პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა გურული 10 წლიდან უკვე პოლიტიკაშია" - არჩილ თალაკვაძე პოლიტიკის მიღმა: სამედიცინო განათლება, გატაცება მოტოციკლეტებით და ოცნება მთაში პატარა სახლზე
"ყველა გურული 10 წლიდან უკვე პოლიტიკაშია" - არჩილ თალაკვაძე პოლიტიკის მიღმა: სამედიცინო განათლება, გატაცება მოტოციკლეტებით და ოცნება მთაში პატარა სახლზე

მისი ლი­დე­რად და პო­ლი­ტი­კო­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ად­რე­ულ ასაკ­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ოზურ­გე­თის "ლი­დერ­თა სკო­ლი­დან“ და­ი­წყო. ამ­ბობს, - ყვე­ლა გუ­რუ­ლი 10 წლის ასა­კი­დან უკვე პო­ლი­ტი­კა­შია და ალ­ბათ, მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სიო. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ნათ­ლე­ბა მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში მი­ი­ღო და მი­იჩ­ნევს, რომ ეს ფაქ­ტო­რი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და პრო­ცე­სე­ბის შე­მეც­ნე­ბა­ში. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იღ­რმა­ვა გა­ნათ­ლე­ბა, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს მე­ნე­ჯმენ­ტი, სა­მარ­თა­ლი, ეკო­ნო­მი­კა და პო­ლი­ტი­კა ის­წავ­ლა. ეა­მა­ყე­ბა, რომ "რთულ პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ქარ­თველ ომ­ბუდსმენ­თან მუ­შა­ობ­და და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით იდგა“.

ამ­ბობს, რომ სტრე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მიღ­მა ის სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რია თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით. პო­ლი­ტი­კის მიღ­მა წარ­მო­გიდ­გენთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ექსთავ­მჯდო­მა­რეს, ამ­ჟა­მად კი პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერს არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძეს.

  • ბავ­შვო­ბა

ჩემი მშობ­ლი­უ­რი მხა­რე ოზურ­გე­თია, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ბედ­ნი­ე­რად მახ­სენ­დე­ბა ბავ­შვო­ბის წლე­ბი - ულა­მა­ზე­სი ჭა­ლე­ბი და მდი­ნა­რე­ზე ბუ­ნებ­რი­ვად შექ­მნი­ლი სა­ცუ­რაო ად­გი­ლე­ბი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პირ­ვე­ლი სკო­ლა, ჩემი კლა­სე­ლე­ბი, მხი­ა­რუ­ლი ზა­ფხუ­ლე­ბი და წაბ­ლი­სა და ყუ­რძნის სუ­ნით გაჟ­ღენ­თი­ლი შე­მოდ­გო­მე­ბი.

მე და ჩემი ძმა კარ­გად ვსწავ­ლობ­დით და პე­და­გო­გე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად კარ­გი გვყავ­და. მშობ­ლებს ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მიგ­ვე­ღო და რაც გა­აჩ­ნდათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­ღეს ამი­სათ­ვის. ალ­ბათ, რო­გორც არა­ერ­თი ოჯა­ხი მა­შინ, ჩვენც გა­ჭირ­ვე­ბა­ში ვცხოვ­რობ­დით, თუმ­ცა იყო დიდი სო­ლი­და­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი, რა­საც მად­ლი­ე­რე­ბით ვიხ­სე­ნებ. მშობ­ლებ­მა ბავ­შვო­ბი­დან ჩაგ­ვი­ნერ­გეს რწმე­ნა, რომ გა­ნათ­ლე­ბით და შრო­მით ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა და მარ­თლაც, კარ­გმა გა­ნათ­ლე­ბამ და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ წარ­მა­ტე­ბა მოგ­ვი­ტა­ნა.

  • "ლი­დერ­თა სკო­ლა­ში"

ორი­ვეს - მე და ჩემს ძმას გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ ოზურ­გე­თის პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ - სკო­ლა, რო­მელ­საც ორ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს და არა­ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ო­ბა ჰყავს აღ­ზრდი­ლი. ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბით ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ვინც კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მოგ­ვცეს და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას მიგ­ვაჩ­ვი­ეს.

