ავტორი:

"ვეღარ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე... ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, გაბუჟებული ვიყავი" - რას ამბობს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ ინტერვიუში

"ვეღარ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე... ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, გაბუჟებული ვიყავი" - რას ამბობს ლექსო ლაშქარავა უკანასკნელ ინტერვიუში

"მთავარი არხი" აქვეყნებს უკანასკნელ ინტერვიუს "ტვ პირველის" ოპერატორთან, ლექსო ლაშქარავასთან. ინტერვიუ 9 ივლისსაა ჩაწერილი. ოპერატორი იხსნებს იმ წუთებს, როცა მოძალადეთა ჯგუფი მას და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას თავს დაესხა.

"ვეღარ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, უკნიდან მხვდება ქვები და მუხლები, ანუ საიდან რა ავიფარო, ვეღარ გავიგე. მარტო თავში მირტყამდნენ ფეხებს, ვეღარ ვგრძნობდი ვერაფერს, გაბუჟებული ვიყავი, ტანში რომ მოერტყათ, ალბათ, ვიგრძნობდი, მაგრამ მარტო თავში და სახეში...მერე თვითონვე შეწყვიტეს, ოღონდ ასე - გეყოო რა. ტიპმა გააჩერა, წამომაყენა, ჩამომფერთხა, გეყოო რა, საკაიფოდ ხარო...

ახლა მაქვს ტვინის შერყევა, ფუძის ძვლის მოტეხილობა, თვალის ძვლის ჩამტვრევა, 30% მაქვს ახლა მხედველობა. აღდგენადია, იმედი მაქვს, ჯერ არ ვიცი.

50-მდე ჩვენი კოლეგა ასე დაზარალდა იმ დღეს. მე და მირანდა ბაღათურია გავედით გადაღებაზე, ჩვეულებრივი დღე იყო, ვიცოდით, რომ დაძაბულობა იქნებოდა პრაიდთან დაკავშირებით, ვიცოდით, რომ იქნებოდა რაღაც შეხლა-შემოხლა....

ამ რეჟიმში ვართ და შემოვიდა ინფორმაცია, რომ აქტივისტები სირცხვილიას ოფისში წავიდნენ. წინ ავდივარ და მირანდა ბაღათურიას, ჟურნალისტს უკნიდან ვიღაცამ წიხლი ჩაარტყა, მირანდაზე დაიწყო ეს ყველაფერი და გადმოვიდა მერე ჩემზე, მირანდას ტელეფონი წაართვეს, თვალწინ დაუმტვრიეს, კამერა წამართვეს, შემომახიეს ყველაფერი.

არ ვიცი, რამდენ ხანს გრელდებოდა, დროის აღქმა საერთოდ არ მქონდა. ესენი იყვნენ ფანატიკოსები, სვანურად ლაპარაკობდნენ . თავიდან ყურადღება რამაც მიიპყრო, ის იყო, რომ როცა კიბეზე ამოდიოდნენ, სხვანურად ლაპარაკობდნენ.

ვისაც უნდა ეზრუნა ჩვენს ჯანმრთელობაზე, კი არ იზრუნა, პირიქით იზრუნა, როგორ გავნადგურებულიყავით, დაგვსაჯეს რა...

მელაპარაკა ჩემი ადვოკატი, როგორც ვიცი, დაზარალებულის სტატუსი უკვე მონიჭებული მაქვს, ძიება მიმდინარეობს, მირანდა ბარათურიამ მითხრა, ვიღაცები დაკავებულები არიანო.

ეს არის გასროლილი ტყვია, რომელიც ბრმად მიდის, მთავარია, ვის უკავია იარაღი ხელში, ვინ გაისროლა ეს ტყვია, ეს ხალხი არსად არ გამქრალა და რამდენი დაკავებული 7, 8, 15 თუ 20, ეს მოდელს არ ცვლის იმიტომ, რომ აქ არ იყო 100 კაცი და აქ არ იყო 200 კაცი, ეს არის მართული ხალხი, რომელიც ფანატურად, ასე მიდიან.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. ლაშქარავას 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კოლეგებმა უკანასკნელ გზაზე კამერების კორიდორით გააცილეს - ემოციური ფოტო და ვიდეო კადრები

"ნინო წილოსანი იღებს სიფრთხილის ზომებს“ - ნახეთ ვიდეო, რომელშიც წილოსანი დეკანოიძეს წყლის ბოთლს ართმევს და ისვრის

იტალია ევროპის ჩემპიონია - დრამატული მატჩის დეტალები