

მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­მა­ტე­ბით შე­მო­ი­ტა­ნონ ვაქ­ცი­ნე­ბი „ბუს­ტერ“ დო­ზე­ბის­თვის. ეს სი­ტუ­ა­ცია, რაც დღე­საა და ინ­ფორ­მა­ცია, რაც არ გვაქვს - რამ­დენ ვაქ­ცი­ნას რო­დის შე­მო­ი­ტა­ნენ, რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა იფიქ­რონ და მე­სა­მე „ბუს­ტერ“ დოზა მი­ი­ღონ. ვაქ­ცი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით არის ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი. მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე, იმა­ზე, რომ მათ ჟანგბა­დი არ აქვთ, ეკის­რე­ბა ღა­რი­ბაშ­ვილს და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გიორგი
1

Diskriminacia 1000%

მარიამი
1

თქვე უსინდისოებო აცრა ნებაყოფლობით უნდა იყოს და არა დაძალებით, კარგი რომ იყოს ეგ თქვენი ვაქცინა ასე აიძულებდით ხალხს?რატომ მაშინ არ გამოთქვით ინიციატივა,სახლში რომ ჩაგვკეტეს და მშიერ ხალხს 200 ლარითაც არ დაგვეხმარნენ, ყველა ოჯახს სურსათითაც და ფულითაც უნდა დახმარებოდნენ და არა შერჩევით, არ მინდა და არ ვიკეთებ ვაქცინას და ყველაფრით ნუ ზღუდავთ აუცრელ ხალხს და ნუ აიძულებთ, თორემ მალე მოგეკითხებათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

"ნაცმოძრაობის" ინიციატივა - სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვით კომუნალური გადასახადები გაუქმდეს, მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი კი განახევრდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, სრულად ვაქცინირებული ოჯახებისთვის სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები გაუქმდეს და ასეთი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი განახევრდეს.

გარდა ამისა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ სრულად ვაქცინირებულმა სოციალურად დაუცველებმა დამატებით ერთი თვის დახმარება მიიღონ, ხოლო ასევე სრულად აცრილმა პენსიონერებმა - დამატებით ნახევარი თვის პენსია.

ამასთან, დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ე.წ. ბუსტერებისთვის ქვეყანაში ვაქცინები კიდევ შემოიტანოს.

„მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მკვლელ ხელისუფლებას, რომელმაც უმოქმედობის, შიდაპოლიტიკური შუღლის, ძალაუფლების გამო ხაზი გადაუსვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვას. ამ მძიმე ვითარებაში მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, რათა დავიცვათ მოქალაქეების სიცოცხლე.

გარდა ამისა, უმძიმესი ცნობები მოდის ჰოსპიტალური სექტორიდან, რომლის გამართვისთვისაც ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. დიახ, ისინი - ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი არის პასუხისმგებელი, რომ დღეს ჩვენ ვითარებას ვერ ვუმკლავდებით და ადამიანები თავიანთი სიცოცხლისთვის ვერ იბრძვიან. იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება შემსუბუქდეს, დასაწყებია უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები, ეს ნაბიჯები დასაწყებია დაუყოვნებლივ და უნდა გაკეთებულიყო რამდენიმე თვის წინ.

უპირველესად მოვითხოვთ, რომ ეპიდემიოლოგებმა, ვინც ასე საჯაროდ დადიან „ქართული ოცნების“ შეკრებებზე და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიტიკაში არ ერევიან, წარმოადგინონ პროგნოზი, ტრაექტორია, სად მიდის ქვეყანა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიმართულებით. ჰოსპიტალურ სექტორში უმძიმესი ვითარების, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანებს სოფლებში, პატარა ქალაქებში საშუალება არ აქვთ ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, აუცილებელია სამედიცინო ფაკულტეტის დამამთავრებელი სტუდენტების გადამზადება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა სოფელში მივიდეს მობილური ვაქცინაციის ბრიგადები, რათა ჰოსპიტალურ სექტორში ექიმებს დაეხმარონ ჩვენი თანამოქალაქეები, ვისაც შესაბამისი განათლება აქვთ, აუცილებელია ეს პრივილეგია რეზიდენტურის დღეებზე ჩაეთვალოს კურსდამთავრებულებს. როდესაც ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის არაფერი გაკეთებულა მთელი თვეების განმავლობაში, ვხედავთ უამრავ ბანერს კახა კალაძის გამოსახულებით და არცერთ ბანერს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

აუცილებელია, გაუქმდეს სრულად ვაქცინირებული ოჯახისთვის კომუნალური გადასახადები სამი თვით და ამით წავახალისოთ ოჯახები. ასევე, სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის განახევრდეს ტრანსპორტის ფასი. ადამიანებს მივცეთ საშუალება, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს პროცესში. აუცილებელია, სოციალურად დაუცველებს, ვინც სრულად არიან ვაქცინირებული, დამატებით მიეცეთ ერთი თვის დახმარება და ამითაც დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ კიდევ უფრო გაფართოვეს მათი რიცხვი, ვინც უმძიმესი დელტა შტამისგან დაცულები იქნებიან.

სრულად ვაქცინირებულ პენსიონერებს უნდა მიეცეთ დამატებით ნახევარი თვის პენსია. რაც ასევე არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე დიდი რისკის ჯგუფია, ჩაერთონ ვაქცინაციაში, მივიდნენ მათთან ბრიგადები და დაიწყოს მასიური ვაქცინაცია.

გარდა ამისა, ყველა ადამიანს, ვინც სრულად არის ვაქცინირებული, თვითდასაქმებული, აუცილებლად უნდა გაუნახევრდეს წლიური საშემოსავლო გადასახადი.

ეს ნაბიჯები იქნება მნიშვნელოვანი, რათა ჩვენს თანამოქალაქეებში გავზარდოთ ვაქცინაციის პოპულარიზაცია.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დამატებით შემოიტანონ ვაქცინები „ბუსტერ“ დოზებისთვის. ეს სიტუაცია, რაც დღესაა და ინფორმაცია, რაც არ გვაქვს - რამდენ ვაქცინას როდის შემოიტანენ, რა ხელშეკრულებები იყო გაფორმებული, საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა თანამოქალაქეებმა იფიქრონ და მესამე „ბუსტერ“ დოზა მიიღონ. ვაქცინა ჯერჯერობით არის ერთადერთი გამოსავალი. მთელი პასუხისმგებლობა ადამიანების გარდაცვალებაზე, იმაზე, რომ მათ ჟანგბადი არ აქვთ, ეკისრება ღარიბაშვილს და მის ხელისუფლებას“, - განაცხადა დეკანოიძემ.