გა­მორ­ჩე­უ­ლი წვლი­ლი ჩვენს წარ­მა­ტე­ბა­ში "ლი­დერ­თა სკო­ლამ“ შე­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ოზურ­გეთ­ში კლას­გა­რე­შე და საკ­ვი­რაო აქ­ტი­ვო­ბებს სთა­ვა­ზობ­და ახალ­გაზ­რდებს - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მა, მოს­მე­ნის და დე­ბა­ტე­ბის კულ­ტუ­რა, ფსი­ქო­ლო­გია, პო­ლი­ტი­კა და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი - პირ­ვე­ლად სწო­რედ ლი­დერ­თა სკო­ლა­ში გახ­და ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბი და გა­სა­გე­ბი. ახლა ჩემი შვი­ლე­ბი და­დი­ან იმა­ვე სკო­ლა­ში და მომ­წონს, რო­გო­რი მი­ზან­და­სა­ხუ­ლე­ბიც არი­ან.

  • 'რაში მეხ­მა­რე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა?"

სწრა­ფად გა­ი­ა­რა სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­მა. ალ­ბათ იმის გა­მოც, რომ ჯერ კი­დევ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბამ­დე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბა მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში მი­ვი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს პო­ლი­ტი­კო­სი ვარ, მი­მაჩ­ნია რომ სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნე­ბის და პრო­ცე­სე­ბის შე­მეც­ნე­ბის­თვის - მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში შე­მა­ვა­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბი სა­უ­კე­თე­სოა და აზ­როვ­ნე­ბას დიდ სივ­რცეს და ინ­ფორ­მა­ცი­ას აძ­ლევს. მა­გა­ლი­თად, რო­გორ მუ­შა­ობს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს უჯრე­დი - რო­გორ აქვს და­ცუ­ლი "სა­ზღვრე­ბი“, რო­გო­რია შიდა "სატ­რან­სპორ­ტო სის­ტე­მა“, ენერ­გე­ტი­კა გა­აჩ­ნია, სად ინა­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ ხდე­ბა შიდა შეც­დო­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და "გას­წო­რე­ბა“, რო­გორ იმარ­თე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი - მერ­წმუ­ნეთ, თუ ამა­ში გა­ერ­კვე­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვას შეძ­ლებთ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე და დღემ­დე გრძელ­დე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. სკო­ლას­თან შე­და­რე­ბით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო ბევ­რად დიდი სამ­ყა­რო, სა­დაც მეტი კონ­კუ­რენ­ცია, უფრო რთუ­ლი მიზ­ნე­ბი და სა­კუ­თარ პი­როვ­ნე­ბა­ზე, მო­მა­ვალ­ზე ბევ­რად მეტი და­ფიქ­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში (GIPA) ვსწავ­ლობ­დი, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი ლონ­დო­ნის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში (LSE) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა­ში ჩა­ვი­რი­ცხე.

  • სწავ­ლა უცხო­ეთ­ში

სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ღე­ბულ­მა გა­ნათ­ლე­ბამ, შე­ძე­ნილ­მა მე­გობ­რებ­მა და გა­მოც­დი­ლე­ბამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ჩემი ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი­ვით კარ­გად შე­მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი ენა. ჟე­ნე­ვა, ლონ­დო­ნი და ვა­შინგტო­ნი - ეს ის ქა­ლა­ქე­ბია, სა­დაც სხვა­დას­ხვა დროს, სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მებ­ში ვსწავ­ლობ­დი მე­ნე­ჯმენტს, სა­მარ­თალს, ეკო­ნო­მი­კას და პო­ლი­ტი­კას. ჩვენს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს აშშ-ს და ევ­რო­კავ­შირს მად­ლო­ბა ეკუთ­ვნით, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრ ახალ­გაზ­რდას მი­ე­ცა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს პე­რი­ო­დი ჩემ­თვის მსოფ­ლი­ოს და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბის დიდ სუ­რათ­ში და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო. რო­გორ მუ­შა­ობს გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კა, პო­ლი­ტი­კა და დიპ­ლო­მა­ტია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ტი­ვის­ცე­მა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბის­თვის. ლონ­დო­ნის ძა­ლი­ან დი­ნა­მი­უ­რი ტემ­პის და მერე ჟე­ნე­ვის მშვი­დი რიტ­მის პი­რო­ბებ­ში მქონ­და ახ­ლის სწავ­ლის, კი­თხვი­სა და ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

  • "მე­ა­მა­ყე­ბა, რომ მის გვერ­დით ვი­დე­ქი"

შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის და რე­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ღე­ბის დროც დად­გა. ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი აშშ მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნია და პროგ­რა­მა იყო, სა­დაც კო­ლექ­ტი­ვის დიდ ნა­წილს ამე­რი­კე­ლე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სფე­რო, რე­ფორ­მე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა გახ­ლდათ ამ პროგ­რა­მის მი­ზა­ნი და ჩემ­თვის ეს კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. შემ­დე­გი სამ­სა­ხუ­რი გახ­ლდათ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფი­სი, - ომ­ბუდსმენ­თან სოზარ სუ­ბარ­თან ბო­ლომ­დე ვი­მუ­შა­ვე და 2010 წელს აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში გა­და­ვე­დი. ომ­ბუდსმენ­თან მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, მი­თუ­მე­ტეს წლებ­ში, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვად გა­და­იქ­ცა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი რჩე­ბო­და მა­შინ ერ­თა­დერთ სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტად, რო­მე­ლიც უსა­მარ­თლო­ბას ღიად და­უ­პი­რის­პირ­და. სო­ზა­რი მა­შინ ევ­რო­პის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ომ­ბუდსმე­ნად აღი­ა­რეს კი­დეც. ყვე­ლას, ვინც მას­თან ვმუ­შა­ობ­დით, გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ იმ რთულ წლებ­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში მის და, შე­სა­ბა­მი­სად, უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვი­დე­ქით.

  • "გუ­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კა ყვე­ლა­ზე მე­ტად გვა­ინ­ტე­რე­სებს"

USAID-ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე ორი წელი ვი­მუ­შა­ვე და 2012 წლი­დან უკვე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ვერ­თე. რთულ არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, გავ­ხდი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, სხვა რე­ფორ­მებ­თან ერ­თად, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მაც წარ­მა­ტე­ბით გა­ვა­ტა­რეთ - ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი წე­ლი­წად­ში 1200-დან 70-მდე შე­ვამ­ცი­რეთ, პა­ტი­მარ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 144-დან 12-მდე, და­ვი­წყეთ C ჰე­პა­ტი­ტის ცნო­ბი­ლი პროგ­რა­მა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი. 2014 წელს და­ვი­ნიშ­ნე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, სა­დაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­ფორ­მებ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ჩემი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე. 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ოზურ­გე­თის მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქში პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი და პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ვი­მარ­ჯვე. მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში გავ­ხდი უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი. 2019 წელს ამირ­ჩი­ეს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ. 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გუნ­დმა მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რედ და­მა­სა­ხე­ლა და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩვე­ნი პარ­ტი­ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დგომ, უკვე მე­ო­რედ, გავ­ხდი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას. ეს ყვე­ლა­ფე­რი 38 წლის ასაკ­ში მოხ­და. სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი გა­ვი­ა­რე, ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი მე­გობ­რე­ბის წრე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნე. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩვენს გუნდს ნდო­ბის­თვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის. წინ ბევ­რი საქ­მე და გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს და ჩვენც ახლა, კი­დევ უფრო მე­ტად ვართ მზად ამის­თვის.

რა­ტომ წა­ვე­დი პო­ლი­ტი­კა­ში? ყვე­ლა გუ­რუ­ლი 10 წლის ასა­კი­დან უკვე პო­ლი­ტი­კა­შია. და ალ­ბათ, მეც არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ოზურ­გეთ­ში არ­სე­ბულ­მა "ლი­დერ­თა სკო­ლამ“ გა­მი­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა პე­და­გოგ­თა კავ­შირ­მა და­ა­ფუძნა. ეს სკო­ლა დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს და ზრდის ლი­დე­რებს სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში.

  • რა­საც ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად მი­ვიჩ­ნევ...

ამა­სო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად იმას მი­ვიჩ­ნევ, რომ ამ წლებ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნის დაც­ვა, დახ­მა­რე­ბა და გა­დარ­ჩე­ნა შევ­ძე­ლით. მხო­ლოდ C ჰე­პა­ტი­ტის პროგ­რა­მით უკვე 70 000 ადა­მი­ა­ნი გა­ნი­კურ­ნა და ჯან­მრთე­ლი და­უბ­რუნ­და ოჯახს. დღემ­დე და­დე­ბით შე­დეგს იძ­ლე­ვა რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ვა­ტა­რეთ ჯან­დაც­ვის, ეკო­ნო­მი­კის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ სფე­რო­ებ­ში.

