მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას
"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას

"ჩვენ ხომ დავ­დეთ კონ­ტრაქ­ტი, ჩვენ ხომ არა­ფე­რი არ დაგ­ვირ­ღვე­ვია ამ კონ­ტრაქტთან და­კავ­ში­რე­ბით? თქვენ გახ­ვე­დით და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოდ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს გვარ­თმევთ?" - ასე მი­მარ­თა "გირ­ჩის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ ბი­უ­როს სხდო­მა­ზე სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმ ფონ­ზე, რო­დე­საც „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ამას­თა­ნა­ვე, ხვი­ჩი­ას გან­ცხა­დე­ბით, ისიც არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ერთ თა­მაშს თა­მა­შობ­დნენ, რად­გან ერ­თმა დო­კუ­მენტს ხელი არ მო­ა­წე­რა, მე­ო­რემ კი მისი ანუ­ლი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

"ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ გვეს­მის ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ ხელი არ მო­ა­წე­რა და ამი­ტომ გა­ვე­დით ჩვენ­ცო. აქ ბევ­რი იუ­რის­ტი ვართ, ჩვენ ხომ დავ­დეთ კონ­ტრაქ­ტი, ჩვენ ხომ არა­ფე­რი დაგ­ვირ­ღვე­ვია ამ კონ­ტრაქტთან და­კავ­ში­რე­ბით? თქვენ გახ­ვე­დით და პირ­გა­სამ­ტეხ­ლოდ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს გვარ­თმევთ? ჩვენ უნდა გა­და­ვი­ხა­დოთ პირ­გა­სამ­ტეხ­ლო? იმი­ტომ, რომ ეს კონ­ტრაქ­ტი, ეს ნა­წი­ლი, მარ­ტო ჩვენ­თან და­დეთ, მეტი არა­ვის ეს არ აინ­ტე­რე­სებ­და. რა ვი­ფიქ­როთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში? მე სა­ერ­თოდ იმა­საც ვუშ­ვებ, რომ თქვენ და „ნა­ცე­ბი“ ერთ თა­მაშს თა­მა­შობთ, იმი­ტომ, რომ იმათ სა­ერ­თოდ არ მო­ა­წე­რეს ხელი, თქვენ სა­ერ­თოდ გახ­ვე­დით ამ შე­თან­ხმე­ბი­დან. ჩვენ, ვინც ვართ ამ კონ­ტრაქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ისი­ნი რომ პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს უნდა ვი­თხოვ­დეთ ამის ნაც­ვლად, კი­დევ ჩვენ­სას ვკარ­გავთ? სად არის ის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რო­მელ­ზეც თქვენ სულ სა­უბ­რობ­დით მთე­ლი ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში?“- გა­ნა­ცხა­და ხვი­ჩი­ამ.

იაგო ხვი­ჩი­ას კო­მენ­ტა­რის სა­პა­სუ­ხოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც შე­თან­ხმე­ბას ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არ აღ­მო­აჩ­ნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მის შეს­რუ­ლე­ბას ვერ მოს­თხოვ.

"სა­მო­ქა­ლა­ქო კოპ­დექსშიც“ არის ასე­თი ნორ­მა, რომ ყო­ვე­ლი მხა­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია უარი თქვას ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ვიდ­რე მე­ო­რე მხა­რე არ­ღვევს ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც არა­ვინ კა­ციშ­ვი­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი არ აღ­მო­აჩ­ნდა ოპო­ზი­ცი­ის მხა­რეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ ვე­რა­ვის მოს­თხოვ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან შეს­რუ­ლე­ბას,“- გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
0

განაგრძე თრიაქის მოწევა...

 

tngh
0

ეს ზღაპრები წინა საუკუნის 90-ანი წლების სერიალია... გ. ჭანტურია სულ გამსახურდია-შევარდნაძის ფარულ ალიანსზე გაჰკიოდა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ კი, ყველაფერი ნათელი გახდა... ისიც, თუ ვინ დაბრძანდებოდა კონსულტაციებზე მოსკოვში...

ავტორი:

"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას

"იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და "ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ" - იაგო ხვიჩია საპარლამენტო უმრავლესობას

"ჩვენ ხომ დავდეთ კონტრაქტი, ჩვენ ხომ არაფერი არ დაგვირღვევია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით? თქვენ გახვედით და პირგასამტეხლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვართმევთ?" - ასე მიმართა "გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ წარიმართება საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოახდინა.

ამასთანავე, ხვიჩიას განცხადებით, ისიც არ არის გამორიცხული, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ თამაშს თამაშობდნენ, რადგან ერთმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მეორემ კი მისი ანულირება მოახდინა.

"ჩვენ "ქართული ოცნებისგან“ გვესმის ბოლო დღეების განმავლობაში, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა და ამიტომ გავედით ჩვენცო. აქ ბევრი იურისტი ვართ, ჩვენ ხომ დავდეთ კონტრაქტი, ჩვენ ხომ არაფერი დაგვირღვევია ამ კონტრაქტთან დაკავშირებით? თქვენ გახვედით და პირგასამტეხლოდ საკონსტიტუციო ცვლილებებს გვართმევთ? ჩვენ უნდა გადავიხადოთ პირგასამტეხლო? იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი, ეს ნაწილი, მარტო ჩვენთან დადეთ, მეტი არავის ეს არ აინტერესებდა. რა ვიფიქროთ ასეთ შემთხვევაში? მე საერთოდ იმასაც ვუშვებ, რომ თქვენ და „ნაცები“ ერთ თამაშს თამაშობთ, იმიტომ, რომ იმათ საერთოდ არ მოაწერეს ხელი, თქვენ საერთოდ გახვედით ამ შეთანხმებიდან. ჩვენ, ვინც ვართ ამ კონტრაქტის მონაწილეები, ისინი რომ პირგასამტეხლოს უნდა ვითხოვდეთ ამის ნაცვლად, კიდევ ჩვენსას ვკარგავთ? სად არის ის სამართლიანობა, რომელზეც თქვენ სულ საუბრობდით მთელი ამ პროცესის განმავლობაში?“- განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას კომენტარის საპასუხოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც შეთანხმებას ოპოზიციის მხრიდან შემსრულებელი არ აღმოაჩნდა, ხელისუფლებას მის შესრულებას ვერ მოსთხოვ.

"სამოქალაქო კოპდექსშიც“ არის ასეთი ნორმა, რომ ყოველი მხარე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე, ვიდრე მეორე მხარე არღვევს ამ ვალდებულებას. შესაბამისად, ამ პირობებში, როდესაც არავინ კაციშვილი პრაქტიკულად, შემსრულებელი არ აღმოაჩნდა ოპოზიციის მხარეს, რასაკვირველია, რომ ვერავის მოსთხოვ ამ ვალდებულების ხელისუფლების მხრიდან შესრულებას,“- განაცხადა სარჯველაძემ.