მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება
"შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება

ავა­რი­ამ, რო­მე­ლიც 2003 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს მოხ­და, ჟურ­ნა­ლისტ ვა­სილ სი­ლა­გა­ძის ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ამო­ა­ყი­რა­ვა... ქალა-ტვი­ნის ტრავ­მის შე­დე­გად მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი გა­შე­შე­ბუ­ლი ჰქონ­და, უჭირს მე­ტყვე­ლე­ბა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტლს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ავა­რი­ი­დან შვი­დი წლის შემ­დეგ კი შეძ­ლო რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად - ვერა. ამ 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გულ­და­წყვე­ტაც არა­ერ­თხელ იგ­რძნო და გვერ­დში ამოდ­გო­მაც ბევ­რჯერ ნახა. სწამს სი­კე­თის ძა­ლის და მი­აჩ­ნია, რომ სწო­რედ ამან შეს­ძი­ნა ფე­რე­ბი მის გა­ფერ­მკრთა­ლე­ბულ ყო­ფას, დღე­ვან­დლამ­დეც ამან მო­იყ­ვა­ნა.

- ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხა­ლი­სი­ა­ნი და მხი­ა­რუ­ლი. ყო­ველ­თვის ცხრა პა­რას­კე­ვი მქონ­და. მე­ექ­ვსე კლა­სამ­დე ვამ­ბობ­დი, რომ თე­ატ­რა­ლურ­ზე მინ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, შემ­დეგ აზრი შე­მეც­ვა­ლა და გა­დავ­წყვი­ტე, პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, მა­ინ­ცდა­მა­ინც მე­ტა­ლურ­გი­ულ­ზე, რა­ტომ - დღემ­დე არ ვიცი, მაგ­რამ სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, ჩა­ვა­ბა­რე თსუ-ს ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე, ფი­ნან­სე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით, თუმ­ცა ნე­ბის­ყო­ფა არ მეყო - აღ­რი­ცხვა და კონ­ტრო­ლი არ მინ­დო­და.... ერთ დღეს ნატო ონი­ანს შევ­ხვდი და ვთხო­ვე, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ ავეყ­ვა­ნე. საც­დე­ლად მი­მი­ღო და ამის შემ­დეგ და­ი­წყო ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი კა­რი­ე­რა. ალ­ბათ, ეს იყო ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ხანა, რო­მე­ლიც 2003 წლის 31 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­და.

- რა მოხ­და ამ დღეს?

- ავა­რია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი, გარ­და იმი­სა, რომ რო­გორც ამ­ბო­ბენ, სას­ტუმ­რო "აჭა­რას­თან" შუქ­ნი­შან­ზე გა­დავ­დი­ო­დი და შავი, უნომ­რო "ოპელ ვექტრა" და­მე­ჯა­ხა, რო­მელ­მაც ხი­ლი­ან­ზე აუხ­ვია და სა­მუ­და­მოდ გა­უ­ჩი­ნარ­და. ეს შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა, დი­ლის 3 სა­ათ­ზე მოხ­და. გონ­და­კარ­გუ­ლი გამ­ვლელ­მა ამო­მიც­ნო - ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა და მას­ვე წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. კარ­გა ხანს აპა­რატ­ზე ვი­ყა­ვი შე­ერ­თე­ბუ­ლი. მხო­ლოდ 21-ე დღეს აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ექი­მებს, რომ მარ­ჯვე­ნა ფეხი მქონ­და მო­ტე­ხი­ლი... აპა­რატ­ზე მი­ერ­თე­ბულს ყელ­ში მილი მედ­გა, რო­მელ­ზეც შე­ხორ­ცე­ბა და­ი­წყო და სამი თვის შემ­დეგ, როცა გონ­ზე მო­ვე­დი, მი­ლის ამო­ღე­ბი­სას ხორ­ხი და­მი­ზი­ან­და. დღეს ასე თუ ისე რომ ვლა­პა­რა­კობ, ეს ვახ­ტანგ ქა­ცა­რა­ვას გა­კე­თე­ბუ­ლი 7-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გია. ავა­რი­ის შემ­დეგ პირ­ვე­ლად 2010 წელს გა­ვი­ა­რე, ისიც - ერთი-ორი კა­ცის დახ­მა­რე­ბით. მას შემ­დეგ ვიბ­რძვი... როცა ეს უბე­დუ­რე­ბა და­მა­ტყდა თავს, 31-ის ვი­ყა­ვი, ახლა 49 წლის ვარ.

