კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშობლების ღალატის გამო თავს არ იკლავენ... თუმცა "ბაქარმა" თავი შეგვაძულა, მისნაირი ბევრია აქ" - მწვავე რეაქციები სკანდალურ ფინალზე, პროდიუსერისა და მსახიობის კომენტარები
"მშობლების ღალატის გამო თავს არ იკლავენ... თუმცა "ბაქარმა" თავი შეგვაძულა, მისნაირი ბევრია აქ" - მწვავე რეაქციები სკანდალურ ფინალზე, პროდიუსერისა და მსახიობის კომენტარები

პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის ჩცდ-ს მე-17 სე­ზონს მძი­მე, ტრა­გი­კუ­ლი და ემო­ცი­უ­რი ფი­ნა­ლი ჰქონ­და, რაც სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა მა­ყუ­რებ­ლამ­დე დიდი ოს­ტა­ტო­ბით მო­ი­ტა­ნა.

ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სის ოჯახ­ში, არ­ნა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, ეს მისი კონ­კუ­რენ­ტის ძა­ლის­ხმე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ ფაქ­ტმა მა­ყუ­რე­ბე­ლი აა­ღელ­ვა და ბევრ რა­მე­ზე და­ა­ფიქ­რა.

მთე­ლი დღეა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კო­მენ­ტა­რე­ბი არ წყდე­ბა:

"კა­რი­ე­რას ოჯა­ხი გა­და­ა­ყო­ლა"

"ელ­ვი­რი, რო­მე­ლიც მთე­ლი პე­რი­ო­დი ნა­მუს­გა­რე­ცხილ და ყვე­ლაფ­რისმკად­რე­ბელ ადა­მი­ა­ნად გვევ­ლი­ნე­ბო­და, ისიც კი შე­ა­წუ­ხა ბო­ლოს სინ­დის­მა და თა­ვის მარ­თლე­ბა და­ი­წყო. ბა­ქარ­ზე ამაზ­რზე­ნი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობს დე­და­მი­წა­ზე. ცხა­დია, პერ­სო­ნაჟს ვგუ­ლის­ხმობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ტა­ცე­ბა ალექ­სან­დრეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ირაკ­ლი გო­გო­ლა­ძემ გა­მო­იწ­ვია. იყო უმაგ­რე­სი, სა­ო­ცა­რი შეს­რუ­ლე­ბა, ყვე­ლა ძვა­ლი რომ გეტ­კი­ნე­ბა ისე­თი. ფეხ­ბურთშიც შეგ­ვიძ­ლია, რამე გვეშ­ვე­ლოს, თუ ენ­თუ­ზი­აზ­მით სავ­სე ხალ­ხი შე­იკ­რი­ბე­ბა, ყვე­ლა­ზე უგუ­ლო ადა­მი­ა­ნიც კი, შე­იძ­ლე­ბა აა­ტი­როს სიყ­ვა­რულ­მა. დე­დე­ბი ყვე­ლა­ზე ცოდ­ვე­ბი არი­ან, შვი­ლე­ბის ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე რომ უწევთ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა. არის რა­ღაც, რაც არ შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს აპა­ტიო და ამ რა­ღა­ცას თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჰქვია".

"ბევ­რი ბა­ქა­რი და­დის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში..."

"სე­რია მძი­მე და და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი იყო... ალ­ბათ შემ­დეგ სე­ზონ­ზე ბა­ქა­რი და­ი­პყრობს ქვე­ყა­ნას და წურ­ბე­ლა­სა­ვით და­აჯ­დე­ბა ხალ­ხს თავ­ზე"

"უძ­ლი­ე­რე­სი სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბა იყო მთე­ლი ჩცდ-ს გუნ­დი­დან. სას­წა­უ­ლად ვიგ­რძე­ნი ყვე­ლა ემო­ცია. ალექ­სან­დრეს, თა­თას შე­ცო­დე­ბა, ნი­ნას და და­თოს სი­ხა­რუ­ლი, ტა­სოს შე­ფა­რუ­ლი შური და ბა­ქა­რის მი­მართ უდი­დე­სი ზი­ზღი. მად­ლო­ბა მსა­ხი­ო­ბებს"