  • მე და ჩემი ოჯა­ხი

ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­უღ­ლე ქეთი, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი. 14 წე­ლია ერ­თად ვართ და ორი შვი­ლი - ელე და ანა­ბე­ატ­რი­სი გვყავს. ქეთი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო, შემ­დეგ პიარ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, წლე­ბია ამ პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს და სა­ინ­ტე­რე­სო კა­რი­ე­რა აქვს. მან ასე­ვე, ევ­რო­პის ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში ციფ­რუ­ლი მარ­კე­ტინ­გი შე­ის­წავ­ლა და ფო­ტოგ­რა­ფი­ი­თაც გახ­ლავთ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. მისი ოჯა­ხი - ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია, მათ­თან მაქვს ახლო მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა. რაც არ უნდა მოხ­დეს, ვცდი­ლობ, ოჯახს არ მო­ვაკ­ლო დრო და ყუ­რა­დღე­ბა. თა­ვი­სუ­ფალ დროს გუ­რი­ა­ში, სვა­ნე­თის ან თუ­შე­თის მთებ­ში ან კი­დევ, კა­ხეთ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვა­ტა­რებთ.

  • პო­ლი­ტი­კის მიღ­მა...

პო­ლი­ტი­კა სტრე­სუ­ლია, მო­ი­თხოვს მუდ­მივ კონ­ტროლს სა­კუ­თარ თავ­ზე, ხში­რად - უშუ­ა­ლო გა­რე­მო­ზე, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბას და ჰალ­სტუ­ხით სი­ა­რულს. გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც უფრო მე­ტად ამ ამ­პლუ­ა­ში გვიც­ნობს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, უამ­რა­ვი სხვა ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც სავ­სეა მე­გობ­რე­ბით, მთებ­ში და ნაკ­რძა­ლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბით, სპორ­ტით, ვე­ლო­ტუ­რე­ბით, წიგ­ნე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მე­ბით, რო­მელ­საც "უი­ქენ­დებ­ზე" ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად. გვიყ­ვარს ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ქარ­თუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა და მე­გობ­რე­ბის და­პა­ტი­ჟე­ბა პიკ­ნიკ­ზე. ჩვე­ნი ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი წევ­რი არის კუ­პე­რი - იორკში­რუ­ლი ტე­რი­ე­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა შე­მო­აქვს სახ­ლში.

თა­ვი­სუ­ფალ დროს ვთა­მა­შობ ჩოგ­ბურთს ან მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩემი მო­ტო­ციკ­ლე­ტით მივ­დი­ვარ სა­სე­ირ­ნოდ - ჯინ­სე­ბი და მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბი არის ჩემი გა­ტა­ცე­ბა. ზამ­თარ­ში, თუ დრო მაქვს, მას მთას და თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ალს ვუთ­მობ ხოლ­მე. ძვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბიც მი­ზი­დავს და ამ­ჟა­მად, 1971 წელს გა­მოშ­ვე­ბულ "ფოლკს­ვა­გენს“ ვუ­კე­თებ რეს­ტავ­რა­ცი­ას - რთუ­ლია ძვე­ლი მან­ქა­ნის აღ­დგე­ნა და და­მუ­შა­ვე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, გა­მო­მი­ვა.

ნამ­დვი­ლად არ მაქვს მარ­ტი­ვი ხა­სი­ა­თი, რად­გან ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი ვარ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ირ­გვლივ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ნაკ­ლი? ნაკ­ლი რო­გორც ყვე­ლას, მეც ბევ­რი მაქვს და ამი­ტო­მაც, ჩემს შე­სა­ხებ პირ­ველ რიგ­ში, გულ­წრფე­ლი რჩე­ვე­ბით და კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით ვინ­ტე­რეს­დე­ბი.

  • "იმ­ფე­რი ზარ­მა­ცი მა­მა­ლი მყავს, სხვე­ბი რომ ყი­ვი­ან, აი თავს უქ­ნევ­სო“

ამ წლებ­ში 80-მდე ქვე­ყა­ნა მო­ვი­ა­რე, ზო­გან მეტი, ზო­გან ნაკ­ლე­ბი დრო გა­ვა­ტა­რე და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლიც მახ­სოვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, ბუ­ნე­ბა და ულა­მა­ზე­სი ად­გი­ლე­ბი ყვე­ლას მირ­ჩევ­ნია. გუ­რია, კა­ხე­თი და სვა­ნე­თი ის მხა­რე­ე­ბია, სა­დაც უფრო ხში­რად დავ­დი­ვარ.

შე­უ­და­რე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო! უფრო მე­ტად ბედ­ნი­ე­რი მა­შინ ვარ, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვმოგ­ზა­უ­რობ. მახ­სოვს, ერთხელ კა­ხეთ­ში ვართ მე­გობ­რე­ბი, 3 სა­ა­თია შუ­ა­დღის, სი­ეს­ტა და ყი­ვის მა­მა­ლი. ჩემი მე­გო­ბა­რი მო­ბო­დი­შე­ბით ამ­ბობს, ცო­ტას აგ­ვი­ა­ნებს ჩვე­ნი მა­მა­ლი ყი­ვილ­სო. მე­ო­რე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი პა­სუ­ხობს - ირაკ­ლი, შენ ჩემი უნდა ნახო, იმ­ფე­რი ზარ­მა­ცი მა­მა­ლი მყავს, სხვე­ბი რომ ყი­ვი­ან, აი თავს უქ­ნევ­სო.

  • მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა

ჩემი ოც­ნე­ბაა და­ვიბ­რუ­ნოთ აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, ჩა­ვი­დეთ და ჩვენს თა­ნა­ტო­ლებ­თან, ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად ავა­შე­ნოთ ყვე­ლა­ფე­რი რაც ომმა და ოკუ­პა­ცი­ამ და­ან­გრია. უფრო პა­ტა­რა ოც­ნე­ბე­ბიც მაქვს (იცი­ნის), მინ­და მქონ­დეს, მთა­ში პა­ტა­რა სახ­ლი, ძვე­ლი ამე­რი­კუ­ლი პი­კა­პი და ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უკაცრავად
0

მიღწევაზე რომ კითხეს, C ჰეპატიტის პროგრამა გაიხსენა მხოლოდ და ამაშიც მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის. საუბრობენ მხოლოდ კოლექტიურად, არანაირი კონკრეტული შედეგი და პასუხი არ აქვთ. სირცხვილის გრძნობა რომ დაკარგულია ეგ ვიცით, მაგრამ მოტყუების უნარიც რომ დაკარგულია მაგას ნელ-ნელა ვგებულობთ. გაიღვიძე საქართველო!

ძველი პიკაპი ჩვენზე იყოს!
6

გისურვებთ მთავარი ოცნების (ყველა ოცნების!) ზედმიწევნით ზუსტად ასრულებას!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ყველა გურული 10 წლიდან უკვე პოლიტიკაშია" - არჩილ თალაკვაძე პოლიტიკის მიღმა: სამედიცინო განათლება, გატაცება მოტოციკლეტებით და ოცნება მთაში პატარა სახლზე

"ყველა გურული 10 წლიდან უკვე პოლიტიკაშია" - არჩილ თალაკვაძე პოლიტიკის მიღმა: სამედიცინო განათლება, გატაცება მოტოციკლეტებით და ოცნება მთაში პატარა სახლზე

მისი ლიდერად და პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, კონკრეტულად კი, ოზურგეთის "ლიდერთა სკოლიდან“ დაიწყო. ამბობს, - ყველა გურული 10 წლის ასაკიდან უკვე პოლიტიკაშია და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისიო. თავდაპირველად განათლება მედიცინის სფეროში მიიღო და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ძალიან ეხმარება სამყაროს, ადამიანებისა და პროცესების შემეცნებაში. შემდეგ საზღვარგარეთ გაიღრმავა განათლება, სადაც სხვადასხვა დროს მენეჯმენტი, სამართალი, ეკონომიკა და პოლიტიკა ისწავლა. ეამაყება, რომ "რთულ პერიოდში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ომბუდსმენთან მუშაობდა და უბრალო ადამიანების გვერდით იდგა“.

ამბობს, რომ სტრესული პოლიტიკის მიღმა ის სრულიად სხვანაირია თავისი ნაკლითა და დადებითი თვისებებით. პოლიტიკის მიღმა წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარეს, ამჟამად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს.

  • ბავშვობა

ჩემი მშობლიური მხარე ოზურგეთია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ბედნიერად მახსენდება ბავშვობის წლები - ულამაზესი ჭალები და მდინარეზე ბუნებრივად შექმნილი საცურაო ადგილები, არაჩვეულებრივი პირველი სკოლა, ჩემი კლასელები, მხიარული ზაფხულები და წაბლისა და ყურძნის სუნით გაჟღენთილი შემოდგომები.

