პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს
"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს

ბორ­ჯომ­ში გუ­შინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს, ბე­რია.

სქი­მა­ში აღ­კვე­ცი­ლი ბერი 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ან­ტონ მა­ი­სუ­რა­ძეა. ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი ბე­რად აღ­კვე­ცის შემ­დგომ, თავ­და­პირ­ვე­ლად, წალ­კის ეპარ­ქი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ამ ეტაპ­ზე რო­მელ ეპარ­ქი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და მო­ნას­ტერ­ში, და­ზუს­ტე­ბით არ იცი­ან, თუმ­ცა, ბორ­ჯომს ხში­რად სტუმ­რობ­და.

მოკ­ლუ­ლი ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძის ახ­ლობ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ი­სუ­რა­ძე­სა და ნამ­გა­ლა­ძეს შო­რის უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და, რაც მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

"მოკ­ლულ ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძეს და ბრალ­დე­ბულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს ერ­თმა­ნეთ­თან საკ­მა­ოდ კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ, ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ახ­ლობ­ლობ­დნენ და ხში­რად სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ერ­თა­დაც ჩნდე­ბოდ­ნენ.

ან­ტონ მა­ი­სუ­რა­ძე და ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძე

მკვლე­ლო­ბის ღა­მეს არა­ნა­ირ "გარ­ჩე­ვებს" და კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. გვი­ან ღა­მემ­დე ახ­ლობ­ლე­ბი ლი­კან­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძეს­თან სახ­ლში, საკ­მა­ოდ გვი­ან და­ი­შალ­ნენ. ამ­ბო­ბენ, რომ იმ ღა­მით ნამ­გა­ლა­ძეს და მა­მა­ოს რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­დათ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და კა­მა­თი მო­უ­ვი­დათ, ამის შემ­დეგ ბორ­ჯომ­ში, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს.

მათ მო­უ­ვი­დათ კონ­ფლიქ­ტი, რო­გორც ვი­ცით, ლე­ვან­მაც ის­რო­ლა, თუმ­ცა სრო­ლის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა და ამის შემ­დეგ მას მი­ა­ყე­ნა ბრალ­დე­ბულ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რო­გორც ვი­ცით, არ­ტე­რია ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლი და­კარ­გა" - აცხა­დებს Ambebi.ge-სთან მოკ­ლუ­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ლე­ვან ნამ­გა­ლა­ძე

ბორ­ჯო­მე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ამ­დე მძი­მედ დაჭ­რი­ლი ნამ­გა­ლა­ძე სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრალ­დე­ბულ­მა თა­ვად მი­იყ­ვა­ნა.

"რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ხდე­ბა და ცე­ცხლსას­რო­ლი თუ სხვა ტი­პის ია­რა­ღით ერ­თმა­ნეთს სა­სიკ­ვდი­ლოდ იმე­ტე­ბენ, ამ დროს გა­და­სარ­ჩე­ნად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არა­ვინ მიჰ­ყავთ. აბ­სურ­დია ეგ ვერ­სია, თით­ქოს, ბორ­ჯომ­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა ხდე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­ნიშ­ნულ სა­სუ­ლი­ე­რო პირს, იგი წარ­მო­შო­ბით ბორ­ჯო­მე­ლია, ჯერ წალ­კა­ში იყო, სა­დაც, რო­გორც ვი­ცით, მისი მო­ძღვა­რი მსა­ხუ­რობ­და, ახლა რო­მელ ეპარ­ქი­ა­ში ირი­ცხე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად, არ ვი­ცით, მაგ­რამ ბორ­ჯომ­ში ხში­რად იყო, მამა აქა­უ­რი ჰყავს. ლე­ვან­თან და მის მე­გობ­რებ­თა­ნაც ახ­ლობ­ლობ­და და მათ­თან ხში­რად ვხე­დავ­დით. ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ამ­გვა­რი კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და და ასე­თი შე­დე­გით დას­რულ­დე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, თით­ქოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რიც, მა­ი­სუ­რა­ძეც ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო ბე­რად აღ­კვე­ცამ­დე, მაგ­რამ რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია, ვერ გე­ტყვით, სხვა დე­ტა­ლებ­ზეც და­მა­ტე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით“, - ამ­ბობს Ambebi.ge-ს რეს­პონ­ტენ­ტი.

სა­პატ­რი­არ­ქო­ში ადას­ტუ­რე­ბენ, რომ საქ­მე­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლია წალ­კის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ბერი ან­ტო­ნია (მა­ი­სუ­რა­ძეა). სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტონ მა­ი­სუ­რა­ძემ რამ­დე­ნი­მე წე­ლია თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა მო­ნას­ტე­რი.

"ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გუ­შინ ბორ­ჯომ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლია წალ­კის მა­მა­თა მო­ნას­ტრის ბერი ან­ტო­ნი (მა­ი­სუ­რა­ძე). იგი წალ­კის სო­ფელ ბერ­თას მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში 2008 წლი­დან მსა­ხუ­რობ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წე­ლია თვით­ნე­ბუ­რად და­ტო­ვა მო­ნას­ტე­რი და ცხოვ­რობ­და შინ. ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ბერი ან­ტო­ნი ნამ­დვი­ლად იყო და­ბა­რე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვა­ზე. მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ ბორ­ჯომ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 6 აგ­ვის­ტოს, ბორ­ჯომ­ში, ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა­ზე, ბრალ­დე­ბულ­სა და 1984 წელს და­ბა­დე­ბულ, წარ­სულ­ში მრა­ვალ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ ლ.ნ.-ს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი, რა დრო­საც ლ.ნ.-მ ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა, ხოლო ბრალ­დე­ბულ­მა მას ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მის­ვლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.მ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ღე­ბუ­ლია "АК 74"-ის მო­დე­ლის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
0

ძალიან მძიმე სულიერო მდგომარეობაა ერში. 

:)))
0

რაც ერი ის ბერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს

"ლევანს და ანტონს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ... კამათი მოსვლიათ, "გარჩევები" არ ყოფილა" - ვინ არის ბერი, რომელიც ბორჯომში მკვლელობისთვის დააკავეს

ბორჯომში გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს, ბერია.

სქიმაში აღკვეცილი ბერი 1986 წელს დაბადებული ანტონ მაისურაძეა. ბრალდებულის ახლობლების ინფორმაციით, იგი ბერად აღკვეცის შემდგომ, თავდაპირველად, წალკის ეპარქიაში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე რომელ ეპარქიაში ირიცხებოდა მონასტერში, დაზუსტებით არ იციან, თუმცა, ბორჯომს ხშირად სტუმრობდა.

მოკლული ლევან ნამგალაძის ახლობლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მომხდარი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, მაისურაძესა და ნამგალაძეს შორის უთანხმოება მოხდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.

"მოკლულ ლევან ნამგალაძეს და ბრალდებულ სასულიერო პირს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახლობლობდნენ და ხშირად სხვადასხვა ადგილზე ერთადაც ჩნდებოდნენ.

ანტონ მაისურაძე და ლევან ნამგალაძე

მკვლელობის ღამეს არანაირ "გარჩევებს" და კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. გვიან ღამემდე ახლობლები ლიკანში იმყოფებოდნენ ლევან ნამგალაძესთან სახლში, საკმაოდ გვიან დაიშალნენ. ამბობენ, რომ იმ ღამით ნამგალაძეს და მამაოს რამდენჯერმე ჰქონდათ სატელეფონო საუბარი და კამათი მოუვიდათ, ამის შემდეგ ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე შეხვდნენ ერთმანეთს.

მათ მოუვიდათ კონფლიქტი, როგორც ვიცით, ლევანმაც ისროლა, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა და ამის შემდეგ მას მიაყენა ბრალდებულმა სხეულის დაზიანებები, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა. როგორც ვიცით, არტერია ჰქონდა დაზიანებული და საავადმყოფოში მიყვანამდე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა" - აცხადებს Ambebi.ge-სთან მოკლულისა და ბრალდებულის ახლობელი.

ლევან ნამგალაძე

ბორჯომელების ინფორმაციით, საავადმყოფოს ტერიტორიამდე მძიმედ დაჭრილი ნამგალაძე სავარაუდოდ, ბრალდებულმა თავად მიიყვანა.

"როდესაც კრიმინალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ხდება და ცეცხლსასროლი თუ სხვა ტიპის იარაღით ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ, ამ დროს გადასარჩენად საავადმყოფოში არავინ მიჰყავთ. აბსურდია ეგ ვერსია, თითქოს, ბორჯომში გავლენების გადანაწილება ხდებოდა. რაც შეეხება აღნიშნულ სასულიერო პირს, იგი წარმოშობით ბორჯომელია, ჯერ წალკაში იყო, სადაც, როგორც ვიცით, მისი მოძღვარი მსახურობდა, ახლა რომელ ეპარქიაში ირიცხება ოფიციალურად, არ ვიცით, მაგრამ ბორჯომში ხშირად იყო, მამა აქაური ჰყავს. ლევანთან და მის მეგობრებთანაც ახლობლობდა და მათთან ხშირად ვხედავდით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამგვარი კონფლიქტი მოხდებოდა და ასეთი შედეგით დასრულდებოდა. ამბობენ, თითქოს აღნიშნული პირიც, მაისურაძეც ნასამართლევი იყო ბერად აღკვეცამდე, მაგრამ რამდენად მართალია ეს ინფორმაცია, ვერ გეტყვით, სხვა დეტალებზეც დამატებით ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს Ambebi.ge-ს რესპონტენტი.

საპატრიარქოში ადასტურებენ, რომ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონია (მაისურაძეა). საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ანტონ მაისურაძემ რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი" - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ბორჯომში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია "АК 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.