"აუ, რა სა­ში­ნე­ლი პერ­სო­ნა­ჟია ბა­ქა­რი, აუ­ტა­ნე­ლი, ბო­რო­ტი, ეშ­მა­კი"

"ეს ბი­ჭიც ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბია, ისე კარ­გად მო­ა­ხერ­ხა და თავი შეგ­ვა­ძუ­ლა... ერთი საყ­ვა­რე­ლი, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მებ­რძო­ლი ბუნ­ჩუ­ლა ბი­ჭი­დან ამაზ­რზენ მდი­დარ პო­ლი­ტი­კო­სად იქცა და ეს ისე ოს­ტა­ტუ­რად შეძ­ლო, აღ­მაფრ­თო­ვა­ნე­ბე­ლია.

სწო­რედ ისაა ამ სე­რი­ა­ლის ღირ­სე­ბა, რომ ყვე­ლა მოვ­ლე­ნას ეხ­მა­უ­რე­ბა, ყვე­ლა პრობ­ლე­მა დაგ­ვა­ნა­ხა თა­ვი­სე­ბუ­რად და მა­ყუ­რებ­ლის თვა­ლით შო­რი­დან შეგ­ვა­ხე­და, რო­გორ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რა რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადა­მი­ან­თა ყვე­ლა ფე­ნაა გა­შუ­ქე­ბუ­ლი, ვინ რითი სულ­დგმუ­ლობს".

"ალექ­სან­დრეს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გა­მა­ნად­გუ­რა, ყვე­ლა ემო­ცია იმ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად გად­მოს­ცა, რომ ეკ­რანს მიღ­მაც ვიგ­რძე­ნი... უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი იყო. პი­რად ამ­ბი­ცი­ებს გა­და­ყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნო­ბა და მოყ­ვა­სის სიყ­ვა­რუ­ლი... ამ სე­რი­ა­ში სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა ვი­ხი­ლეთ!"

"ბა­ქა­რა: პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა პო­ლი­ტი­კის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ეგ ბიჭი რომ გა­მოჩ­ნდა, ეგ­რე­ვე მივ­ხვდი, თავს რომ მო­იკ­ლავ­და"

"ამ ბი­ჭის სიკ­ვდილს მხო­ლოდ მშობ­ლებს ვერ და­ვაბ­რა­ლებ, სა­ნამ ღა­ლა­ტი გა­სა­ჯა­როვ­დე­ბო­და, ის უკვე აგ­რე­სი­უ­ლი, ჩა­კე­ტი­ლი და უკონ­ტაქ­ტო იყო, სა­კუ­თა­რი თა­ვის კომ­პლექ­სე­ბით. ის რომ გეი იყო, შე­ეძ­ლო დე­დის­თვის გა­ემ­ხი­ლა და აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­გებ­და. ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გაზ­რდი­ლი გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ბიჭი, რო­მელ­საც ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ქონ­და, ამე­რი­კა­ში შე­ეძ­ლო კა­რი­ე­რის აწყო­ბა და უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­ერ­თოდ "და­ე­კი­და” მა­მის პო­ლი­ტი­კო­სო­ბა ან რა იყო ამა­ში ტრა­გი­კუ­ლი. მშობ­ლე­ბის ღა­ლა­ტის გა­მოც თავს არა­ვინ იკ­ლავს. გა­მო­სა­ვა­ლი ყვე­ლაფ­რი­დან არ­სე­ბობს, მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა. თვით­მკვლე­ლო­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის!"

AMBEBI.GE ჩცდ-ს პრო­დი­უ­სერს ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძეს ესა­უბ­რა:

"ვფიქ­რობ, ტრა­დი­ცია გაგ­რძელ­და და ჩცდ-მ კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ღრმად და ემო­ცი­უ­რად აჩ­ვე­ნა მა­ყუ­რე­ბელს თუ სად ვცხოვ­რობთ, რა ვი­თა­რე­ბა­ში უწევს ქვე­ყა­ნას, მო­სახ­ლე­ო­ბას დღეს­დღე­ო­ბით ცხოვ­რე­ბა. ვფიქ­რობ, შთამ­ბეჭ­და­ო­ბაც ზუს­ტად იმა­ზე იყო მიბ­მუ­ლი, რამ­დე­ნად მძაფ­რია ის ემო­ცი­ე­ბი, რა­საც რე­ა­ლურ ცხივ­რე­ბა­ში გან­ვიც­დით და ვა­წყდე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­აქ­ცია, რაც მი­ვი­ღეთ, არის დრა­მა­ტუ­ლი და შე­ა­ბა­მი­სად, დრა­მა­ტუ­ლი იყო სე­ზო­ნის და­სას­რუ­ლიც.

