პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე
"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დო­მი­ნან­ტი ჯერ კი­დევ რჩე­ბა ე.წ. ბრი­ტა­ნუ­ლი შტა­მი "ალფა", მაგ­რამ თან­და­თან სულ უფრო ვრცელ­დე­ბა ინ­დუ­რი, ანუ "დელ­ტას" შტა­მი,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

"ინ­დუ­რი" შტა­მის გავ­რცე­ლე­ბა არის და­ახ­ლო­ე­ბით 25 პრო­ცენ­ტი და მისი გავ­რცე­ლე­ბა მა­ტუ­ლობს. ასე­თი სცე­ნა­რი იყო ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ბო­ლოს "ინ­დუ­რი" შტა­მი იყო დო­მი­ნან­ტი. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ჩვენ ამა­ზე გავ­ლე­ნას ვერ მო­ვახ­დენთ, დად­გე­ბა რა­ღაც მო­მენ­ტი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ინ­დუ­რი" შტა­მი. "ინ­დუ­რი" შტა­მი ბევ­რი რა­მით გან­სხვავ­დე­ბა სხვა შტა­მე­ბის­გან, ის 50 პრო­ცენ­ტით უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბია, ვიდ­რე "ბრი­ტა­ნუ­ლი" შტა­მი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, 50 პრო­ცენ­ტით უფრო მე­ტად გა­დამ­დე­ბი იყო, ვიდ­რე სტან­დარ­ტუ­ლი "ჩი­ნუ­რი" შტა­მი.

გარ­და ამი­სა, მისი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თი გან­სხვავ­დე­ბა. მას ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებს ხვე­ლა, ყნოს­ვი­სა და გე­მოვ­ნე­ბის და­კარ­გვა, სა­მა­გი­ე­როდ, გა­ცი­ლე­ბით უფრო ხში­რად ახა­სი­ა­თებს ყე­ლის ტკი­ვი­ლი, სურ­დო, თა­ვის ტკი­ვი­ლი და ცხე­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, ის გა­ცი­ლე­ბით უფრო მე­ტად აზი­ა­ნებს ბავ­შვებს, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს, ვიდ­რე ამას სხვა შტა­მე­ბი აკე­თებ­და. ამას გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს ჯან­დაც­ვის სექ­ტო­რი და უნდა მი­აქ­ცი­ონ მშობ­ლებ­მაც, მო­სახ­ლე­ო­ბამ. "ინ­დუ­რი" შტა­მი იძ­ლე­ვა გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და­ა­ვა­დე­ბის, უფრო მძი­მე გა­მოს­ვლე­ბით, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი და და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ უფრო გაზ­რდი­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია. ყვე­ლა­ფე­რი ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს სა­ხელ­მწი­ფოს და პირ­ველ რიგ­ში, ჯან­დაც­ვის სექ­ტორს",- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტუა
7

ვერ გავიგე მიშველეთ .მინდა აცრა ვერ ვიცრები დარეგისტრირება ჭირს მივიდე საავადმყოფოში გამომაგდებენ შენ სიასი არა ხარო ცხელ ხაძზე ვერ დარეკავ.თუ ინდური შტამი უნდა შემოვიდეს აცრა რა შუაშია ასე თუ ისე ჩაილნურის წყალი მაქ დალეული.ვინც გადარჩებით იყავით კარგად.

???
5

სტროგად ხართ გაფრთხილებულები არა? კრიტიკული დაბლოკეთო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

"დადგება დრო, როცა საქართველოში ძირითადად "ინდური შტამი” იქნება გავრცელებული - ეს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს" - ცერცვაძე

დღეს საქართველოში დომინანტი ჯერ კიდევ რჩება ე.წ. ბრიტანული შტამი "ალფა", მაგრამ თანდათან სულ უფრო ვრცელდება ინდური, ანუ "დელტას" შტამი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება.

"ინდური" შტამის გავრცელება არის დაახლოებით 25 პროცენტი და მისი გავრცელება მატულობს. ასეთი სცენარი იყო ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ბოლოს "ინდური" შტამი იყო დომინანტი. დიდი ალბათობით, ჩვენ ამაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, დადგება რაღაც მომენტი, როცა საქართველოში ძირითადად გავრცელებული იქნება "ინდური" შტამი. "ინდური" შტამი ბევრი რამით განსხვავდება სხვა შტამებისგან, ის 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე "ბრიტანული" შტამი, რომელიც თავის მხრივ, 50 პროცენტით უფრო მეტად გადამდები იყო, ვიდრე სტანდარტული "ჩინური" შტამი.

გარდა ამისა, მისი კლინიკური სურათი განსხვავდება. მას ნაკლებად ახასიათებს ხველა, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა, სამაგიეროდ, გაცილებით უფრო ხშირად ახასიათებს ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი და ცხელება. გარდა ამისა, ის გაცილებით უფრო მეტად აზიანებს ბავშვებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს, ვიდრე ამას სხვა შტამები აკეთებდა. ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ჯანდაცვის სექტორი და უნდა მიაქციონ მშობლებმაც, მოსახლეობამ. "ინდური" შტამი იძლევა გაცილებით უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადების, უფრო მძიმე გამოსვლებით, მხედველობაში მაქვს გარდაცვალების შემთხვევები და დაახლოებით ორჯერ უფრო გაზრდილი ჰოსპიტალიზაცია. ყველაფერი ეს ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს სახელმწიფოს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორს",- განაცხადა ცერცვაძემ.