პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო... ჩვენი დასვენების დრო არ დადგა, თქვენი წყალობით - ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი" - ექიმის ემოციური მიმართვა
"მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო... ჩვენი დასვენების დრო არ დადგა, თქვენი წყალობით - ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი" - ექიმის ემოციური მიმართვა

კლი­ნი­კა "გორ­მე­დის" ქსე­ლის თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის და კო­ვი­დის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გია მღებ­რიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

მე­დი­კო­სი იმ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს, ვინც მთავ­რო­ბის დად­გე­ნილ რე­გუ­ლა­ცი­ებს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. რო­გორც მღებ­რიშ­ვი­ლი წერს, შე­ზღუდ­ვებს რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლია.

"მინ­და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს მივ­მარ­თო, ვინც შე­ზღუდ­ვებს აპ­რო­ტეს­ტებს. რა გჭირთ? რა ჯი­ში­სე­ბი ხართ? თქვენს და­ბა­დე­ბა­ში ნუთუ ღმერ­თი არ ურე­ვია?! იცით თუ არა, რომ ამ შე­ზღუდ­ვებ­მა რა­მო­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა და მათ შო­რის შე­საძ­ლოა შენ, ან შენი მშო­ბე­ლი, ან შენი შვი­ლი ან დედ­მა­მიშ­ვი­ლი. იცით რომ კლი­ნი­კებ­ში ად­გი­ლე­ბი ფაქ­ტი­უ­რად აღარ არის. იცით რომ პერ­სო­ნა­ლი გა­და­ი­ღა­ლა და მალე სრუ­ლად გა­მო­ეც­ლე­ბა ძალა. რად­გან ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ჩვენც ვიღ­ლე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც და უფრო მე­ტად ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

მთე­ლი ზა­ფხუ­ლი იმას ფიქ­რობთ სად გა­ა­ტა­როთ დრო. ჩვენ კი­დევ 24 სა­ა­თი ეკი­პი­რე­ბა ას­ხმუ­ლე­ბი ვცდი­ლობთ თქვენს გა­დარ­ჩე­ნას. ჩვენც გვინ­და დას­ვე­ნე­ბა. და­ვი­ღა­ლე შვი­ლე­ბის მო­ტყუ­ე­ბით, რომ ზღვა­ზე ორ კვი­რა­ში წა­ვალთ. არ დგე­ბა ეს ორი კვი­რა თქვე­ნი წყა­ლო­ბით ვი­საც არც აცრა გინ­დათ, არც ნი­ღა­ბი და რომ და­ა­ვად­დე­ბით ყვე­ლა­ზე დიდი პრე­ტენ­ზი­ე­ბიც თქვენ გაქვთ" - წერს გია მღებ­რიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 73 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
7

ნუ წუწუნებთ, ზუსტად გაჭირვებული ხალხის გატყავებით შოულობთ იმ ფულს რითაც შემდეგ გულაობთ

გივი
0

ბატონო გია ტყუილად ყაპარაკობთ მაინც არავის არაფერი ესმის ყველა თავისას უბერავს და მერე პატივისცემა და დაფასება კიარა მხოლოდ დედისგინებაა ექიმების

ავტორი:

"მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო... ჩვენი დასვენების დრო არ დადგა, თქვენი წყალობით - ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი" - ექიმის ემოციური მიმართვა

"მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ, სად გაატაროთ დრო... ჩვენი დასვენების დრო არ დადგა, თქვენი წყალობით - ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი" - ექიმის ემოციური მიმართვა

კლინიკა "გორმედის" ქსელის თერაპიული დეპარტამენტის და კოვიდის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი გია მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს.

მედიკოსი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მთავრობის დადგენილ რეგულაციებს აპროტესტებენ. როგორც მღებრიშვილი წერს, შეზღუდვებს რამდენიმე ასეული ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

"მინდა ყველა იმ ადამიანს მივმართო, ვინც შეზღუდვებს აპროტესტებს. რა გჭირთ? რა ჯიშისები ხართ? თქვენს დაბადებაში ნუთუ ღმერთი არ ურევია?! იცით თუ არა, რომ ამ შეზღუდვებმა რამოდენიმე ასეული ადამიანი გადაარჩინა და მათ შორის შესაძლოა შენ, ან შენი მშობელი, ან შენი შვილი ან დედმამიშვილი. იცით რომ კლინიკებში ადგილები ფაქტიურად აღარ არის. იცით რომ პერსონალი გადაიღალა და მალე სრულად გამოეცლება ძალა. რადგან ჩვენც ადამიანები ვართ. ჩვენც ვიღლებით ფიზიკურადაც და უფრო მეტად ფსიქოლოგიურად.

მთელი ზაფხული იმას ფიქრობთ სად გაატაროთ დრო. ჩვენ კიდევ 24 საათი ეკიპირება ასხმულები ვცდილობთ თქვენს გადარჩენას. ჩვენც გვინდა დასვენება. დავიღალე შვილების მოტყუებით, რომ ზღვაზე ორ კვირაში წავალთ. არ დგება ეს ორი კვირა თქვენი წყალობით ვისაც არც აცრა გინდათ, არც ნიღაბი და რომ დაავადდებით ყველაზე დიდი პრეტენზიებიც თქვენ გაქვთ" - წერს გია მღებრიშვილი.