პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ
შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვა­ლი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი გან­სჯა ახლა უკვე წარ­სულს ჩა­ბარ­და, ზოგ­ჯერ, ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნის სირ­თუ­ლე­ებს სქე­სის გამო მა­ინც აწყდე­ბი­ან.

სტა­ტის­ტი­კის თა­ნახ­მად, ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ქა­ლე­ბი უფრო ხში­რად დგე­ბი­ან, ვიდ­რე მა­მა­კა­ცე­ბი. გენ­დე­რის მი­ხედ­ვით თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უმს არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ ის ხში­რად თა­მა­შობს გა­დამ­წყვეტ როლს და სამ­წუ­ხა­როდ, დღე­საც ხში­რად გა­ი­გო­ნებთ ისეთ ფრა­ზებს, რო­გო­რი­ცაა: „მა­მა­კა­ცის პრო­ფე­სია“ და „ქა­ლის პრო­ფე­სია“.

სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი ქალ­თა მხრი­დან პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზეც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. კვლე­ვებ­მა და ემ­პი­რი­ულ­მა დაკ­ვირ­ვე­ბებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ირ­ჩე­ვენ ისეთ პრო­ფე­სი­ას, სა­დაც უმე­ტე­სად მა­მა­კა­ცე­ბი არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი პრო­ფე­სი­ე­ბი ხში­რად გა­ცი­ლე­ბით შე­მო­სავ­ლი­ა­ნი და მო­თხოვ­ნა­დია. თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია შეხ­ვდე გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბობ­და ელექტრი­კო­სი, მე­ზღვა­უ­რი, ან მე­შახ­ტე გამ­ხდა­რი­ყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ კი­დევ არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან „მა­მა­კა­ცის სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბით“ და რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, წარ­მა­ტე­ბა­საც აღ­წე­ვენ.

დიდ კორ­პო­რა­ცი­ა­ში მე­ნე­ჯე­რულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მყო­ფი ქალი დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. ისე­ვე, რო­გორც ქალი ინ­ჟი­ნე­რი - სამ­რეწ­ვე­ლო სექ­ტორ­ში. ქა­ლე­ბი იღე­ბენ პრეს­ტი­ჟულ მა­თე­მა­ტი­კურ ჯილ­დოს, ხდე­ბი­ან მეც­ნი­ე­რე­ბი, აკე­თე­ბენ აღ­მო­ჩე­ნებს, მარ­თა­ვენ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს, ყი­დი­ან ავ­ტო­ნა­წი­ლებს, სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს და შე­უძ­ლი­ათ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მო­აგ­ვა­რონ სან­ტექ­ნი­კაც.

ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი კომ­პა­ნია „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბასი“ აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა კამ­პა­ნი­ა­ში - #პრო­ფე­სი­ა­სა­რაქვსგენ­დე­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მოძ­რა­ო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ინი­ცი­ა­ტი­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბას­მა“ მე­ქა­ნი­კო­სის პრო­ფე­სი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მო­ა­ცხა­და.

ახა­ლი კამ­პა­ნია #პრო­ფე­სი­ა­სა­რაქვსგენ­დე­რი არის ისე­თი ქა­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც აქვთ ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი და თან­და­ყო­ლი­ლი უნა­რი, მი­აღ­წი­ონ პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბას და ავიდ­ნენ კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, და­ან­გრი­ოს სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და და­ა­ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ხში­რად, სწო­რედ თა­ვად ქა­ლე­ბის­გან მო­დის და­ინ­ტე­რე­სე­ბა ისეთ მას­კუ­ლი­ნურ პრო­ფე­სი­ა­ზე, რო­გო­რიც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­ქა­ნი­კო­სო­ბაა.

ახალ კამ­პა­ნი­ა­ში ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ. პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იქ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი, რო­დე­საც „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის“ მიერ ფორ­მი­რე­ბულ ტრე­ნინგს - „სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის აგე­ბუ­ლე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინ­გი“ – მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად ქა­ლე­ბიც ეს­წრე­ბი­ან.

ქა­ლე­ბი სწავ­ლე­ბის ეტაპს მა­მა­კა­ცებ­თან ერ­თად გა­დი­ან. „თე­გე­ტა აკა­დე­მია“ მო­ხა­რუ­ლია ქა­ლე­ბის მხრი­დან ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბით, რად­გან მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის მე­ქა­ნი­კო­სო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლია.

რა უნდა იცო­დეთ თე­გე­ტა აკა­დე­მი­ის ტრე­ნინ­გის შე­სა­ხებ:

„სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლის აგე­ბუ­ლე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი ტრე­ნინ­გი“ „თე­გე­ტა აკა­დე­მი­ა­ში“ 2 ივ­ნისს და­ი­წყო და 16 ივ­ლისს დას­რულ­და. აღ­ნიშ­ნულ ტრე­ნინგს ჯამ­ში 16 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო. მათ შო­რის 4 ქალი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის­თვის წი­ნას­წარ შე­ირჩნენ.

  • ტრე­ნინ­გი იყო­ფა ორ ნა­წი­ლად: თე­ო­რი­უ­ლი (ხან­გრძლი­ვო­ბა 1,5 თვე) და პრაქ­ტი­კუ­ლი (3 თვე).

ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე ქა­ლებს ავ­ტოს­ფე­რო­ში არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­დათ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს, მათ­თვის სრუ­ლი­ად ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ე­ღოთ ცოდ­ნა. ტრე­ნინ­გის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ოთხი­ვე ქალი „თე­გე­ტა თრაქ ენდ ბა­სის“ სერ­ვის­ცენ­ტრში და­საქმდა. ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა შე­ფას­და 100 პრო­ცენ­ტი­ა­ნი შკა­ლით. თე­ო­რი­უ­ლი კურ­სის და­სა­ფა­რად მი­ნუ­მუმ 70%-იანი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა იყო სა­ჭი­რო.

