სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს
"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

ენათ­მეც­ნი­ე­რი მა­რი­ნე ბე­რი­ძე, რო­მელ­მაც კო­ვიდ 19 მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში თავს გა­დახ­დე­ნილ ამ­ბავს იხ­სე­ნებს და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"წუთ­შეს­ვე­ნე­ბა უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო და ეს დავ­წე­რო...

ჯერ მე­გო­ნა, რომ იმის­თვის გა­დავ­რჩი, რომ ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვნა­ხე და გან­ვი­ცა­დე, მო­მე­თხრო სხვე­ბის­თვის და თუნ­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი გა­და­მერ­ჩი­ნა... იმ­დე­ნად გრძე­ლი აღ­მოჩ­ნდა გზა რე­ა­ნი­მა­ცი­ის "ზედა სარ­თუ­ლი­დან" "ფე­ის­ბუ­კურ" ოხ­შივ­რამ­დე, რომ ეს სურ­ვი­ლი შეგ­ნე­ბუ­ლად ჩა­ვახ­შე ჩემ­ში. არ იყო ად­ვი­ლი მა­შინ, მაგ­რამ ჯერ ალ­ღომ, მერე გა­რე­მო­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ მი­კარ­ნა­ხა. ბო­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებ­ზეც ოდეს­მე იქ­ნებ მო­ი­ტა­ნოს სი­ტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახა­ლი ტალ­ღი­სა და ან­ტი­ვაქ­სერ­თა უგუ­ნუ­რე­ბის ახა­ლი შე­მო­ტე­ვე­ბის გამო გავ­ბე­დავ - რა­ღა­ცებს გა­ვიხ­სე­ნებ იმ ბუ­რუ­სი­ა­ნი კოშ­მა­რი­დან და ერთს შე­მოგ­ძა­ხებთ: რას სჩა­დით, ადა­მი­ა­ნე­ბო? რა­ტომ და­ემ­სგავ­სეთ სა­კუ­თა­რი ლეკ­ვე­ბის მჭა­მელ იშ­ვი­ათ ცხო­ვე­ლებს? ვისი სა­ხე­ლით? ვინც გი­თხრათ, რომ ადა­მი­ა­ნი კი არ შე­იქ­მნა შა­ბა­თის­თვის, შა­ბა­თი შე­იქ­მნა ადა­მი­ა­ნის­თვის?! სი­ნამ­დვი­ლე­ში, თქვენ ის ხალ­ხი ხართ, ვის­თვი­საც "ორ­შა­ბა­თიც შა­ბა­თია" ამ ქვე­ყა­ნა­ზე!

მოკ­ლედ, ვი­წყებ აქა-იქა გახ­სე­ნე­ბას. თან­მიმ­დევ­რუ­ლი აღ­წე­რის არც დრო მაქვს, არც ძალა.

  • ვა­გი­ფა

როცა ახალ­გაზ­რდა მო­წყა­ლე­ბის "ძმამ" ური­კით თეთ­რად გა­კაშ­კა­შე­ბულ "დარ­ბაზ­ში" შე­მას­რი­ა­ლა, უკვე ისე ვი­ყა­ვი უჟანგბა­დო­ბით და­ო­სე­ბუ­ლი, კარ­გად ვერ ვარ­ჩევ­დი რე­ა­ლო­ბას და შეგ­რძნე­ბებს. ერთი პი­რო­ბა, კი­ნა­ღამ აფო­რი­ა­ქე­ბულ ან­გე­ლოზ­თა ფარ­ფა­ტად მო­მეჩ­ვე­ნა ეს უც­ნა­უ­რი, ზუ­ზუ­ნა და მოძ­რა­ვი მდუ­მა­რე­ბა. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, რად­გან ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი იყო ასე­თი: კახი კავ­სა­ძე - თეთრ ლო­გინს მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამ სი­ტყვის ყვე­ლა ირი­ბი და პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, თა­ვა­დაც მიტ­კა­ლი­ვით თეთ­რი; სა­ხე­ზე შიშ­შე­ყი­ნუ­ლი ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი - უსი­ცო­ცხლო სხე­უ­ლე­ბი (დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, ეს ევ­ფე­მიზ­მი რომ გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა იმის ნაც­ვლად, რაც იქ ვიგ­რძე­ნი), უფან­ჯრო ოთა­ხის იის­ფე­რი შუქი, რო­მე­ლიც კი არ ანა­თებს, მა­რად სი­ფხიზ­ლედ ხმა­უ­რობს და სიკ­ვდილ-სი­ცო­ცხლის სა­ზღვარ­ზე ბეწ­ვის ბი­ლიკს ოდ­ნავ ხილ­ვა­დო­ბას აძ­ლევს. სულ ოდ­ნავს - არც ბნე­ლა, არც ნა­თე­ლია; რე­ა­ნი­მა­ცი­ის მუ­სი­კა - ჩა­წე­რი­ლი მაქვს მრა­ვა­ლი წუთი. ამ მუ­სი­კას პა­ცი­ენ­ტე­ბის თავ­თით და­კი­დე­ბუ­ლი აპა­რა­ტუ­რა გა­მოს­ცემს: წნე­ვა, ტემ­პე­რა­ტუ­რა, სა­ტუ­რა­ცია, გული, თირკმე­ლი.... სხვა­დას­ხვა ხმა­ზე ეხ­მი­ა­ნე­ბა დიდი მი­ნის ხუ­ფის გა­დაღ­მა ჩა­საფ­რე­ბულ ექი­მებს. ყური ეჩ­ვე­ვა გვი­ან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩა­მო­გიდ­გა­მენ მწვა­ნე შირ­მას მარ­ცხნი­დან ან მარ­ჯვნი­დან - გა­აჩ­ნია, ვისი მე­ლო­დია ჩაქ­რა სა­მუ­და­მოდ აქე­თა სამ­ყა­რო­ში, ხმა­მაღ­ლა იტყვი­ან შენს (ერ­თა­დერ­თი კონ­ტაქ­ტუ­რი ავად­მყო­ფის) გა­სა­გო­ნად: წა­იყ­ვა­ნეთ რენტგენ­ზე... და გა­უ­ყე­ნე­ბენ აჭ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ური­კით გზას. მისი "შემ­ცვლე­ლი" კი უკვე მო­გო­რე­ბუ­ლია კა­რებ­თან... რი­გია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შიც.

მოკ­ლედ, გა­მიგ­რძელ­და. ვა­გი­ფა 20-22 წლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გო­გო­ნაა. ჩემ მარ­ჯვნივ, კა­ხის შემ­დეგ წევს, ფან­ჯა­რას­თან. სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი ეტყო­ბა, ამი­ტო­მაც ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ჯერ არც ვიცი რომ ვა­გი­ფაა... კვნე­სის. მა­ფხიზ­ლებს და უც­ნა­ურ ძა­ლას მაძ­ლევს მისი კვნე­სა. მა­ვი­წყდე­ბა წუ­თით ჩემი გა­სა­ჭი­რი და მის­კე­ნაა მთე­ლი ჩემი ყუ­რა­დღე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ფრაგ­მენ­ტე­ბად ვაგ­რო­ვებ "მიხ­ვედ­რებს": ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბია, კო­ვი­დი­ა­ნი. ფილ­ტვე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბით. გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბით. ბავ­შვი გა­დარ­ჩა. ეს ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია... იგუ­დე­ბა. ვერ სუნ­თქავს. ტი­რის. ქარ­თუ­ლი არ იცის. სულ ცოტა რუ­სუ­ლი. ექთ­ნებ­მა რუ­სუ­ლი არ იცი­ან. ვი­ღას ახ­სოვს სა­კუ­თა­რი ფილ­ტვე­ბის 23 თუ 24 - ქუ­ლი­ა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა (ვინ გე­ტყვის მარ­თალს): ვა­გი­ფა! უნდა ჭამო! რა­ღაც მა­ინც უნდა შე­ჭა­მო, ასე თქვა ექიმ­მა! გავ­ძა­ხი რუ­სუ­ლად. - არ შე­მიძ­ლია! - მპა­სუ­ხობს , თან ხვე­ლა ახ­რჩობს! - ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვა­ტან რა­ღა­ცას, არც მახ­სოვს რას. ალ­ბათ ხილს? ხა­ჭა­პურს? - ვერ ვიხ­სე­ნებ. ერთ - ორ ლუკ­მას ჭამს. არ შე­უძ­ლია, ტი­რის. ისე ტრი­ა­ლე­ბენ, ისე შფო­თა­ვენ, ისე დას­ტრი­ა­ლე­ბენ, მგო­ნი... ღმერ­თო! არა! - ვა­გი­ფა! - ვყვი­რი მთე­ლი ხმით - ისუნ­თქე, ღმად, ღრმად ისუნ­თქე, არ გა­ჩერ­დე!.. - არა, ვა­გი­ფა! ბავ­შვს რა ჰქვია, რა და­არ­ქვი გო­გო­ნას? - გავ­ყვი­რი ისევ (მა­ინც ვე­რა­ვის გა­ვაღ­ვი­ძებ). - არ ვიცი, ვერ მო­ვას­წა­რი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა - მპა­სუ­ხობს ძა­ლა­გა­მო­ლე­უ­ლი, თით­ქოს ახლა გა­ახ­სენ­და, რომ სა­ხე­ლი არ აქვს მის შვილს. ვხვდე­ბი, რომ გა­მო­ცო­ცხლდა. ლო­ყებ­ზე ფერი და­ე­ტყო. - ვა­გი­ფა, საყ­ვა­რე­ლო, ახლა ის მარ­ტოა, შე­ში­ნე­ბუ­ლია, მის­თვის უნდა გა­დავ­რჩეთ, მეც და შენც. არ მი­ა­ტო­ვო, არ მი­ა­ტო­ვო, ვა­გი­ფა! - ყვე­ლა და­ძა­ხე­ბა­ზე კრთე­ბა და თვალს ძა­ლის­ძა­ლად ახელს. - ვა­გი­ფა, ელა­პა­რა­კე, ელა­პა­რა­კე შენს შვილს. უთხა­რი რომ გიყ­ვარს, უთხა­რი, რომ გა­დარ­ჩე­ბი, დამ­პირ­დი, რომ არ მოკ­ვდე­ბი! ვა­გი­ფა!..

