პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უეცრად დამიძახა, აქ ვიღაც არის, მივყავარო... ხელი სკამს დაარტყა და ყველაფერი დამთავრდა" - ქალბატონები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მეუღლეები დაკარგეს
"უეცრად დამიძახა, აქ ვიღაც არის, მივყავარო... ხელი სკამს დაარტყა და ყველაფერი დამთავრდა" - ქალბატონები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მეუღლეები დაკარგეს

ბოლო დროს ამ ქვეყ­ნი­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და, მათ შო­რის, ბევ­რი ცნო­ბი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი პი­როვ­ნე­ბა. ვის გახ­სე­ნე­ბა­საც ახლა ვა­პი­რებთ, მათ ბევ­რი რამ აერ­თი­ა­ნებთ - ერთი თა­ო­ბა, თა­ვის საქ­მე­ში გა­მორ­ჩე­უ­ლო­ბა, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი და ცხოვ­რე­ბის ბოლო თვე­ე­ბიც, ერ­თნა­ი­რი ერ­გოთ. სამ­წუ­ხა­როდ, თი­თო­ე­უ­ლი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბას­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა - 60 წელს ვერც ერ­თმა მი­აღ­წია. ისი­ნი ახლა თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის­თვის, მე­გობ­რე­ბის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დიდ ტკი­ვი­ლი­ან მო­გო­ნე­ბად არი­ან ქცე­უ­ლი.

ზურა ვა­და­ჭ­კო­რია

პირ­ვე­ლი ილუ­ზი­ო­ნის­ტი ზურა ვა­და­ჭ­კო­რია წა­ვი­და. ავად რომ გახ­და, მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ პროგ­ნო­ზი­რებ­და, თუმ­ცა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა სირ­თუ­ლე­ე­ბი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეძ­ლო, ორ­გა­ნიზ­მმა პრობ­ლე­მე­ბი დაძ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სი­ცო­ცხლე თა­ვი­დან და­ი­წყო და როცა უკვე მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არა­ვინ ელო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და... ავად­მყო­ფო­ბი­სას, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია მე­უღ­ლე, ია ვა­და­ჭ­კო­რია. დიდი მონ­დო­მე­ბით და და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და იმის­თვის, რომ ქმა­რი რა­მე­ნა­ი­რად ფეხ­ზე წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა...

ქალ­ბა­ტონ ია Ambebi.ge-ს სა­კუ­თარ გან­ცდებ­სა და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ არ­სე­ბულ სევ­და­სა და ტკი­ვილ­ზე ასე უამ­ბობ­და: "ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ჩემ­თვის ზუ­რი­კოს გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე. ტკი­ვი­ლი კი არ ქრე­ბა, თით­ქოს მა­ტუ­ლობს"

იამ და ზუ­რამ ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ, გო­გო­ლის, ახ­ლან­დე­ლი გოგი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, გოგი ლო­ლა­ძის ეზო­ში გა­იც­ნეს. ზურა 22 ნო­მერ­ში ცხოვ­რობ­და, ია - 43-ში... ილუ­ზი­ო­ნისტს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე თა­ვი­სი ფო­კუ­სე­ბით გა­უ­ო­ცე­ბია.

"ფო­კუ­სე­ბის გარ­და, თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­ში სწო­რედ ეს მო­მე­წო­ნა... გაც­ნო­ბი­დან ერთი წლის მერე გავ­ყე­ვი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად სი­ურპრი­ზებს მი­წყობ­და. ყვა­ვი­ლე­ბი არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ ყო­ჩი­ვარ­დე­ბი და გა­მო­უ­ლევ­ლად მოჰ­ქონ­და ისი­ნი... გას­ტრო­ლი­დან აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც სა­ჩუ­ქარს მო­მი­ტან­და. მუდ­მი­ვად რე­კავ­და, მო­მი­კი­თხავ­და. ამას­თან, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, ოჯა­ხის მოყ­ვა­რუ­ლი იყო...