მა­ყუ­რე­ბელს მინ­და ვუ­თხრა, რომ ეთერ­ში ძა­ლი­ან მალე, 18 სექ­ტემ­ბერს დავ­ბრუნ­დე­ბით. იმე­დია, მა­ყუ­რებ­ლის­განც შე­სა­ბა­მი­სად ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბა არ მოგ­ვაკ­ლდე­ბა, რაც აქამ­დე გვქონ­და. ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ვაგ­რძე­ლოთ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა".

AMBEBI.GE ეცა­და, სა­ფი­ნა­ლო სე­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს და­კავ­ში­რე­ბო­და, თუმ­ცა გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მხო­ლოდ ნიკა ქავ­თა­რა­ძე დაგ­ვთან­ხმდა.

ნიკა ქავ­თა­რა­ძე, ელ­ვი­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი:

- თვე-ნა­ხე­ვა­რი მა­ინც არის გა­სუ­ლი მას მერე, რაც ბოლო რამ­დე­ნი­მე სე­რი­ის სცე­ნა­რი და­ი­წე­რა და წა­კი­თხუ­ლიც მქონ­და. წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე შოკ­ში ვი­ყა­ვი. ბოლო სცე­ნა ჩემი პერ­სო­ნა­ჟის­თვის, ელ­ვი­რის­თვი­საც, ამ ნა­ძი­რა­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. არ ჰქონ­და გათ­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­გე­დი­ის ასე­თი მას­შტა­ბი. შემ­ზა­რა­ვი აღ­მოჩ­ნდა ის ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­საც არ აქვს მო­რა­ლი, ამო­რა­ლუ­რი ტი­პია. ეს ფაქ­ტი კი მას რა­ღაც­ნა­ი­რად ადა­მი­ა­ნურ ჩარ­ჩო­ებ­ში ტო­ვებს.

ასეთ უმ­ძი­მეს მო­მენ­ტში ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლია, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ნიც­დის, ნერ­ვი­უ­ლობს, ეს არ მინ­დო­და, არ გვქონ­და გეგ­მა­შიო. თა­ვის­თა­ვად ბა­ქა­რის მიზ­ნე­ბი, მისი ამო­რა­ლუ­რო­ბა სულ ბოლო ნა­წილ­ში ჩანს. ზო­გა­დად კი ქეთი დევ­და­რი­ა­ნის, სცე­ნა­რის­ტის გე­ნი­ა­ლუ­რო­ბა იმა­შია, რომ დრა­მა­ტურ­გი­ის აღ­ქმის უნი­კა­ლუ­რი უნა­რი აქვს. როცა ამ­ბო­ბენ, რომ ამ სე­რი­ალ­სა და რე­ა­ლო­ბას შო­რის რა­ღაც პა­რა­ლე­ლე­ბი არ­სე­ბობს, ეს პოს­ტფაქ­ტუმ არას­დროს არის. ყვე­ლა­ფე­რი ყო­ველ­თვის უფრო ად­რეა და­წე­რი­ლი.

ის, რომ ტრა­გე­დი­ის მთა­ვა­რი წყა­რო და მი­ზე­ზი უტიფ­რად უსამ­ძიმ­რებს გა­ნად­გუ­რე­ბულ ადა­მი­ანს, ასე­თი რამ ჩვენ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი თვის წინ ვნა­ხეთ, თუმ­ცა იმის თქმა მინ­და და ვი­მე­ო­რებ, რომ რაც ბოლო სე­რი­ა­ლი ვი­ხი­ლეთ, ბევ­რად ადრე იყო და­წე­რი­ლი. ხოლო პირ­და­პი­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი ვის რაზე უჩ­ნდე­ბა, ეს სხვა სა­კი­თხია. თუმ­ცა მო­მენ­ტებ­ში ადა­მი­ა­ნუ­რი ხა­სი­ა­თე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ქე­თიმ ყო­ველ­თვის იცის. ამი­ტომ არის ასე­თი მა­გა­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე დრა­მა­ტურ­გებ­ში, მწერ­ლებ­ში! ყვე­ლა სე­რი­ის წა­კი­თხვა ჩემ­თვის დიდი ემო­ცი­აა.

- სე­რი­ა­ლის ბოლო სე­რია ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო...

- კი, ასეა - მთა­ვა­რი გმი­რე­ბი, მათი ოჯა­ხის ის­ტო­რე­ბი და ახა­ლი სე­ზო­ნი აშ­კა­რად სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბით და­ი­წყე­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც ისე დას­რულ­და, ეგეც სხვა სტარტს აი­ღებს...

- ელ­ვი­რის შე­სა­ხებ რა პროგ­ნო­ზი გაქვს?

- მარ­თლა არ ვიცი, რო­გო­რი პერ­სო­ნა­ჟი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. არა მგო­ნია, სა­ბო­ლო­ოდ კე­თილ კა­ცად მოგ­ვევ­ლი­ნოს. ვნა­ხოთ, და­ვე­ლო­დოთ მე-18 სე­ზონს. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მას დიდი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, მათ შო­რის, ბა­ქა­რის შე­სა­ხებ. ბოლო რამ­დე­ნი­მე სე­რი­ა­ში მის მი­მართ რა­ღა­ცებს გა­მო­ხა­ტავ­და კი­დეც, ნე­ტავ, დრო მომ­ცა შენი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვი­სო... მოკ­ლედ, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ბევ­რი ახა­ლი ამ­ბის­თვის ნი­ა­და­გი ამ ფი­ნა­ლის გამო კარ­გად არის შემ­ზა­დე­ბუ­ლი. ვინც ამ სე­რი­ალს ერ­თგუ­ლად უყუ­რებს, ამის ყვე­ლას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს. მათ შო­რის, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სე­რი­ალ­ში თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტე­ბი ჰყავთ.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თხელ წა­მი­კი­თხავს ასე­თი კო­მენ­ტა­რი - "ტი­პე­ბი „სან­ტა ბარ­ბა­რას“ იღე­ბენ და ხალ­ხი მა­ინც უყუ­რებ­სო"... ზოგს ასე­თი შე­ფა­სე­ბა აქვს...

- არ არის პრობ­ლე­მა, "სან­ტა ბარ­ბა­რას­თვის" ჩცდ-ს შე­და­რე­ბა არ არის მი­ნუ­სი. საქ­მე იმა­შია, რომ ამ სე­რი­ალ­ში თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ყვე­ლა სე­ზონ­ში რა­ღაც მთა­ვა­რი ახა­ლი ხაზი ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ ვი­თა­დე­ბა, ზოგ­ჯერ - სი­ახ­ლე ემა­ტე­ბა. ეს არის მუდ­მი­ვად სი­ცო­ცხლის უნა­რი­ა­ნი პრო­ექ­ტი და არა სე­რი­ა­ლის ავ­ტო­რე­ბის, შემ­ქმნე­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბა... უბ­რა­ლოდ, ესა თუ ის ამ­ბა­ვი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის და ამი­ტო­მაც ცო­ცხლობს ამ­დე­ნი წელი. ამი­ტომ, მას „სან­ტა ბარ­ბა­რას“ შე­ა­და­რე­ბენ და თუ რა­ი­მე სხვას, ეს უკვე მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. „სან­ტა ბარ­ბა­რაც“ თა­ვის­თა­ვად სა­კულ­ტო სე­რი­ა­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი უყუ­რებ­დნენ მას და უყუ­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. არის სე­რი­ა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გას­ვე­ნებს, მშვიდ, იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­ცხოვ­რებს და იქა­უ­რი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბის ყუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც შენ პრობ­ლე­მებ­თან ისე­თი მცი­რეა, რომ სწო­რედ ეს გსი­ა­მოვ­ნებს, რაც მისი წარ­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია.

