მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?
"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ბა­ქო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ედუ­არდ დუ­ბა­კოვს მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში ათი წელი მი­უ­სა­ჯეს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, დუ­ბა­კო­ვი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და.

"გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ის ყა­რა­ბა­ღის ომში სომ­ხე­თის მიერ იყო შეგ­ზავ­ნი­ლი და მო­ნა­ცე­მებს აგ­რო­ვებ­და. ის ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს. სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ, მას სამ­შობ­ლო­ში დე­პორ­ტი ემუქ­რე­ბა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის ბო­ლოს და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ თავს დამ­ნა­შა­ვედ გრძნობს..." - წერს haqqin.az.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, დუ­ბა­კო­ვი უკა­ნო­ნოდ იმ­ყო­ფე­ბო­და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კელ­ბან­ჯა­რის რა­ი­ონ­ში, სა­დაც სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამის შემ­დეგ, 14 იან­ვარს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას გეგ­მავ­და,თუმ­ცა, მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და­ა­კა­ვეს.

დუ­ბა­კო­ვი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სომ­ხე­თის სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბებ­ში, რო­მე­ლიც ყა­რა­ბაღ­ში იმარ­თე­ბო­და.

"თა­ვი­დან დუ­ბა­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ყა­რა­ბა­ღის რა­ი­ონ­ში იმ მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და, თით­ქოს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და და ყვე­ლა ის საქ­მე რა­საც აბ­რა­ლებ­დნენ, მათ შო­რის, სომ­ხე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მოგ­რო­ვე­ბა, ზე­წო­ლის შე­დე­გად "აღი­ა­რე­ბი­ნეს". სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მას­ზე არა­ვი­თა­რი ზე­წო­ლა არ ყო­ფი­ლა, რად­გან ის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქეა, ბა­ქო­ში კი, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოა და მის თა­ნამ­შრომ­ლებს დუ­ბა­კო­ვის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ. დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი, რე­ა­გი­რე­ბაც ექ­ნე­ბო­დათ. თუმ­ცა, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე დუ­ბა­კო­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ მო­ი­პო­ვე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

ცნო­ბი­ლია, რომ დუ­ბა­კო­ვი სომ­ხეთ­ში 2018 წელს ჩა­მო­ვი­და და სამ­ხედ­რო მოზ­მა­დე­ბას ქა­ლაქ შუ­შა­ში, ხან­კენ­დსა და სხვა რა­ი­ო­ნებ­ში გა­დი­ო­და. ასე­ვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. 2018-2019 წლებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და რუ­სეთ­ში, რა­საც რუ­სე­თიც ადას­ტუ­რებს. ომის პე­რი­ოდ­ში ის არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და სო­მეხ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს.

დუ­ბა­კო­ვის გა­სამ­რთლე­ბის თე­მას სომ­ხე­ბი სო­ცუ­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, მათი მო­საზ­რე­ბით, "ამ ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა არ­ცა­ხის (მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომში) სომ­ხე­თის კი­დევ ერთი ჩა­ვარ­დნი­ლი პრო­ექ­ტია ან რუ­სეთ­მა დუ­ბა­კო­ვი სა­თა­ვი­სოდ გა­მი­ო­ყე­ნა", თუმ­ცა მისი ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ჩვე­ვია, ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნა და მისი არ­სე­ბო­ბაც კი არ შე­იმ­ჩნია.

სხვე­ბის თქმით, თუ დუ­ბა­კო­ვი მარ­თლაც მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­და, რო­გორ­მე უნდა მო­ი­თხო­ვონ რუ­სე­თის ჩა­რე­ვით მის­თვის სას­ჯე­ლის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ან შემ­ცი­რე­ბა..