მე და ჩემი ძმა კარგად ვსწავლობდით და პედაგოგებიც არაჩვეულებრივად კარგი გვყავდა. მშობლებს ყოველთვის ძალიან უნდოდათ, რომ კარგი განათლება მიგვეღო და რაც გააჩნდათ, ყველაფერი გაიღეს ამისათვის. ალბათ, როგორც არაერთი ოჯახი მაშინ, ჩვენც გაჭირვებაში ვცხოვრობდით, თუმცა იყო დიდი სოლიდარობა და სიყვარული, რასაც მადლიერებით ვიხსენებ. მშობლებმა ბავშვობიდან ჩაგვინერგეს რწმენა, რომ განათლებით და შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და მართლაც, კარგმა განათლებამ და შრომისმოყვარეობამ წარმატება მოგვიტანა.

  • "ლიდერთა სკოლაში"

ორივეს - მე და ჩემს ძმას გვეამაყება, რომ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრეთ - სკოლა, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და არაერთი წარმატებული თაობა ჰყავს აღზრდილი. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით ჩვენი მასწავლებლების, ვინც კარგი განათლება მოგვცეს და შრომისმოყვარეობას მიგვაჩვიეს.

გამორჩეული წვლილი ჩვენს წარმატებაში "ლიდერთა სკოლამ“ შეიტანა, რომელიც ოზურგეთში კლასგარეშე და საკვირაო აქტივობებს სთავაზობდა ახალგაზრდებს - სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მოსმენის და დებატების კულტურა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და სოციალური მეცნიერებები - პირველად სწორედ ლიდერთა სკოლაში გახდა ჩვენთვის ნაცნობი და გასაგები. ახლა ჩემი შვილები დადიან იმავე სკოლაში და მომწონს, როგორი მიზანდასახულებიც არიან.

  • 'რაში მეხმარება სამედიცინო განათლება?"

სწრაფად გაიარა სტუდენტობის წლებმა. ალბათ იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დამთავრებამდე დავიწყე მუშაობა. პირველი განათლება მედიცინის სფეროში მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკოსი ვარ, მიმაჩნია რომ სამყაროს, ადამიანების და პროცესების შემეცნებისთვის - მედიცინის სფეროში შემავალი დისციპლინები საუკეთესოა და აზროვნებას დიდ სივრცეს და ინფორმაციას აძლევს. მაგალითად, როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს უჯრედი - როგორ აქვს დაცული "საზღვრები“, როგორია შიდა "სატრანსპორტო სისტემა“, ენერგეტიკა გააჩნია, სად ინახება ინფორმაცია, როგორ ხდება შიდა შეცდომების აღმოჩენა და "გასწორება“, როგორ იმართება ეს ყველაფერი - მერწმუნეთ, თუ ამაში გაერკვევით, ნებისმიერი ორგანიზაციის მართვას შეძლებთ.

უნივერსიტეტში კარგი მეგობრები შევიძინე და დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. სკოლასთან შედარებით, უნივერსიტეტი იყო ბევრად დიდი სამყარო, სადაც მეტი კონკურენცია, უფრო რთული მიზნები და საკუთარ პიროვნებაზე, მომავალზე ბევრად მეტი დაფიქრება იყო საჭირო. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ვსწავლობდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE) აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში ჩავირიცხე.

  • სწავლა უცხოეთში

საზღვარგარეთ მიღებულმა განათლებამ, შეძენილმა მეგობრებმა და გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი ინგლისურის მასწავლებლის დამსახურებაა, რომელმაც ქართულივით კარგად შემასწავლა ინგლისური ენა. ჟენევა, ლონდონი და ვაშინგტონი - ეს ის ქალაქებია, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროგრამებში ვსწავლობდი მენეჯმენტს, სამართალს, ეკონომიკას და პოლიტიკას. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს მადლობა ეკუთვნით, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა. ეს პერიოდი ჩემთვის მსოფლიოს და გლობალური პროცესების დიდ სურათში დანახვის შესაძლებლობა იყო. როგორ მუშაობს გლობალური ეკონომიკა, პოლიტიკა და დიპლომატია, როგორ შეიძლება განსხვავებული კულტურების და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემა, სამართლიანობა გლობალური მშვიდობისთვის. ლონდონის ძალიან დინამიური ტემპის და მერე ჟენევის მშვიდი რიტმის პირობებში მქონდა ახლის სწავლის, კითხვისა და ჩემს თავზე მუშაობის შესაძლებლობა.