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სხვა ტი­პი­საა. ყო­ველ­თვის მიკ­ვირს, როცა მისი მი­სა­მარ­თით რა­ი­მე პრე­ტენ­ზი­ას ვის­მენ, რად­გან ეს არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ შეკ­რე­ბი­ლი ფუ­ლით წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რომ ყვე­ლა ჯგუ­ფის ინ­ტე­რე­სე­ბი იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ამას ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან, წყვე­ტენ ტრენ­დე­ბის მი­ხედ­ვით. ამი­ტო­მა­ცაა ხან მეგ­რე­ლე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, ხან ვა­კე­ლე­ბი, ქარ­თლე­ლე­ბი, ხან უნა­მუ­სო ხალ­ხი და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი...

ბოლო სე­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის იყო, ჩვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, ოჯა­ხებ­მა თუ რო­გორ აღიქ­ვეს ეს მძი­მე ფაქ­ტი. თუნ­დაც რა რე­აქ­ცია ჰქონ­და და­თო­სა და ნი­ნას ოჯახს, რომ­ლე­ბიც თა­ვა­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ. არა­და, ოჯა­ხი ახ­ლო­ბე­ლის, ძი­ძის შვი­ლის ვი­დეო გა­მოქ­ვეყ­ნდა...

- ელ­ვი­რის პერ­სო­ნა­ჟი ისე მო­ირ­გე, მგო­ნი, ამ სუ­პერ­ნა­ძირ­ლის როლი ასე კარ­გად ბევრ მსა­ხი­ობ­საც არ გა­მო­უ­ვი­დო­და. შენი პერ­სო­ნა­ჟი ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რე­ბე­ლია.

- დიდი მად­ლო­ბა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს გა­მოწ­ვე­ვა. მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლას, ვინც ეს გა­მო­იწ­ვია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვფიქ­რობ, რომ ეს მთლი­ა­ნი გუნ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა - ქე­თის, ირაკ­ლი საღ­ნა­ძის, რე­ჟი­სო­რე­ბის და მთე­ლი ჯგუ­ფის.

იმ წა­მი­დან რაც ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ვი­ღე, ჩემი სა­ფიქ­რა­ლის მი­ნი­მუმ ნა­ხე­ვა­რი ამ როლ­მა და­ი­კა­ვა.

მად­ლო­ბა ყვე­ლას და გა­მორ­ჩე­უ­ლად მა­ყუ­რე­ბელს!

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პეტრე
14

სერიოზული სერიალია სცენარებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია მსახიობების შესრულების მაღალი პროფესიული დონე (ძირითადად). სასიამოვნო საყურებელია, რადგან ჩვენ ყოვედღუორობას კარგად გადმოცემს. სეზონურად, რომ წყდება მოუთმენლად ველოდები ჩვენების განახლებას.

ბრავო დამდგელ ჯგუფს და მსახიობთა დასს!

manana
0

როგორც კომენტარებს და ფოტოებს შევატყვე, სერიალის სცენარი და მსახიობების ოსტატობა "მაღალპროფესიული" უნდა იყოს.

ავტორი:

"მშობლების ღალატის გამო თავს არ იკლავენ... თუმცა "ბაქარმა" თავი შეგვაძულა, მისნაირი ბევრია აქ" - მწვავე რეაქციები სკანდალურ ფინალზე, პროდიუსერისა და მსახიობის კომენტარები

"მშობლების ღალატის გამო თავს არ იკლავენ... თუმცა "ბაქარმა" თავი შეგვაძულა, მისნაირი ბევრია აქ" - მწვავე რეაქციები სკანდალურ ფინალზე, პროდიუსერისა და მსახიობის კომენტარები

პოპულარული სერიალის ჩცდ-ს მე-17 სეზონს მძიმე, ტრაგიკული და ემოციური ფინალი ჰქონდა, რაც სერიალის გადამღებმა ჯგუფმა მაყურებლამდე დიდი ოსტატობით მოიტანა.

ერთ-ერთი პოლიტიკოსის ოჯახში, არნახული ადამიანური ტრაგედია დატრიალდა, რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მისი კონკურენტის ძალისხმევით განხორციელდა. ამ ფაქტმა მაყურებელი ააღელვა და ბევრ რამეზე დააფიქრა.

