მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაკეთდება ონლაინ კლინიკა... მეანგინეკოლოგები კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას" - გაბუნია ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე
"გაკეთდება ონლაინ კლინიკა... მეანგინეკოლოგები კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას" - გაბუნია ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე

ბოლო პე­რი­ოდ­ში ორ­სუ­ლე­ბის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შოა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნა, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ცალ­კე ონ­ლა­ინ კლი­ნი­კის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც მე­ან­გი­ნე­კო­ლო­გე­ბით იქ­ნე­ბა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ბი­ნა­ზე გა­უ­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას.

ამას­თან, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას თქმით, თუ ორ­სუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა­ზე მივა, სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის ან არ არ­სე­ბო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მას კო­ვი­დტეს­ტი­რე­ბა შეს­თა­ვა­ზონ.

„ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­სუ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შოა. დი­ლით ამ სა­კი­თხზე მე­ან­გი­ნე­კო­ლო­გე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რა გვქონ­და. რა თქმა უნდა, ინ­ტენ­სი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა ორ­სულ­თა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძე­ბე­ბის კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა, მათ შო­რის ორ­სუ­ლე­ბის ტეს­ტი­რე­ბა, ორ­სუ­ლი თუ სად­მე მივა ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მას აქვს თუ არ აქვს სიმპტო­მი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, შევ­თა­ვა­ზოთ კო­ვი­დტეს­ტი­რე­ბა.

ასე­ვე ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ ცალ­კე ონ­ლა­ინ კლი­ნი­კა გა­კეთ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მე­ან­გი­ნე­კო­ლო­გე­ბით, რომ­ლე­ბიც კო­ვი­დით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ­სუ­ლებს ბი­ნა­ზე გა­უ­წე­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ას. დღე­ვან­დე­ლი ონ­ლა­ინ კლი­ნი­კე­ბი ძი­რით­დად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ოჯა­ხის ექი­მე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია ოჯა­ხის ექი­მებ­საც შე­უძ­ლი­ათ ორ­სუ­ლე­ბის კონ­სულ­ტი­რე­ბა, თუმ­ცა მა­ინც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­ით­ვა­ლა, რომ კი­დევ მე­ტად სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტი­რე­ბა ჰქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

გა­ბუ­ნი­ას თქმით, ორ­სუ­ლებ­ში „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო და ისი­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად უნდა ჩა­ერ­თონ.

„ნამ­დვი­ლად გა­მი­ჭირ­დე­ბა და­ბე­ჯი­თე­ბით თქმა, კო­ლე­გე­ბი სა­მე­ა­ნო პრაქ­ტი­კა­ში ურ­ჩე­ვენ თუ არა ორ­სუ­ლებს ჩა­ი­ტა­რონ ვაქ­ცი­ნა­ცია, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ხანი იყო აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა, დღეს რაც ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა არის ის რომ, ორ­სუ­ლებ­ში „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია არის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო, ამ­დე­ნად ყვე­ლა ორ­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად უნდა ჩა­ერ­თოს“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ავტორი:

"გაკეთდება ონლაინ კლინიკა... მეანგინეკოლოგები კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას" - გაბუნია ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე

"გაკეთდება ონლაინ კლინიკა... მეანგინეკოლოგები კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას" - გაბუნია ორსულების გარდაცვალების გახშირებულ შემთხვევებზე

ბოლო პერიოდში ორსულების კორონავირუსით გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს, ცალკე ონლაინ კლინიკის შექმნაზე, რომელიც მეანგინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული და COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას.

ამასთან, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ორსული სამედიცინო გამოკვლევაზე მივა, სიმპტომების არსებობის ან არ არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მას კოვიდტესტირება შესთავაზონ.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა. დილით ამ საკითხზე მეანგინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს თუ არ აქვს სიმპტომი, მნიშვნელობა არ აქვს, შევთავაზოთ კოვიდტესტირება.

ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითდად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ მეტად სპეციალიზირებული კონსულტირება ჰქონდეთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო და ისინი ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად სწრაფად უნდა ჩაერთონ.

„ნამდვილად გამიჭირდება დაბეჯითებით თქმა, კოლეგები სამეანო პრაქტიკაში ურჩევენ თუ არა ორსულებს ჩაიტარონ ვაქცინაცია, ამასთან დაკავშირებით დიდი ხანი იყო აზრთა სხვადასხვაობა, დღეს რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა არის ის რომ, ორსულებში „ფაიზერით“ ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო, ამდენად ყველა ორსული ვაქცინაციის პროცესში რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს“, - განაცხადა გაბუნიამ.