"რუ­სე­თი რომ სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რე და მე­გო­ბა­რია, ეგ უკვე ვნა­ხეთ არა­ერ­თხელ. გან­სა­კუთ­რე­ბით ყა­რა­ბა­ღის ომის დროს... ფაქ­ტობ­რი­ვად, მდუ­მა­რედ უყუ­რებ­და, რო­გორ იხო­ცე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი თურ­ქე­თის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი და კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის პი­რის­პირ. თურ­ქულ­მა დრო­ნებ­მა უპ­რობ­ლო­მოდ გა­და­უ­ა­რეს და და­ბომ­ბეს ჩვენს ბა­ზებს, რუ­სე­ბი კი, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ­მა "მზრუნ­ველ­მა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი ჩა­ა­ბა­რეს, შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­ხა­ტა. ასე რომ, სუ­ლაც არ მიკ­ვირს ამ კა­ცის არ­სე­ბო­ბა­საც რომ აღი­ა­რე­ბენ. ასე იქ­ცე­ოდ­ნენ ყო­ველ­თვის, გან­სხვა­ვე­ბით ამე­რი­კის­გან, რო­მე­ლიც არას­დროს ტო­ვებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს გან­საც­დელ­ში. სტა­ლი­ნის სტილს მიჰ­ყვე­ბა პუ­ტი­ნიც - არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა!" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი რო­ბერტ ავა­კი­ა­ნი.

"რამ­დე­ნი­მე დღეა სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­ზე ორ­მხრი­ვი ცე­ცხლი გრძელ­დე­ბა. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ყარ­ბა­ღის ომი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ჩვენ კი­დე­ვაც რომ არ გვინ­დო­დეს ომის გაგ­რძე­ლე­ბა, რუ­სე­თი ყვე­ლაფ­რის მშვი­დო­ბი­ა­ნად შე­გუ­ე­ბის უფ­ლე­ბას არ მოგ­ვცემს. დუ­ბა­კო­ვიც მისი პრო­ექ­ტია, გახ­მა­უ­რე­ბია რომ არ სდო­მე­ბო­და, არც გა­ახ­მა­უ­რებ­და, ისე მო­აგ­ვა­რებ­და ბა­ქოს­თან. მაგ­რამ რა­ღაც აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი - თურ­მე სომ­ხეთს გა­და­უ­ბი­რე­ბია და თურ­ქეთ­ში ტე­რაქ­ტის­თვის გზავ­ნი­და. ნეტა მარ­თლა გვქონ­დე­სა რა­მის თავი..." - მი­აჩ­ნია სარა კი­რა­კო­ზი­ანს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტყუილია!
98

დადგენილია, რომ სტალინს მიაწერეს ეს ფრაზა: "არ არის კაცი, არ არის პრობლემა"! ვერავინ ვერ იპოვა, სად თქვა, ვისთან თქვა ან სად დაწერა მსგავსი რამ! (ზუსტად ისევე, თითქოს ზვიადს განეცხადებინოს, საქართველო - მხოლოდ ქართველებისთვისო! ტყუილი! (ოღონდ აქ ის მანც არის დადგენილი, ვინ დააბრალა ზვიადს ამისი ავტორობა).

 

Tremor
8

მთიანი ყარაბაღი არა. ყარაბაღი. 

ავტორი:

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

"სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც... დუბაკოვიც მისი პროექტია" - როგორ ეხმაურებიან სომხები ბაქოში გასამართლებული რუსის საქმეს?

ბაქოში რუსეთის მოქალაქე ედუარდ დუბაკოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ათი წელი მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დუბაკოვი მთიანი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანის წინააღმდეგ იბრძოდა.

"გამოძიების მიხედვით, ის ყარაბაღის ომში სომხეთის მიერ იყო შეგზავნილი და მონაცემებს აგროვებდა. ის ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, მას სამშობლოში დეპორტი ემუქრება. სასამართლო პროცესის ბოლოს დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს..." - წერს haqqin.az.

გამოცემის ცნობით, დუბაკოვი უკანონოდ იმყოფებოდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, კელბანჯარის რაიონში, სადაც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ამის შემდეგ, 14 იანვარს, აზერბაიჯანიდან თურქეთში გადავიდა, სადაც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა,თუმცა, მომზადების პროცესში დააკავეს.

დუბაკოვი აქტიურად მონაწილეობდა სომხეთის სამხედრო სწავლებებში, რომელიც ყარაბაღში იმართებოდა.

"თავიდან დუბაკოვმა განაცხადა, რომ ყარაბაღის რაიონში იმ მიზნით იმყოფებოდა, თითქოს აზერბაიჯანის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდა და ყველა ის საქმე რასაც აბრალებდნენ, მათ შორის, სომხეთის სასარგებლოდ ინფორმაციების მოგროვება, ზეწოლის შედეგად "აღიარებინეს". სასამართლოზე განაცხადეს, რომ მასზე არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, რადგან ის რუსეთის მოქალაქეა, ბაქოში კი, რუსეთის საელჩოა და მის თანამშრომლებს დუბაკოვის მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დარღვევის შემთხვევაში კი, რეაგირებაც ექნებოდათ. თუმცა, რუსეთის საელჩოს ოფიციალურ საიტზე დუბაკოვის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება..." - წერს გამოცემა.

