მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს - "მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არ გამოგვიყენებია"
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს - "მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არ გამოგვიყენებია"

"თუ მომ­დევ­ნო 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპი­დე­მი­ის მა­ტე­ბის იგი­ვე ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მოგ­ვი­წევს და­მა­ტე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, სა­უ­ბა­რი მი­დის იმა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ვე­ლე გა­და­წყვე­ტა, რაც ჩვენ აქამ­დე არას­დროს გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია“,- ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს.

"დღეს შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ისევ 5000-ს აჭარ­ბებს. რა თქმა უნდა, ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ობს. 7500-მდე სა­წო­ლი იქ­ნე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ყველ­დღი­უ­რად ემა­ტე­ბა სა­წო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­წო­ლე­ბის დატ­ვირ­თვა და პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თავ­სე­ბა გა­წე­რე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა. ამის რე­სურ­სი არ­სე­ბობს, სა­წოლბ­რუნ­ვა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ჰოს­პი­ტალს მიღ­მა არ დარ­ჩეს.

დღე­საც "ნიუ ვი­ჟენ­ში“ შე­ვის­წავ­ლეთ მდგო­მა­რე­ო­ბა. რა თქმა უნდა, დატ­ვირ­თუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა მაგ­რამ არა ისე­თი, რომ რო­მე­ლი­მე პა­ცი­ენტს მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრან. ჯერ ამის მმარ­თვა ხერ­ხდე­ბა.

თუ მომ­დევ­ნო 7-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეპი­დე­მი­ის მა­ტე­ბის იგი­ვე ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მოგ­ვი­წევს და­მა­ტე­ბით ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, მი­დის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რა იქ­ნე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ვე­ლე გა­და­წყვე­ტა, რაც ჩვენ აქამ­დე არას­დროს გა­მოგ­ვი­ყე­ნე­ბია“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

კი­თხვა­ზე, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ვალთ სა­ველ­ზე ჰოს­პიტ­ლებ­ზე, გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, რომ დღეს „ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია“.

"8000 არის ჩვე­ნი მაქ­სი­მუ­მი. სა­წოლ­ფონ­დის ის რა­ო­დე­ნო­ბაა, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ყოთ ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი­დან. ამას კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. დღეს ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან რთუ­ლია, წი­ნას­წარ ვა­რა­უ­დის დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მომ­დევ­ნო დღე ამის სუ­რათს აქ­ტი­უ­რად წარ­მო­ა­ჩენს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
0

აცალეთ ძილი,ჯერ ფიქრობს საველე ჰოსპიტალზე

ნინო
0

savele hospitalic rom gaxnat samedicino personali exla ar gyofnit, da mere iq vin mixedavs amden xalxs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს - "მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არ გამოგვიყენებია"

თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ საველე ჰოსპიტალების საჭიროება გახდეს - "მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არ გამოგვიყენებია"

"თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს.

"დღეს შემთხვევების რაოდენობა ისევ 5000-ს აჭარბებს. რა თქმა უნდა, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. 7500-მდე საწოლი იქნება მობილიზებული მიმდინარე 2-3 დღის განმავლობაში.

ყველდღიურად ემატება საწოლების რაოდენობა. ჯერჯერობით საწოლების დატვირთვა და პაციენტების მოთავსება გაწერების ხარჯზე ხდება. ამის რესურსი არსებობს, საწოლბრუნვა იძლევა იმის საშუალებას, რომ მძიმე პაციენტი ჰოსპიტალს მიღმა არ დარჩეს.

დღესაც "ნიუ ვიჟენში“ შევისწავლეთ მდგომარეობა. რა თქმა უნდა, დატვირთული სიტუაციაა მაგრამ არა ისეთი, რომ რომელიმე პაციენტს მიღებაზე უარი უთხრან. ჯერ ამის მმართვა ხერხდება.

თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების იგივე ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, მიდის საუბარი იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“, - აღნიშნავს გაბუნია.

კითხვაზე, თუ რა შემთხვევაში გადავალთ საველზე ჰოსპიტლებზე, გაბუნია განმარტავს, რომ დღეს „ამაზე საუბარი ძალიან რთულია“.

"8000 არის ჩვენი მაქსიმუმი. საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად წარმოაჩენს“, - აღნიშნავს გაბუნია.