პოლიტიკა
სამართალი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს
"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს

ორი დღეა, რაც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას“ გარ­შე­მო სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე მწერ­ლე­ბის შემ­დეგ, ხუთ­კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რი სამ­მა წევ­რმა - რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა, ლელა კო­და­ლაშ­ვილ­მა და ოქ­ტაი ქა­ზუ­მოვ­მა და­ტო­ვეს.

პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მიერ შერ­ჩე­უ­ლი ჟი­უ­რის წევ­რი, იო­სებ ჭუმ­ბუ­რი­ძე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია. წელს, ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­მია "ლი­ტე­რას“ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პო­ლი­ტი­კის გამო პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­მო­ე­თიშ­ნენ მწერ­ლე­ბი - ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ტო­რე­სა მოსი და მათე სა­რა­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე დი­ზა­ი­ნე­რი ნა­ტა­ლია ავა­ლი­ა­ნი. თეა წუ­ლუ­კი­ანს მწერ­ლე­ბი დიქ­ტა­ტუ­რა­სა და "ბილ­შე­ვი­კუ­რი წე­სით“ მარ­თვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს მწე­რა­ლი შოთა ია­თაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და იხ­სე­ნებს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ანს მა­ის­ში კო­ლე­გა მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას­თან ერ­თად შეხ­ვდა. სა­სა­უბ­რო თემა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პე­რი­ო­დი­კა იყო, თუმ­ცა მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რამ მძი­მედ ჩა­ი­ა­რა.

"შუა მა­ი­სი იყო, მე და მალ­ხაზ ხარ­ბე­დია თეა წუ­ლუ­კი­ანს რომ შევ­ხვდით ლი­ტე­რა­ტუ­რულ პე­რი­ო­დი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ესეც მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მწერ­ლებ­მა გა­ჩე­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი­კის თემა გა­ახ­მა­უ­რეს და "ფორ­მუ­ლა­ზეც" ამ სა­კითხს თოქ-შოუ მი­ე­ძღვნა. ეს შეხ­ვედ­რა საკ­მა­ო­ზე მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. მი­ნის­ტრი კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნილ კი­თხვებს გვის­ვამ­და და აშ­კა­რად ეჭ­ვის თვა­ლით გვი­ყუ­რებ­და.

ცოტა ხან­ში მთა­ვარ დაბ­რკო­ლე­ბის წერ­ტი­ლამ­დეც მი­ვაღ­წი­ეთ: ჟურ­ნალ­ში რა იბეჭ­დე­ბა, ამას ვინ წყვეტს? - გვკი­თხა მან. ვინ უნდა წყვეტ­დეს, რე­დაქ­ტო­რი, სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი წყვეტს, - ცოტა არ იყოს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლებ­მა ვუ­პა­სუ­ხეთ ჩვენ. ანუ ეგ რო­გორ, არა­ვინ ამოწ­მებს მერე, რამ­დე­ნად სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებთ თქვე­ნო? ასე უნდა ვენ­დო რე­დაქ­ტო­რებს და მათ გე­მოვ­ნე­ბა­სო?..

- ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნა ეს ამ­ბა­ვი ქალ­ბა­ტონ თეას და ამ მის­თვის ფრი­ად უსი­ა­მოვ­ნო მო­მენტს კარ­გა ხანი უკირ­კი­ტა. ცდი­ლობ­და, რა­ღაც ახა­ლი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი სის­ტე­მა მო­ე­გო­ნე­ბი­ნა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ჟურ­ნა­ლე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა რა­მე­ნა­ი­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბო­და. დი­ა­ლო­გი თან­და­თან ბრა­ზი­ან პო­ლე­მი­კა­ში გა­და­ვი­და. მას ჩვე­ნი არ ეს­მო­და, ჩვენ - მისი. დიდი უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ხართ ეს მწერ­ლე­ბიო! - რა­ღაც მო­მენ­ტში აღ­მოხ­და იუს­ტი­ცი­ის წე­სე­ბით მო­ფიქ­რალ მი­ნისტრს.