- ექი­მე­ბი რას ამ­ბო­ბენ?

- სა­ზღვარ­გა­რე­თის არა­ერთ კლი­ნი­კა­ში გავ­გზავ­ნე მო­ნა­ცე­მე­ბი. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ გან­კურ­ნე­ბის შან­სი მაქვს, თუმ­ცა სა­ა­მი­სო სახ­სრე­ბი არ გა­მაჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა პი­რა­დი ან­გა­რი­ში­დან გა­და­მი­რი­ცხა თან­ხა ვილ­ნი­უს­ში, აბ­რო­მიშ­კეს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში. კო­რო­ნა რომ არა, მე­ო­თხე კურსსაც ჩა­ვი­ტა­რებ­დი და იქ­ნებ ჯო­ხის გა­რე­შე მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა სი­ა­რუ­ლი - ხომ იცით, კაცი იმე­დით ცო­ცხლობს... დრო­დად­რო სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი მა­წუ­ხებს. მე­გო­ბარ­მა რენტგე­ნო­ლოგ­მა მირ­ჩია, ურეკ­ში, ქვი­შა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო კურ­სე­ბი ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა და უკვე მე­ცხრე წე­ლია, ურე­კის მაგ­ნი­ტით "ვსაზ­რდო­ობ", რა­შიც კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­მა­რე­ბი­ან - ურეკ­ში მა­სა­ჟის, ვარ­ჯი­შის, ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის 16-დღი­ან კურსს 750 ლა­რად მი­კე­თე­ბენ და ერთხანს ტკი­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამით ვერ გან­ვი­კურ­ნე­ბი, მაგ­რამ ურეკ­ში ზა­ფხუ­ლის ერთი კურ­სი ჩემ­თვის დიდი შვე­ბაა, მთელ წელს მიმ­სუ­ბუ­ქებს. ბოლო კურ­სი შარ­შან ამ დროს ჩა­ვი­ტა­რე. ახ­ლაც კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის იმე­დი მაქვს და ისევ ტკი­ვილ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE80BG0000000125594000

მიმ­ღე­ბი: ვა­სილ სი­ლა­გა­ძე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არსენა.
2

ჟურნალისტი ყოფილა. ძაან სამწუხაროა.

გიორგი
0

დავეხმაროთ, რითაც შევძლებთ. არავინ ვიცით რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე.

ავტორი:

"შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება

"შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა" - ერთ წამში შეცვლილი ცხოვრება

ავარიამ, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს მოხდა, ჟურნალისტ ვასილ სილაგაძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, როგორც თვითონ ამბობს, ამოაყირავა... ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად მარჯვენა ხელ-ფეხი გაშეშებული ჰქონდა, უჭირს მეტყველება. დიდი ხნის განმავლობაში ეტლს იყო მიჯაჭვული. ავარიიდან შვიდი წლის შემდეგ კი შეძლო რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დამოუკიდებლად - ვერა. ამ 18 წლის განმავლობაში გულდაწყვეტაც არაერთხელ იგრძნო და გვერდში ამოდგომაც ბევრჯერ ნახა. სწამს სიკეთის ძალის და მიაჩნია, რომ სწორედ ამან შესძინა ფერები მის გაფერმკრთალებულ ყოფას, დღევანდლამდეც ამან მოიყვანა.

