პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები" - მეუფე მელქისედეკი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
"მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები" - მეუფე მელქისედეკი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე მელ­ქი­სე­დე­კი (ხა­ჩი­ძე) კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა „ფა­ი­ზე­რით“ აიც­რა. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ აც­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს აქ­ვეყ­ნებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს.

"დიდი ხა­ნია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ ჩემი აზ­რის თქვენ­თვის გა­ზი­ა­რე­ბა მსურ­და, მაგ­რამ თავს უფ­ლე­ბა ვერ მი­ვე­ცი ეს მა­ნამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, სა­ნამ თა­ვად არ ავიც­რე­ბო­დი.

პირ­და­პირ უნდა ვთქვათ - ჩვენ და­უნ­დო­ბელ ომში ვართ, რომ­ლის დრო­საც ვე­რა­გი მტე­რი სა­შუ­ა­ლოდ 50 ქარ­თველს გვიკ­ლავს ყო­ველ­დღი­უ­რად- ჩვენს ძმებ­სა და დებს, ჩვენს სის­ხლსა და ხორცს.

თა­ვად მეც მქონ­და ეს და­ა­ვა­დე­ბა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ და­მა­ვი­წყდე­ბა ის ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი, რომ­ლის გა­და­ტა­ნაც მო­მი­წია. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა ჩემ­სა­ვით ვერ გა­დარ­ჩა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის წევ­რი, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ეპის­კო­პო­სი ლა­ზა­რე სა­მად­ბე­გიშ­ვი­ლი. რო­დე­საც წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ამ სა­კი­თხებ­ზე ვმსჯე­ლობ­დით, გარ­კვე­ვით ვთქვით, რომ და­უშ­ვე­ბე­ლია და­ძა­ლე­ბა მოხ­დეს რო­მე­ლი­მე მხა­რე­ზე და ეს ასე­ცაა. ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ის კი არაა, რომ ვინ­მეს რა­ი­მე და­ვა­ძა­ლოთ, არა­მედ ის, რომ ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით, სა­მეც­ნი­ე­რო არ­გუ­მენ­ტე­ბი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წყა­რო­ე­ბის მოშ­ვე­ლი­ე­ბით მარ­ტივ ენა­ზე ავუხ­სნათ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს იმ სი­ტუ­ა­ცი­ის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით.

ამის­თვის კი უპირ­ვე­ლე­სად იმის გა­აზ­რე­ბა გვჭირ­დე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა რა­ღაც აბ­სტრაქ­ტუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნი კი არაა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ბრუნ­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, არა­მედ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სხვა ადა­მი­ან­თა- ღვთის ხატ­თა და მსგავ­სთა წი­ნა­შე გვა­კის­რია.

სულ ახ­ლა­ხანს ათო­ნის მთა­ზე გახ­ლდით, მო­ვი­ლო­ცე იქა­უ­რი მო­ნას­ტრე­ბი, ვე­სა­უბ­რე მათ წი­ნამ­ძღვრებ­სა და იქ მოღ­ვა­წე ბე­რებს, რომ­ლებ­მაც და­ა­დას­ტუ­რეს სა­მე­დი­ცი­ნო მიღ­წე­ვე­ბი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა და მი­თხრეს, რომ თა­ვა­დაც აც­რი­ლე­ბი იყ­ვნენ, რაც, ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­აა.

ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ე.წ. ან­ტი­ვაქ­სერ­თა კო­მენ­ტა­რებს და გარ­და მი­თე­ბი­სა (რომ თით­ქოს ჩვე­ნი და­ჩიპ­ვა უნ­დათ, ბლუ­თუზს და­ვი­ჭერთ და ა.შ.) ისი­ნი იმ ხაზს მიჰ­ყვე­ბი­ან, რომ თუ აც­რი­ლიც ავად­დე­ბა კო­ვი­დით, რაღა სა­ჭი­როა მისი გა­კე­თე­ბა და რომ ის­რა­ელ­ში კია ბევ­რი აც­რი­ლი, მაგ­რამ მა­ინც მა­ღა­ლი ციფ­რი ფიქ­სირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის. დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ვე­ცა­ნი ქარ­თულ თუ უცხო­ურ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს, ვე­სა­უბ­რე ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებს (რომ­ლე­ბიც რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ წარ­მა­ტე­ბით მოღ­ვა­წე­ო­ბენ) და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე დაყ­რდნო­ბით, მეც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დე­გაც კი შე­იძ­ლე­ბა კო­ვი­დით და­ვა­ვად­დეთ, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს ამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ფორ­მებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ დავ­ზო­გოთ რე­სურ­სე­ბი, და­ვეხ­მა­როთ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს და არ და­ვი­კა­ვოთ ჩვე­ნი იმ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ად­გი­ლი, რო­მელ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. იმა­ვე ის­რა­ელ­შიც კი და­ფიქ­სირ­და ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ტე­ბა, თუმ­ცა არა გარ­დაც­ვა­ლე­ბის და ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც ხომ ესაა - და­ვიც­ვათ ადა­მი­ა­ნი­სად­მი ღვთივ­ბო­ძე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლე და გა­ვუფრ­თხილ­დეთ მას. ეს კი უპირ­ვე­ლე­სად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა- ვაქ­ცი­ნა­ცია, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ჰი­გი­ე­ნა. სხვა ია­რა­ღი ამ ომში არ გვაქვს და მად­ლო­ბა უფალს, რომ ეს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მა­ინც არ­სე­ბობს საბ­რძოლ­ვე­ლად.

ქრის­ტეს­მი­ერ საყ­ვა­რე­ლო ძმა­ნო და დანო,

გთხოვთ მო­უხ­მეთ გო­ნე­ბას, ნუ აჰ­ყვე­ბით ცრუ და დამ­ღუპ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, გა­და­ა­მოწ­მეთ ყო­ვე­ლი ცნო­ბა, რო­მელ­საც ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ მი­ი­ღებთ, და­ი­ცა­ვით თქვე­ნი თა­ვე­ბი და თქვენ გარ­შე­მო მყოფ­ნი.

ბევ­რი გან­საც­დე­ლი გა­დაგ­ვი­ტა­ნია და უფ­ლის მად­ლით ამა­საც გა­და­ვი­ტანთ, მთა­ვა­რია არ დავ­კარ­გოთ ღვთის იმე­დი და გა­ვი­აზ­როთ ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც გვა­კის­რია“,-აღ­ნიშ­ნავს ეპის­კო­პო­სი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
3

მე უნდა შეგახსენოთ რომ უფლის ნებაა თქვენი ავადმყოფობაც და სხვების ამ ქვეყნიდან გასვლაც?თუ არ ეთანხმებით ?

აი მამულიშვილობა!!!
4

გაიხარე მეუფეო ასე ალალად რომ გააგებინეთ ხალხს, რომ ვაქცინაცია მავნებლობა კი არაა,არამედ შვებაა,საკუთარი თავის,ახლობლების,მეზობლების და ქვეყნისთვის.

ავტორი:

"მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები" - მეუფე მელქისედეკი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები" - მეუფე მელქისედეკი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერით“ აიცრა. ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი.

პირდაპირ უნდა ვთქვათ - ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად- ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს.

თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით.

ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა- ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია.

სულ ახლახანს ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა.

ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა - დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება- ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.

ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო,

გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი.

ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია“,-აღნიშნავს ეპისკოპოსი.