მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში
"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"არც კი ამიხ­სნეს რა­ტომ, ისე გა­მაბ­რუ­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრი­დან უკან... გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ...", - წერს "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას" ჟურ­ნა­ლის­ტი, ილია აზა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში. მისი თქმით, ის უც­ნო­ბი მი­ზე­ზით არ შე­მო­უშ­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჟურ­ნა­ლის­ტი შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტსაც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია - "არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრულ სხვა მო­თხოვ­ნებს."

"ჯერ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ჩამ­თვა­ლეს პერ­სო­ნა ნონ-გრან­ტად, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან რე­პორ­ტა­ჟის გამო, მერე უკვე ასე­ვე ყა­რა­ბაღ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტა­ტი­ის გამო, ახალ­ხან, სომ­ხე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­შუ­ქე­ბის ნება არ მომ­ცეს. დღეს კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მიშ­ვეს, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ჩამ­სვეს იძუ­ლე­ბით იმა­ვე თვითმფრი­ნავ­ში, რომ­ლი­თაც ჩავფრინ­დი. ვზი­ვარ აქ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი", - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

"მინ­დო­და თქვე­ნი ხარ­კოვ­ში და­პა­ტი­ჟე­ბა და მერე ეს გა­მახ­სენ­და...", - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი ან­დრეი კლი­ჩკო ჟურ­ნა­ლის­ტის პოსტს და იმ ფო­ტოს ახ­სე­ნებს, სა­დაც რუს ჟურ­ნა­ლისტს ხელ­ში უჭი­რავს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო უკ­რა­ი­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით - "ვი­დომ­ლე­ნო."

რუს ჟურ­ნა­ლისტს კო­მენ­ტა­რებ­ში აუხ­სნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ვი­ზი­ტის "დაბ­ლოკ­ვის" მი­ზე­ზი შე­საძ­ლოა, "ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის" დარ­ღვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თა­ცაც, აფხა­ზეთ­ში შეს­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნი­დან, ხოლო ცხინ­ვალ­ში – გო­რის რა­ი­ო­ნი­დან. სხვა ად­გი­ლი­დან ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შეს­ვლა არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა.

  • "რო­გორც ამიხ­სნეს, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ შე­გიშ­ვეს, რომ 2020 წელს, თბი­ლის­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­დი აფხა­ზეთ­ში. რა სა­ინ­ტე­რე­სოა, აბა რას ელოდ­ნენ?.. იქამ­დე არა­ერ­თხელ ვი­ყა­ვი ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში. ყო­ველ­თვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბით, და­მო­უ­კი­დებ­ლად. მი­მაჩ­ნია, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნდა ჰქონ­დეთ თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას", - წერს აზა­რის პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში მისი მე­გო­ბა­რი, ნი­კო­ლაი ლევ­ში­ცი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, ელგ სან­დრო პან­ფი­ლო­ვი მას უხ­სნის, რომ სა­ა­ქარ­თვე­ლო ოკპი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "კარ­გი კა­ნო­ნი" აქვთ და თუ აქ ჩა­მოს­ვლას ვინ­მე აპი­რებს, პრო­ფე­სი­ის გა­ნურ­ჩევ­ლად, ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ას­რუ­ლოს.

"ძა­ლი­ან კარ­გი კა­ნო­ნი აქვთ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ ჩვენ 25 % წაგ­ვარ­თვა... თქვენ და­არ­ღვი­ეთ კა­ნო­ნი და პრო­ფე­სია გა­მარ­თლე­ბა არ არის. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ თქვე­ნი კო­ლე­გა ბაბ­ჩენ­კო, ავ­ტო­მა­ტით დარ­ბო­და სა­ქათ­ვე­ლო­ში. თუმ­ცა, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, კარ­გი ხართ", - წერს ოლეგ-სან­დრო პან­ფი­ლო­ვი.

სხვებ­მა შე­ახ­სე­ნეს, რომ ვიდ­რე ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ ვი­ზიტს გა­და­წყვეტ­დეს, აჯო­ბებს, იმ ქვეყ­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას გა­ეც­ნოს, რათა შემ­დეგ, "პოსტ ფაქ­ტუმ წერა არ მო­უ­წი­ოს."

"თუ აფხა­ზეთ­შიც იყა­ვით და ცხინ­ვალ­შიც, რა გა­მო­დის?! ორ­ჯერ და­გირ­ღვე­ვი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი," - წერს მას კი­დევ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი, ანა­ტო­ლი გა­კენ­ბერ­გი.

"არა­და, ეს არ არის პროკ­რემ­ლის­ტუ­რი გა­მო­ცე­მა, მარ­თლაც ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ, რუ­სე­თის რე­ჟი­მის მხი­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ რა­ღაც სა­კი­თხებ­ში ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბი გაქვთ? თუ რუ­სე­თის აგ­რე­სო­რო­ბას აღი­ა­რებთ, მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წა­არ­თვა და მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ჭა­ო­ბი რომ აქვს შექ­მნი­ლი, ამას არ აღი­ა­რებთ? შე­გეძ­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­სუ­ლი­ყა­ვით და იქი­დან გე­მოგ­ზა­უ­რათ ორი­ვე რე­გი­ონ­ში", - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ვლად პუ­გა­ჩე­ვი.

რუს რურ­ნა­ლისტს აფხა­ზებ­მაც შეს­თა­ვა­ზეს მათ­თან ვი­ზი­ტი, თუმ­ცა, მათი კო­მენ­ტა­რე­ბი უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ "აღ­ნიშ­ნულ პირს "კა­ნო­ნის - უცხო­ელ­თა და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პირ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ” მე-11 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ეთ­ქვა უარი".
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sergo
15

რაღაცა საეჭვოდ გამოიყურება.