არ მახ­სოვს, ოდეს­მე და­ე­წუ­წუ­ნოს, რა­ღაც და­ე­ჩივ­ლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რა­ი­მე პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გვეგ­რძნო... 100 ლარი რომ ჰქონ­და, 80 სხვე­ბის­თვის ჰქონ­და.

უფ­ლის მად­ლო­ბე­ლი ვარ, თუნ­დაც იმის­თვის, რომ ის ერთი წელი, ავად­მყო­ფო­ბი­სას, სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, მის­თვის მო­მევ­ლო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ყო­ველ წუთ­ში მე­ძა­ხო­და - ია! რა­ღა­ცებს მე­კი­თხე­ბო­და, მის ნაც­ნო­ბებს კი­თხუ­ლობ­და, მა­თით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

ბო­ლოს უკე­თე­სო­ბა იყო, ლა­პა­რა­კი და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზორ­საც უყუ­რებ­და, ექი­მე­ბი იმედს გვაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ რაც უფრო გონ­ზე მო­დი­ო­და, მე­ტად დეპ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, რად მინ­და სი­ცო­ცხლე, თუ "პლე­ხა­ნოვ­ზე" ვერ გა­ვივ­ლიო?! უყ­ვარ­და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და "პლე­ხა­ნოვ­ზეც" ხში­რად და­დი­ო­და... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ რე­კავ­დნენ და მას კი­თხუ­ლობ­დნენ, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა და სა­უ­ბა­რი უჭირს-მეთ­ქი. ეს რომ ეს­მო­და, ამ­ბობ­და - კარ­გი, რა, ნუ "მი­ბაზ­რე­ბო“...

გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, ის იყო, უნდა გვე­სა­დი­ლა და უეც­რად და­მი­ძა­ხა, ია, ნახე, აქ ვი­ღაც არის, მივ­ყა­ვარ, გა­უშ­ვი აქე­და­ნო - მთხო­ვა. ზუ­რი­კო, რას ამ­ბობ, არა­ვინ არ არის-მეთ­ქი. რო­გორ არა - მი­თხრა, ხელი და­არ­ტყა სკამს და ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა"...

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მისი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი და ამით სულ ვი­ა­მა­ყებ, რად­გა­ნაც ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, უნი­ჭი­ე­რე­სი, საქ­მის ერ­თგუ­ლი. ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მას­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, დღემ­დე ასეა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ... ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, მიყ­ვარს და უყ­ვარს მთელ ოჯახს - შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს".

გიო ხუ­ციშ­ვი­ლი

ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს და გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლისს უყ­ვარ­და. მისი ხმის ტემ­ბრი, გუ­ლი­ა­ნი ნამ­ღე­რი, იუ­მო­რი და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბი არ ავი­წყდე­ბათ... სამ­წუ­ხა­როდ, გიო ხუ­ციშ­ვი­ლი მძი­მე სენ­თან ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, მაგ­რამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 2 კვი­რით ადრე მომ­ღე­რალ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა შეძ­ლო, რი­თაც ერ­თგულ მსმე­ნელს, გულ­შე­მატ­კივ­რებს თა­ნად­გო­მის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. მის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის რთუ­ლია ცხოვ­რე­ბა. უჭირთ, რად­გან გიოს და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს არა­ფე­რი ანე­ლებს.

AMBEBI.GE გიო ხუ­ციშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს, მუ­სი­კოს მაია ჯორ­ჯა­ძე­საც გიოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე ესა­უბ­რა:

"ძა­ლი­ან ძნე­ლია მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი სამი წელი. დრო გა­დის, მაგ­რამ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა მისი არ­ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და და ტკი­ვი­ლი... გი­ოს­თან ერ­თად ჩემი ცხოვ­რე­ბის 29 წელი გა­ვა­ტა­რე... ასე რომ, უმ­ძი­მე­სი რამ არის იმას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ გვერ­დით აღარ გვყავს... ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, ეს მის სი­ცო­ცხლე­შიც კარ­გად ვი­ცო­დით, მაგ­რამ ამა­ში ახლა მე­ტად და მე­ტად ვრწმუნ­დე­ბით...

