"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია", - წერს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი "ფესიბუქის" პირად გვერდზე:
"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...
შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.
რა დროს ეგაა,ჩაიაროს არჩევნებმა და თუ ისევ ძველი სასტავი დარჩა,,მერე ნახეთ (ოცნენბების ასრულება)
Გაიქცა უკვე სიტუაცია კონტროლიდან, ყოველდღე 5000 კაცი სამედიცინო სექტორისთვის, რას ამბობთ, შეუძლებელია. Თან გამოდის გაბუნია და აცხადებს, ჯერ ადრეა შეზღუდვების დაწესებაო, ქალბატონო ექიმო, 10 000 კაცს რომ ასცდება დღიური მაჩვენებელი, მერე რა აზრი აქვს, შეზღუდვების დაწესებას. Დაკეტეთ ეს ჭუჭყიანი საზ. Ტრანსპორტი, მეტრო, პირბადე დააბრუნეთ ყველგან, გადაიყვანეთ ისევ დისტანციაზე სამსახურები და იქნებ გადავრჩეთ ამ ტალღას.