- ცვალებადი ხასიათის ბავშვი ვიყავი, ხალისიანი და მხიარული. ყოველთვის ცხრა პარასკევი მქონდა. მეექვსე კლასამდე ვამბობდი, რომ თეატრალურზე მინდოდა ჩაბარება, შემდეგ აზრი შემეცვალა და გადავწყვიტე, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, მაინცდამაინც მეტალურგიულზე, რატომ - დღემდე არ ვიცი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, ჩავაბარე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით, თუმცა ნებისყოფა არ მეყო - აღრიცხვა და კონტროლი არ მინდოდა.... ერთ დღეს ნატო ონიანს შევხვდი და ვთხოვე, ტელევიზიაში სამუშაოდ ავეყვანე. საცდელად მიმიღო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ჟურნალისტური კარიერა. ალბათ, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი ხანა, რომელიც 2003 წლის 31 ოქტომბერს დასრულდა.

- რა მოხდა ამ დღეს?

- ავარია, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ როგორც ამბობენ, სასტუმრო "აჭარასთან" შუქნიშანზე გადავდიოდი და შავი, უნომრო "ოპელ ვექტრა" დამეჯახა, რომელმაც ხილიანზე აუხვია და სამუდამოდ გაუჩინარდა. ეს შემთხვევა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, დილის 3 საათზე მოხდა. გონდაკარგული გამვლელმა ამომიცნო - ჩემი დეიდაშვილის მეგობარი აღმოჩნდა და მასვე წავუყვანივარ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. კარგა ხანს აპარატზე ვიყავი შეერთებული. მხოლოდ 21-ე დღეს აღმოუჩენიათ ექიმებს, რომ მარჯვენა ფეხი მქონდა მოტეხილი... აპარატზე მიერთებულს ყელში მილი მედგა, რომელზეც შეხორცება დაიწყო და სამი თვის შემდეგ, როცა გონზე მოვედი, მილის ამოღებისას ხორხი დამიზიანდა. დღეს ასე თუ ისე რომ ვლაპარაკობ, ეს ვახტანგ ქაცარავას გაკეთებული 7-საათიანი ოპერაციის შედეგია. ავარიის შემდეგ პირველად 2010 წელს გავიარე, ისიც - ერთი-ორი კაცის დახმარებით. მას შემდეგ ვიბრძვი... როცა ეს უბედურება დამატყდა თავს, 31-ის ვიყავი, ახლა 49 წლის ვარ.

- ექიმები რას ამბობენ?

- საზღვარგარეთის არაერთ კლინიკაში გავგზავნე მონაცემები. მეუბნებიან, რომ განკურნების შანსი მაქვს, თუმცა საამისო სახსრები არ გამაჩნდა. რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა პირადი ანგარიშიდან გადამირიცხა თანხა ვილნიუსში, აბრომიშკეს რეაბილიტაციის ცენტრში. კორონა რომ არა, მეოთხე კურსსაც ჩავიტარებდი და იქნებ ჯოხის გარეშე მომეხერხებინა სიარული - ხომ იცით, კაცი იმედით ცოცხლობს... დროდადრო საშინელი ტკივილი მაწუხებს. მეგობარმა რენტგენოლოგმა მირჩია, ურეკში, ქვიშაში, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსები ჩამეტარებინა და უკვე მეცხრე წელია, ურეკის მაგნიტით "ვსაზრდოობ", რაშიც კეთილი ადამიანები მეხმარებიან - ურეკში მასაჟის, ვარჯიშის, ფიზიოთერაპიის 16-დღიან კურსს 750 ლარად მიკეთებენ და ერთხანს ტკივილი ნაკლებად მაწუხებს. ბუნებრივია, ამით ვერ განვიკურნები, მაგრამ ურეკში ზაფხულის ერთი კურსი ჩემთვის დიდი შვებაა, მთელ წელს მიმსუბუქებს. ბოლო კურსი შარშან ამ დროს ჩავიტარე. ახლაც კეთილი ადამიანების იმედი მაქვს და ისევ ტკივილთან გასამკლავებლად ვემზადები.

საქართველოს ბანკი: GE80BG0000000125594000

მიმღები: ვასილ სილაგაძე