მთელი დღეა, სოციალურ ქსელში კომენტარები არ წყდება:

"კარიერას ოჯახი გადააყოლა"

"ელვირი, რომელიც მთელი პერიოდი ნამუსგარეცხილ და ყველაფრისმკადრებელ ადამიანად გვევლინებოდა, ისიც კი შეაწუხა ბოლოს სინდისმა და თავის მართლება დაიწყო. ბაქარზე ამაზრზენი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე. ცხადია, პერსონაჟს ვგულისხმობ. განსაკუთრებული აღტაცება ალექსანდრეს როლის შემსრულებელმა, ირაკლი გოგოლაძემ გამოიწვია. იყო უმაგრესი, საოცარი შესრულება, ყველა ძვალი რომ გეტკინება ისეთი. ფეხბურთშიც შეგვიძლია, რამე გვეშველოს, თუ ენთუზიაზმით სავსე ხალხი შეიკრიბება, ყველაზე უგულო ადამიანიც კი, შეიძლება აატიროს სიყვარულმა. დედები ყველაზე ცოდვები არიან, შვილების ჩადენილ დანაშაულზე რომ უწევთ პასუხების გაცემა. არის რაღაც, რაც არ შეიძლება საყვარელ ადამიანს აპატიო და ამ რაღაცას თავმოყვარეობა ჰქვია".

"ბევრი ბაქარი დადის დღეს საქართველოში..."

"სერია მძიმე და დამაფიქრებელი იყო... ალბათ შემდეგ სეზონზე ბაქარი დაიპყრობს ქვეყანას და წურბელასავით დააჯდება ხალხს თავზე"

"უძლიერესი სამსახიობო შესრულება იყო მთელი ჩცდ-ს გუნდიდან. სასწაულად ვიგრძენი ყველა ემოცია. ალექსანდრეს, თათას შეცოდება, ნინას და დათოს სიხარული, ტასოს შეფარული შური და ბაქარის მიმართ უდიდესი ზიზღი. მადლობა მსახიობებს"

"აუ, რა საშინელი პერსონაჟია ბაქარი, აუტანელი, ბოროტი, ეშმაკი"

"ეს ბიჭიც ძალიან კარგი მსახიობია, ისე კარგად მოახერხა და თავი შეგვაძულა... ერთი საყვარელი, სიყვარულისთვის მებრძოლი ბუნჩულა ბიჭიდან ამაზრზენ მდიდარ პოლიტიკოსად იქცა და ეს ისე ოსტატურად შეძლო, აღმაფრთოვანებელია.

სწორედ ისაა ამ სერიალის ღირსება, რომ ყველა მოვლენას ეხმაურება, ყველა პრობლემა დაგვანახა თავისებურად და მაყურებლის თვალით შორიდან შეგვახედა, როგორ საზოგადოებაში, რა რეალობაში ვცხოვრობთ. აბსოლუტურად ადამიანთა ყველა ფენაა გაშუქებული, ვინ რითი სულდგმულობს".

"ალექსანდრეს როლის შემსრულებელმა გამანადგურა, ყველა ემოცია იმდენად რეალურად გადმოსცა, რომ ეკრანს მიღმაც ვიგრძენი... უმძიმესი კადრები იყო. პირად ამბიციებს გადაყოლილი ადამიანობა და მოყვასის სიყვარული... ამ სერიაში სამწუხარო რეალობა ვიხილეთ!"

"ბაქარა: პირველი მკვლელობა პოლიტიკისკენ მიმავალ გზაზე. ეგ ბიჭი რომ გამოჩნდა, ეგრევე მივხვდი, თავს რომ მოიკლავდა"

"ამ ბიჭის სიკვდილს მხოლოდ მშობლებს ვერ დავაბრალებ, სანამ ღალატი გასაჯაროვდებოდა, ის უკვე აგრესიული, ჩაკეტილი და უკონტაქტო იყო, საკუთარი თავის კომპლექსებით. ის რომ გეი იყო, შეეძლო დედისთვის გაემხილა და აუცილებლად გაუგებდა. ფუფუნებაში გაზრდილი გათამამებული ბიჭი, რომელსაც ბევრი შესაძლებლობები ქონდა, ამერიკაში შეეძლო კარიერის აწყობა და უზრუნველი ცხოვრება. საერთოდ ,,დაეკიდა” მამის პოლიტიკოსობა ან რა იყო ამაში ტრაგიკული. მშობლების ღალატის გამოც თავს არავინ იკლავს. გამოსავალი ყველაფრიდან არსებობს, მთავარი მონდომებაა. თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის!"