პი­რა­დად ჩემ­თვის მე­გო­ბა­რიც იყო, მე­უღ­ლეც, კე­დე­ლი, იმე­დი და იმე­დი იყო არა მხო­ლოდ ჩემ­თვის, ყვე­ლას­თვის. ვსწავ­ლობ, ვსწავ­ლობ და კი­დევ ვერ ვის­წავ­ლე უმა­გი­სოდ ცხოვ­რე­ბა... იცო­და თქმა, - რომ არ ვიქ­ნე­ბი, მერე და­მა­ფა­სებთ... მისი წას­ვლით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ჩვენს ოჯა­ხურ ყო­ფა­ში, რად­გან ხომ ვამ­ბობ, მას­ზე ვი­ყა­ვით მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე იღებ­და ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ოჯა­ხურ საქ­მე­ე­ბის გარ­და თურ­მე რამ­დე­ნი რა­მეს მა­რი­დებ­და...

ჩემ­თვის ცოტა ძნე­ლია, გი­ო­ზე რო­გორც მომ­ღე­რალ­ზე სა­უ­ბა­რი... პრინ­ციპ­ში, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვა­კე­თებ­დით... დღეს მის სიმ­ღე­რებს რომ ვუს­მენ, ნამ­ღერ ტექ­სტებს, ფრა­ზებს რომ ვუკ­ვირ­დე­ბი, ვხვდე­ბი და ვრწმუნ­დე­ბი, რომ ძა­ლი­ან ცოტა გვყავს ასე­თი მომ­ღე­რა­ლი... თა­ვი­სე­ბუ­რად მოჰ­ქონ­და მსმე­ნე­ლამ­დე სიმ­ღე­რა.

ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი რომ იყო, მის ნამ­ღერს ვერ ვუს­მენ­დი... ბოლო კონ­ცერ­ტიც არ მი­ნა­ხავს და სურ­ვი­ლიც არ მაქვს, ვნა­ხო, არ შე­მიძ­ლია...

ბოლო დღე­ებ­ში ოპ­ტი­მის­ტუ­რად იყო, მაგ­რამ ახლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი და ვხვდე­ბი, ჩვენ გვა­წყნა­რებ­და. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­და­სა­რე­ვად იცო­და... ერ­თად ვი­ყა­ვით ექიმ­თან, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გვი­თხრა მისი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ. გიო იქვე მო­მიბ­რუნ­და და - შენ არ ინერ­ვი­უ­ლოო... მოკ­ლედ, ისეთ გან­წყო­ბას გვიქ­მნი­და, რომ არ გვტკე­ნო­და, არ გან­გვე­ცა­და... ბო­ლოს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო, გა­დას­ხმებს იკე­თებ­და, იმ კონ­ცერ­ტამ­დე თავი ასე მი­იყ­ვა­ნა და იმ დღი­დან ორ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ისე­თი გა­ცი­ლე­ბა, რო­გო­რიც გიოს ქა­ლაქ­მა მო­უ­წყო, იშ­ვი­ა­თია... რომ ვფიქ­რობ, უფრო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ისე იცხოვ­რა, შეც­დო­მა არ და­უშ­ვია. არ გა­და­უდ­გამს ისე­თი ნა­ბი­ჯი, რა­ღაც შეშ­ლო­და".

ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გა­სულ ზამ­თარს ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის იქ სა­ქარ­თვე­ლო­დან ოჯახ­თან ერ­თად ორი წლის წინ წა­ვი­და. ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი რთუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს.

AMBEBI.GE-სთან მისი მე­უღ­ლე ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია უკვე ზუ­რას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ბო­და:

"არა­ვინ ელო­და ამ ამ­ბავს, დი­აგ­ნო­ზი უკვე გა­ნა­ჩე­ნი იყო. ვამ­ბობ­დი, - რა მოხ­დე­ბო­და, სიმ­სივ­ნე ჰქო­ნო­და... სი­ცო­ცხლეს მა­ინც გა­ვუ­ხან­გრძლი­ვებ­დით, მის საყ­ვა­რელ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას მა­ინც შეძ­ლებ­და. იმის­თვის ვიბ­რძო­დი, რომ ეტ­ლში მა­ინც მჯდა­რი­ყო, ოღონდ, ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო....

არ ვიცი, ვერც აღ­ვიქ­ვამ, რომ ზურა აღარ არის. რაც დრო გა­დის, მით უფრო მძი­მეა ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ავად რომ იყო, სუნ­თქავ­და მა­ინც, შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, გად­მო­ვას­ვე­ნეთ, დავ­კრძა­ლეთ და ახლა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მარ­ტო დავ­რჩი.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე და მამა იყო. მის­გან წყე­ნა არა­ვის ახ­სოვს. იუ­მო­რით სავ­სე ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სტუმ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი, სახ­ლის კარს გა­სა­ღე­ბით არა­სო­დეს ვკე­ტავ­დით...

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და თბი­ლი­სის გა­რე­შე ძა­ლი­ან უჭირ­და. ეს იქ ჩვე­ნი იძუ­ლე­ბი­თი წას­ვლა იყო. ბი­ნის პრობ­ლე­მა რომ არ გვქო­ნო­და, ზურა სა­ქარ­თვე­ლოს არ და­ტო­ვებ­და. ვფიქ­რობ­დით, სამი-ოთხი წელი ის­რა­ელ­ში ფი­ზი­კუ­რად გვე­მუ­შა­ვა, რომ აქ ჩვე­ნი ჭერი შეგ­ვე­ძი­ნა და შემ­დეგ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქაც ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავ­და (1996 წლი­დან ის­რა­ელ­ში კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­და), თბი­ლი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და და უყ­ვარ­და ასე­ვე ბორ­ჯო­მი. ბავ­შვო­ბა იქ ჰქონ­და გა­ტა­რე­ბუ­ლი, მისი მამა წარ­მო­შო­ბით იქი­დან იყო. ერ­თმა­ნე­თი ბორ­ჯომ­ში გა­ვი­ცა­ნით. იქა­უ­რო­ბა­ზე გიჟ­დე­ბო­და, მაგ­რამ თბი­ლი­სი ზუ­რას­თვის სა­ფი­ცა­რი იყო.

ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დე, იმის­თვის რომ თბი­ლის­ში ცო­ცხა­ლი ვერ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე... თუმ­ცა უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც იმ მძი­მე დღე­ებ­ში ჩვენ გვერ­დით იდგა“.

* * *

ასე­თი გახ­ლავთ ამ სამი ქალ­ბა­ტო­ნის ემო­ცია, გან­ცდა, ფიქ­რი და ტკი­ვი­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, მე­უღ­ლე­ე­ბის ასე უდ­რო­ოდ და ასე­თი ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. მათ მე­უღ­ლე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლეს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"უეცრად დამიძახა, აქ ვიღაც არის, მივყავარო... ხელი სკამს დაარტყა და ყველაფერი დამთავრდა" - ქალბატონები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მეუღლეები დაკარგეს

"უეცრად დამიძახა, აქ ვიღაც არის, მივყავარო... ხელი სკამს დაარტყა და ყველაფერი დამთავრდა" - ქალბატონები, რომლებმაც მძიმე ავადმყოფობის შედეგად ცნობილი მეუღლეები დაკარგეს

ბოლო დროს ამ ქვეყნიდან უამრავი ადამიანი წავიდა, მათ შორის, ბევრი ცნობილი და საზოგადოებისთვის საყვარელი პიროვნება. ვის გახსენებასაც ახლა ვაპირებთ, მათ ბევრი რამ აერთიანებთ - ერთი თაობა, თავის საქმეში გამორჩეულობა, ხალხის სიყვარული და ცხოვრების ბოლო თვეებიც, ერთნაირი ერგოთ. სამწუხაროდ, თითოეული მძიმე ავადმყოფობასთან ბრძოლაში დამარცხდა - 60 წელს ვერც ერთმა მიაღწია. ისინი ახლა თავიანთი ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და საზოგადოებისთვის დიდ ტკივილიან მოგონებად არიან ქცეული.

