პოლიტიკა
სამართალი

15

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
წიგნები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს
რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

2021 წელს ფეს­ტი­ვა­ლი Art-გენი კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და მცი­რე­დით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მით გა­ი­მარ­თე­ბა. მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი პა­რას­კევს, შა­ბათ­სა და კვი­რას შედ­გე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა 16 ივ­ლისს თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ კონ­ცერ­ტით გა­იხ­სნე­ბა. შემ­დე­გი დღე­ე­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა კი ასე­თია: 17 ივ­ლი­სი - „გაგა ფრა­ნი“, 18 ივ­ლი­სი ჯგუ­ფი Reggaeon, 23 ივ­ლი­სი - ბენ­დი „ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი“ და ლელა ნა­ყე­უ­რი, 24 ივ­ლი­სი - ნინო ქა­თა­მა­ძე. ფეს­ტი­ვა­ლის თბი­ლი­სის ტურს 25 ივ­ლისს 33ა და ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე და­ხუ­რა­ვენ.

დას­კვნით კონ­ცერ­ტე­ბამ­დე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­წყო­ბა, ქარ­თუ­ლი რეწ­ვის გა­მო­ფე­ნე­ბი, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნის ფოლკ­ლო­რუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბი, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­თხე­ე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი პარტნი­ო­რი „ნი­კო­რა“ მი­სულ სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ მო­სას­ვე­ნე­ბელ სივ­რცე­ებს შეს­თა­ვა­ზებს. გარ­და ამი­სა, მო­ე­წყო­ბა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო კუ­თხე, სა­დაც ნი­კო­რას უგემ­რი­ე­ლე­სი პრო­დუქ­ცი­ის და­გე­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. “ნი­კო­რა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ­თვის ასე­თი ეროვ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია. რად­გან ფოლკ­ლო­რის და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კის ერთ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნით და სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით Art-გენს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ახალ­გაზ­რდებ­ში ფოლკ­ლო­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში. მე­ო­რე მხრივ, ფეს­ტი­ვა­ლი არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი­სა და რეწ­ვის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს, არა­მედ ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­შიც დიდ როლს ას­რუ­ლებს. ამი­ტომ სა­დაც ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი საქ­მეა ნი­კო­რა მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მხარ­დამ­ჭე­რია.

ფეს­ტი­ვალ­ზე ასე­ვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ჰოთ დოგ „რუმი“, რო­მელ­საც აქამ­დე „ბრა­ვოს“ სა­ხელ­წო­დე­ბით იც­ნობ­დნენ ჰოთ დო­გე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის რე­გი­ო­ნულ ტურ­ნეს, თბი­ლი­სის ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ის 31 ივ­ლისს პან­ტი­ა­ნის ტბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

წელს ფეს­ტი­ვალ Art-გენს 18 წელი შე­უს­რულ­და. წლე­ბის მან­ძილ­ზე Art-გენ­მა არა­ერ­თი ახა­ლი ან­სამ­ბლის, ჯგუ­ფის და მუ­სი­კო­სის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყო ხელი. ცო­ცხა­ლი და სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში მისი დამ­სა­ხუ­რე­ბით, არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სი და ბენ­დი გა­იც­ნო ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ამ. ბევ­რი ჯგუ­ფის­თვის და მომ­ღერ­ლის­თვის ერ­თგვარ ტრამ­პლი­ნად იქცა. ფეს­ტი­ვა­ლი წელ­საც სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს.

(R)

მარიტა
0

მიყვარს არტგენი!❤❤❤

ავტორი:

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს

2021 წელს ფესტივალი Art-გენი კოვიდრეგულაციების გათვალისწინებითა და მცირედით განსხვავებული ფორმით გაიმართება. მუსიკალური საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას შედგება. ღონისძიება 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. შემდეგი დღეების მუსიკალური პროგრამა კი ასეთია: 17 ივლისი - „გაგა ფრანი“, 18 ივლისი ჯგუფი Reggaeon, 23 ივლისი - ბენდი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური, 24 ივლისი - ნინო ქათამაძე. ფესტივალის თბილისის ტურს 25 ივლისს 33ა და ნიაზ დიასამიძე დახურავენ.

დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები. ღონისძიების გენერალური პარტნიორი „ნიკორა“ მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს შესთავაზებს. გარდა ამისა, მოეწყობა სარეალიზაციო კუთხე, სადაც ნიკორას უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. “ნიკორაში“ განმარტავენ, რომ მათთვის ასეთი ეროვნული პროექტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშნელოვანია. რადგან ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. მეორე მხრივ, ფესტივალი არა მხოლოდ ქართული ფოლკლორისა და რეწვის, თანამედროვე საავტორო მუსიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, არამედ ქვეყნის რეგიონული განვითარებაშიც დიდ როლს ასრულებს. ამიტომ სადაც ქართული, ეროვნული საქმეა ნიკორა მისი გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება, ქალაქში ყველაზე გემრიელი ჰოთ დოგ „რუმი“, რომელსაც აქამდე „ბრავოს“ სახელწოდებით იცნობდნენ ჰოთ დოგების მოყვარულები.

რაც შეეხება მიმდინარე წლის რეგიონულ ტურნეს, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, ის 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

წელს ფესტივალ Art-გენს 18 წელი შეუსრულდა. წლების მანძილზე Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინად იქცა. ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს.

(R)

რა საჩუქრები ელის მომხმარებელს „გორგიას“ 23 წლის იუბილესთან დაკავშირებით

Mastercard-ის ეკო-მეგობრული გათამაშება დაიწყო - ჩაერთე და მოიგე ავტომობილი, სკუტერი ან მოპედი

საქართველოში არსებულ რომელ ბანკშია ყველაზე მაღალი პროცენტი ლარის ანაბარზე?