და­მა­მახ­სოვ­რდა მისი. ეს გულ­წრფე­ლი ფრა­ზა, იმი­ტომ რომ მას­ში ჩან­და მთე­ლი ის უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა, რა­საც ასე­თი წყო­ბის ადა­მი­ა­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრად გამ­წე­სე­ბა იძ­ლე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­უ­გებ­რო­ბე­ბი­სა, ბო­ლოს ის მა­ინც შეგ­ვპირ­და, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პე­რი­ო­დი­კა­ზე კონ­კურსს მალე გა­მო­ა­ცხა­დებ­და. ეს "მალე" უკვე ორ­თვე­ნა­ხე­ვა­რია გრძელ­დე­ბა. და რა­ტომ გა­ი­წე­ლა თუ სა­ერ­თოდ გა­ჩერ­და ეს სა­კი­თხი ასე? იმი­ტომ ხომ არა, რომ მი­ნისტრს გა­უ­ჭირ­და ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნა­ლებ­ში მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი მე­ქა­ნიზ­მის მო­ფიქ­რე­ბა?

"ლი­ტე­რას" პრობ­ლე­მამ მე უცებ ნათ­ლად და­მა­ნა­ხა, თუ რა­ტომ ით­რევს ფეხს მი­ნის­ტრი და მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ეპიტ­ნა­ვე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ჩას­მა შე­და­რე­ბით იოლი ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია, აი, რე­დაქ­ცი­ებ­ში კი, ეტყო­ბა, ცოტა არ იყოს ვერ მიხ­ვდნენ, ეს რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მაგ­რამ "ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ხალ­ხი ვართ ეს მწერ­ლე­ბი" და გუ­შინ ჩვენ­თვის მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აც­დე­ნილ მი­ნისტრს მკა­ფიო მე­სი­ჯი გა­ვუგ­ზავ­ნეთ. იმ ძვე­ლი, საბ­ჭო­უ­რი წე­სე­ბით ის ჩვენ­თან ვერ ითა­ნამ­შრომ­ლებს.

და კე­თი­ლი ინე­ბოს და ან გა­უ­გოს "უც­ნა­ურ ხალ­ხს", ან - და­ახ­ვი­ოს. მე­სა­მე გზა პო­ე­ზი­ა­შია ხოლ­მე მხო­ლოდ, აქ - არ არის.“- წერს შოთა ია­თაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
---
6

"დამიზეპირე.ან, ბოლო-ბოლო, დამიზუთხე _მე ესეც მაწყობს".?!?!?!

აბა რა გეგონათ!
3

აბა რა გეგონათ!

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს

"ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?.. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო!" - მწერალი შოთა იათაშვილი თეა წულუკიანთან შეხვედრას იხსენებს

ორი დღეა, რაც ლიტერატურული პრემია "ლიტერას“ გარშემო სკანდალი გრძელდება. კონკურსის მონაწილე მწერლების შემდეგ, ხუთკაციანი ჟიური სამმა წევრმა - რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა დატოვეს.

პროტესტის მიზეზი კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეული ჟიურის წევრი, იოსებ ჭუმბურიძე გახლდათ, რომელიც მისივე განცხადებებიდან გამომდინარე, მმართველი პარტიის მხარდამჭერია. წელს, ლიტერატურულ პრემია "ლიტერას“ კულტურის მინისტრის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ მწერლები - ირაკლი კაკაბაძე, ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი. თეა წულუკიანს მწერლები დიქტატურასა და "ბილშევიკური წესით“ მართვაში ადანაშაულებენ.

აღნიშნულ ფაქტს მწერალი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ თეა წულუკიანს მაისში კოლეგა მალხაზ ხარბედიასთან ერთად შეხვდა. სასაუბრო თემა ლიტერატურული პერიოდიკა იყო, თუმცა მინისტრთან შეხვედრამ მძიმედ ჩაიარა.

