პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ფიც­ვა შე­წყვი­ტეს. პროფ­კავ­ში­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა დაკ­მა­ყო­ფილ­და. მათ ხელ­ფა­სი პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან გა­ეზ­რდე­ბათ, თუმ­ცა მოხ­დე­ბა თუ არა ხელ­ფა­სის გაზ­რდა 50%-ით, რა­საც გა­ფი­ცუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ითხოვ­ნდნენ, ეს ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

რო­გორც პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან " და თბი­ლი­სის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენლ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ის 7 პუნ­ქტი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მათ წა­რად­გი­ნეს, დაკ­მა­ყო­ფილ­და. პროფ­კავ­ში­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, 7-დან 6 პუნ­ქტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ მო­თხოვ­ნებ­ზე კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღე­ბის მი­თი­თე­ბას ით­ვა­ლი­წი­ნებ­და, 15 დღე­ში დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, ხოლო მე-7 პუნ­ქტი - ხელ­ფა­სის გაზ­რდა კი, პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მოხ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­სა­უფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ტა­შით შეხ­ვდნენ და ისი­ნი მუ­შა­ო­ბას დღე­ი­დან გა­აგ­რძე­ლე­ბენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­ფიც­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. რო­გორც კახა კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის“ თა­ნამ­შრომ­ლებს გა­სულ წელს ხელ­ფა­სე­ბი 20%-ით გა­ე­ზარ­დათ, ანა­ზღა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი კი 2022 წლის იან­ვარ­ში კვლავ გა­და­ი­ხე­დე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა იმ პრე­ტენ­ზი­ებ­ზე, რაც და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ფორ­მებს უკავ­შირ­დე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მუ­შაო ფორ­მე­ბის შე­ძე­ნაც ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა, ბოლო შეს­ყიდ­ვი­სას კი ტენ­დერ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა იყო და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია არის და თა­ნამ­შრომ­ლებს სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში ახა­ლი ფორ­მე­ბი ექ­ნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­ნი­კას, მან გა­ნა­ცხა­და, რომ ტყუ­ი­ლი ით­ქვა, თით­ქოს 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა არ მომ­ხდა­რა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბარონ მიუნჰაუზენი
5

ამათ როგორ ენდობით?! არც სიტყვას სცემენ პატივს საკუთარს და არც ხელმოწერას!!! გაგაჩუმეს დაპირებით, არჩევნების მერე გადაგაგდებენ!!!

???????????????
1

ვინც ქალაქს ასუფთავებს, ე.წ. ხელმძღვანელობას ათჯერ მეტი შემოსავალი გაქვთ უსაქმურობაში და თქვენ რას აკეთებთ საერთოდ.?????? მინიმუმ გაუორმაგეთ მაგ მშრომელ ხალხს და ლგოტები მიეცით კიდევ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა" - "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათ ხელფასი პირველი იანვრიდან გაეზრდებათ, თუმცა მოხდება თუ არა ხელფასის გაზრდა 50%-ით, რასაც გაფიცული თანამშრომლები ითხოვნდნენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.

როგორც პროფკავშირების წარმომადგენელმა "თბილსერვის ჯგუფთან " და თბილისის მერიის წარმომადგენლთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის 7 პუნქტიანი განცხადება, რომელიც მათ წარადგინეს, დაკმაყოფილდა. პროფკავშირების წარმომადგენლის თქმით, 7-დან 6 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალიწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი, პირველი იანვრიდან მოხდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას დასაუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ და ისინი მუშაობას დღეიდან გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს გასულ წელს ხელფასები 20%-ით გაეზარდათ, ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი კი 2022 წლის იანვარში კვლავ გადაიხედება.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა იმ პრეტენზიებზე, რაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ფორმებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ სამუშაო ფორმების შეძენაც ყოველწლიურად ხდება, ბოლო შესყიდვისას კი ტენდერთან დაკავშირებით პრობლემა იყო და გამარჯვებული კომპანია არის და თანამშრომლებს სექტემბრის დასაწყისში ახალი ფორმები ექნებათ.

რაც შეეხება ტექნიკას, მან განაცხადა, რომ ტყუილი ითქვა, თითქოს 9 წლის განმავლობაში ტექნიკის შეძენა არ მომხდარა.