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამ­დე­ნი დღის შემ­დეგ, ჩემს გვერ­დით კი­დევ ერთხელ რომ ჩა­მო­ა­ფა­რეს შირ­მა და მერე ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ვა­გი­ფა ჩუ­მად, ხვეწ­ნით ეუბ­ნე­ბა ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტი­ო­ტე... აუხ­სნეს, რომ ამ ფან­ჯა­რას­თან თურ­მე იმი­ტომ წევს, რომ გი­ნე­კო­ლოგ­მა, რო­მე­ლიც ბლოკ­ში ვერ შე­მო­დის, ფან­ჯრი­დან ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს მისი ჭრი­ლო­ბე­ბი. და­ნა­ნე­ბით გად­მომ­ხე­დავს. სუს­ტი, იის­ფე­რი ღი­მი­ლით მი­ღი­მის....მალე გა­დაჰ­ყავთ სხვა პა­ლა­ტა­ში. მად­ლი­ე­რე­ბის მზე­რით მემ­შვი­დო­ბე­ბა. რა იცის, მე რა მად­ლი­ე­რი ვარ. რამ­ხე­ლა როლი აქვს ჩემს გა­დარ­ჩე­ნა­ში. მა­შინ არ მი­ტი­რია. ახლა ვწერ და ვტი­რი. მაქვს უფ­ლე­ბა..."

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მია
4

როგორ მიყვარხართ, ქალბატონო მარინე, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს გისურვებთ, თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად <3 

თბილისელი
6

კოვიდ საიტზე, გრაფაში "თქვენი იდეები" რატომ არ ითვალისწინებთ მართვის გამოცდილი სპეცციალისტების წინადადებებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

"ვაგიფა ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა..." - ენათმეცნიერი რეანიმაციაში მომხდარ ამბავს იხსენებს

ენათმეცნიერი მარინე ბერიძე, რომელმაც კოვიდ 19 მძიმედ გადაიტანა, რეანიმაციაში თავს გადახდენილ ამბავს იხსენებს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"წუთშესვენება უნდა გამოვიყენო და ეს დავწერო...

