სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე
"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

ის­ტო­რი­კო­სი ლაშა ბაქ­რა­ძე "ტვ პირ­ვე­ლის" ოპე­რა­ტო­რის, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას გლო­ვი­სა და პრო­ტეს­ტის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვის­კენ მო­უ­წო­დებს.

"მხო­ლოდ პარ­ლა­მენ­ტის წინ დგო­მას შე­დე­გი არ მო­აქვს.

თუ გლო­ვაა მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნის გამო - მთელ ქვე­ყა­ნა­ში უნდა იყოს. რაც მოხ­და, არაა ერთი კონ­კრე­ტუ­ლი კა­ცის მკვლე­ლო­ბის ამ­ბა­ვი, რო­გორც ეს თეთ­რწვე­რა ან­ტო­ნას სურს. სა­ხელ­მწი­ფო­ში დრო­შე­ბი ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს გლო­ვის ნიშ­ნად და შავი ლენ­ტით შემ­კუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მელ­საც ადარ­დებს, რაც ხდე­ბა - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი არ უნდა და­ე­ლო­დოს, არა­მედ თვი­თონ მთე­ლი ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით - გად­მო­კი­დოს დრო­შე­ბი სამ­გლო­ვი­ა­რე ლენ­ტე­ბით ან უბ­რა­ლოდ მხო­ლოდ შავი ლენ­ტე­ბი მი­აკ­რას ფან­ჯრებ­ზე და აივ­ნებ­ზე, გა­ი­კე­თონ სამ­კლა­უ­რე­ბი და ან მკერ­დზე და­იბ­ნი­ონ შავი ბაფ­თე­ბი. გლო­ვა და პრო­ტეს­ტი ქვეყ­ნის მაშ­ტა­ბით უნდა ჩან­დეს და არა ერთ მტკა­ველ­ზე პარ­ლა­მენ­ტთან. უნდა ჩან­დეს, ვის ადად­რებს ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და ვის არა".

იგი­ვე პო­ზი­ცია აქვს მწე­რალ ლაშა ბუ­ღა­ძეს, მან დღეს პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, მე­დი­ას თხოვ­ნით მი­მარ­თა, გარ­დაც­ვლი­ლი ოპე­რა­ტო­რის დაკ­რძალ­ვის დღე გლო­ვის დღედ გა­მო­ა­ცხა­დონ.

რო­გორც ბუ­ღა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­ხელ­მწი­ფოს რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ჰქონ­დეს, ხვალ გლო­ვის დღე სა­ხელ­მწი­ფო მას­შტა­ბით უნდა ცხად­დე­ბო­დეს.

„ოდ­ნა­ვი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა რომ ჰქონ­დეს ამ სა­ხელ­მწი­ფოს, ხვალ ჩვე­ნი გმი­რი ოპე­რა­ტო­რის დაკ­რძალ­ვის დღე, გლო­ვის დღედ უნდა იყოს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს და ჩვენ ვა­ცხა­დებ­დეთ სა­ხელ­მწი­ფო გლო­ვას. მივ­მარ­თავ მე­დი­ას, რად­გან ამა­თი იმე­დი არა­ვის არ გვაქვს - ხომ მო­ვის­მი­ნეთ რაც თქვა ივა­ნიშ­ვი­ლის ბო­როტ­მა მა­რი­ო­ნეტ­მა და კა­რი­კა­ტუ­რამ, რომ წა­მოც­და კი­დეც - და­ი­სა­ჯაო, და­ღუპ­ვის მა­გივ­რად და გა­ამ­ჟღავ­ნა, რომ ეს მათი მხრი­დან დას­ჯა იყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის. მე­დი­ას ვთხოვ, ხვალ ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დოთ გლო­ვის დღე ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან, ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვი­ცით, ეს რამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­აა. ზო­გი­ერ­თე­ბი ცხვირს იბ­ზუ­ე­ბენ, რომ ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლაა. დიახ, მე­გობ­რე­ბო, ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლაა, ოღონდ სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ღა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ტვ პირ­ვე­ლი“ ოპე­რა­ტო­რი ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვა გუ­შინ სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მას 5 ივ­ლისს „პრა­ი­დის“ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NN
54

ვაი თქვენს პოატრონს - რა პასუხს სცემთ მერე მომავალ თაობას ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების ესე გაფეტიშებაზე?

ლაშა
23

შენ ხარ არაქართველი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

"საზოგადოებამ, მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით, შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე, აივნებზე..." - რას წერს ლაშა ბაქრაძე

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას გლოვისა და პროტესტის საჯაროდ გამოხატვისკენ მოუწოდებს.

"მხოლოდ პარლამენტის წინ დგომას შედეგი არ მოაქვს.

თუ გლოვაა მოკლული ადამიანის გამო - მთელ ქვეყანაში უნდა იყოს. რაც მოხდა, არაა ერთი კონკრეტული კაცის მკვლელობის ამბავი, როგორც ეს თეთრწვერა ანტონას სურს. სახელმწიფოში დროშები ჩამოშვებული უნდა იყოს გლოვის ნიშნად და შავი ლენტით შემკული. საზოგადოებამ, რომელსაც ადარდებს, რაც ხდება - ხელისუფლებას კი არ უნდა დაელოდოს, არამედ თვითონ მთელი ქვეყნის მაშტაბით - გადმოკიდოს დროშები სამგლოვიარე ლენტებით ან უბრალოდ მხოლოდ შავი ლენტები მიაკრას ფანჯრებზე და აივნებზე, გაიკეთონ სამკლაურები და ან მკერდზე დაიბნიონ შავი ბაფთები. გლოვა და პროტესტი ქვეყნის მაშტაბით უნდა ჩანდეს და არა ერთ მტკაველზე პარლამენტთან. უნდა ჩანდეს, ვის ადადრებს ქვეყნის მომავალი და ვის არა".

იგივე პოზიცია აქვს მწერალ ლაშა ბუღაძეს, მან დღეს პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მედიას თხოვნით მიმართა, გარდაცვლილი ოპერატორის დაკრძალვის დღე გლოვის დღედ გამოაცხადონ.

როგორც ბუღაძემ განაცხადა, სახელმწიფოს რომ თავმოყვარეობა ჰქონდეს, ხვალ გლოვის დღე სახელმწიფო მასშტაბით უნდა ცხადდებოდეს.

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ამ სახელმწიფოს, ხვალ ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული, სახელმწიფო დროშები დაშვებული უნდა იყოს და ჩვენ ვაცხადებდეთ სახელმწიფო გლოვას. მივმართავ მედიას, რადგან ამათი იმედი არავის არ გვაქვს - ხომ მოვისმინეთ რაც თქვა ივანიშვილის ბოროტმა მარიონეტმა და კარიკატურამ, რომ წამოცდა კიდეც - დაისაჯაო, დაღუპვის მაგივრად და გაამჟღავნა, რომ ეს მათი მხრიდან დასჯა იყო ჟურნალისტების. მედიას ვთხოვ, ხვალ ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ტრაგედიაა. ზოგიერთები ცხვირს იბზუებენ, რომ ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ სიკეთესა და ბოროტებას შორის“, - განაცხადა ბუღაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველი“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.