ცნობილია, რომ დუბაკოვი სომხეთში 2018 წელს ჩამოვიდა და სამხედრო მოზმადებას ქალაქ შუშაში, ხანკენდსა და სხვა რაიონებში გადიოდა. ასევე რამდენჯერმე გადავიდა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2018-2019 წლებში იმყოფებოდა რუსეთში, რასაც რუსეთიც ადასტურებს. ომის პერიოდში ის არაერთხელ დაუკავშირდა სომეხ მაღალჩინოსნებს.

დუბაკოვის გასამრთლების თემას სომხები სოცუალურ ქსელებში ეხმიანებიან, მათი მოსაზრებით, "ამ ადამიანის საქმიანობა არცახის (მთიანი ყარაბაღის ომში) სომხეთის კიდევ ერთი ჩავარდნილი პროექტია ან რუსეთმა დუბაკოვი სათავისოდ გამიოყენა", თუმცა მისი ჩავარდნის შემთხვევაში, როგორც ჩვევია, ხელები დაიბანა და მისი არსებობაც კი არ შეიმჩნია.

სხვების თქმით, თუ დუბაკოვი მართლაც მათთვის სასარგებლო ინფორმაციას აგროვებდა, როგორმე უნდა მოითხოვონ რუსეთის ჩარევით მისთვის სასჯელის შემსუბუქება ან შემცირება..

"რუსეთი რომ საიმედო მოკავშირე და მეგობარია, ეგ უკვე ვნახეთ არაერთხელ. განსაკუთრებით ყარაბაღის ომის დროს... ფაქტობრივად, მდუმარედ უყურებდა, როგორ იხოცებოდნენ ჩვენი ჯარისკაცები თურქეთის მრავალრიცხოვანი და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცების პირისპირ. თურქულმა დრონებმა უპრობლომოდ გადაუარეს და დაბომბეს ჩვენს ბაზებს, რუსები კი, ჩვენი მთავარი მხარდამჭერები და სტრატეგიული მოკავშირეები, რომელთაც ჩვენმა "მზრუნველმა" ხელისუფლებებმა სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს, შეშფოთება გამოხატა. ასე რომ, სულაც არ მიკვირს ამ კაცის არსებობასაც რომ აღიარებენ. ასე იქცეოდნენ ყოველთვის, განსხვავებით ამერიკისგან, რომელიც არასდროს ტოვებს თავის მოქალაქეს განსაცდელში. სტალინის სტილს მიჰყვება პუტინიც - არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა!" - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი რობერტ ავაკიანი.

"რამდენიმე დღეა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი ცეცხლი გრძელდება. ყველამ ვიცით, რომ ყარბაღის ომი არ დასრულებულა, ჩვენ კიდევაც რომ არ გვინდოდეს ომის გაგრძელება, რუსეთი ყველაფრის მშვიდობიანად შეგუების უფლებას არ მოგვცემს. დუბაკოვიც მისი პროექტია, გახმაურებია რომ არ სდომებოდა, არც გაახმაურებდა, ისე მოაგვარებდა ბაქოსთან. მაგრამ რაღაც აქვს ჩაფიქრებული - თურმე სომხეთს გადაუბირებია და თურქეთში ტერაქტისთვის გზავნიდა. ნეტა მართლა გვქონდესა რამის თავი..." - მიაჩნია სარა კირაკოზიანს.

"კოვიდის მსხვერპლთა კვალდაკვალ რუსეთში ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა უპრეცედენტოდ იზრდება" - რას წერს ადგილობრივი მედია?

აგვისტოდან იტალიაში "მწვანე საშვის" გარეშე თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს აღარ დაუშვებენ - რა რეგულაციებს აწესებს ქვეყნის მთავრობა

ინდონეზიაში, კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი თავს თავისივე ცოლად ასაღებდა და თვითმფრინავში ასვლას ცდილობდა - რა მოხდა ბორტზე