ჯერ მეგონა, რომ იმისთვის გადავრჩი, რომ ყველაფერი, ყველაფერი, რაც ვნახე და განვიცადე, მომეთხრო სხვებისთვის და თუნდაც ერთი ადამიანი გადამერჩინა... იმდენად გრძელი აღმოჩნდა გზა რეანიმაციის "ზედა სართულიდან" "ფეისბუკურ" ოხშივრამდე, რომ ეს სურვილი შეგნებულად ჩავახშე ჩემში. არ იყო ადვილი მაშინ, მაგრამ ჯერ ალღომ, მერე გარემოზე დაკვირვებამ მიკარნახა. ბოლოს გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ოდესმე იქნებ მოიტანოს სიტყვამ და ვთქვა.

ახლა ამ ახალი ტალღისა და ანტივაქსერთა უგუნურების ახალი შემოტევების გამო გავბედავ - რაღაცებს გავიხსენებ იმ ბურუსიანი კოშმარიდან და ერთს შემოგძახებთ: რას სჩადით, ადამიანებო? რატომ დაემსგავსეთ საკუთარი ლეკვების მჭამელ იშვიათ ცხოველებს? ვისი სახელით? ვინც გითხრათ, რომ ადამიანი კი არ შეიქმნა შაბათისთვის, შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის?! სინამდვილეში, თქვენ ის ხალხი ხართ, ვისთვისაც "ორშაბათიც შაბათია" ამ ქვეყანაზე!

მოკლედ, ვიწყებ აქა-იქა გახსენებას. თანმიმდევრული აღწერის არც დრო მაქვს, არც ძალა.

  • ვაგიფა

როცა ახალგაზრდა მოწყალების "ძმამ" ურიკით თეთრად გაკაშკაშებულ "დარბაზში" შემასრიალა, უკვე ისე ვიყავი უჟანგბადობით დაოსებული, კარგად ვერ ვარჩევდი რეალობას და შეგრძნებებს. ერთი პირობა, კინაღამ აფორიაქებულ ანგელოზთა ფარფატად მომეჩვენა ეს უცნაური, ზუზუნა და მოძრავი მდუმარება. პირველი შთაბეჭდილება არ მქონია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათეული იყო ასეთი: კახი კავსაძე - თეთრ ლოგინს მიჯაჭვული ამ სიტყვის ყველა ირიბი და პირდაპირი გაგებით, თავადაც მიტკალივით თეთრი; სახეზე შიშშეყინული ინტუბირებული პაციენტები - უსიცოცხლო სხეულები (დიდხანს ვიფიქრე, ეს ევფემიზმი რომ გამომეყენებინა იმის ნაცვლად, რაც იქ ვიგრძენი), უფანჯრო ოთახის იისფერი შუქი, რომელიც კი არ ანათებს, მარად სიფხიზლედ ხმაურობს და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე ბეწვის ბილიკს ოდნავ ხილვადობას აძლევს. სულ ოდნავს - არც ბნელა, არც ნათელია; რეანიმაციის მუსიკა - ჩაწერილი მაქვს მრავალი წუთი. ამ მუსიკას პაციენტების თავთით დაკიდებული აპარატურა გამოსცემს: წნევა, ტემპერატურა, სატურაცია, გული, თირკმელი.... სხვადასხვა ხმაზე ეხმიანება დიდი მინის ხუფის გადაღმა ჩასაფრებულ ექიმებს. ყური ეჩვევა გვიან. და მერე უკვე გრძნობს, რომ ახლა ჩამოგიდგამენ მწვანე შირმას მარცხნიდან ან მარჯვნიდან - გააჩნია, ვისი მელოდია ჩაქრა სამუდამოდ აქეთა სამყაროში, ხმამაღლა იტყვიან შენს (ერთადერთი კონტაქტური ავადმყოფის) გასაგონად: წაიყვანეთ რენტგენზე... და გაუყენებენ აჭრიალებული ურიკით გზას. მისი "შემცვლელი" კი უკვე მოგორებულია კარებთან... რიგია რეანიმაციაშიც.

