პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცირე პარტიებს აქვთ "ნაცმოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით და ამის გამო დემორალიზებული არიან" - ექსპერტი წინასაარჩევნო გარემოზე
"მცირე პარტიებს აქვთ "ნაცმოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით და ამის გამო დემორალიზებული არიან" - ექსპერტი წინასაარჩევნო გარემოზე

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პა­სი­უ­რო­ბა რო­გორც ობი­ექ­ტურ, ისე სუ­ბი­ექ­ტურ მი­ზე­ზებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მცი­რე პარ­ტი­ებ­ში ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ნაკ­ლე­ბო­ბა­ზე.

რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მცი­რე პარ­ტი­ებს აქვთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტი­დან დის­ტან­ცი­რე­ბის ამ­ბი­ცია, ეს ცუ­დად გა­მოს­დით, ხვდე­ბი­ან და ამის გამო დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლიც არი­ან.

„პარ­ტი­ე­ბის მიერ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ებ­ში პა­სი­უ­რო­ბის მი­ზე­ზე­ბი ალ­ბათ ბევ­რია, მათ შო­რის რო­გორც ობი­ექ­ტუ­რი, ასე­ვე სუ­ბი­ექ­ტუ­რი ხა­სი­ა­თის. ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზე­ბად შე­იძ­ლე­ბა და­სა­ხელ­დეს პან­დე­მი­ის გამო შექ­მნი­ლი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, მე­ო­რე - ეს არის რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­გორც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, ისე ადა­მი­ა­ნუ­რი. სუ­ბი­ექ­ტუ­რი არის - გა­ხა­რი­ას ეს არ ეხე­ბა, სხვა პარ­ტი­ებ­ზე ვი­ტყვი, მათ აქვთ პრე­ტენ­ზი­ე­ბი ამომ­რჩევ­ლის ისეთ სეგ­მენტზე, რო­მელ­თა­ნაც გა­სას­ვლელს ვერ პო­უ­ლო­ბენ, ზა­ფხუ­ლია, ზა­ფხულ­ში დას­ვე­ნე­ბას არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი. ამას­თან, გარ­კვე­ულ­წი­ლად, მათ, მცი­რე პარ­ტი­ებს აქვთ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ორ­ბი­ტი­დან დის­ტან­ცი­რე­ბის ამ­ბი­ცია, ეს ცუ­დად გა­მოს­დით, ხვდე­ბი­ან და ამის გამო დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლიც არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ­ჩევ­ნე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად, მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წინა არ­ჩევ­ნე­ბის­გან, როცა ლაგ­დე­ბო­და ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა და ამომ­რჩე­ვე­ლი ნე­გა­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბო­და, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შო­რის.

„ეს ორ­პო­ლუ­სი­ა­ნო­ბა და­ირ­ღვა გა­ხა­რი­ას გამო და გა­ხა­რია არის ამ არ­ჩევ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი ინ­სტრუ­მენ­ტი, იმის, რომ ეს და­წე­სე­ბუ­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ეჭვქვეშ დად­გეს. მა­ინც სამი ძი­რი­თა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რომ­ლე­ბიც გა­ა­თა­მა­შე­ბენ ამ არ­ჩევ­ნებს, ორი ტრა­დი­ცი­უ­ლი და ერთი ახა­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მცი­რე პარ­ტი­ებს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, ისი­ნი მა­ინც წა­ციც­ქნი­ან თა­ვი­სას; ასე რომ, 43%-იანი ბა­რი­ე­რის თემა დღე­საც ბუნ­დო­ვა­ნია. ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, რა მოხ­დე­ბა სექ­ტემ­ბერ­ში. ამომ­რჩევ­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბა დღე­საც არაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში გვყავს ამომ­რჩე­ვე­ლი, რო­მელ­საც არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მოს­წონს და არც წარ­სუ­ლი უნდა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­ხით. თუ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ისე­თი შე­ვა­თა­ზე­ბა, რო­მე­ლიც მო­მავ­ლის არ­ჩე­ვანს მის­ცემს, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი ვი­ხი­ლოთ. ვხე­დავთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი არის და­ბა­ლი, 30%-ს ქვე­მო­თაა ჩა­მო­სუ­ლი და მათი შან­სი არის ისევ და ისევ ნე­გა­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნი ანუ ამომ­რჩევ­ლის ცუდ­სა და უა­რესს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის ფორ­მი­რე­ბა, აქეთ მი­დი­ან, ისევ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ირ­გვლივ ტრი­ა­ლე­ბენ.

პო­ზი­ტი­ურ დღის წეს­რიგს ვერ ქმნი­ან, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პრობ­ლე­მებს ვერ წყვე­ტენ და სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ.

გა­ხა­რი­ას პარ­ტია ყვე­ლა­ზე ბო­ლოს შექ­მნი­ლი პარ­ტია, ისი­ნი კარ­გად მუ­შა­ო­ბენ, სხვა პარ­ტი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ ექ­ნე­ბათ ლო­კა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბი. ვერ ვი­ტყვი, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით ყველ­გან წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ მათ ექ­ნე­ბათ ისე­თი ლო­კა­ლუ­რი რე­გი­ო­ნე­ბი, სა­დაც შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ. რაც შე­ე­ხე­ბა ჯა­მურ, პრო­პორ­ცი­ულ შე­დეგს, კარ­გი უნდა ჰქონ­დეს. ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა მათი გა­ტეხ­ვა. თუ გა­ხა­რი­ამ ამ შე­მო­ტე­ვებს გა­უძ­ლო, ჩვენ მის­გან მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­დეგს უნდა ვე­ლო­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
1

ექსპერტების ექსპერტი გია ხუხაშვილ-კაკულია

არჩი
0

ბატონი ექსპერტი ცდილობს 43%-ის თემის რეანიმირებას. დაივიწყეთ ბატონებო - შეთანხმების ანულირებით, რომელიც ჩემი შეფასებით ნაცმოძრაობამ განაპირობა ხელმოწერაზე უარის თქმით, ეს თემა ჩაბარდა წარსულს.