AMBEBI.GE ჩცდ-ს პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:

"ვფიქრობ, ტრადიცია გაგრძელდა და ჩცდ-მ კიდევ ერთხელ ძალიან ღრმად და ემოციურად აჩვენა მაყურებელს თუ სად ვცხოვრობთ, რა ვითარებაში უწევს ქვეყანას, მოსახლეობას დღესდღეობით ცხოვრება. ვფიქრობ, შთამბეჭდაობაც ზუსტად იმაზე იყო მიბმული, რამდენად მძაფრია ის ემოციები, რასაც რეალურ ცხივრებაში განვიცდით და ვაწყდებით. აქედან გამომდინარე, რეაქცია, რაც მივიღეთ, არის დრამატული და შეაბამისად, დრამატული იყო სეზონის დასასრულიც.

მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ეთერში ძალიან მალე, 18 სექტემბერს დავბრუნდებით. იმედია, მაყურებლისგანც შესაბამისად ისეთივე სიყვარული, ყურადღება არ მოგვაკლდება, რაც აქამდე გვქონდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტრადიციულად გავაგრძელოთ მაღალხარისხიანი პროდუქციის შექმნა".

AMBEBI.GE ეცადა, საფინალო სერიაში მონაწილე მსახიობებს დაკავშირებოდა, თუმცა გასაუბრებაზე მხოლოდ ნიკა ქავთარაძე დაგვთანხმდა.

ნიკა ქავთარაძე, ელვირის როლის შემსრულებელი:

- თვე-ნახევარი მაინც არის გასული მას მერე, რაც ბოლო რამდენიმე სერიის სცენარი დაიწერა და წაკითხულიც მქონდა. წაკითხვისთანავე შოკში ვიყავი. ბოლო სცენა ჩემი პერსონაჟისთვის, ელვირისთვისაც, ამ ნაძირალისთვის მოულოდნელი იყო. არ ჰქონდა გათვლილი ადამიანური ტრაგედიის ასეთი მასშტაბი. შემზარავი აღმოჩნდა ის ყველაფერი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს მორალი, ამორალური ტიპია. ეს ფაქტი კი მას რაღაცნაირად ადამიანურ ჩარჩოებში ტოვებს.

ასეთ უმძიმეს მომენტში ძალიან დაბნეულია, არაადეკვატურია, რაღაცნაირად განიცდის, ნერვიულობს, ეს არ მინდოდა, არ გვქონდა გეგმაშიო. თავისთავად ბაქარის მიზნები, მისი ამორალურობა სულ ბოლო ნაწილში ჩანს. ზოგადად კი ქეთი დევდარიანის, სცენარისტის გენიალურობა იმაშია, რომ დრამატურგიის აღქმის უნიკალური უნარი აქვს. როცა ამბობენ, რომ ამ სერიალსა და რეალობას შორის რაღაც პარალელები არსებობს, ეს პოსტფაქტუმ არასდროს არის. ყველაფერი ყოველთვის უფრო ადრეა დაწერილი.

ის, რომ ტრაგედიის მთავარი წყარო და მიზეზი უტიფრად უსამძიმრებს განადგურებულ ადამიანს, ასეთი რამ ჩვენ რეალურ ცხოვრებაში ერთი თვის წინ ვნახეთ, თუმცა იმის თქმა მინდა და ვიმეორებ, რომ რაც ბოლო სერიალი ვიხილეთ, ბევრად ადრე იყო დაწერილი. ხოლო პირდაპირი ასოციაციები ვის რაზე უჩნდება, ეს სხვა საკითხია. თუმცა მომენტებში ადამიანური ხასიათების გამოვლენა, რა შეიძლება მოხდეს, ქეთიმ ყოველთვის იცის. ამიტომ არის ასეთი მაგარი და თანამედროვე დრამატურგებში, მწერლებში! ყველა სერიის წაკითხვა ჩემთვის დიდი ემოციაა.

- სერიალის ბოლო სერია ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო...

- კი, ასეა - მთავარი გმირები, მათი ოჯახის ისტორები და ახალი სეზონი აშკარად სხვა მოცემულობით დაიწყება. პოლიტიკური სიტუაციაც ისე დასრულდა, ეგეც სხვა სტარტს აიღებს...

- ელვირის შესახებ რა პროგნოზი გაქვს?