მოკლედ, გამიგრძელდა. ვაგიფა 20-22 წლის აზერბაიჯანელი გოგონაა. ჩემ მარჯვნივ, კახის შემდეგ წევს, ფანჯარასთან. სიცოცხლის ნიშანწყალი ეტყობა, ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას. ჯერ არც ვიცი რომ ვაგიფაა... კვნესის. მაფხიზლებს და უცნაურ ძალას მაძლევს მისი კვნესა. მავიწყდება წუთით ჩემი გასაჭირი და მისკენაა მთელი ჩემი ყურადღება მობილიზებული. ფრაგმენტებად ვაგროვებ "მიხვედრებს": ახალნამშობიარებია, კოვიდიანი. ფილტვების მძიმე დაზიანებით. გინეკოლოგიური გართულებით. ბავშვი გადარჩა. ეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... იგუდება. ვერ სუნთქავს. ტირის. ქართული არ იცის. სულ ცოტა რუსული. ექთნებმა რუსული არ იციან. ვიღას ახსოვს საკუთარი ფილტვების 23 თუ 24 - ქულიანი დაზიანება (ვინ გეტყვის მართალს): ვაგიფა! უნდა ჭამო! რაღაც მაინც უნდა შეჭამო, ასე თქვა ექიმმა! გავძახი რუსულად. - არ შემიძლია! - მპასუხობს , თან ხველა ახრჩობს! - ცოტა, სულ ცოტა... აი, ეს... ექთანს ვატან რაღაცას, არც მახსოვს რას. ალბათ ხილს? ხაჭაპურს? - ვერ ვიხსენებ. ერთ - ორ ლუკმას ჭამს. არ შეუძლია, ტირის. ისე ტრიალებენ, ისე შფოთავენ, ისე დასტრიალებენ, მგონი... ღმერთო! არა! - ვაგიფა! - ვყვირი მთელი ხმით - ისუნთქე, ღმად, ღრმად ისუნთქე, არ გაჩერდე!.. - არა, ვაგიფა! ბავშვს რა ჰქვია, რა დაარქვი გოგონას? - გავყვირი ისევ (მაინც ვერავის გავაღვიძებ). - არ ვიცი, ვერ მოვასწარი სახელის დარქმევა - მპასუხობს ძალაგამოლეული, თითქოს ახლა გაახსენდა, რომ სახელი არ აქვს მის შვილს. ვხვდები, რომ გამოცოცხლდა. ლოყებზე ფერი დაეტყო. - ვაგიფა, საყვარელო, ახლა ის მარტოა, შეშინებულია, მისთვის უნდა გადავრჩეთ, მეც და შენც. არ მიატოვო, არ მიატოვო, ვაგიფა! - ყველა დაძახებაზე კრთება და თვალს ძალისძალად ახელს. - ვაგიფა, ელაპარაკე, ელაპარაკე შენს შვილს. უთხარი რომ გიყვარს, უთხარი, რომ გადარჩები, დამპირდი, რომ არ მოკვდები! ვაგიფა!..

სამი, ოთხი, ხუთი... არ ვიცი, რამდენი დღის შემდეგ, ჩემს გვერდით კიდევ ერთხელ რომ ჩამოაფარეს შირმა და მერე ადგილი გათავისუფლდა, ვაგიფა ჩუმად, ხვეწნით ეუბნება ექთანს: ა მოჟნო მნე კ ეტოი ტიოტე... აუხსნეს, რომ ამ ფანჯარასთან თურმე იმიტომ წევს, რომ გინეკოლოგმა, რომელიც ბლოკში ვერ შემოდის, ფანჯრიდან ნახოს და შეაფასოს მისი ჭრილობები. დანანებით გადმომხედავს. სუსტი, იისფერი ღიმილით მიღიმის....მალე გადაჰყავთ სხვა პალატაში. მადლიერების მზერით მემშვიდობება. რა იცის, მე რა მადლიერი ვარ. რამხელა როლი აქვს ჩემს გადარჩენაში. მაშინ არ მიტირია. ახლა ვწერ და ვტირი. მაქვს უფლება..."

"სინოფარმით" აცრილ ჩემს შვილს, სავარაუდოდ, დელტა შტამი დაუდგინდა... ძალიან მარტივად გადაიტანა, ვაქცინამ დაიცვა" - რას წერს ეკა გაბაშვილი "ფეისბუქზე"?

"არ დავაბრუნებ! ამით უნდა გაუწყოთ გაკეთებული საქმეების შესახებ" - წულუკიანმა სენაკში "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

"შენდობას ვითხოვ. იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს..." - უხამსი ფოტომონტაჟის გაზიარებისთვის მღვდელს მსახურება შეუჩერეს