„თე­გე­ტა თრაქ ენდ ბასი“ ყო­ველ­თვის უჭერს მხარს ქალ­თა გაძ­ლი­ე­რე­ბის თე­მებს და მუ­დამ მზად არის, სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს გენ­დერუ­ლი კუ­თხით დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბის ნგრე­ვა­ში.

R

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
8

ესაა ჩვენი პრობლემა დღეს????????

თაზო
16

სულ გამოგენდერდნენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა! - სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართულ  ახალ კამპანიას #პროფესიასარაქვსგენდერი  ქალები შეუერთდნენ

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სტერეოტიპული განსჯა ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა, ზოგჯერ, ადამიანები სამსახურის შოვნის სირთულეებს სქესის გამო მაინც აწყდებიან.

სტატისტიკის თანახმად, ამ პრობლემის წინაშე ქალები უფრო ხშირად დგებიან, ვიდრე მამაკაცები. გენდერის მიხედვით თანამშრომლების შერჩევის კრიტერიუმს არ შეიძლება ეწოდოს ოფიციალური, მაგრამ ის ხშირად თამაშობს გადამწყვეტ როლს და სამწუხაროდ, დღესაც ხშირად გაიგონებთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „მამაკაცის პროფესია“ და „ქალის პროფესია“.

სტერეოტიპული ფაქტორები ქალთა მხრიდან პროფესიის არჩევაზეც დიდ გავლენას ახდენს. კვლევებმა და ემპირიულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ქალები ძალიან იშვიათად ირჩევენ ისეთ პროფესიას, სადაც უმეტესად მამაკაცები არიან დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პროფესიები ხშირად გაცილებით შემოსავლიანი და მოთხოვნადია. თითქმის შეუძლებელია შეხვდე გოგონას, რომელიც ოცნებობდა ელექტრიკოსი, მეზღვაური, ან მეშახტე გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არიან ისეთებიც, რომლებიც ინტერესდებიან „მამაკაცის სპეციალობებით“ და რაც ყველაზე საინტერესოა, წარმატებასაც აღწევენ.

დიდ კორპორაციაში მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფი ქალი დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ისევე, როგორც ქალი ინჟინერი - სამრეწველო სექტორში. ქალები იღებენ პრესტიჟულ მათემატიკურ ჯილდოს, ხდებიან მეცნიერები, აკეთებენ აღმოჩენებს, მართავენ მიკროავტობუსებს, ყიდიან ავტონაწილებს, სამშენებლო მასალებს და შეუძლიათ პროფესიონალურად მოაგვარონ სანტექნიკაც.

ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ აქტიურად ჩაება კამპანიაში - #პროფესიასარაქვსგენდერი. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ინიციატივით ხორციელდება, „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მექანიკოსის პროფესიით დაინტერესებული ქალების მიღება გამოაცხადა.

ახალი კამპანია #პროფესიასარაქვსგენდერი არის ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი ხასიათი და თანდაყოლილი უნარი, მიაღწიონ პროფესიულ წარმატებას და ავიდნენ კარიერულ კიბეზე. კამპანიის მიზანია, დაანგრიოს სტერეოტიპები და დაანახოს საზოგადოებას, რომ ხშირად, სწორედ თავად ქალებისგან მოდის დაინტერესება ისეთ მასკულინურ პროფესიაზე, როგორიც სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობაა.

ახალ კამპანიაში ქალები აქტიურად ჩაერთვნენ. პირველად საქართველოში, შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც „თეგეტა აკადემიის“ მიერ ფორმირებულ ტრენინგს - „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ – მამაკაცებთან ერთად ქალებიც ესწრებიან.

ქალები სწავლების ეტაპს მამაკაცებთან ერთად გადიან. „თეგეტა აკადემია“ მოხარულია ქალების მხრიდან ასეთი დაინტერესებით, რადგან მსგავსი ინიციატივა სატვირთო ავტომობილის მექანიკოსობის მიმართულებით საქართველოში პირველია.

რა უნდა იცოდეთ თეგეტა აკადემიის ტრენინგის შესახებ:

„სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგი“ „თეგეტა აკადემიაში“ 2 ივნისს დაიწყო და 16 ივლისს დასრულდა. აღნიშნულ ტრენინგს ჯამში 16 ადამიანი დაესწრო. მათ შორის 4 ქალი, რომლებიც აღნიშნული პროექტისთვის წინასწარ შეირჩნენ.

  • ტრენინგი იყოფა ორ ნაწილად: თეორიული (ხანგრძლივობა 1,5 თვე) და პრაქტიკული (3 თვე).

ტრენინგის მონაწილე ქალებს ავტოსფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი სურვილი გამოთქვეს, მათთვის სრულიად ახალი მიმართულებით მიეღოთ ცოდნა. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოთხივე ქალი „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში დასაქმდა. ტრენინგის მონაწილეების წარმატება შეფასდა 100 პროცენტიანი შკალით. თეორიული კურსის დასაფარად მინუმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ყოველთვის უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების თემებს და მუდამ მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს გენდერული კუთხით დამკვიდრებული სტერეოტიპების ნგრევაში.

R

„ბორჯომი“ ლეგენდას აცოცხლებს!

პირველად საქართველოში -დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა

როგორ ვმართოთ არითმია და როდის არის საჭირო აბლაცია - არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი