პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან გაგახარებდით, მაგრამ... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დროა" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?
"იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან გაგახარებდით, მაგრამ... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დროა" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ის" მე­რო­ბის კან­დი­და­ტია გორ­ში, პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც ის წერს, პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რთუ­ლი იყო, თუმ­ცა "მის ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის დროა".

"მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მომ­ცა! დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მშობ­ლებს, პი­რად და ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლებს, ექი­მებს, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას, იმ სპორ­ტსმე­ნებს, ვის­თან ერ­თა­დაც ერთი დღე მა­ინც მი­ვარ­ჯი­შია და ყვე­ლას, ვი­საც ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც მი­უ­ძღვის.

რა თქმა უნდა, დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ­ლე­ბიც მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­დნენ. ჩემი უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნი ყო­ველ­თვის იყო ჩემი ქვეყ­ნის და ხალ­ხის­თვის­სი­ხა­რუ­ლის მო­ტა­ნა.

მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მი­ზანს გარ­კვე­ულ­წი­ლად მი­ვაღ­წიე და არა­ერ­თხელ მო­მე­ცა შან­სი ამა­ყად მო­მეს­მი­ნა უდი­დეს სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი.ჭი­და­ო­ბამ შექ­მნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყო­ველ­თვის მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი.

რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. იმე­დი მქონ­და, რომ ტო­კი­ო­დან კი­დევ ერთხელ გა­გა­ხა­რებ­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ მო­მე­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა.

ცხოვ­რე­ბა­ში არის მო­მენ­ტე­ბი, როცა ცვლი­ლე­ბე­ბის დროა და ჩემს ცხოვ­რე­ბა­შიც დად­გა ეს მო­მენ­ტი. და ბო­ლოს, ბევ­რი ახ­სნის გა­რე­შე, უდი­დე­სი მად­ლო­ბა დე­და­ჩემს, რომ­ლის უპი­რო­ბო გვერ­დში დგო­მის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძლებ­დი" - წერს ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
0

ნუ გაიფუჭებ თავს დამიჯერე

იმედა
0

დღეს რომ ოცნებას შეუერთდები უკვე შენი სახელი გასაგებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან გაგახარებდით, მაგრამ... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დროა" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?

"იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან გაგახარებდით, მაგრამ... ჩემს ცხოვრებაში ცვლილებების დროა" - რას წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წასვლაზე?

ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც "ქართული ოცნეის" მერობის კანდიდატია გორში, პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება რთული იყო, თუმცა "მის ცხოვრებაში ცვლილებების დროა".

"მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რაც მომცა! დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, პირად და ნაკრების მწვრთნელებს, ექიმებს, ჭიდაობის ფედერაციას, იმ სპორტსმენებს, ვისთან ერთადაც ერთი დღე მაინც მივარჯიშია და ყველას, ვისაც ჩემს წარმატებაში მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის.

რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდი ყველა ჩემს გულშემატკივარს, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში უდიდეს მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი უმთავრესი მიზანი ყოველთვის იყო ჩემი ქვეყნის და ხალხისთვისსიხარულის მოტანა.

მოხარული ვარ, რომ მიზანს გარკვეულწილად მივაღწიე და არაერთხელ მომეცა შანსი ამაყად მომესმინა უდიდეს სპორტულ ღონისძიებებზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი.ჭიდაობამ შექმნა ის, ვინც ვარ დღეს და მე ამის ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მქონდა, რომ ტოკიოდან კიდევ ერთხელ გაგახარებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომეცა ამის საშუალება.

ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ცვლილებების დროა და ჩემს ცხოვრებაშიც დადგა ეს მომენტი. და ბოლოს, ბევრი ახსნის გარეშე, უდიდესი მადლობა დედაჩემს, რომლის უპირობო გვერდში დგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი" - წერს ხინჩეგაშვილი.