  • "მეამაყება, რომ მის გვერდით ვიდექი"

შემდეგ საქართველოში დაბრუნების და რეალური გამოწვევების მიღების დროც დადგა. ჩემი პირველი სამსახური აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებული კომპანია და პროგრამა იყო, სადაც კოლექტივის დიდ ნაწილს ამერიკელები წარმოადგენდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო, რეფორმები და საქართველოს მხარდაჭერა გახლდათ ამ პროგრამის მიზანი და ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო. შემდეგი სამსახური გახლდათ სახალხო დამცველის ოფისი, - ომბუდსმენთან სოზარ სუბართან ბოლომდე ვიმუშავე და 2010 წელს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში გადავედი. ომბუდსმენთან მუშაობა ჩემთვის ძალიან ღირებული გამოცდილება იყო, მითუმეტეს წლებში, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა განსაკუთრებულ გამოწვევად გადაიქცა და სახალხო დამცველი რჩებოდა მაშინ ერთადერთ საჯარო ინსტიტუტად, რომელიც უსამართლობას ღიად დაუპირისპირდა. სოზარი მაშინ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ომბუდსმენად აღიარეს კიდეც. ყველას, ვინც მასთან ვმუშაობდით, გვეამაყება, რომ იმ რთულ წლებში, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში მის და, შესაბამისად, უბრალო ადამიანების გვერდით ვიდექით.

  • "გურულებს პოლიტიკა ყველაზე მეტად გვაინტერესებს"

USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ორი წელი ვიმუშავე და 2012 წლიდან უკვე პოლიტიკაში ჩავერთე. რთულ არჩევნებში "ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, სხვა რეფორმებთან ერთად, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაც წარმატებით გავატარეთ - ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები წელიწადში 1200-დან 70-მდე შევამცირეთ, პატიმართა სიკვდილიანობა 144-დან 12-მდე, დავიწყეთ C ჰეპატიტის ცნობილი პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. 2014 წელს დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებში მივიღე მონაწილეობა და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია "ქართული ოცნების“ კანდიდატი ვიყავი და პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. მე-9 მოწვევის პარლამენტში გავხდი უმრავლესობის ლიდერი. 2019 წელს ამირჩიეს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდმა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ დამასახელა და საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის "ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდგომ, უკვე მეორედ, გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას. ეს ყველაფერი 38 წლის ასაკში მოხდა. საინტერესო წლები გავიარე, ჩემთვის ძვირფასი მეგობრების წრე და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გუნდს ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის. წინ ბევრი საქმე და გამოწვევა გვაქვს და ჩვენც ახლა, კიდევ უფრო მეტად ვართ მზად ამისთვის.

რატომ წავედი პოლიტიკაში? ყველა გურული 10 წლის ასაკიდან უკვე პოლიტიკაშია. და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი. საჯარო პოლიტიკის მიმართ ინტერესი ოზურგეთში არსებულმა "ლიდერთა სკოლამ“ გამიჩინა, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა დააფუძნა. ეს სკოლა დღემდე წარმატებით მუშაობს და ზრდის ლიდერებს სხვადასხვა სფეროში.

  • რასაც ყველაზე დიდ მიღწევად მივიჩნევ...

ამასობაში ყველაზე დიდ მიღწევად იმას მივიჩნევ, რომ ამ წლებში ბევრი ადამიანის დაცვა, დახმარება და გადარჩენა შევძელით. მხოლოდ C ჰეპატიტის პროგრამით უკვე 70 000 ადამიანი განიკურნა და ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს. დღემდე დადებით შედეგს იძლევა რეფორმები, რომლებიც გავატარეთ ჯანდაცვის, ეკონომიკის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართალდამცავ სფეროებში.