ზურა ვადაჭკორია

პირველი ილუზიონისტი ზურა ვადაჭკორია წავიდა. ავად რომ გახდა, მის გადარჩენას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში უკან ჩამოიტოვა სირთულეები, წარმოუდგენელი შეძლო, ორგანიზმმა პრობლემები დაძლია, შეიძლება ითქვას, სიცოცხლე თავიდან დაიწყო და როცა უკვე მის გარდაცვალებას არავინ ელოდა, მოულოდნელად წავიდა... ავადმყოფობისას, ერთი წლის განმავლობაში, გვერდიდან არ მოსცილებია მეუღლე, ია ვადაჭკორია. დიდი მონდომებით და დაუღალავად იბრძოდა იმისთვის, რომ ქმარი რამენაირად ფეხზე წამოეყენებინა...

ქალბატონ ია Ambebi.ge-ს საკუთარ განცდებსა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ არსებულ სევდასა და ტკივილზე ასე უამბობდა: "ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ზურიკოს გარეშე გატარებული ყოველი დღე. ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს"

იამ და ზურამ ერთმანეთი წლების წინ, გოგოლის, ახლანდელი გოგი დოლიძის ქუჩაზე, გოგი ლოლაძის ეზოში გაიცნეს. ზურა 22 ნომერში ცხოვრობდა, ია - 43-ში... ილუზიონისტს მომავალი მეუღლე თავისი ფოკუსებით გაუოცებია.

"ფოკუსების გარდა, თბილი და კარგი ადამიანი იყო და მასში სწორედ ეს მომეწონა... გაცნობიდან ერთი წლის მერე გავყევი. შეყვარებულობის პერიოდში მუდმივად სიურპრიზებს მიწყობდა. ყვავილები არ მიყვარს, მხოლოდ ყოჩივარდები და გამოულევლად მოჰქონდა ისინი... გასტროლიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარს მომიტანდა. მუდმივად რეკავდა, მომიკითხავდა. ამასთან, უკეთილშობილესი, ოჯახის მოყვარული იყო...

არ მახსოვს, ოდესმე დაეწუწუნოს, რაღაც დაეჩივლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რაიმე პრობლემის შესახებ გვეგრძნო... 100 ლარი რომ ჰქონდა, 80 სხვებისთვის ჰქონდა.

უფლის მადლობელი ვარ, თუნდაც იმისთვის, რომ ის ერთი წელი, ავადმყოფობისას, საშუალება მომცა, მისთვის მომევლო. ბედნიერი ვიყავი, რომ ყოველ წუთში მეძახოდა - ია! რაღაცებს მეკითხებოდა, მის ნაცნობებს კითხულობდა, მათით ინტერესდებოდა.

ბოლოს უკეთესობა იყო, ლაპარაკი დაიწყო, ტელევიზორსაც უყურებდა, ექიმები იმედს გვაძლევდნენ, მაგრამ რაც უფრო გონზე მოდიოდა, მეტად დეპრესიული ხდებოდა. რამდენჯერმე მითხრა, რად მინდა სიცოცხლე, თუ "პლეხანოვზე" ვერ გავივლიო?! უყვარდა ფეხით სიარული და "პლეხანოვზეც" ხშირად დადიოდა... ჟურნალისტები რომ რეკავდნენ და მას კითხულობდნენ, ვეუბნებოდი, ინსულტი გადაიტანა და საუბარი უჭირს-მეთქი. ეს რომ ესმოდა, ამბობდა - კარგი, რა, ნუ "მიბაზრებო“...