ექსპერტს ევალება რეალობას გაუსწოროს თვალი და ისე გააკეთოს ანალიზი და არა საკუთარი და ნაცმოძრაობის სურვილები მოახვიოს საზოგადოებას თავზე. ან გამოაცხადოს, რომ არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერების ექსპერტი.

ავტორი:

"მცირე პარტიებს აქვთ "ნაცმოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით და ამის გამო დემორალიზებული არიან" - ექსპერტი წინასაარჩევნო გარემოზე

"მცირე პარტიებს აქვთ "ნაცმოძრაობის" ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით და ამის გამო დემორალიზებული არიან" - ექსპერტი წინასაარჩევნო გარემოზე

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის პასიურობა როგორც ობიექტურ, ისე სუბიექტურ მიზეზებზეა დამოკიდებული, მათ შორის, მცირე პარტიებში ფინანსური და ადამიანური რესურსის ნაკლებობაზე.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მცირე პარტიებს აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით, ხვდებიან და ამის გამო დემორალიზებულიც არიან.

„პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიებში პასიურობის მიზეზები ალბათ ბევრია, მათ შორის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური ხასიათის. ობიექტურ მიზეზებად შეიძლება დასახელდეს პანდემიის გამო შექმნილი არაორდინალური ვითარება, მეორე - ეს არის რესურსების ნაკლებობა, როგორც მატერიალური, ისე ადამიანური. სუბიექტური არის - გახარიას ეს არ ეხება, სხვა პარტიებზე ვიტყვი, მათ აქვთ პრეტენზიები ამომრჩევლის ისეთ სეგმენტზე, რომელთანაც გასასვლელს ვერ პოულობენ, ზაფხულია, ზაფხულში დასვენებას არიან მიჩვეულები. ამასთან, გარკვეულწილად, მათ, მცირე პარტიებს აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტიდან დისტანცირების ამბიცია, ეს ცუდად გამოსდით, ხვდებიან და ამის გამო დემორალიზებულიც არიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები გარკვეულწილად, მაინც განსხვავებული იქნება წინა არჩევნებისგან, როცა ლაგდებოდა ორპოლუსიანობა და ამომრჩეველი ნეგატიური არჩევანის წინაშე დგებოდა, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის.

„ეს ორპოლუსიანობა დაირღვა გახარიას გამო და გახარია არის ამ არჩევნების ძირითადი ინსტრუმენტი, იმის, რომ ეს დაწესებული ბარიერის გადალახვა ხელისუფლების მხრიდან ეჭვქვეშ დადგეს. მაინც სამი ძირითადი პოლიტიკური ცენტრი უნდა განვიხილოთ, რომლებიც გაათამაშებენ ამ არჩევნებს, ორი ტრადიციული და ერთი ახალი.

რაც შეეხება მცირე პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ პრობლემები აქვთ, ისინი მაინც წაციცქნიან თავისას; ასე რომ, 43%-იანი ბარიერის თემა დღესაც ბუნდოვანია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რა მოხდება სექტემბერში. ამომრჩევლის უმრავლესობა დღესაც არაა ჩამოყალიბებული. უმრავლესობაში გვყავს ამომრჩეველი, რომელსაც არც ხელისუფლება მოსწონს და არც წარსული უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით. თუ ჩამოყალიბდა ისეთი შევათაზება, რომელიც მომავლის არჩევანს მისცემს, შეიძლება სერიოზული სიურპრიზები ვიხილოთ. ვხედავთ, რომ ხელისუფლების რეიტინგი არის დაბალი, 30%-ს ქვემოთაა ჩამოსული და მათი შანსი არის ისევ და ისევ ნეგატიური არჩევანი ანუ ამომრჩევლის ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ფორმირება, აქეთ მიდიან, ისევ მიხეილ სააკაშვილის სახელის ირგვლივ ტრიალებენ.

პოზიტიურ დღის წესრიგს ვერ ქმნიან, სახელმწიფოებრივ პრობლემებს ვერ წყვეტენ და სხვა გამოსავალი არ აქვთ.

გახარიას პარტია ყველაზე ბოლოს შექმნილი პარტია, ისინი კარგად მუშაობენ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მათ ექნებათ ლოკალური წარმატებები. ვერ ვიტყვი, რომ ნაციონალური მასშტაბით ყველგან წარმატებულები იქნებიან, მაგრამ მათ ექნებათ ისეთი ლოკალური რეგიონები, სადაც შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ. რაც შეეხება ჯამურ, პროპორციულ შედეგს, კარგი უნდა ჰქონდეს. ეს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა მათი გატეხვა. თუ გახარიამ ამ შემოტევებს გაუძლო, ჩვენ მისგან მნიშვნელოვან შედეგს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.