"შუა მაისი იყო, მე და მალხაზ ხარბედია თეა წულუკიანს რომ შევხვდით ლიტერატურულ პერიოდიკასთან დაკავშირებით. ესეც მას შემდეგ მოხდა, რაც მწერლებმა გაჩერებული პერიოდიკის თემა გაახმაურეს და "ფორმულაზეც" ამ საკითხს თოქ-შოუ მიეძღვნა. ეს შეხვედრა საკმაოზე მძიმე აღმოჩნდა. მინისტრი კონტექსტიდან ამოვარდნილ კითხვებს გვისვამდა და აშკარად ეჭვის თვალით გვიყურებდა.

ცოტა ხანში მთავარ დაბრკოლების წერტილამდეც მივაღწიეთ: ჟურნალში რა იბეჭდება, ამას ვინ წყვეტს? - გვკითხა მან. ვინ უნდა წყვეტდეს, რედაქტორი, სარედაქციო ჯგუფი წყვეტს, - ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა ვუპასუხეთ ჩვენ. ანუ ეგ როგორ, არავინ ამოწმებს მერე, რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებთ თქვენო? ასე უნდა ვენდო რედაქტორებს და მათ გემოვნებასო?..

- ძალიან არ მოეწონა ეს ამბავი ქალბატონ თეას და ამ მისთვის ფრიად უსიამოვნო მომენტს კარგა ხანი უკირკიტა. ცდილობდა, რაღაც ახალი, ვერტიკალური სისტემა მოეგონებინა, რომლის მეშვეობითაც ჟურნალების სარედაქციო პოლიტიკა რამენაირად გაკონტროლდებოდა. დიალოგი თანდათან ბრაზიან პოლემიკაში გადავიდა. მას ჩვენი არ ესმოდა, ჩვენ - მისი. დიდი უცნაური ხალხი ხართ ეს მწერლებიო! - რაღაც მომენტში აღმოხდა იუსტიციის წესებით მოფიქრალ მინისტრს.

დამამახსოვრდა მისი. ეს გულწრფელი ფრაზა, იმიტომ რომ მასში ჩანდა მთელი ის უპერსპექტივობა, რასაც ასეთი წყობის ადამიანის კულტურის მინისტრად გამწესება იძლეოდა. მიუხედავად ასეთი ურთიერთგაუგებრობებისა, ბოლოს ის მაინც შეგვპირდა, რომ ლიტერატურულ პერიოდიკაზე კონკურსს მალე გამოაცხადებდა. ეს "მალე" უკვე ორთვენახევარია გრძელდება. და რატომ გაიწელა თუ საერთოდ გაჩერდა ეს საკითხი ასე? იმიტომ ხომ არა, რომ მინისტრს გაუჭირდა ლიტერატურულ ჟურნალებში მაკონტროლებელი მექანიზმის მოფიქრება?

"ლიტერას" პრობლემამ მე უცებ ნათლად დამანახა, თუ რატომ ითრევს ფეხს მინისტრი და მაინცდამაინც არ ეპიტნავება ლიტერატურული ჟურნალების დაფინანსება. ლიტერატურული კონკურსის ჟიურიში საკუთარი წარმომადგენლის ჩასმა შედარებით იოლი ფანტაზიის ნაყოფია, აი, რედაქციებში კი, ეტყობა, ცოტა არ იყოს ვერ მიხვდნენ, ეს როგორ გაეკეთებინათ. მაგრამ "ძალიან უცნაური ხალხი ვართ ეს მწერლები" და გუშინ ჩვენთვის მთავარ ღირებულებებს აცდენილ მინისტრს მკაფიო მესიჯი გავუგზავნეთ. იმ ძველი, საბჭოური წესებით ის ჩვენთან ვერ ითანამშრომლებს.

და კეთილი ინებოს და ან გაუგოს "უცნაურ ხალხს", ან - დაახვიოს. მესამე გზა პოეზიაშია ხოლმე მხოლოდ, აქ - არ არის.“- წერს შოთა იათაშვილი.