გარდაცვალების დღეს, ის იყო, უნდა გვესადილა და უეცრად დამიძახა, ია, ნახე, აქ ვიღაც არის, მივყავარ, გაუშვი აქედანო - მთხოვა. ზურიკო, რას ამბობ, არავინ არ არის-მეთქი. როგორ არა - მითხრა, ხელი დაარტყა სკამს და ყველაფერი დამთავრდა"...

მთელი ცხოვრება ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეუღლე ვიყავი და ამით სულ ვიამაყებ, რადგანაც ღირსეული პიროვნება იყო, უნიჭიერესი, საქმის ერთგული. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მასზე ვგიჟდებოდი, დღემდე ასეა, შეყვარებული ვარ... ძალიან მენატრება, მიყვარს და უყვარს მთელ ოჯახს - შვილებს, შვილიშვილებს".

გიო ხუციშვილი

ეს იყო ადამიანი, რომელიც საქართველოს და გამორჩეულად თბილისს უყვარდა. მისი ხმის ტემბრი, გულიანი ნამღერი, იუმორი და კეთილი საქმეები არ ავიწყდებათ... სამწუხაროდ, გიო ხუციშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე მომღერალმა გრანდიოზული კონცერტის გამართვა შეძლო, რითაც ერთგულ მსმენელს, გულშემატკივრებს თანადგომისთვის და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. მის გარეშე დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის რთულია ცხოვრება. უჭირთ, რადგან გიოს დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი ანელებს.

AMBEBI.GE გიო ხუციშვილის მეუღლეს, მუსიკოს მაია ჯორჯაძესაც გიოს გარდაცვალების შემდეგ რამდენჯერმე ესაუბრა:

"ძალიან ძნელია მის გარეშე გავლილი სამი წელი. დრო გადის, მაგრამ უფრო და უფრო მძიმდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა და ტკივილი... გიოსთან ერთად ჩემი ცხოვრების 29 წელი გავატარე... ასე რომ, უმძიმესი რამ არის იმასთან შეგუება, რომ გვერდით აღარ გვყავს... ჩვენთვის ყველაფერი იყო, ეს მის სიცოცხლეშიც კარგად ვიცოდით, მაგრამ ამაში ახლა მეტად და მეტად ვრწმუნდებით...

პირადად ჩემთვის მეგობარიც იყო, მეუღლეც, კედელი, იმედი და იმედი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის. ვსწავლობ, ვსწავლობ და კიდევ ვერ ვისწავლე უმაგისოდ ცხოვრება... იცოდა თქმა, - რომ არ ვიქნები, მერე დამაფასებთ... მისი წასვლით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ოჯახურ ყოფაში, რადგან ხომ ვამბობ, მასზე ვიყავით მიჯაჭვულები. საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას. ოჯახურ საქმეების გარდა თურმე რამდენი რამეს მარიდებდა...

ჩემთვის ცოტა ძნელია, გიოზე როგორც მომღერალზე საუბარი... პრინციპში, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით... დღეს მის სიმღერებს რომ ვუსმენ, ნამღერ ტექსტებს, ფრაზებს რომ ვუკვირდები, ვხვდები და ვრწმუნდები, რომ ძალიან ცოტა გვყავს ასეთი მომღერალი... თავისებურად მოჰქონდა მსმენელამდე სიმღერა.

ახალი გარდაცვლილი რომ იყო, მის ნამღერს ვერ ვუსმენდი... ბოლო კონცერტიც არ მინახავს და სურვილიც არ მაქვს, ვნახო, არ შემიძლია...