Geo
16

იმედია ამ სიახლეს ბევრი რუსული საინფორმაციო გაავრცელებს და ყველას ეცოდინება, რომ სამაჩაბლოში და აფხაზეთში ვიზიტი არის უკანონოი, თუ არააქვთ საქართველოს ნებართვა. 

ავტორი:

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"გამაბრუნეს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ..." - რატომ არ შემოუშვეს "ნოვაია გაზეტას" რუსი  ჟურნალისტი საქართველოში

"არც კი ამიხსნეს რატომ, ისე გამაბრუნეს საქართველოს საზღვრიდან უკან... გაბრაზებული ვარ...", - წერს "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი, ილია აზარი სოციალური ქსელში. მისი თქმით, ის უცნობი მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში. ჟურნალისტი შესაბამის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია - "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს."

"ჯერ აზერბაიჯანში ჩამთვალეს პერსონა ნონ-გრანტად, მთიანი ყარაბაღიდან რეპორტაჟის გამო, მერე უკვე ასევე ყარაბაღზე მომზადებული სტატიის გამო, ახალხან, სომხეთის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების ნება არ მომცეს. დღეს კი, საქართველოში არ შემიშვეს, ახსნა-განმარტების გარეშე ჩამსვეს იძულებით იმავე თვითმფრინავში, რომლითაც ჩავფრინდი. ვზივარ აქ და ძალიან განვიცდი", - წერს რუსი ჟურნალისტი.

"მინდოდა თქვენი ხარკოვში დაპატიჟება და მერე ეს გამახსენდა...", - ასე ეხმიანება უკრაინელი ანდრეი კლიჩკო ჟურნალისტის პოსტს და იმ ფოტოს ახსენებს, სადაც რუს ჟურნალისტს ხელში უჭირავს, დიდი ალბათობით, აეროპორტში გადაღებული ფოტო უკრაინული დოკუმენტით - "ვიდომლენო."

რუს ჟურნალისტს კომენტარებში აუხსნეს, რომ საქართველოში მისი ვიზიტის "დაბლოკვის" მიზეზი შესაძლოა, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევა ყოფილიყო, რომლის მიხედვითაცაც, აფხაზეთში შესვლა შესაძლებელია ზუგდიდის რაიონიდან, ხოლო ცხინვალში – გორის რაიონიდან. სხვა ადგილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა არის საქართველოს კანონის დარღვევა.

  • "როგორც ამიხსნეს, შესაძლოა, საქართველოში იმიტომ არ შეგიშვეს, რომ 2020 წელს, თბილისთან შეუთანხმებლად იმყოფებოდი აფხაზეთში. რა საინტერესოა, აბა რას ელოდნენ?.. იქამდე არაერთხელ ვიყავი ოსეთსა და აფხაზეთში. ყოველთვის სამსახურებრივი მოვალეობით, დამოუკიდებლად. მიმაჩნია, რომ ჟურნალისტებს ყველანაირი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ თავიანთი სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას", - წერს აზარის პოსტის კომენტარებში მისი მეგობარი, ნიკოლაი ლევშიცი.

საქართველოს მოქალაქე რუსი ჟურნალისტი, ელგ სანდრო პანფილოვი მას უხსნის, რომ სააქართველო ოკპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით "კარგი კანონი" აქვთ და თუ აქ ჩამოსვლას ვინმე აპირებს, პროფესიის განურჩევლად, ყველა ვალდებულია, შეასრულოს.

"ძალიან კარგი კანონი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენმა ქვეყანამ ჩვენ 25 % წაგვართვა... თქვენ დაარღვიეთ კანონი და პროფესია გამართლება არ არის. თუნდაც იმიტომ, რომ თქვენი კოლეგა ბაბჩენკო, ავტომატით დარბოდა საქათველოში. თუმცა, როგორც ჟურნალისტი, კარგი ხართ", - წერს ოლეგ-სანდრო პანფილოვი.

სხვებმა შეახსენეს, რომ ვიდრე ამა თუ იმ ქვეყანაში სამუშაოდ ვიზიტს გადაწყვეტდეს, აჯობებს, იმ ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, რათა შემდეგ, "პოსტ ფაქტუმ წერა არ მოუწიოს."

"თუ აფხაზეთშიც იყავით და ცხინვალშიც, რა გამოდის?! ორჯერ დაგირღვევიათ საქართველოს კანონი," - წერს მას კიდევ ერთი ჟურნალისტი, ანატოლი გაკენბერგი.

"არადა, ეს არ არის პროკრემლისტური გამოცემა, მართლაც ძალისხმევას არ იშურებენ, რუსეთის რეჟიმის მხილებისთვის, მაგრამ რაღაც საკითხებში ორმაგი სტანდარტები გაქვთ? თუ რუსეთის აგრესორობას აღიარებთ, მეზობელ ქვეყანას რომ ტერიტორიები წაართვა და მისთვის სასურველი ჭაობი რომ აქვს შექმნილი, ამას არ აღიარებთ? შეგეძლოთ საქართველოში ჩასულიყავით და იქიდან გემოგზაურათ ორივე რეგიონში", - წერს რუსი ინტერნეტმომხარებელი ვლად პუგაჩევი.

რუს რურნალისტს აფხაზებმაც შესთავაზეს მათთან ვიზიტი, თუმცა, მათი კომენტარები უპასუხოდ დატოვა.

  • ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "აღნიშნულ პირს "კანონის - უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მე-11 მუხლის საფუძველზე ეთქვა უარი".