  • მე და ჩემი ოჯახი

ჩემი უსაყვარლესი მეუღლე ქეთი, სტუდენტობის პერიოდში გავიცანი. 14 წელია ერთად ვართ და ორი შვილი - ელე და ანაბეატრისი გვყავს. ქეთი პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო, შემდეგ პიარ-კომუნიკაციების სფეროში მიიღო განათლება, წლებია ამ პროფესიით მუშაობს და საინტერესო კარიერა აქვს. მან ასევე, ევროპის ეკონომიკის სკოლაში ციფრული მარკეტინგი შეისწავლა და ფოტოგრაფიითაც გახლავთ გატაცებული. მისი ოჯახი - ბუბუტეიშვილები, ძალიან კარგი ხალხია, მათთან მაქვს ახლო მეგობრობა და ურთიერთობა. რაც არ უნდა მოხდეს, ვცდილობ, ოჯახს არ მოვაკლო დრო და ყურადღება. თავისუფალ დროს გურიაში, სვანეთის ან თუშეთის მთებში ან კიდევ, კახეთში მეგობრებთან ერთად, ვატარებთ.

  • პოლიტიკის მიღმა...

პოლიტიკა სტრესულია, მოითხოვს მუდმივ კონტროლს საკუთარ თავზე, ხშირად - უშუალო გარემოზე, დეზინფორმაციასთან გამკლავებას და ჰალსტუხით სიარულს. გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებაც უფრო მეტად ამ ამპლუაში გვიცნობს.

სინამდვილეში, უამრავი სხვა ადამიანის მსგავსად, ჩვენი ცხოვრებაც სავსეა მეგობრებით, მთებში და ნაკრძალებში გატარებული დღეებით, სპორტით, ველოტურებით, წიგნებითა და საინტერესო ფილმებით, რომელსაც "უიქენდებზე" ვუყურებ ხოლმე მეუღლესთან და შვილებთან ერთად. გვიყვარს ისტორიული ადგილების მონახულება, ქართული ღვინოების დაგემოვნება და მეგობრების დაპატიჟება პიკნიკზე. ჩვენი ოჯახის ყველაზე მხიარული წევრი არის კუპერი - იორკშირული ტერიერი, რომელსაც ძალიან პოზიტიური განწყობა შემოაქვს სახლში.

თავისუფალ დროს ვთამაშობ ჩოგბურთს ან მეგობრებთან ერთად ჩემი მოტოციკლეტით მივდივარ სასეირნოდ - ჯინსები და მოტოციკლეტები არის ჩემი გატაცება. ზამთარში, თუ დრო მაქვს, მას მთას და თხილამურებით სრიალს ვუთმობ ხოლმე. ძველი ავტომობილებიც მიზიდავს და ამჟამად, 1971 წელს გამოშვებულ "ფოლკსვაგენს“ ვუკეთებ რესტავრაციას - რთულია ძველი მანქანის აღდგენა და დამუშავება, მაგრამ ვფიქრობ, გამომივა.

ნამდვილად არ მაქვს მარტივი ხასიათი, რადგან ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. ნაკლი? ნაკლი როგორც ყველას, მეც ბევრი მაქვს და ამიტომაც, ჩემს შესახებ პირველ რიგში, გულწრფელი რჩევებით და კრიტიკული შეფასებებით ვინტერესდები.

  • "იმფერი ზარმაცი მამალი მყავს, სხვები რომ ყივიან, აი თავს უქნევსო“

ამ წლებში 80-მდე ქვეყანა მოვიარე, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები დრო გავატარე და ბევრი საინტერესო ადგილიც მახსოვს, თუმცა საქართველო, ჩვენი კულტურა, ბუნება და ულამაზესი ადგილები ყველას მირჩევნია. გურია, კახეთი და სვანეთი ის მხარეებია, სადაც უფრო ხშირად დავდივარ.

შეუდარებელია საქართველო! უფრო მეტად ბედნიერი მაშინ ვარ, როცა საქართველოში ვმოგზაურობ. მახსოვს, ერთხელ კახეთში ვართ მეგობრები, 3 საათია შუადღის, სიესტა და ყივის მამალი. ჩემი მეგობარი მობოდიშებით ამბობს, ცოტას აგვიანებს ჩვენი მამალი ყივილსო. მეორე ჩვენი მეგობარი პასუხობს - ირაკლი, შენ ჩემი უნდა ნახო, იმფერი ზარმაცი მამალი მყავს, სხვები რომ ყივიან, აი თავს უქნევსო.

  • მთავარი ოცნება

ჩემი ოცნებაა დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩავიდეთ და ჩვენს თანატოლებთან, ახალგაზრდებთან ერთად ავაშენოთ ყველაფერი რაც ომმა და ოკუპაციამ დაანგრია. უფრო პატარა ოცნებებიც მაქვს (იცინის), მინდა მქონდეს, მთაში პატარა სახლი, ძველი ამერიკული პიკაპი და ბევრი თავისუფალი დრო.