ბოლო დღეებში ოპტიმისტურად იყო, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები და ვხვდები, ჩვენ გვაწყნარებდა. არადა, ყველაფერი გადასარევად იცოდა... ერთად ვიყავით ექიმთან, რომელმაც პირველად გვითხრა მისი დიაგნოზის შესახებ. გიო იქვე მომიბრუნდა და - შენ არ ინერვიულოო... მოკლედ, ისეთ განწყობას გვიქმნიდა, რომ არ გვტკენოდა, არ განგვეცადა... ბოლოს ძალიან ცუდად იყო, გადასხმებს იკეთებდა, იმ კონცერტამდე თავი ასე მიიყვანა და იმ დღიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

ისეთი გაცილება, როგორიც გიოს ქალაქმა მოუწყო, იშვიათია... რომ ვფიქრობ, უფრო ვრწმუნდები, რომ ისე იცხოვრა, შეცდომა არ დაუშვია. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რაღაც შეშლოდა".

ზურა დოიჯაშვილი

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი რამდენიმეთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გასულ ზამთარს ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ის იქ საქართველოდან ოჯახთან ერთად ორი წლის წინ წავიდა. ჩასვლიდან რამდენიმე თვეში კი რთული დიაგნოზი დაუსვეს.

AMBEBI.GE-სთან მისი მეუღლე ქეთი ვადაჭკორია უკვე ზურას გარდაცვალების შემდეგ ყვებოდა:

"არავინ ელოდა ამ ამბავს, დიაგნოზი უკვე განაჩენი იყო. ვამბობდი, - რა მოხდებოდა, სიმსივნე ჰქონოდა... სიცოცხლეს მაინც გავუხანგრძლივებდით, მის საყვარელ გიტარაზე დაკვრას მაინც შეძლებდა. იმისთვის ვიბრძოდი, რომ ეტლში მაინც მჯდარიყო, ოღონდ, ცოცხალი ყოფილიყო....

არ ვიცი, ვერც აღვიქვამ, რომ ზურა აღარ არის. რაც დრო გადის, მით უფრო მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი. ავად რომ იყო, სუნთქავდა მაინც, შემდეგ გარდაიცვალა, გადმოვასვენეთ, დავკრძალეთ და ახლა ვაცნობიერებ, რომ მარტო დავრჩი.

არაჩვეულებრივი მეუღლე და მამა იყო. მისგან წყენა არავის ახსოვს. იუმორით სავსე ადამიანი გახლდათ. ძალიან უყვარდა სტუმრები, მეგობრები, სახლის კარს გასაღებით არასოდეს ვკეტავდით...

ისრაელში საქართველოსა და თბილისის გარეშე ძალიან უჭირდა. ეს იქ ჩვენი იძულებითი წასვლა იყო. ბინის პრობლემა რომ არ გვქონოდა, ზურა საქართველოს არ დატოვებდა. ვფიქრობდით, სამი-ოთხი წელი ისრაელში ფიზიკურად გვემუშავა, რომ აქ ჩვენი ჭერი შეგვეძინა და შემდეგ დავბრუნებულიყავით.

მიუხედავად იმისა, რომ იქაც ბევრი მეგობარი ჰყავდა (1996 წლიდან ისრაელში კონცერტებს ატარებდა), თბილისი განსაკუთრებულად უყვარდა და უყვარდა ასევე ბორჯომი. ბავშვობა იქ ჰქონდა გატარებული, მისი მამა წარმოშობით იქიდან იყო. ერთმანეთი ბორჯომში გავიცანით. იქაურობაზე გიჟდებოდა, მაგრამ თბილისი ზურასთვის საფიცარი იყო.

ბოდიში მოვუხადე, იმისთვის რომ თბილისში ცოცხალი ვერ ჩამოვიყვანე... თუმცა უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც იმ მძიმე დღეებში ჩვენ გვერდით იდგა“.

* * *

ასეთი გახლავთ ამ სამი ქალბატონის ემოცია, განცდა, ფიქრი და ტკივილი საყვარელი ადამიანების, მეუღლეების ასე უდროოდ და ასეთი ავადმყოფობის შედეგად გარდაცვალების გამო. მათ მეუღლეების ჯანმრთელობისთვის ბოლომდე იბრძოლეს...