პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა... ვიცოდი, ეს დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იყო" - რას ჰყვება გარდაცვლილი მწერლის შვილი?
"მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა... ვიცოდი, ეს დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იყო" - რას ჰყვება გარდაცვლილი მწერლის შვილი?

ორი დღის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სით მწე­რა­ლი ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 11 აგ­ვის­ტოს თა­ვად გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი წერ­და, რომ კო­ვიდ­თან ომში ჩა­ე­ბა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა რე­ზო­ნან­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რად­გან ის აღ­მოჩ­ნდა კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც კო­ვიდ­ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზით იყო აც­რი­ლი. ბა­ტონ­მა ვა­ჟამ ვაქ­ცი­ნა­ცია "სი­ნო­ვა­კის" ვაქ­ცი­ნით ჩა­ი­ტა­რა.

ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გუ­შინ პირ­და­პირ ეთერ­ში ისა­უბ­რა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ. მი­ნის­ტრის თქმით, ეს არ უნდა იყოს პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი, რად­გან ორ­ჯე­რა­დად აც­რი­ლებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 0.001%-ია.

ორი დღეა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწერ­ლის სუ­რათს აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ და ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი წე­რენ, რომ ორ­ჯე­რა­დად აც­რამ ბა­ტო­ნი ვაჟა ვერ და­იც­ვა და მა­ინც გარ­და­იც­ვა­ლა.

Ambebi.ge ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილს მა­რი­ამ შა­ქა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და. მწერ­ლის შვი­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ მამა მე­ო­რე ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­ინ­ფი­ცირ­და

მა­რი­ამ შა­ქა­რაშ­ვი­ლი:

- მამა ორ­ჯე­რა­დად იყო აც­რი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, მან პირ­ველ რიგ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვალი მო­ი­ხა­და და ორ­ჯერ აიც­რა სი­ნო­ვა­კის ვაქ­ცი­ნით.

მე არ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ, თუმ­ცა, ვიცი, რომ მე­ო­რე დო­ზის გა­კე­თე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე და­ინ­ფი­ცირ­და და ამის გამო, ვდარ­დობ­დი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ეს დრო არ იქ­ნე­ბო­და საკ­მა­რი­სი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­სა­მუ­შა­ვებ­ლად...

მა­მა­ზე ბევრ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, მას არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ინ­ფორ­მა­ცია არ გვქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა იწვა კო­ვიდ კლი­ნი­კა­ში და ვი­ცო­დი, რომ ხე­ლოვ­ნურ ჟანგბადს აწ­ვდიდ­ნენ.

მამა იყო სი­ცო­ცხლით სავ­სე და ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მის­თვის იმ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ამ ფიქ­რებ­თან გამ­კლა­ვე­ბა რთუ­ლი იყო, რა­მაც შე­საძ­ლოა, მდგო­მა­რე­ო­ბა და­უმ­ძი­მა. ვფიქ­რობ, მე­ო­რე დო­ზი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო, შე­დე­გი ლე­ტა­ლუ­რი არ იქ­ნე­ბო­და...“ - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

ვაჟა შა­ქა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის წევ­რი იყო. მუ­შა­ობ­და ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში - „ნი­ან­გი“, „შავი დო­სიე“, „ვერ­სია“, „სრუ­ლი­ად არა­სა­ი­დუმ­ლოდ“, „კრი­მი­ნა­ლუ­რი ქრო­ნი­კა“, „ევ­რა­ზია-ექ­სპრე­სი“. არის 46 სა­ავ­ტო­რო წიგ­ნის ავ­ტო­რი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tsiko
10

გისამძიმრებთ ოჯახს. ნუ ხართ შვილო დაკომპლექსებული. რას ნიშნავს საზოგადოებრივი ვალი? თავისთავისთვის იცრება ყველა.

...
0

არ ჰქონ­და არა­ნა­ი­რი თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა... ვიცოდი, ეს დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იყო" - რას ჰყვება გარდაცვლილი მწერლის შვილი?

"მეორე დოზის გაკეთებიდან მალევე დაინფიცირდა... ვიცოდი, ეს დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად საკმარისი არ იყო" - რას ჰყვება გარდაცვლილი მწერლის შვილი?

ორი დღის წინ კორონავირუსით მწერალი ვაჟა შაქარაშვილი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 11 აგვისტოს თავად გაავრცელა. მწერალი წერდა, რომ კოვიდთან ომში ჩაება. მისი გარდაცვალება რეზონანსული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რადგან ის აღმოჩნდა კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში, რომელიც კოვიდვაქცინის ორი დოზით იყო აცრილი. ბატონმა ვაჟამ ვაქცინაცია "სინოვაკის" ვაქცინით ჩაიტარა.

ორჯერადად აცრილის გარდაცვალების შესახებ გუშინ პირდაპირ ეთერში ისაუბრა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ორჯერადად აცრილებში სიკვდილიანობა 0.001%-ია.

ორი დღეა სოციალურ ქსელში მწერლის სურათს აქტიურად აზიარებენ და ანტივაქსერები წერენ, რომ ორჯერადად აცრამ ბატონი ვაჟა ვერ დაიცვა და მაინც გარდაიცვალა.

Ambebi.ge ვაჟა შაქარაშვილის ქალიშვილს მარიამ შაქარაშვილს დაუკავშირდა. მწერლის შვილი გვიყვება, რომ მამა მეორე ვაქცინის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა

მარიამ შაქარაშვილი:

- მამა ორჯერადად იყო აცრილი. მიუხედავად შიშისა, მან პირველ რიგში, საზოგადოებრივი ვალი მოიხადა და ორჯერ აიცრა სინოვაკის ვაქცინით.

მე არ ვარ საქართველოში და დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა, ვიცი, რომ მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა და ამის გამო, ვდარდობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი ანტისხეულების გამოსამუშავებლად...

მამაზე ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მას არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება, ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. დაახლოებით ორი კვირა იწვა კოვიდ კლინიკაში და ვიცოდი, რომ ხელოვნურ ჟანგბადს აწვდიდნენ.

მამა იყო სიცოცხლით სავსე და ემოციური ადამიანი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის იმ გარემოში ყოფნა და ამ ფიქრებთან გამკლავება რთული იყო, რამაც შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმა. ვფიქრობ, მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ რომ დაინფიცირებულიყო, შედეგი ლეტალური არ იქნებოდა...“ - ამბობს მარიამი.

ვაჟა შაქარაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში - „ნიანგი“, „შავი დოსიე“, „ვერსია“, „სრულიად არასაიდუმლოდ“, „კრიმინალური ქრონიკა“, „ევრაზია-ექსპრესი“. არის 46 საავტორო წიგნის ავტორი.