- მართლა არ ვიცი, როგორი პერსონაჟი შეიძლება გახდეს. არა მგონია, საბოლოოდ კეთილ კაცად მოგვევლინოს. ვნახოთ, დაველოდოთ მე-18 სეზონს. თუმცა ფაქტია, რომ მას დიდი ინფორმაცია აქვს, მათ შორის, ბაქარის შესახებ. ბოლო რამდენიმე სერიაში მის მიმართ რაღაცებს გამოხატავდა კიდეც, ნეტავ, დრო მომცა შენი განადგურებისთვისო... მოკლედ, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ბევრი ახალი ამბისთვის ნიადაგი ამ ფინალის გამო კარგად არის შემზადებული. ვინც ამ სერიალს ერთგულად უყურებს, ამის ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებსაც სერიალში თავისი ფავორიტები ჰყავთ.

- სოციალურ ქსელში არაერთხელ წამიკითხავს ასეთი კომენტარი - "ტიპები „სანტა ბარბარას“ იღებენ და ხალხი მაინც უყურებსო"... ზოგს ასეთი შეფასება აქვს...

- არ არის პრობლემა, "სანტა ბარბარასთვის" ჩცდ-ს შედარება არ არის მინუსი. საქმე იმაშია, რომ ამ სერიალში თუ დააკვირდებით, ყველა სეზონში რაღაც მთავარი ახალი ხაზი ჩნდება, რომელიც ზოგჯერ ვითადება, ზოგჯერ - სიახლე ემატება. ეს არის მუდმივად სიცოცხლის უნარიანი პროექტი და არა სერიალის ავტორების, შემქმნელების დაჟინება... უბრალოდ, ესა თუ ის ამბავი სხვადასხვა მიმართულებით მიდის და ამიტომაც ცოცხლობს ამდენი წელი. ამიტომ, მას „სანტა ბარბარას“ შეადარებენ და თუ რაიმე სხვას, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. „სანტა ბარბარაც“ თავისთავად საკულტო სერიალია. ადამიანები უყურებდნენ მას და უყურებდნენ საქართველოშიც. არის სერიალები, რომლებიც გასვენებს, მშვიდ, იდეალურ სამყაროში გაცხოვრებს და იქაური მინიმალისტური პრობლემების ყურება, რომლებიც შენ პრობლემებთან ისეთი მცირეა, რომ სწორედ ეს გსიამოვნებს, რაც მისი წარმატების საფუძველია.

"ჩემი ცოლის დაქალები" სხვა ტიპისაა. ყოველთვის მიკვირს, როცა მისი მისამართით რაიმე პრეტენზიას ვისმენ, რადგან ეს არ არის საზოგადოების მიერ შეკრებილი ფულით წარმოებული პროდუქცია, რომ ყველა ჯგუფის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. ამას ადამიანები ქმნიან, წყვეტენ ტრენდების მიხედვით. ამიტომაცაა ხან მეგრელები აქტიურდებიან, ხან ვაკელები, ქართლელები, ხან უნამუსო ხალხი და მოღალატეები...

ბოლო სერიაში მნიშვნელოვანი ის იყო, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ოჯახებმა თუ როგორ აღიქვეს ეს მძიმე ფაქტი. თუნდაც რა რეაქცია ჰქონდა დათოსა და ნინას ოჯახს, რომლებიც თავადაც მნიშვნელოვანი საკითხის მოლოდინში იყვნენ. არადა, ოჯახი ახლობელის, ძიძის შვილის ვიდეო გამოქვეყნდა...

- ელვირის პერსონაჟი ისე მოირგე, მგონი, ამ სუპერნაძირლის როლი ასე კარგად ბევრ მსახიობსაც არ გამოუვიდოდა. შენი პერსონაჟი ძალიან დამაჯერებელია.

- დიდი მადლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს გამოწვევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეს გამოიწვია ჩემს ცხოვრებაში. ვფიქრობ, რომ ეს მთლიანი გუნდის დამსახურებაა - ქეთის, ირაკლი საღნაძის, რეჟისორების და მთელი ჯგუფის.

იმ წამიდან რაც ეს შემოთავაზება მივიღე, ჩემი საფიქრალის მინიმუმ ნახევარი ამ როლმა დაიკავა.

მადლობა ყველას და გამორჩეულად მაყურებელს!